Jump to content

Deepcool-ის გაგრილების სისტემა


Recommended Posts

როგორც ვებ-გვერდი TechConnect Magazine იტყობინება, კომპანია Deepcool გამოსაშვებად ამზადებს გრაფიკული ბარათებისთვის განკუთვნილ გაგრილების სისტემას, სახელწოდებით Dracula. პროდუქტი შესული იქნება Gamer Storm სერიაში და შეეძლება ნებისმიერ ვიდეოამჩქარებლის 'დაშოშმინება', რომლის სითბოს გამოყოფის დონეც 250 ვ-ს ფარგლებშია. ასევე უნდა აღინიშნოს გარკვეული მსგავსება Arctic-ის Accelero ხაზის ზოგიერთ მოდელთან:

dee478acfee1e4b2113ab1fba92ab9e6.jpg

332e2332c7d7a267a357bdce95528bfe.jpg

a893e02c09b008305df0b10344fe7e94.jpg

რადიატორის სპილენძის ძირიდან გამოდის თორმეტი სითბური L-ფორმის მქონე მილაკი, რომლებიც ანაწილებენ სითბოს ალუმინის ფარფლების ორ სექციაზე. ნაწარმი ითვალისწინებს სამამდე 120/140 მმ ზომის ფენის დაყენებას, მწარმოებელი კი კომპლექტთან ერთად გვთავაზობს ყველა აუცილებელ სამაგრსაც. აღნიშნული გაგრილების სისტემა თავსებადია შემდეგ ვიდეობარათებთან:



  • NVIDIA GeForce GTX 580, GTX 570, GTX 560, GTX 480, GTX 470 და GTX 460;
  • AMD Radeon HD 6970, HD 6950, HD 6870, HD 6850, HD 5770, HD 5670, HD 4870 და HD 4850.

ინფორმაცია Dracula-ს ღირებულებისა და გაყიდვების დაწყების თარიღის შესახებ, ნიუსების ტრადიციისამებრ, არ ხმაურდება.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.