X-treme user Posted October 26, 2011 Share Posted October 26, 2011 დაიწყო გაყიდვები საკმაოდ არასტანდარტული გრაფიკული გადაწყვეტილებების მწარმოებელ Galaxy-ის GeForce GTX 570-ის მოდიფიცირებული ვერსიის გაყიდვები. მას აქვს ერთდროულად ოთხამდე LCD-მონიტორის მხარდაჭერის შესაძლებლობა - 1920 x 1080 პიქსელ გაფართოებით. მისი ერთ-ერთი მთავარი თავისებურება გახლავთ ‘Virtual single monitor mode’, რაც იძლევა თამაშის დროს ერთი გამოსახულების გამოტანის შესაძლებლობას 3 დისპლეიზე - პანორამული ატმოსფეროს შესაქმნელად. პროდუქტი გამოშვებულ იქნება KFA2 მარკის ქვეშ და ერქმევა MDT X4 GeForce GTX 570. მის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ინფორმაციის მიხედვით, ეს უკვე მესამე ვიდეობარათია - MDT (Multi Display Technology) ხაზიდან - MDT X4 GeForce 210 და MDT X5 GeForce GTX 560 Ti-ს შემდეგ. პროდუქტზე განთავსებულია ოთხი DVI და ერთი Mini-HDMI გასასვლელი - ციფრული ხმის მხარდაჭერით, რომლის საშუალებითაც, სურვილისამებრ შესაძლებელია მონიტორის დაკავშირება ტელევიზორთან. დისპლეებისა და აპლიკაციების ფანჯრების სამართავად, კომპანიამ სპეციალურად შეიმუშავა პროგრამული უზრუნველყოფა EZY Display Setting Management. რასაკვირველია, მას გააჩნია Microsoft DirectX11 და NVIDIA PhysX-ის მხარდაჭერაც. ბარათში რეალიზებულია კიდევ ერთი ექსკლუზიური ტექნოლოგია - KFA2 HT-Engine, KFA2-ს ინჟინრების მიერ შემუშავებული მიკროკონტროლერი - დაფის მართვის, მონიტორინგისა და აჩქარებისთვის. ის მოიცავს მთელ რიგ ფუნქციებს: Power Meter თვალ-ყურს ადევნებს პროდუქტისა და მონიტორის მიერ გამოყენებული სიმძლავრის სტატუსს, Voltage Setting უზრუნველყოფს ძაბვის დარეგულირებას - ექსტრემალური აჩქარების მოყვარულთათვის, ხოლო Dual BIOS იძლევა BIOS-ის აღდგენის შესაძლებლობას რეზერვული კოპიიდან - მის წარუმატებელ მომართვის ან განახლების შემთხვევაში. გაყიდვების დაწყებასთან ერთად, ცნობილი გახდა მონაცემებიც. მაშ ასე, ბირთვის სიხშირე შეადგენს 800 მჰზ-ს, შეიდერული დომენის - 1500 მჰზ-ს და მეხსიერებისა კი - 1900 მჰზ-ს (ეფექტური 3800 მჰზ). ბარათზე მოქმედებს მწარმოებლის 2-წლიანი გარანტია, მისი საორიენტირო ფასი კი - 320 ევროა. Guru3D, Overclockers.ua, TechPowerUP 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted October 26, 2011 Share Posted October 26, 2011 ვიდი ძალიან მაგარია :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted October 26, 2011 Share Posted October 26, 2011 მაგარ ვიდზეა ძალიან და ბარათიც კარგია :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted October 29, 2011 Share Posted October 29, 2011 KFA2 GTX 570 MDT Photo's Leak http://www.guru3d.com/news/kfa2-gtx-570-mdt-photos-leak/ მაგარ ვიდზეა მართლა, გაგრილებაც მაგარი აქვს, GTX580-ის სტოკ ვერსიაზე ბევრათ სუსტი არ უნდა იყოს ეგ რაზგონზე თან ფულსაც დაზოგავ და 10-ან 9 თამასში ეგეც სრულებით საკმაირისი იქნება პრინციპში რასაც GTX580 გაქაჩავს ესეც გაქაჩავს უპრობლემოთ რაზგონზე მაინც Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted October 29, 2011 Author Share Posted October 29, 2011 ხო, მართლა ძალიან კარგი მოდელია, რევიუ რომ გამოჩნდება, დავწერ აუცილებლად. 560-570 დღეისთვის სავსებით საკმარისია ჩემი აზრით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 17, 2011 Share Posted November 17, 2011 KFA2 launches its GTX 570 MDT X4 http://guru3d.com/news/kfa2-launches-its-gtx-570-mdt-x4-/ ასეთს მართლა დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი, ცვეტში GTX580-ზე ბევრათ სუსტი კარტა ნამდვილათ არაა კიდე თუ ცოტას დაარაზგონებ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted November 18, 2011 Author Share Posted November 18, 2011 ხო, გამოვიდა უკვე, ახალი ცნობები ჩავამატე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted November 18, 2011 Share Posted November 18, 2011 ეს იმათთვისაც მოსახერხებელია ვინც რამოდენიმე დისპლეის იყენებს ერთად Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 18, 2011 Share Posted November 18, 2011 ხო თან გაგრილებაც კარგი აქვს, ლოლ ერთი პორტი თუ გაუფუჭდა მეორეში შეარჭობ ისე, ხანდახან ეწვება ან უბერავს ხოლმე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted November 21, 2011 Author Share Posted November 21, 2011 გამოვიდა გაყიდვაში, თემა განვაახლე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted November 22, 2011 Share Posted November 22, 2011 არც ისე ძვირია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted December 12, 2011 Share Posted December 12, 2011 KFA2 GeForce GTX 570 MDT X4 review http://www.guru3d.com/article/kfa2-geforce-gtx-570-mdt-x4-review/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.