Search the Community
Showing results for tags 'ქართული კლავიატურა'.
-
ბიჭებო დამეხმარეთ რა IPHONE 4S ზე,ქართული კლავიატურა მინდა ,არა სხვა აპლიკაცია არამედ ეგრევე რო გადავდიოდე ქართულზე,იოს 8.0 მთხოვს სისტება ისე რაც მაღაზიაშ თვითონ ტელეფონის არ მიწერს,მერე დავიწყე 9.1 დაყენება და ერორი ამომიგდო იქნებ დამეხმაროთ როგორ დავაყენოი ქართული კლავიატურა აიოს 7.1 აყენია ამჟამად
-
სანამ iOS 8-ში Aplle დაუშვებს Third Party კლავიატურების ინსტალაციას, მანამდე საჭიროა შემოვლითი გზით გავააქტიუროთ ქართული კლავიატურა i დევაისებში მეთოდი მუშაობს iOS 5-დან და შემდგომი ვერსიის iOS-ებში, ყველა iPhone/iPad/iPod-ზე არაა საჭირო ჯეილბრეიქი და სხვა პოტენციურად საშიში მანიპულაციები, ყველაფერი რასაც აკეთებთფაქტიურად არ ეწინააღმდეგება Apple-ს თუ რესელერის საგარანტიო პირობებს, თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის გამოყენებაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ, ისევე ამ ინსტრუქციით ხელმძღვანელობის შედეგად გამოწვეულ დაზიანებებზე. ასე რომ ვისაც სიძნელეები არ გაშნებთ, დავიწყოთ: 1. გაააქტიურეთ თქვენს iPhone-ში ნებისმიერი სხვა კლავიატურა, რომელსაც არ გამოიყენებთ (გარდა დეფაულტი ინგლისურისა) და შეამოწმეთ რომ მუშაობს (მაგალითად რუსული ენა) მხოლოდ ქართული კლავიატურის დამატება არ მუშაობს! ქართულით უნდა შეიცვალოს რომელიმე არსებული (არასაჭირო) კლავიატურა. 2. კომპიუტერზე (MAC თუ PC) უნდა ეყენოს iTunes, თუკი არ აყენია, გადმოწერეთ და დააყენეთ ოფიციალური საიტიდან 3. შეაერთეთ თქვენი iPhone/iPad/iPod კომპიუტერზე და გააკეთეთ ლოკალური ბექაფი (დარეზერვება), ბექაფის შემდეგ გამორთეთ iTunes. დარეზერვების პროცესი ძალიან მარტივია, შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო Youtube-ზე (ყურადღება!!! თუკი ამ პროცედურას აკეთებთ "სხვა" კომპიუტერზე, არ გააკეთოთ სინქრონიზაცია, რომ არ წაგეშალოთ, ან სხვა კომპში არ აღმოჩნდეს თქვენი სურათები/მუსიკები და სხვა ინფორმაცია) 4. გადმოწერეთ და დააყენეთ პროგრამა iBackupBot კომპიუტერში (არის როგორც MAC, ისე PC ვერსია) მიმდინარე ვერსიაა 5.1.5 და ინსტრუქციაც ამ ვერსიის მიხედვითაა გაკეთებული, პროგრამა საცდელი ვერსიაა, თუმცა მისი ფუნქციონალობა ჩვენი მიზნებისთვის სრულიად საკმარისია 5.1.5 ვერსიების (MAC და PC) გადოწერა შეგიძლიათ აქედან 5. გახსენით iBackupBot, მარჯვენა მხარეს გამოჩნდება ბექაფი, (თუკი ბექაფი რამდენიმეა, მოძებნეთ ბოლოს გაკეთებული ბექაფი, დევაისის სახელისა და თარიღის მიხედვით) 6. მარცხენა მხარეს ავირჩიოთ საჭირო ბექაფი, კლავიატურის გასააქტიურებლად გვჭირდება .GlobalPreferences.plist ფაილის რედაქტირება, ამისთვის შეგვიძლია ფაილის სახელი ჩავწეროთ საძიებო ველში (იხ. სურათი ზემოთ) და დავაწვეთ Enter-ს, გამოვა 2 ფაილი ამ სახელით, ჩვენ გვჭირდება ის, რომელიც უფრო დიდია ზომაში და მეტ ჩანაწერს