Jump to content

Alpenfoehn Himalaya ქულერი


Recommended Posts

ზაფხული უკვე გავიდა, მაგრამ ენთუზიასტები კვლავინდებურად არიან დაინტერესებულნი პროცესორის მაღალეფექტურ გაგრილების სისტემებში. ბოლო თვეებში საკმაოდ ნაყოფიერი კომპანია Alpenfoehn(Alpenföhn) განაგრძობს საინტერესო პროდუქტების გამოშვებას და ამჯერად წარმოგვიდგენს Himalaya სახელწოდების მქონე ქულერს, ზედა ფასობრივი კატეგორიიდან (რეკომენდირებული ღირებულება - 60 ევრო). კონსტრუქცია შედგება ნიკელირებული ძირისგან, ექვს, 6 მმ-იან, U-ფორმისებური სპილენძის სითბური მილაკისგან, ალუმინის ფირფიტების მასივისა და 140 მმ-იან WingBoost ფენისგან.

OsOqAKSx.jpg

Vf2S85eB.jpg

xW2TC0eQ.jpg

სითბური მილაკების განლაგების წყობა და რადიატორის ფარფლების ფორმა უზრუნველყოფს სითბოს ეფექტურ მოცილებას - ფენის დაბალი სიჩქარეების დროს, რომელიც ასრულებს 300-1100 ბრ/წთ-ში და გამოსცემს 10-დან 19,4 დბა ხმაურს.

ქულერი თავსებადია LGA 775/1155/1156/1366 და AMD AM2(+)/AM3(+)/FM1 პლატფორმებზე, იწონის 880 გ-ს, ხოლო მისი ზომები კი - 140 x 164 x 55 მმ-ია. გაყიდვები რამდენიმე კვირაში დაიწყება.

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

ამათი მქონდა მე ერთი ქულერი და ძაააააალიან კმაყოფილი ვიყავი

ფასი კარგია

მაგარი ფენი მოყვება ყოველთვის

დამუშAვება უმაღლესი კლასის.ძალიან სუფთად მუშAობენ

და წარმადობა აქვს ისეთი რომ საუკეთესო ქულერებს უპრობლემოდ უდგას გვერდით

Link to comment
Share on other sites

EKL Alpenfohn Himalaya CPU cooler http://guru3d.com/news/ekl-alpenfohn-himalaya-cpu-cooler/ მეც ვნახე ეხლა ინფო ამ კულერზე, ისე ერთი პერიოდი მეც მინდოდა ამ ფირმის კულერის დათრევა ფასის გამო კაკრაზ, მაგრამ მერე ჩემ ეხლანდელ კულერზე შევაჩერე არჩევანი Zerotherm Zen-120 nanoxia edition-ზე და ეგეც კარგი რამე გამოდგა და რაც მთავარია უხმო ფანი მოყვება მაგ ვერსიას

Link to comment
Share on other sites

შე კაცო მერე ზუსტათ ამას კი არ ვიღებდი რაღაც 25 ევროიანი კულერი იყო Alpenfoehn მაგ ზეროთერმის დონის დაახლოებით, ეს მოდელი რომ ჯობია ჩემსას მეც ვიცი, მე თან ჩუმი მინდოდა, ეს რაღაც თერმარლაითის ტოპ დონის კულერებს წააგავს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.