Jump to content

KFA2 MDT X4 GeForce GTX 570


Recommended Posts

დაიწყო გაყიდვები საკმაოდ არასტანდარტული გრაფიკული გადაწყვეტილებების მწარმოებელ Galaxy-ის GeForce GTX 570-ის მოდიფიცირებული ვერსიის გაყიდვები. მას აქვს ერთდროულად ოთხამდე LCD-მონიტორის მხარდაჭერის შესაძლებლობა - 1920 x 1080 პიქსელ გაფართოებით. მისი ერთ-ერთი მთავარი თავისებურება გახლავთ ‘Virtual single monitor mode’, რაც იძლევა თამაშის დროს ერთი გამოსახულების გამოტანის შესაძლებლობას 3 დისპლეიზე - პანორამული ატმოსფეროს შესაქმნელად. პროდუქტი გამოშვებულ იქნება KFA2 მარკის ქვეშ და ერქმევა MDT X4 GeForce GTX 570. მის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ინფორმაციის მიხედვით, ეს უკვე მესამე ვიდეობარათია - MDT (Multi Display Technology) ხაზიდან - MDT X4 GeForce 210 და MDT X5 GeForce GTX 560 Ti-ს შემდეგ.

7e5c072bdf2841ef66223ca70cff113b.jpg

4643fb3ad09e216585a3b5b621d3a9c1.jpg

პროდუქტზე განთავსებულია ოთხი DVI და ერთი Mini-HDMI გასასვლელი - ციფრული ხმის მხარდაჭერით, რომლის საშუალებითაც, სურვილისამებრ შესაძლებელია მონიტორის დაკავშირება ტელევიზორთან. დისპლეებისა და აპლიკაციების ფანჯრების სამართავად, კომპანიამ სპეციალურად შეიმუშავა პროგრამული უზრუნველყოფა EZY Display Setting Management. რასაკვირველია, მას გააჩნია Microsoft DirectX11 და NVIDIA PhysX-ის მხარდაჭერაც.

d5c6045a49a3c87f4e9f3586b5213c65.jpg

ბარათში რეალიზებულია კიდევ ერთი ექსკლუზიური ტექნოლოგია - KFA2 HT-Engine, KFA2-ს ინჟინრების მიერ შემუშავებული მიკროკონტროლერი - დაფის მართვის, მონიტორინგისა და აჩქარებისთვის. ის მოიცავს მთელ რიგ ფუნქციებს: Power Meter თვალ-ყურს ადევნებს პროდუქტისა და მონიტორის მიერ გამოყენებული სიმძლავრის სტატუსს, Voltage Setting უზრუნველყოფს ძაბვის დარეგულირებას - ექსტრემალური აჩქარების მოყვარულთათვის, ხოლო Dual BIOS იძლევა BIOS-ის აღდგენის შესაძლებლობას რეზერვული კოპიიდან - მის წარუმატებელ მომართვის ან განახლების შემთხვევაში.

ff210fd74a1a1214a1b2f4012f585ba9.jpg

გაყიდვების დაწყებასთან ერთად, ცნობილი გახდა მონაცემებიც. მაშ ასე, ბირთვის სიხშირე შეადგენს 800 მჰზ-ს, შეიდერული დომენის - 1500 მჰზ-ს და მეხსიერებისა კი - 1900 მჰზ-ს (ეფექტური 3800 მჰზ). ბარათზე მოქმედებს მწარმოებლის 2-წლიანი გარანტია, მისი საორიენტირო ფასი კი - 320 ევროა.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

KFA2 GTX 570 MDT Photo's Leak http://www.guru3d.com/news/kfa2-gtx-570-mdt-photos-leak/ მაგარ ვიდზეა მართლა, გაგრილებაც მაგარი აქვს, GTX580-ის სტოკ ვერსიაზე ბევრათ სუსტი არ უნდა იყოს ეგ რაზგონზე თან ფულსაც დაზოგავ და 10-ან 9 თამასში ეგეც სრულებით საკმაირისი იქნება პრინციპში რასაც GTX580 გაქაჩავს ესეც გაქაჩავს უპრობლემოთ რაზგონზე მაინც

Link to comment
Share on other sites

ხო, მართლა ძალიან კარგი მოდელია, რევიუ რომ გამოჩნდება, დავწერ აუცილებლად. 560-570 დღეისთვის სავსებით საკმარისია ჩემი აზრით

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

KFA2 launches its GTX 570 MDT X4 http://guru3d.com/news/kfa2-launches-its-gtx-570-mdt-x4-/ ასეთს მართლა დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი, ცვეტში GTX580-ზე ბევრათ სუსტი კარტა ნამდვილათ არაა კიდე თუ ცოტას დაარაზგონებ

Link to comment
Share on other sites

ხო თან გაგრილებაც კარგი აქვს, ლოლ ერთი პორტი თუ გაუფუჭდა მეორეში შეარჭობ ისე, ხანდახან ეწვება ან უბერავს ხოლმე

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

KFA2 GeForce GTX 570 MDT X4 review http://www.guru3d.com/article/kfa2-geforce-gtx-570-mdt-x4-review/

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.