შეიცავს, ან ხელით მივიდეთ ფაილის ადგილმდებარეობაზე: მარცხენა ნაწილში ავირჩიოთ შემდეგი ფოლდერები: System Files/HomeDomain/Libray/Preferences და შემდეგ, მარჯვენა ნაწილში მოვძებნოთ ფაილი .GlobalPreferences.plist 7. გავხსნათ ზემოთ აღნიშნული ფაილი (ორჯერ დაწკაპუნებით-გამოსულ შეტყობინებაში, რომელიც გვთხოვს რეგისტრაციას, დავაჭიროთ Cancel-ს გაიხსნება ფაილი, სადაც უნდა მოვნახოთ ჩანაწერი: <key>AppleKeyboards</key> <array> და მის ქვემოთ მინიმუმ ორი ე.წ <string>**********</string> ჩანაწერი (ფიფქების * ნაცვლად, იქნება კლავიატურის შესაბამისი ტექსტი ) აქედან პირველია დეფაულტ (ძირითადად ინგლისური) კლავიატურის ჩანაწერი, დანარჩენი კი სხვა კლავიატურები, რომლებიც Setting-ებიდან დაამატეთ. 8. ამათგან ერთ-ერთ სტრინგს (კლავიატურას) რომელიც დასაწყისში დავამატეთ, ვცვლით ქართული კლავიატურის სტრინგზე: <string>ka@hw=US;sw=Georgian-Phonetic</string> დაცული უნდა იყოს სინტაქსი! ანუ ზუსტად არსებული არასაჭირო კლავიატურის ჩანაწერის ნაცვლად უნდა დააკოპიროთ ქართული კლავიატურის ჩანაწერი! შესაძლებელია მხოლოდ <string> </string>-ებს შორის არსებული ტექსტის შეცვლა: ka@hw=US;sw=Georgian-Phonetic საბოლოოდ, ფაილს დაახლოებით ასეთი სახე უნდა ჰქონდეს: 9. ფაილს ვხურავთ და შეკითხვაზე შევინახოთ თუ არა ცვლილებები, ვაჭერთ Yes-ს (გადასამოწმებლად, ისევ გავხსნათ ფაილი და ვნახოთ წერია თუ არა სწორად ქართული კლავიატურა) 10. დავხუროთ პროგრამა, გავხნათ iTunes და ცოტა ხნის წინ შენახულ ბექაფს გაუკეთეთ Restore (აღდგენა), დეტალებისთვის ნახეთ ვიდეო Youtube-ზე თუკი ყველაფერმა კარგად ჩაიარა, კლავიატურაში უნდა შეიძლებოდეს სტანდარტულ ქართულ QWERTY კლავიატურაზე გადართვა. Factory Reset-ის ან Software Update-ს შემდეგ ამ პროცედურის გამეორება თავიდან მოგიწევთ სულ ეს იყო, შე ვე ცადე დეტალურად აღმეწერა ყველა საფეხური თუ რას ვაკეთებთ და რატომ იმედია გამოგადგებათ
- 1 reply
-
- 3
-
- ინსტრუქცია დამწყებთათვის
- iOS
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ამ თემაში დეტალურად ავღწერ თუ როგორ დავაყენოთ ქართული კლავიატურა Windows-ის ოპერაციულ სისტემებში 1. დავიწყოთ Windows XP-თი Windows XP-ში ქართული კლავიატურის ინსტალაციამდე საჭიროა ქართულის მხარდაჭერის გააქტიურება (თუ უკვე არ არის გააქტიურებული) გახსენით Control Panel და შემდეგ Regional And Language Options გამოსულ ფანჯარაში გადადით ჩანართზე Languages და თოლია დაუსვით როგორც სურათზეა: * თუ ეს უჯრა უკვე მონიშნულია შემდეგ საფეხურებს გამოტოვებთ და პირდაპირ კლავიატურის ინსტალაციაზე შემდეგი ეტაპისთვის საჭიროა Windows XP-ს საინსალაციო დისკი, თუ გაქვთ, ჩადეთ დისკწამყვანში და გამოსულ ფანჯარაში დააჭირეთ OK-ს, საჭირო ფაილები ავტომატურად დაკოპირდება დისკიდან (საერთოდ ჯობს თუ ამ პროცედურას Windows XP-ს ინსტალაციისას ჩაატარებთ) თუკი დისკი