Jump to content

Samsung SyncMaster 850-სერიის მონიტორები


Recommended Posts

თავის ბაზარზე დებიუტიდან ცოტა ხანში, 850 სერიის Samsung SyncMaster მონიტორებმა ევროპამდეც მოაღწიეს. ხაზისთვის დამახასიათებელ, ამ პროდუქტების თავისებურებას წარმოადგენს PLS (Plane to Line Switching) ტიპის პანელების გამოყენება, რომლებიც ითვლებიან IPS-ების მოდიფიცირებულ ვარიანტებად. S24A850DW მოდელისთვის, ეკრანის ზომა 24 დუიმია, გაფართოება - 1920 х 1200 პიქსელი, S27A850D-ის ეს მახასიათებლები კი არის - 27 და 2560 х 1440. დისპლეის გაყოფის ფუნქციის საშუალებით, შესაძლებელია ორი ეკრანის მიღება და მათზე სხვადასხვა წყაროს გამოსახულების გამოტანა.

oxA4XW9a.jpg

მწარმოებლის თქმით, PLS-მატრიცები მოიცავენ sRGB-ის მთლიან 100%-იან არეალს და იძლევიან 10%-ით უფრო კაშკაშა გამოსახულების მიღების საშუალებას - IPS-თან შედარებით. ორივე დისპლეის დანარჩენი მახასიათებლები კი ასე გამოიყურება: რეაგირების დრო 5 მ/წმ- (GTG), 300 კდ/მ2, კონტრასტულობა - 1000:1, ხედვის კუთხეები - 178° ორივე სიბრტყეში.

5jCPdmtn.jpg

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს USB 3.0 კონცენტრატორის არსებობა ოთხ პორტზე, განათებისა და დასწრების სენსორები, ორი DVI და ერთი DisplayPort. ტრანსფორმირებადი სადგამი, რომელიც იძლევა სიმაღლის, დახრის კუთხისა და დისპლეის ბრუნვის საშუალებას, ასევე ალბომური მდგომარეობიდან - პორტრეტულზე გადაყვანას და პირიქით.

S24A850DW და S27A850D მოდელების ფასები ევროპის ქვეყნებისთვის შეადგენს 499 და 799 ევროს შესაბამისად.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

ევროპაში ნამეტანი ძვირი გამოდის ევროებში

ისე თვითონ მონიტორი კარგია ,თან ნელ-ნელა შემოდის 300 კდ/მ2 სიკაშკაშის მქონე მონიტორები

Link to comment
Share on other sites

ბარსა 300 კდ/მ2 ისედაც ქონდა ფაქტიურათ ყველა მონიტორს რომლებიც არ იყვნენ ლედ ბაკლაითზე, ლედ ბაკლაითზე რომლებიცაა 250 კდ/მ2 აქვთ სიკაშკაძე რამე სპეც მოდელი თუ არაა, ნუ 300 კდ/მ2-ზე ნაკლები სიკაშკაშე კიდე რაღაც სპეც ბიუჯეტურ მოდელებს ქონდათ ეგეც რამოდენიმე მაქვს სულ ნანახი ეგეთი იგივე 200 კდ/მ2 სიკაშკაშით მაგალითად ტნ მატრიცაზე, ეს მოდელი რამდენადაც მივხდი სტანდარტულია და არა ლედ ბაკლაითზე, უბრალოთ იპს მატრიცაზეა და მხეცი ჩვენება ექნება, არც ბიუჯეტური არაა თან ძალიან მაგარი მახასიათლებლები აქვს ცვეტოპერედაჩის, ეს რაღაც სპეც იპს-ია თან 5მს-ით და სხვა ტეხნოლოგიები აქვს გამოყენებული, LG ბიუჯეტურ იპს წააგავს პარამეტრებით, იმასაც 5მს-ი აქვს ოტკლიკი და მარტო 1000:1 სტანდარტული კონტრასტულობა, უბრალოთ ეს ცოტა უფრო ძვირია იმაზე და თან PLS-ია, ისე სადღაც წავიკითხე რომ 5000:1 სტანდარტული კონტრასტულობა მაქსიმალურათ აუმჯობესებს და ხვეწავსო შავი და თეთრი ფერის დამუშავებას, მასეთი კონტრასტულობა მარტო 21.5 ინჩიან ბენქსის VA პანელს აქვს 8მს-ზე და ლედ ბაკლაითზე და სულ რაღაც 375 ლარი ღირს მოსკოვში ეგეთი მოდელი

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

Samsung Premium Touch-Screen Monitor for Professionals and Consumers http://www.guru3d.com/news_story/samsung_premium_touch_screen_monitor_for_professionals_and_consumers.html

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.