Jump to content

MSI-ს დაფები IDF 2011 გამოფენაზე


Recommended Posts

qTjfahTc.jpg

IDF-ის გამოფენაზე, კომპანია MSI-მაც წარმოადგინა X79 ჩიპსეტზე დაფუძნებული სისტემური დაფები LGA 2011 სოკეტზე და ასევე სისტემა Ivy Bridge პროცესორზე. X79A-GD65 (8D) შესრულებულია ATX ზომის მიხედვით, მას გააჩნია რვა მეხსიერების სლოტი DDR3-2400 მოდულებისთვის, ჯამური ოდენობით 64 გბ-თი, რომლებსაც შეეძლებათ 4-არხიან რეჟიმში მუშაობა. გაფართოების შესაძლებლობებს უზრუნველყოფს სამი PCI Express Gen 3 x16, ორი PCI Express Gen 2 x16 და ერთი PCI Express Gen 2 x1. გარდა ამისა, მის აღჭურვილობაში აგრეთვე შედის ოთხ-ოთხი SATA 6 და SATA 3 გბიტ/წმ პორტი. მის თავისებურებათა რიცხვს კი განეკუთვნება საფირმო ტექნოლოგია OC Genie II და ClickBIOS II (UEFI).

TBr17REr.jpg

X79A-GD65 დაფა ძალიან წააგავს ზემოაღნიშნულ მოდელს, მაგრამ მისი მეხსიერების მოდულებისთვის განკუთვნილი სლოტები ორჯერ ნაკლებია.

xZDWks5V.jpg

უმცროსი X79A-GD45-იც ATX ზომისაა. მან მიიღო ოთხი სლოტი DDR3-2400 მეხსიერებისთვის (64 გბ-მდე ოდენობით), სამი PCI Express Gen 3 x16 და ოთხი PCI Express Gen 2 x1. ასევე, ორი SATA 6 და ოთხი SATA 3 გბიტ/წმ პორტები.

zj8LSWgs.jpg

მწარმოებლის თქმით, ამ დაფების სერიული ნიმუშები სულ ცოტა ხანში, ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდება. გაყიდვები კი დაიწყება Sandy Bridge-E პროცესორის ანონსის შემდეგ, ანუ დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებიდან. მათ აგრეთვე დააზუსტეს სიტუაცია PCI Express 3.0. სლოტების გამოყენებასთან დაკავშირებით. ბარათებს, რომლებსაც შეეძლებათ ახალი ინტერფეისის უპირატესობების გამოყენება, გამოშვებულ იქნებიან მომავალი წლის პირველ თვეებში. უფრო ზუსტად კი, ეს მოსალოდნელია იანვრის თვეში.

ქვედა ფოტოსურათებზე ნაჩვენებია სისტემა, რომელიც დაფუძნებულია X79A-GD45-ზე. ამ 'ენთუზიასტების პლატფორმის' კონფიგურაციაში, აგრეთვე შესული იყო ორი N560GTX-Ti Hawk ბარათი SLI-ში, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და Kingston-ის წარმოების SSD.

Rqi4Md72.jpg

teiD17Ws.jpg

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

'ენთუზიასტების პლატფორმის'

ინტელის ბოქს ქულერზე ძალიან არა შთამბეჭდავად გამოიყურება :D

ClickBIOS II (UEFI).

მაგარი სასიამოვნოა ახალი ტიპის ბიოსების

და მაუსიც ასწორებს :)

Link to comment
Share on other sites

ასუსი და გიგაბაიტი რას გვიმზადებენ საინტერესოა :babu:

არაფერს ისეთს განსხვავებულს ,სტადარტული სერიები ისევ იქნება და დამატებით თუ გამოვა G1 სერიის მსგავსი გიგაბაიტიდან კარგი იქნება

Link to comment
Share on other sites

ინტელის ბოქს ქულერზე ძალიან არა შთამბეჭდავად გამოიყურება :D

მაგარი სასიამოვნოა ახალი ტიპის ბიოსების

და მაუსიც ასწორებს :)

ზოზო მეც დამიტოვე ხოლმე პორტალისთვის :chojinfc:

ლამაზი რაღაც ჩანს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.