Search the Community
Showing results for tags 'ios'.
-
სანამ iOS 8-ში Aplle დაუშვებს Third Party კლავიატურების ინსტალაციას, მანამდე საჭიროა შემოვლითი გზით გავააქტიუროთ ქართული კლავიატურა i დევაისებში მეთოდი მუშაობს iOS 5-დან და შემდგომი ვერსიის iOS-ებში, ყველა iPhone/iPad/iPod-ზე არაა საჭირო ჯეილბრეიქი და სხვა პოტენციურად საშიში მანიპულაციები, ყველაფერი რასაც აკეთებთფაქტიურად არ ეწინააღმდეგება Apple-ს თუ რესელერის საგარანტიო პირობებს, თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის გამოყენებაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ, ისევე ამ ინსტრუქციით ხელმძღვანელობის შედეგად გამოწვეულ დაზიანებებზე. ასე რომ ვისაც სიძნელეები არ გაშნებთ, დავიწყოთ: 1. გაააქტიურეთ თქვენს iPhone-ში ნებისმიერი სხვა კლავიატურა, რომელსაც არ გამოიყენებთ (გარდა დეფაულტი ინგლისურისა) და შეამოწმეთ რომ მუშაობს (მაგალითად რუსული ენა) მხოლოდ ქართული კლავიატურის დამატება არ მუშაობს! ქართულით უნდა შეიცვალოს რომელიმე არსებული (არასაჭირო) კლავიატურა. 2. კომპიუტერზე (MAC თუ PC) უნდა ეყენოს iTunes, თუკი არ აყენია, გადმოწერეთ და დააყენეთ ოფიციალური საიტიდან 3. შეაერთეთ თქვენი iPhone/iPad/iPod კომპიუტერზე და გააკეთეთ ლოკალური ბექაფი (დარეზერვება), ბექაფის შემდეგ გამორთეთ iTunes. დარეზერვების პროცესი ძალიან მარტივია, შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო Youtube-ზე (ყურადღება!!! თუკი ამ პროცედურას აკეთებთ "სხვა" კომპიუტერზე, არ გააკეთოთ სინქრონიზაცია, რომ არ წაგეშალოთ, ან სხვა კომპში არ აღმოჩნდეს თქვენი სურათები/მუსიკები და სხვა ინფორმაცია) 4. გადმოწერეთ და დააყენეთ პროგრამა iBackupBot კომპიუტერში (არის როგორც MAC, ისე PC ვერსია) მიმდინარე ვერსიაა 5.1.5 და ინსტრუქციაც ამ ვერსიის მიხედვითაა გაკეთებული, პროგრამა საცდელი ვერსიაა, თუმცა მისი ფუნქციონალობა ჩვენი მიზნებისთვის სრულიად საკმარისია 5.1.5 ვერსიების (MAC და PC) გადოწერა შეგიძლიათ აქედან 5. გახსენით iBackupBot, მარჯვენა მხარეს გამოჩნდება ბექაფი, (თუკი ბექაფი რამდენიმეა, მოძებნეთ ბოლოს გაკეთებული ბექაფი, დევაისის სახელისა და თარიღის მიხედვით) 6. მარცხენა მხარეს ავირჩიოთ საჭირო ბექაფი, კლავიატურის გასააქტიურებლად გვჭირდება .GlobalPreferences.plist ფაილის რედაქტირება, ამისთვის შეგვიძლია ფაილის სახელი ჩავწეროთ საძიებო ველში (იხ. სურათი ზემოთ) და დავაწვეთ Enter-ს, გამოვა 2 ფაილი ამ სახელით, ჩვენ გვჭირდება ის, რომელიც უფრო დიდია ზომაში და მეტ ჩანაწერს შეიცავს, ან ხელით მივიდეთ ფაილის ადგილმდებარეობაზე: მარცხენა ნაწილში ავირჩიოთ შემდეგი ფოლდერები: System Files/HomeDomain/Libray/Preferences და შემდეგ, მარჯვენა ნაწილში მოვძებნოთ ფაილი .GlobalPreferences.plist 7. გავხსნათ ზემოთ აღნიშნული ფაილი (ორჯერ დაწკაპუნებით-გამოსულ შეტყობინებაში, რომელიც გვთხოვს რეგისტრაციას, დავაჭიროთ Cancel-ს გაიხსნება ფაილი, სადაც უნდა მოვნახოთ ჩანაწერი: <key>AppleKeyboards</key> <array> და მის ქვემოთ მინიმუმ ორი ე.