Jump to content

ახალი GeForce GTX 560 Ti

Recommended Posts

როგორც ინფორმაციული წყარო იტყობინება, კომპანია NVIDIA მუშაობს გრაფიკულ ბარათ GeForce GTX 560 Ti-ს ახალ ვერსიაზე. მისი სახელწოდება იქნება GTX 560 Ti 448 Core (სამი წლის წინ, ანალოგიური სიტუაცია მოხდა GeForce GTX 260-თანაც, რომელიც გახდა GTX 260 216 Core), ხოლო ტექნიკური მახასიათებლების მხრივ, ის ფაქტიურად გარდაიქმნება GeForce GTX 570-ის 'დეფორსირებულ' ვარიანტად.

13a8d7b9f9f3909265fcc4b445175d33.jpg

GF114 GPU-ზე დაფუძნებულ GTX 560 Ti-სგან განსხვავებით, ახალი პროდუქტი დამზადდება იმ GF110-ზე, რომელიც გამოიყენება GeForce GTX 570 და GTX 580-ებში. გარდა ამისა, ის მიიღებს ერთ ნაკადურ პროცესორზე ნაკლებს, ვიდრე პირველი მათგანი (14-ს - 15 აქტიურის ნაცვლად), ხოლო მისი ბირთვი კი, იფუნქციონირებს შედარებით დაბალ ტაქტურ სიხშირეზე. მის კომპლექტაციაში აგრეთვე შევა 56 ტექსტურული ბლოკი, 40 ROP, მეხსიერების 320 ბიტიანი ინტერფეისი (უნივერსალური პროცესორების რაოდენობა, როგორც ეს სახელწოდებიდანაც ჩანს, 448-ს შეადგენს). კიდევ ერთ მნიშვნელოვან თავისებურებად, რაც GTX 560 Ti-ში არ გვხვდებოდა, ეს გახლავთ ორი SLI-პორტის არსებობა, რომელთა საშუალებითაც, შესაძლებელია სამი ვიდეობარათისგან შემდგარი კონფიგურაციის შექმნა. აღნიშნავენ იმასაც, რომ ის აღჭურვილი იქნება DVI, HDMI და DisplayPort ვიდეოგასასვლელით, ხოლო მისი ეტალონური დიზაინი - GTX 570-ის რეფერენსული მოდელის მსგავსი გახდება.

ვარაუდობენ, რომ GeForce GTX 560 Ti-ს გაუმჯობესებული ვარიანტი ადგილს დაიკავებს AMD Radeon HD 6950 2GB-სა და NVIDIA GeForce GTX 570/ AMD Radeon HD 6970-ს შორის. სწორედ აქედან გაჩნდა მისი ჯერჯერობით დაუზუსტებელი ღირებულება - 300$-იც.

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

:xelitavi: სოსო სულ რამდენი გყავს იმ ქვეყნად გასტუმრებული? :P

მარტო ვიდეო კარტები გითხრა თუ სხვა ნაწილებიც? :D

Link to comment
Share on other sites

მარტო ვიდეო კარტები გითხრა თუ სხვა ნაწილებიც? :D

თუ არ დაიღლები წერით ყველა მითხარი :D

Link to comment
Share on other sites

NVIDIA GeForce GTX 560 Ti to be upgraded to 448 CUDA cores http://www.guru3d.com/news/nvidia-geforce-gtx-560-ti-to-be-upgraded-to-448-cuda-cores/ მეც ვნახე ეგ ინფო და არაა ცუდი ვარიანტი რაღაც GTX260 SP216 ან GTX275 მსგავსი იქნება ესეც

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

გავრცელდა გარკვეული ცნობები ამ ბარათის შესახებ. ყველაზე საინტერესო გახლავთ ის, რომ არც GPU (730 მჰზ) და არც უნივერსალურ პროცესორების სიხშირეებით (1460 მჰზ), GeForce GTX 560 Ti 448 Core არ ჩამოუვარდება GeForce GTX 570-ს, თუმცა ადრე პირიქით ვარაუდობდნენ. თერმოპაკეტის დონე იქნება 210 ვ (GTX 570-ის 219 ვ-ს წინააღმდეგ) და როგორც ჩანს, ძალზედ მცირე ეკონომია მიიღწევა ერთ მულტინაკადურ GF110-ის გათიშვის ხარჯზე (შესაბამისად, მათი რიცხვი 480-დან 448-მდე მცირდება). გარდა ამისა, ახალი პროდუქტი მიიღებს 1280 მბ GDDR5-ს და 320-ბიტიან ინტერფეისს.

6c6f274911ca7a08fa92b2c61c350d82.jpg

GeForce GTX 560 Ti 448 Core-ის სპეციფიკაციებზე ერთი შეხედვითაც კი აშკარაა, რომ წარმადობის მხრივ, ის სულ ცოტათი ჩამორჩება GeForce GTX 570-ს, მაშინ, როდესაც მის უმცროს თანამოძმე, 'უბრალო' GeForce GTX 560 Ti-სთან, მას არავითარი საერთო არ გააჩნია.

დებიუტის სავარაუდო თარიღად 29 ნოემბერს ასახელებენ, ხოლო ღირებულებას კი - დაახლოებით 280$-ს. არსებობს ინფორმაცია, რომ ბარათი გამოშვებულ იქნება შეზღუდული სერიით, რომლის რაოდენობაც 10 ათას ეკზემპლიარს არ გადააჭარბებს.

Link to comment
Share on other sites

არა,ეგ უნდა იყოს 565Ti 4XX კარტებზეც ეგრე არ იყო,465,470,480 ყველა GF100-ზე იყო და ანალოგის პონტში უნდათ რა

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მე უკვე გამოსული მეგონა ეს ვიდეო დაფა

ნეტა შემოვა ჩვენთან ? ? ?