არ გაქვთ, შემდეგ ფანჯარაში უნდა მიუთითოთ საწირო ფაილების მდებარეობა Browse ღილაკზე დაჭერით ქართულის საინსტალაციო ფაილები: Windows XP SP2-ისთვისWindows XP SP3-ისთვის(ფაილები ამოაარქივეთ, მაგალითად Desktop-ზე I386 ფოლდერში) აირჩიეთ ფოლდერი, სადაც ამოაარქივეთ ქართულის საინსტალაციო ფაილები ფაილები გადაკოპირდება Windows-ის შესაბამის ფოლდერში და გამოვა შეტყობინება: დააჭირეთ OK-ს, კომპიუტერი გადაიტვირთება, ქართულის მხარდაჭერა უკვე გააქტიურებულია! * ქართულის საინსტალაციო ფაილები და ზოგიერთი სურათი აღებულია fonts.ge-დან ქართული კლავიატურის ინსტალაცია: Windows XP-ს მოყვება ქართული კლავიატურის დრაივერი, მაგრამ სამწუხაროდ მისი განლაგება არის ქართული საბეჭდი მანქანის განლაგების მიხედვით, დარწმუნებული ვარ არავინ იცით თუ როგორაა განლაგებული ასოები საბეჭდ მანქანაზე, ამიტომ გვინდა, რომ ქართული კლავიატურის განლაგება შეესაბამებოდეს ლათინურს, ამისათვის არსებობს ბევრი სხვადასხვა დრაივერი, მე უპირატესობას ვანიჭებ ILKBD2-ს გადმოწერეთ დრაივერი და ამოაარქივეთ, გაუშვით Setup.exe და აირჩიეთ Georgian Unicode (English Layout) კლავიატურა თავისით დაყენდება და გააქტიურდება, გადართვა შეგიძლიათ Desktop-ზე, საათთან მარჯვენა ქვედა კუთხეში არსებული პიქტოგრამიდან, ან Alt Shift კომბინაციით კლავიატურაზე. 2. ქართული კლავიატურის ინსტალაცია Windows Vista/Seven-ზე: ამ ოპერაციულ სისტემებში ქართულის მხარდაჭერა ავტომატურადაა გააქტიურებული, საჭიროა მხოლოდ კლავიატურის ინსტალაცია, ამისთვის ისევ ვხსნით Control Panel-ს, და იქ Region And Language-ს: გადავდივართ Keyboards and Language ჩანართზე და ვაჭერთ Change Keyboards ღილაკს: გამოსულ ფანჯარაში ვაჭერთ Add ღილაკს ვნახულობთ სიაში Georgian-ს და დავუსვავთ თოლიას Georgian(QWERTY)-ს ვაჭერთ OK-ს ყველა ფანჯარაში, ქართული კლავიატურა დაყენებულია! გადართვა XP-ს ანალოგიურად ან ე.წ Language Bar-იდან (საათთან) ან Alt+Shift ღილაკების კომბინაციით P.S: ILKBD-თი პირდაპირ შეიძლება კლავიატურის დაყენება, მუშაობს 32 და 64 ბიტიან სისტემებზე 3. ქართული კავიატურის ინსტალაცია Windows 8 ოპერაციულ სისტემაში: ისევ შევდივართ Control Panel-ში და ვირჩევთ Language-ს: გამოსულ ფანჯარაში Add Language: მოვნახავთ ქართულს, მოვნიშნავთ და ვაჭერთ Add ღილაკს იგივენარად ხდება Windows 10 ის შემთხვევაშიც. სულ ეს იყო, ქართული კლავიატურა აქტიურია კლავიატურების გადართვა ხდება წინა Windows-ების ანალოგიურად, მაგრამ დამატებული აქვს WIN+ SPACE ღილაკების კომბინაცია Windows 8-ში დეფაულტად დაყენებულია ისე, რომ ენის გადართვისას ის ირთვება ყველგან, მთლიანად სისტემაში, იმისთვის,რომ ენები გადართოთ მხოლოდ კონკრეტული პროგრამებისთვის (როგორც წინა Windows-ებშია ისე) გახსენით Control Panel/Language და მარცხენა მხარეს სიიდან აირჩიეთ Advanced Settings და მონიშნეთ როგორც სურათზეა