Jump to content

BenQ RL2240H მონიტორი - RTS-ებისთვის


Recommended Posts

პროდუქტის წარმატებული კომერციული ბედი დიდად განისაზღვრება მის მართებულ პოზიციონირებით. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ნაწარმი სხვა მოდელების მსგავსი, მწარმოებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ მან შეძლოს პოტენციური მყიდველების დარწმუნება იმაში, რომ ის სწორედ მათთვის არის განკუთვნილი. ხოლო, თუ ამასთან, მის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ შესაბამისი წრის ავტორიტეტები, მაშინ ბაზარზე მისი შანსები მატულობს.

tOHIzeV9.jpg

ამგვარი მიდგომის მაგალითად შესაძლოა გამოდგეს კომპანია BenQ-ს მონიტორი RL2240H. მწარმოებლის თქმით, ნაწარმი, რომელიც შეიქმნა პერიფერიული მოწყობილობების დამამზადებელ Zowie Gear-თან და თამაშ StarCraft 2-ზე სპეციალიზირებულ პროფესიონალურ ჯგუფ Startale-თან თანამშრომლობით, წარმოადგენს მსოფლიოში პირველ გეიმერულ დისპლეის - რეალური დროის სტრატეგიისთვის (RTS).

22 დუიმ ზომის მქონე ეკრანის გაფართოება 1920 х 1080 პიქსელზეა და ის აღჭურვილია შუქდიოდური განათებით. თავისებურებათა რიცხვს, ასევე მიეკუთვნება ტექნოლოგია Black eQualizer, რომელიც, როგორც ირწმუნებიან, 'ხსნის კრიტიკულად მნიშვნელოვან დეტალებს ბრძოლის დროს - მუქ სცენებში გაუმჯობესებული ხილვადობით'. მისი საშუალებით, შესაძლებელია სიკაშკაშის რეგულირება - გამოსახულების თეთრი ადგილების 'ამოწვის' რისკის გარეშე. გარდა ამისა, არის რეჟიმი RTS Mode-იც, რომელშიც, პარამეტრები შესრულებულია ოპტიმალურად RTS-სთვის. მონიტორის ჩართვისას, 'default'-ზე ზუსტად მისი არჩევა ხდება.

საინტერესოა აგრეთვე ფუნქცია Smart Scaling-იც. მისი გამოყენებით, მოთამაშეს შეუძლია დისპლეის ოთხი შესაძლებელი რეჟიმიდან ერთის არჩევა (17 დუიმი 4:3, 19 დუიმი 4:3, 19 დუიმი - 16:10 და 21,5 - 16:9) და ეკრანის სასურველი გაფართოების დაყენება.

ევროპაში RL2240H-ის გაყიდვები დაიწყება ოქტომბერში. ფასი ჯერჯერობით უცნობია.

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

ხო მაგრამ თეთრი ფერი რაღაც ნაკლებათ უხდება, ხო ისე VA 21.5 ინჩიანი გამოჩნდა უკვე გაყიდვაში მოსკოვში და სულ რაღაც 375 ლარი ადევს რუსული მანეთებიდან თუ გადმოიყვან ქართულ ვალუტაზე http://www.citilink.ru/catalog/computer_peripherals/monitors/606436/ ისე იმენა VA პანელებს ლედ ბაკლაითზე ბენქსის გარდა არავინ არ უშვებს ეხლა მგონი და ფასიც მშვენიერი ადევს, ჩვენთან მაქს 450 ლარი დაადონ ალბათ, სულ მალე ჩვენთანაც შემოყრიან ალბათ მასეთებს, ისე 8მს კი ქონია მაგრამ რეალურათ 6მს-ი აქვსო ბევრი იძახის ვინც დატესტა, ხო ზოგ ბენქსის საიტზე საერთოდ 6მს უწერია რატომღაც მაგ მოდელს, ისეთი თხელია სულ რაღაც 3 კილოს იწონის, როცა ჩემი 20 ინჩიანი 4 კილოზე მეტ იწონის და მაგი უფრო დიდია თან

Link to comment
Share on other sites

BenQ EW2730V მონიტორიც შემოდის ევროპაში, სექტემბრისთვის გამოჩნდებაო გაყიდვაში 399 ევროდ, ზოგ მაღაზიაში პრე-ორდერით კი 340-ად. 8 მ/წმ აქვს რესპონს დრო, 300 ნიტ სიკაშკაშე, 3000:1 კონტრასტულობა. 8-ბიტიან პანელზეა ესეც და ცუდი ჩვენება არ ექნება ნამდვილად, მარა 27 დუიმიანები ნამეტანი დიდია, ალბათ უფრო პროფესიონალებისთვისაა მაინც. http://www.benq.com/product/monitor/ew2730v

Link to comment
Share on other sites

ხო გეიმინგისთვის ნამდვილათ ცუდი არჩევანი იქნება, 21.5 და 24 ინჩიანებიც ხომ არის მაგდაგვარი VA მატრიცაზე და ეგენი საკმაოთ იაფი ჯდება განსაკუთრებით 21.5 ინჩიანი 5000:1 კონტრასტულობით, მაგას და იმ დელს ორივეს გააჩნია რესპონს ტაიმსის დაკლების ფუნქცია და გეიმინგისთვის არ ყოფილა ცუდი ნამდვილათ

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...
  • 1 year later...

BenQ RL2455HM Gaming Monitor has Blazing-Fast Response Time http://www.guru3d.com/news_story/benq_rl2455hm_gaming_monitor_has_blazing_fast_response_time.html

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.