წ <string>**********</string> ჩანაწერი (ფიფქების * ნაცვლად, იქნება კლავიატურის შესაბამისი ტექსტი ) აქედან პირველია დეფაულტ (ძირითადად ინგლისური) კლავიატურის ჩანაწერი, დანარჩენი კი სხვა კლავიატურები, რომლებიც Setting-ებიდან დაამატეთ. 8. ამათგან ერთ-ერთ სტრინგს (კლავიატურას) რომელიც დასაწყისში დავამატეთ, ვცვლით ქართული კლავიატურის სტრინგზე: <string>ka@hw=US;sw=Georgian-Phonetic</string> დაცული უნდა იყოს სინტაქსი! ანუ ზუსტად არსებული არასაჭირო კლავიატურის ჩანაწერის ნაცვლად უნდა დააკოპიროთ ქართული კლავიატურის ჩანაწერი! შესაძლებელია მხოლოდ <string> </string>-ებს შორის არსებული ტექსტის შეცვლა: ka@hw=US;sw=Georgian-Phonetic საბოლოოდ, ფაილს დაახლოებით ასეთი სახე უნდა ჰქონდეს: 9. ფაილს ვხურავთ და შეკითხვაზე შევინახოთ თუ არა ცვლილებები, ვაჭერთ Yes-ს (გადასამოწმებლად, ისევ გავხსნათ ფაილი და ვნახოთ წერია თუ არა სწორად ქართული კლავიატურა) 10. დავხუროთ პროგრამა, გავხნათ iTunes და ცოტა ხნის წინ შენახულ ბექაფს გაუკეთეთ Restore (აღდგენა), დეტალებისთვის ნახეთ ვიდეო Youtube-ზე თუკი ყველაფერმა კარგად ჩაიარა, კლავიატურაში უნდა შეიძლებოდეს სტანდარტულ ქართულ QWERTY კლავიატურაზე გადართვა. Factory Reset-ის ან Software Update-ს შემდეგ ამ პროცედურის გამეორება თავიდან მოგიწევთ სულ ეს იყო, შე ვე ცადე დეტალურად აღმეწერა ყველა საფეხური თუ რას ვაკეთებთ და რატომ იმედია გამოგადგებათ
- 1 reply
-
- 3
-
- ინსტრუქცია დამწყებთათვის
- iOS
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ქართული კომპანია Lemondo წარმოგიდგენთ ე.წ. runner ტიპის თამაშს "Kite Surfer"; პლატფორმა - iPhone/iPad/iPod touch, სამომავლოდ იგეგმება Android და PC ვერსიების გამოშვებაც Trailer: რამდენიმე რესურსი development-ის დღიურიდან პერსონაჟის დამუშავება: მცირე GDD Leaked menu screenshot თამაში იქნება უფასო და მისი გადმოწერა შეგეძლებათ Apple Appstore-იდან, გამოვა სავარაუდოდ მაისში :)
- 26 replies
-
- 13
-
პირველ რიგში გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ახლა პრობლემა: სამსახურში არის windows server 2003 თავის active directory DHCP DNS მენეჯერებით,აყენია რამდენიმე wifi როუტერი, ლეპტოპები და აქსეს პონტები უერთდებიან უპრობლემოდ გარდა სმარტფონებისა. ios და ანდროიდზე მობები ვერ იღებენ ინტერნეტს,იოს უერთდება მარა ინეტს ვერ იღებს,ანდროიდ საერთოდ ვერ უერთდება მგონი. manageდან ვნახე,რომ ჩმეი ტელეოფნი მუდმივად ერთ IPს იღებს და leaseში ეწერება,საიდანაც არ უნდა ამოვწერო ან რეზერვაცია გავუკეთოს მობის მაკზე IP-ს მაინც 22ს ანიჭებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს რო სხვა სმარტები და დევაისები მუშაობენ ამათ გადარდა?
- 21 replies