გიო Posted September 25, 2011 Share Posted September 25, 2011 Magicka ჟანრი:მოქმედებითი-სათავგადასავლო გამომცემელი:Paradox Interactive(შვედეთი) პლატფორმა:მხოლოდ PC გამოსვლის დრო:2011 წლის 25 იანვარი Magicka არის Action-adventure თამაში,შექმნილი 8 შვედი სტუდენტის მიერ.ამ თამაშის 200,000 კოპია გაიყიდა პირველი 17 დღის განმავლობაში. თამაში დაფუძნებულია სკანდინავიურ მითოლოგიაზე,თუმცა გროტესკულ-იუმორისტული სახით გხვდება ფილმების და თამაშების ( Star Wars, Star Trek, World of Warcraft, Neverwinter Nights, 300, Lord of the Rings, The Colour of Magic, Castlevania, Highlander, Platoon, Indiana Jones, Tron: Legacy, Monty Python, the Holy Grail. Fullmetal Alchemist, South Park, Unreal Tournament, Harry Potter,Metal Gear Solid) დეტალები,რომლებიც ძალიან კარგადაა მორგებული სკანდინავიურ მითოლოგიასთან. თვითონ თამაში 2.5განზომილებიანია.არის CO-OP ტიპის თამაში,სადაც ერთიდან ოთხამდე მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს მიდგარდში (დედამიწაზე) მოხვედრილი ჯადოქრების(ჯადოქრის) სახით,რომლებიც ფლობენ 8 სტიქიის გამოძახების და ასევე მათი კომბინირების უნარს. ესენია:წყალი,ცეცხლი,ელვა,მიწა,არკანი,სიცივე,ფარი და სიცოცხლე. მათი კომბინირებით შეგიძლიათ გამოიწვიოთ რაიმე სტიქიური მოვლენა,შექმნათ ბომბები,ახალი ელემენტი,ახალი მაგიური ხრიკები და ა.შ. ზემოთხსენებული უნარების საშუალებით, ჯადოქრებმა უნდა განვლონ 13 სირთულე და დაამარცხონ ბოროტი ჯადოქარი-ასატური. თამაშში ამ სტიქიების კომბინირების,ახალი მაგიური ტრიუკების იმდენად დიდი არჩევანია,რომ ნამდვილად არ მოიწყენთ ექსპერიმენტების მოწყობით,მითუმეტეს თუ კო-ოპში თამაშობთ.შეგიძლიათ თქვენს მოსაკლავად წამოსულ ურჩხულს ესროლოთ გაცხელებული ქვა ან დაასველოთ და შემდეგ ელვის საშუალებით ელექტრული შოკი მოუწყოთ,შექმნათ ფარი,რათა მეისრეებისგან დაიცვათ თავი. არჩევანი მართლაც რომ ძალიან დიდია,მითუმეტეს ლეველებში გადასვლისას თქვენ აღმოაჩენთ დამალულ წიგნებს,სადაც მითითებულია სხვადასხვა მაგიური ხრიკები (მაგ:ახალი სტიქიის შექმნა,დამხმარე ჯარის,დემონების გამოძახება).რაც შეეხება იუმორს ამ თამაშში,აბსოლუტურად ყველაფერი, დაწყებული გრაფიკით,დამთავრებული პერსონაჟების ქცევით და ლაპარაკით გაჯერებულია იუმორით,რომელიც შეიძლება ითქვას,ამ თამაშში შექმნილია ზემოთხსენებული მედია-გეიმინდუსტრიის ცნობილი ნიმუშების გავლენით.თამაშს აქვს დაახლოებით 8-9 საათის გეიმფლეი.არის ასევე ARENA მოდი,სადაც ჯადოქრებს(ან ჯადოქარს,თუ სოლოში თამაშობთ)უწევთ მტრის რაც შეიძლება დიდი ტალღა მოიგერიონ. სტიქიები: -არკანი -მიწა -სიცოცხლე (ამით სიცოცხლის მომატება შეგიძლიათ) -ელვა -ფარი -წყალი -სიცივე -ცეცხლი -ყინული + -ორთქლი (აბნევს და აშინებს მოწინააღმდეგეებს) + ჩემი შეფასება: 1.ოპტიმიზაცია რაც შეეხება ოპტიმიზაციას,მანდამაინც სახარბიელო არ აქვს. ეს იქიდანაც ჩანს,რომ მაგიკას 13 პატჩი გამოვიდა.ჰქონდა უამრავი ბაგი.მისი გრაფიკის მიუხედავად,საკმაოდ რესურს-მომთხოვნია. ამიტომ, ოპტიმიზაციაში ამ თამაშს 6.5 ბალს ვუწერ. 2.