X-treme user Posted September 25, 2011 Share Posted September 25, 2011 ინფორმაციული წყაროს მონაცემებით, საფრანგეთში გაყიდვაში ჩაეშვა ახალი ნოუთბუქი ASUS — K53TA, რომელიც დამზადებულია AMD Sabine პლატფორმაზე. ის აღჭურვილია 1,9 გჰზ სიხშირეზე მომუშავე (მაქსიმალური ტაქტური სიხშირე ტურბო-რეჟიმში - 2,5 გჰზ), ჰიბრიდულ პროცესორ (APU) AMD A4-3300M-ით და ინტეგრირებულ GPU Radeon HD 6480G-ით, რომლის შემადგენლობაშიც შედის 240 ნაკადური პროცესორი, 444 მჰზ-ზე. ამ მხრივ, მას ეხმარება 1 გბ მეხსიერების მქონე, დისკრეტული ვიდეობარათი Radeon HD 6650M. ლეპტოპის კომპლექტაციაშია 640 გბ ტევადობის მყარი დისკი, 5400 ბრ/წთ შპინდელის სიჩქარით, 4 გბ RAM, ოპტიკური DVD-ჩამწერი, Wi-Fi 802.11b/g/n და Gigabit Ethernet ადაპტერი, 1,3 მპ-იანი ვებ-კამერა. გარდა ამისა, ერთი USB 3.0 და ორი USB 2.0 პორტი, HDMI და D-Sub ვიდეოგასასვლელი, მეხსიერების ბარათების წამკითხველი მოწყობილობა. ეკრანის დიაგონალი შეადგენს 15,6 დუიმს, ხოლო გაფართოება კი 1366 х 768 პიქსელს. ოპერაციული სისტემის მოვალეობას ასრულებს 64-ბიტიანი Windows 7 Home Premium ვერსია. ASUS K53TA-ის ზომები გახლავთ 378 x 253 x 33,1-34,9 მმ, მასა კი - 2,6 კგ. კვების ქვესისტემა დაფუძნებულია 6-სექციან ელემენტზე, 5200 mAh ტევადობით. ღირებულებას რაც შეეხება, აღნიშნული კონფიგურაციით, საფრანგეთში ეს პროდუქტი ხელმისაწვდომია 500 ევროდ. IXBT 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted October 7, 2011 Share Posted October 7, 2011 500 ევროდ საქართველოში უკეთესი მოგივა :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.