Jump to content

Intel X79 დაფები IDF 2011-ზე


Recommended Posts

Sandy Bridge-E პროცესორების გამოსვლამდე სულ რაღაც ორი თვე დარჩა და სისტემური დაფების მწარმოებლებიც ჩქარობენ Intel X79 ჩიპსეტზე საკუთარი პროდუქტების გამოშვებას. IDF 2011 გამოფენაზე, ზოგიერთმა მათგანმა წარმოადგინა თავისი ნაწარმები. მაგალითად, MSI აპირებს ამ ნაკრებზე დაფუძნებული სამი მოდელის გამოშვებას, რომელთაგანაც ერთი აღჭურვილია ერთდროულად ხუთი PCI Express x16 და რვა DDR3-2400 ოპერატიული მეხსიერებისთვის განკუთვნილი სლოტით (64 გბ-მდე). გარდა ამისა, ადგილზეა 8 SATA პორტი (ოთხ-ოთხი 6 და 3 გბიტ/წმ სტანდარტით), კომპანია აგრეთვე საუბრობს 'გაუმჯობესებულ UEFI ინტერფეისზე'. X79A-GD65 (8D) კი ასე გამოიყურება:

2d213779c67fee006ebd5c465b2fcb9f.jpg

X79A-GD65 მოდელს გააჩნია ოთხი DIMM-სლოტი, მაგრამ სპეციფიკაციის მიხედვით, ეს ხელს არ უშლის მას, რომ ჰქონდეს 64 გბ მეხსიერების მხარდაჭერა. გარდა გაგრილების სისტემის კომპონენტების შეცვლილი სახისა, ამ და უფროს დაფას შორის განსხვავება არ შეინიშნება. ხოლო უმცროს მათგან - X79A-GD45-ის არსენალში არის სულ სამი PCI Express x16, ასევე გაქრა ორი SATA 6 გბიტ/წმ პორტიც. ამ ლოგიკაზე დამზადებულ, MSI-ს ყველა პროდუქტს ექნება ოთხი USB 3.0, სრულებით მოიცილებს PCI-სტანდარტს და მიიღებს ClickBIOS II ინტერფეისს.

გამორიცხული არ არის, რომ მწარმოებელი თავის ნაწარმებს დააკომპლექტებს შიდა კომუნიტაციური ბლოკით, რომელიც განკუთვნილია 5,25 დუიმის განყოფილებაში განთავსებისთვის. მისი საშუალებით, დაგვემატება კიდევ წყვილი USB პორტი, CMOS პარამეტრების დაგდების ღილაკთან გაერთიანებული OC Genie (ამისთვის საჭიროა ღილაკზე თითის დაჭერა გარკვეული დროის მანძილზე) და Wi-Fi, Bluetooth კავშირი. PC Perspective-ის თანამშრომლების მიერ გადაღებულ ფოტოსურათზე გამოსახულია მხოლოდ მაკეტი, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ აღნიშნულ კომპონენტი დართული იქნება MSI-ს დაფების კომპლექტებში:

e8332160f6a24342e2db766d12fe6e61.jpg

კომპანია Gigabyte-მა, ტრადიციისამებრ, ღონისძიებაზე აჩვენა სისტემური დაფები, რომლებიც შეძლებენ ნებისმიერი ენთუზიასტის გემოვნების დაკმაყოფილებას. ახალ ჩიპსეტზე დაფუძნებული უფროსი მოდელი გახლავთ G1.Assassin 2 X79, რომლის თავისებურებათა რიცხვში შედის სერიისთვის ტრადიციული აუდიოპროცესორი Creative X-Fi, ქსელური კონტროლერი Killer NIC სამი PCI Express x16 სლოტი - ვიდეობარათების მასივის ორგანიზებისთვის. გარდა ამისა, პროდუქტი აღჭურვილია Marvell-ით - ორი eSATA-პორტის მხარდაჭერისთვის და ჰოსტ-კონტროლერ USB 3.0-ით - Fresco Logic-ის შესრულებით.

