Jump to content

LG Aurora S430 და S530 ნოუთუქები


Recommended Posts

LG-მ დაანონსა Aurora სერიის ორი ახალი ნოუთბუქი - S430 და S530. მათი პროექტირებისას, მწარმოებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მათ გარეგნულ იერ-სახეს დაუთმეს და შედეგად, ამ პროდუქტებმა მიიღეს კორპუსის სრულიად ახალი ზედაპირი, რომელიც ახდენს ფერ 'მეტალიკის' იმიტაციას, ხოლო სწორი და მრუდე ხაზების ბალანსი კი 'იდეალურია'.

Hzi05w6d.jpg

1Bdqsh3D.jpg

თუ აპარატულ კომპლექტაციასაც გადავხედავთ, მივხვდებით, რომ აღნიშნული ლეპტოპები ტიპიურ საშუალო კლასს მიეკუთვნება. ორივე მათგანი აგებულია Intel Huron River პლატფორმაზე და აღჭურვილია Pentium ან II თაობის Core i3/Core i5 პროცესორებით. უმცროსი მოდელის დიაგონალი და გაფართოება შეადგენს 14 დუიმს და 1366 х 768 პიქსელს, ხოლო უფროსის კი - 15,6-ს და 1366 х 768 ან 1600 х 900-ს. რაც შეეხება ოპერატიულ მეხსიერებასა და მყარ დისკს, მათი ტევადობა შესაძლებელია იყოს 8 და 750 გბ შესაბამისად. ბაზური შემადგენლობით, პროდუქტების ვიდეოქვესისტემას წარმოადგენენ ცენტრალურ პროცესორებში ინტეგრირებული GPU-ები, ხოლო დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში, ხელმისაწვდომია 1 გბ მეხსიერების მქონე 3D-ბარათი AMD Radeon HD 6470M.

bFII2w8z.jpg

ნოუთბუქების კონსტრუქციის საინტერესო თავისებურებას წარმოადგენს ხსნადი ოპტიკური წამყვანი და როგორც იტობინებიან, მის ხარჯზე შესაძლებელია აღნიშნულ ნაწარმების მასის შემცირება 2,6-დან 2,45 კგ-მდე. ორივე მოდელის არსენალში აგრეთვე შესულია Gigabit Ethernet, Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 3.0, მეხსიერების ბარათების წაკითხვა/ჩაწერისთვის აუცილებელი მოწყობილობები, ჩაშენებული ვებ-კამერები და 6-სექციანი ელემენტები.

პროდუქტების გაყიდვები სულ ცოტა ხანში უნდა დაიწყოს აფრიკასა, აზიასა და შუა აღმოსავლეთში, მოგვიანებით კი ისინი გამოჩნდებიან ევროპის, აშშ-სა და დსთ-ს ქვეყნებში. ფასების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.