X-treme user Posted September 3, 2011 Share Posted September 3, 2011 საერთაშორისო გამოფენა IFA-ზე, კომპანია Toshiba-მ წარმოადგინა Qosmio სერიის ახალი პროდუქტი, რომლის კორპუსშიც გაერთიანებულია 23-დუიმიანი Full HD (1920 x 1080) დისპლეი და Intel Sandy Bridge პროცესორის ბაზაზე დაფუძნებული, მაღალი წარმადობის მქონე მობილური პლატფორმა. Toshiba Qosmio DX730 მონობლოკის მახასიათებლების სიაში შესულია SO-DIMM DDR3 სტანდარტის 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, დისკრეტული ვიდეოადაპტერი NVIDIA GeForce GT 540M, მყარი დისკი 2 ტბ-მდე ტევადობით. გარდა ამისა, უკაბელო მოდულები Wi-Fi 802.11 b/g/n და Bluetooth 3.0, 1,3 მპ-იანი ვებ-კამერა, DVD ან Blu-ray-წამყვანი, TV-ტიუნერი. ცალკე აგრეთვე აღნიშნეს, რომ აღნიშნულ ნაწარმში ინტეგრირებული სტერეოსისტემა შემუშავებულ იქნა ცნობილ იაპონურ კომპანია Onkyo-ს სპეციალისტების მიერ. რაც შეეხება გაყიდვების დაწყებას, Toshiba Qosmio DX730 ბაზრებზე წესით, მიმდინარე წლის მე-4 კვარტალში უნდა გამოჩნდეს, თუმცა ჯერჯერობით მისი ფასი არ ხმაურდება. Overclockers.ua 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted September 3, 2011 Share Posted September 3, 2011 სათამაშოდ საშუალო დონე გამოდის რადგან 540M აქვს ,ისე კარგია რომ All In One PC ც გამოუშვეს ამ სერიაში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
საბა Posted September 3, 2011 Share Posted September 3, 2011 აი საინტერესოა რა ეღირება, მერე გავნსაზღვრავ ამის ავკარგიანობას. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.