6148b2b2e97a7ef06f6e5c8ba049fac2.jpg

შემდეგი მოდელი, GA-X79-UD7, ჩიპსეტის რადიატორზე არსებულ ლოგოტიპის მიხედვით, სპეციალურად ოვერქლოქერებისთვის იქნა შემუშავებული. მიდრეკილებას ექსტრემალურ აჩქარებასთან აგრეთვე ხაზს უსვამს ძაბვის რეგულატორის მოდულის მოწინავე დიზაინი, რომელშიც გამოიყენება ტანტალის კონდენსატორები. PCI Express x16 სლოტების განლაგება საკმაოდ კომფორტულია იმისთვის, რომ ძალისხმევის გარეშე მოხდეს პირდაპირ ოთხი გრაფიკული ბარათის ჩადგმა. წინა მოდელისგან განსხვავებით, GA-X79-UD7-ში არ არის დამატებითი eSATA-კონტროლერი, მაგრამ USB 3.0-ის მხარდაჭერა ასევე მიიღწევა Fresco Logic ჩიპის მეშვეობით.

5a18716fed64484eb400c95a236ef1ed.jpg

ხოლო მათ, ვისაც ოთხჯერ მეტი ოპერატიული მეხსიერების სლოტი სჭირდება, Gigabyte სთავაზობს GA-X79-UD5 მოდელს, რომელიც ფუნქციონალისა და სავარაუდოდ ხელმისაწვდომლობის მხრივ, გახდება ოპტიმალური გადაწყვეტილება LGA 2011 პლატფორმაზე გადასვლის მსურველთათვის. მის არსენალში შესულია სამი PCI Express x16 სლოტი, ხოლო კომუნიკაციური პორტების ნაკრები სტანდარტულია X79 ჩიპსეტზე დაფუძნებულ ამ დონის პროდუქტებისთვის.

დემონსტრაციას ასრულებს GA-X79-UD3 დაფა. საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწარმი იქნება უმცროსი წარმომადგენელი X79 მიკროსქემაზე, ის მაინც აღჭურვილია ოთხი PCI Express x16 სლოტით.

გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი პროდუქტები არ არიან სერიულები - Intel-ის გადაწყვეტილების გამო, ბოლო მომენტში შეტანა/გამოტანის პორტების კონფიგურაციაში ცვლილებების გამო, საბოლოო ნიმუშებში შესაფერისი პორტების ნაკრები შეიძლება განსხვავდებოდეს. დაფების ფინალური მახასიათებლები კი განხადებულ იქნება ნოემბერში, Sandy Bridge-E დესქტოპ-პროცესორების გამოსვლის პერიოდამდე მცირე ხნით ადრე.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

საღოლ კაი ნიუსია :thumbsup:

MSI მიყვარს :miyvarxar::D

e8332160f6a24342e2db766d12fe6e61.jpg

და ეს რაღაცა რა ადგილას დგება? ანუ დივიდის პონტშია? ერთი არ მომწონს CMOS ღილაკი რომ არის ეგრე შემთხვევით თუ მიგეჭირა მერე იბურღე ტვინი და ცვალე ყველაფერი რაც დაყენებული გქონდა

Link to comment
Share on other sites

CMOS ღილაკი რომ არის ეგრე შემთხვევით თუ მიგეჭირა მერე იბურღე ტვინი და ცვალე ყველაფერი რაც დაყენებული გქონდა

ეგრე ერთი მიჭერით არ ჩამოწყრის

უნდა მიაჭირო და გეჭიროს რამოდენიმე წამი

შემთხვევით :)

Link to comment
Share on other sites

Gigabyte unveils X79-UD7 with UEFI http://guru3d.com/news/gigabyte-unveils-x79ud7-with-uefi-/

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.