Jump to content

ASUS K53TA - იაფი ლეპტოპი AMD Sabine-ზე


Recommended Posts

ინფორმაციული წყაროს მონაცემებით, საფრანგეთში გაყიდვაში ჩაეშვა ახალი ნოუთბუქი ASUS — K53TA, რომელიც დამზადებულია AMD Sabine პლატფორმაზე. ის აღჭურვილია 1,9 გჰზ სიხშირეზე მომუშავე (მაქსიმალური ტაქტური სიხშირე ტურბო-რეჟიმში - 2,5 გჰზ), ჰიბრიდულ პროცესორ (APU) AMD A4-3300M-ით და ინტეგრირებულ GPU Radeon HD 6480G-ით, რომლის შემადგენლობაშიც შედის 240 ნაკადური პროცესორი, 444 მჰზ-ზე. ამ მხრივ, მას ეხმარება 1 გბ მეხსიერების მქონე, დისკრეტული ვიდეობარათი Radeon HD 6650M.

4cfd8e1aeb98b6c2d9be9ae79e4f91a6.jpg

ლეპტოპის კომპლექტაციაშია 640 გბ ტევადობის მყარი დისკი, 5400 ბრ/წთ შპინდელის სიჩქარით, 4 გბ RAM, ოპტიკური DVD-ჩამწერი, Wi-Fi 802.11b/g/n და Gigabit Ethernet ადაპტერი, 1,3 მპ-იანი ვებ-კამერა. გარდა ამისა, ერთი USB 3.0 და ორი USB 2.0 პორტი, HDMI და D-Sub ვიდეოგასასვლელი, მეხსიერების ბარათების წამკითხველი მოწყობილობა. ეკრანის დიაგონალი შეადგენს 15,6 დუიმს, ხოლო გაფართოება კი 1366 х 768 პიქსელს. ოპერაციული სისტემის მოვალეობას ასრულებს 64-ბიტიანი Windows 7 Home Premium ვერსია.

ASUS K53TA-ის ზომები გახლავთ 378 x 253 x 33,1-34,9 მმ, მასა კი - 2,6 კგ. კვების ქვესისტემა დაფუძნებულია 6-სექციან ელემენტზე, 5200 mAh ტევადობით. ღირებულებას რაც შეეხება, აღნიშნული კონფიგურაციით, საფრანგეთში ეს პროდუქტი ხელმისაწვდომია 500 ევროდ.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.