Jump to content

ASUS P8Z68 Deluxe GEN3


Recommended Posts

PC Perspective გამოაქვეყნა ASUS P8Z68 Deluxe GEN3 სისტემური დაფის ფოტოსურათები, რომლის ერთ-ერთ თავისებურებად ითვლება PCI Express 3.0 ინტერფეისის მხარდაჭერა. ის ყურადღებას იპყრობს შავ-ცისფერი გაფორმებით და ყველა 'ცხელ წერტილთან' რადიატორების არსებობით. მის აღჭურვილობაში შესულია ოთხი სლოტი მეხსიერების მოდულებისთვის, რვა შიდა SATA-პორტი და მრავალი გასასვლელი - სხვადასხვა მოწყობილობებისთვის, მათ შორის eSATA, USB 2.0, USB 3.0, ორი ცალი Gigabit Ethernet და Bluetooth.

e9afb63e308cf598ca7516d076067ca2.jpg

959ade52b860a0228168d82d02785a07.jpg

7c6d811a424c4aaf990b224a004582ee.jpg

ასეა თუ ისე, ამ Deluxe სერიის პროდუქტის მდიდარი გაფორმება, გაკვირვებას არ იწვევს. მის უპირობო ინოვაციად უნდა ჩაითვალოს PCI Express 3.0-ის მხარდაჭერა, რომელსაც გააჩნია 32 გბ/წმ გამტარიანობის უნარი, რაც ორჯერ აღემატება მის წინამორბედის მაჩვენებელს. გარდა ამისა, დაფა ითვალისწინებს ამ სალტის სრულ სიჩქარეს - ერთ ან ორ GPU (SLI/CrossFire)-ს კონფიგურაციაში.

ea390fcafdbbca8ac794616d088d9dff.jpg

უნდა აღინიშნოს, რომ გაფართოების სლოტები 'იქცევიან' PCI Express 3.0-ებად - პროცესორის ბუდეში Ivy Bridge CPU-ს დაყენების შემდეგ. ხოლო ამ ინტერფეისის უპირატესობების გამოყენებისთვის კი, აუცილებელი იქნება შესაბამისი 3D-ბარათი, რომელთა გამოჩენაც მოსალოდნელია მომავალ წელს. რასაკვირველია, ასეთი ვიდეო-ადაპტერი უპრობლემოდ იმუშავებს PCI Express 2.0-თანაც.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

ეს GEN3 როგორც ჩანს PCI Express 3.0 აღმნიშVნელია

ასროკიც მაგ სახელით უშვებს თავის PCI Express 3.0 მაზერებს

Link to comment
Share on other sites

asus -asrock მემგონი ერტი წარმოების ბუდე აქვთ :) მაგრამ ვიდზე ძაან მაგარიაა :)

ერთი წარმოების ბუდე ნაღდად არ ექნება, მაგრამ ვიდზე ჩემნაირს გავს, :wub: კიარადა განსხვავებას ვერ ვხედავ,

fm4e_dellum4.jpg

Link to comment
Share on other sites

მე მაქვს P8P67 pro rev 3.1 რა უკეთესი შედეგი შეიძლება მივიღო თუ ამ პლატას ამოვიღებ და ჩავსვავ მაგას ?

Link to comment
Share on other sites

მე მაქვს P8P67 pro rev 3.1 რა უკეთესი შედეგი შეიძლება მივიღო თუ ამ პლატას ამოვიღებ და ჩავსვავ მაგას ?

გააჩნია რისტვის გინდა კომპი, ეს ახალი ჩიპსეტზეა Z68-ზე და პლიუს 3.0 PCI-E აქვს, სასწაულ სხვაობას ვერ მიიღებ, მაგრამ იქნება სხვაობა მინიმალური.

Link to comment
Share on other sites

asus -asrock მემგონი ერტი წარმოების ბუდე აქვთ :) მაგრამ ვიდზე ძაან მაგარიაა :)

ASRock - ASUS Rock :sleep: ერთი წარმოების ბუდე აქვთ მართალი ხარ.

ასროკი - კომპანია მწარმოებელი დედადაფების, ნეთბუქების და HTPC. მთავარი ბაზა ტაივანში მდებარეობს ტედ სიუ შიჩანის ხელმძღვანელობით, რომელიც გახლავთ კომპანია ასუსის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ასროკი თავდაპირველად გამოეყო ასუს 2002 წელს, იმის გამო რომ კონკურენცია გაეწია ისეთი კომპანიებისათვის როგორიც არის ECS და Foxconn, OEM საქონლის ბაზარზე. :babu:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.