გრაფიკა 2.5 განზომილებიანი ტიპის თამაშისთვის,შეიძლება ითქვას,რომ ნორმალური გრაფიკა აქვს,ამის გარდა,ასეთი "მხატვრული" სტილის გრაფიკა ხაზს უსვამს ამ თამაშის კომიკურობას. გრაფიკას-8 3.გეიმფლეი გეიმფლეი მართლაც რომ გადასარევი აქვს,ამდენი სტიქიის,მაგიის მანიპულირება და მტრებზე მათი გამოცდა ძალიან გასართობია და რაც ყველაზე კარგია,არაერთფეროვანი.თან,ამასთან ერთად,ლეველებში გადასვლისას,გიწევს მიმართო სხვადასხვა ტაქტიკას სტიქიების კომბინირებასთან დაკავშირებით.(მაგ:ზოგიერთ მტერს შეუძლია დაცვა,ზოგი ძლიერდება კონკრეტული სტიქიის ზემოქმედების შედეგად ა.შ) გეიმფლეიში დავუწერ 9.0-ს იუმორი: ამ თამაშს პრაქტიკულად სიუჟეტი არ აქვს,ამიტომ შევაფასებ იუმორის კრიტერიუმით,რაც საკმაოდ მაღალია.თამაშში ცნობილი ფილმების ცნობილი მომენტები შავით იუმორითაა შემოსილი და ძალიან სასაცილოა.ასევე პერსონაჟების სახე/მოძრაობა,მათ გაუგებარ ენაზე საუბარი. ამ კრიტერუმშიც დავუწერ 9.0ს Overall-8.1 საინტერესო ვიდეოები: პატივისცემით, გიორგი შ. :rolleyes: 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GIBSON Posted September 25, 2011 Share Posted September 25, 2011 :thumbsup: 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted September 25, 2011 Share Posted September 25, 2011 ყოჩაღ გიო, ჩავამატებ ახლა ამას რევიუების თემაში... პირადად მე არამგონია ოდესმე მოვსინჯო, მაგრამ ფენტეზი რომ მიყვარდეს, არ გამოვტოვებდი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გიო Posted September 25, 2011 Author Share Posted September 25, 2011 ყოჩაღ გიო, ჩავამატებ ახლა ამას რევიუების თემაში... პირადად მე არამგონია ოდესმე მოვსინჯო, მაგრამ ფენტეზი რომ მიყვარდეს, არ გამოვტოვებდი Thanks :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gamer1 Posted September 25, 2011 Share Posted September 25, 2011 ბავშვური თამაშია ეს ჟანრი არ მომწონს ) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted September 25, 2011 Share Posted September 25, 2011 ჟანრი არც მე მომწონს, მაგრამ ბავშვურს ნამდვილად ვერ დავარქმევ :spiteful: 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GIBSON Posted September 25, 2011 Share Posted September 25, 2011 ისე კაი გამახსენე, დავწერ მეც რამეს მერე :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გიო Posted September 25, 2011 Author Share Posted September 25, 2011 არც მე ვაპირებდი თამაშს,მაგრამ ნათანამ მირჩია მაგრად მომეწონა მე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 29, 2015 Share Posted May 29, 2015 ესეც ამ თამაშის მეორე ნაწილის განხილვა IGN-ზე http://www.ign.com/games/magicka-2/pc-20020049 მარტო 77% დაუწერეს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted June 5, 2015 Share Posted June 5, 2015 ამ თამაშის მეორე ნაწილის კიდე რამდენიმე მიმოხილვა:http://www.3dnews.ru/915154http://bestgamer.ru/reviews/magicka_2.htmhttp://www.gamespot.com/reviews/magicka-2-review/1900-6416156/60-75% ფარგლებში აიღო მარტო შეფასებები, როგორც ჩანს მეორე ნაწილი გაცილებით უფრო სუსტი დონისაა ვიდრე პირველი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.