გამარჯობათ. ვიდეოს დარენდერებას ვცდილობ Vegas Pro 13-ით, მაგრამ დაახლოებით 40%-ზე რენდერი ჩერდება და მიწერს რომ თქვენ კომპიუტერს არ ყოფნის ოპერატიული მეხსიერება. ასევე მიწერს, რომ გავთიშო აპილაციები, რადგან პროგრამამ სრულად გამოიყენოს ოპერატიული მეხსიერება. დარენდერების დროს არაფერი არ მაქვს გახსნილი და ესე გამოდის, რომ გარკვეული აპლიკაციები კომპიუტერის ჩართვისთანავე ირთვება. როგორ გავარკვიო რომელი აპლიკაცია ტვირთავს კომპიუტერს ყველაზე მეტად ან როგორ გავთიშო ? ან რაიმე პროგრამა არ არსებობს რომელიც დაწერს პროცენტულად რომელი უფრო მეტად ტვირთავს კომპიუტერს ?