მარა რათ გინდა მიხვალ ალტაში ან ალგორითმში და გეტყვიან კრიზის 2 ს და ბფ 3 ს 9500 ქაჩავს ბოლო გრაფიკაზეო

Link to comment
Share on other sites

ეს არა მაგრამ ჩVვეულებირვი GTX 560 Ti გამოსულია რომელსაც 384 CUDA ბირთვი აქვს ამას კიდევ 448 ანუ ეს უფრო ძლიერი იქნება

Link to comment
Share on other sites

მარა რათ გინდა მიხვალ ალტაში ან ალგორითმში და გეტყვიან კრიზის 2 ს და ბფ 3 ს 9500 ქაჩავს ბოლო გრაფიკაზეო

ლეგენდარული 9500ჯითი ღირსეულად შეცვალა GT 430-მა :babu: :sarcastic_hanend:

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

არა,ლეგენდარული 9500ჯითი შეცვალა გტ220-მა ეხლა გტ430-მა შეცვალა ესენი :D

მარა რათ გინდა მიხვალ ალტაში ან ალგორითმში და გეტყვიან კრიზის 2 ს და ბფ 3 ს 9500 ქაჩავს ბოლო გრაფიკაზეო

+1,მაგ თამაშების კომპორტულად სათამაშოდ ფულლ ჰდ-ზე AA თი და ყველაფრით 560ტი მაინც გინდა და ეს ვაბშე დაგვხატავს

Link to comment
Share on other sites

აჰა გასაგებია ბარსელონა

ეხლა შევხედე სურათს წეღან ყურადღება არ მიმიქცევია

ეხლა ახალ მონიტორს ვთრეულობ და ახალი კონფიგურაციაც დამჭირდება სავარაუდოდ

და ბარემ აქქვე ვიკითხავ ახალი თემა რომ არ გავხსნა

ახალი კონფიგურაციის ფული დაახლოებით ერთ წელიწადში მექნება და მაგ დროს ხომ არ მეყიდა მონიტორიც ? ? ?

ეხლა ნაგავი მონიტორი მაქვს და იპს მატრიცაზე ვყიდულობ ლჯ ის მონიტორს 23 ინშიანს

მაინტერესებს ამ მონიტორს რამე ხომ არ მოუვა ერთ წელიწადში ან კიდე ფასი ერთ წელიწადში ხომ არ დაეცემა ? ? ?

მოკლედ ვინც იცით მირჩიეთ რა ვქნა ? ? ?

რამე მოუვათქო როგორ გითხრა წინასწარმეტყველი კი არ ვარ :D ისე fps მაგრად დაეცემა :)

Link to comment
Share on other sites

აჰა გასაგებია ბარსელონა

ეხლა შევხედე სურათს წეღან ყურადღება არ მიმიქცევია

ეხლა ახალ მონიტორს ვთრეულობ და ახალი კონფიგურაციაც დამჭირდება სავარაუდოდ

და ბარემ აქქვე ვიკითხავ ახალი თემა რომ არ გავხსნა

ახალი კონფიგურაციის ფული დაახლოებით ერთ წელიწადში მექნება და მაგ დროს ხომ არ მეყიდა მონიტორიც ? ? ?

ეხლა ნაგავი მონიტორი მაქვს და იპს მატრიცაზე ვყიდულობ ლჯ ის მონიტორს 23 ინშიანს

მაინტერესებს ამ მონიტორს რამე ხომ არ მოუვა ერთ წელიწადში ან კიდე ფასი ერთ წელიწადში ხომ არ დაეცემა ? ? ?

მოკლედ ვინც იცით მირჩიეთ რა ვქნა ? ? ?

არა რა უნდა მოუვიდეს , ფასი შეიძლება ცოტათი მაგალითად სადღაც 70-100 ლარით დაეცეს მაგრამ თუ კარგია ტექნოლოგიურად გეყოფა კარგა ხანი და ისე თუ ახალი კონფიგი არ გექნება არც მონიტორის ყიდვა იჩქარო , 1 წლით ადრე ხომ არ იყიდი მონიტორს

არ გადაიფლეშება ეს 570სზე??????????

არამგონია გადაიფლეშოს

Link to comment
Share on other sites

29 ნომებრისთვის გამოდის მართლა http://www.3dnews.ru/news/619769 არაფერი გადაფლეშვა არაა საჭირო იმიტომ რომ ამის ტოპ დარაზგონებული ვერსიები ფაქტიურათ GTX570-ის პერფორმანსის იქნებიან და ფასით ალბათ ასე 60$-ით იაფი მაინც ეღირება ეგეთი ვერსიაც კი რამე ზოტაკის ან სხვა ბრენდის

Link to comment
Share on other sites

ისე ეს გადაფლეშვა რა არის ? ? ?

რავიცი მე მომწონს ეს კარტა დღეს დღეისობით ცუდი რამე არ არის ნამდვილად

მარა 9500 ს ვერ სჯობს ფულლ ჰდ ზე პასლედნი გრაფიკებზე :xelitavi:

Link to comment
Share on other sites

ისე ეს გადაფლეშვა რა არის ? ? ?

რავიცი მე მომწონს ეს კარტა დღეს დღეისობით ცუდი რამე არ არის ნამდვილად

მარა 9500 ს ვერ სჯობს ფულლ ჰდ ზე პასლედნი გრაფიკებზე :xelitavi:

ხო ბებერი მგელია 9500GT :D

Link to comment
Share on other sites

ხო ბებერი მგელია 9500GT

ხო კაი მოეშვით ამ 9500გტ-ს ცოდოა :D აღარ იყიდება საქართველოში ეხლა GT430-ა მოდაში :P :D

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.