Jump to content

ironman

წევრი
  • Posts

    25
  • Joined

  • Last visited

Everything posted by ironman

  1. გამარჯობა, მაქვს PNY NVIDIA GeForce GTX 650 2GB, BIOS-ში გაწერილი მაქვს, რომ External ვიდეო ბარათი იყოს პრიორიტეტული და ინტეგრირებული არ გაუშვას, მაგრამ მონიტორს რომ ვაერთებ ორივეზე, მაინც ინტეგრირებულში აჩვენებს, ანუ ამ ვიდეო ბარათს ვერ აღიქვამს. ამ ვიდეო ბარათის ქულერი ტრიალებს, როცა ვრთავ კომპიუტერს. ITcraft-ში მქონდა მიტანილი, მაგრამ ვერ შეაკეთეს და გამომატანეს უკან. ამ ფორუმზე წავიკითხე გადამწვარი ვიდეო ბარათის გაცხელებით შეკეთების ამბავი, მაგრამ მაგან მეეჭვება უშველოს, რადგან კომპიუტერი ვერ აღიქვამს საერთოდ. შეგიძლიათ მითხრათ ეს გაკეთდება თუ აღარ და ვისთან მივიტანო ან ჩემით თუ შევძლებ გაკეთებას? ამის გაკეთება ძვირი თუ დამიჯდება, მაშინ გაკეთება არ მიღირს და გადავაგდებ, ისედაც არ არის ძლიერი ვიდეო ბარათი და იაფი ღირს... მადლობა
  2. ანუ თუ გავაკეთებინე, მაინც აღარ იმუშავებს? სად გააკეთებენ ამას?
  3. გამარჯობა, გუშინ ვიყიდე Rockville RHB70, ჩვეულებრივად შევაერთე დენში, რამდენიმე წამით ჩაირთო და მერე თავისით გაითიშა და საშინელი სუნი ჰქონდა, პატარა ბოლიც გამოვიდა. მერე წავიკითხე და უკან 110V ეწერა და სავარაუდოდ პირდაპირ არ უნდა შემეერთებინა და სავარაუდოდ რაღაც გადამყვანი უნდა მეყიდა, რომ 220V გადაეყვანა 110V-ში. გადამყვანი არც ეხლა არ მაქვს და ისევ 220V-ზე რომ ვცადე შეერთება, მაინც არ ირთვება და როგორ მოვიქცე, გაკეთდება საერთოდ? ან საერთოდ მაგის ბრალი იყო? :/ საკმაოდ ძვირი მივათხლიშე და იქნებ დამეხმაროთ. მადლობა
  4. მეგობრებო ეხლა ჩავრთე კომპიუტერი, ეს დაეწერა და კარგი სიჩქარეა თუ არა მითხარით SPEED: 3400 MHZ
  5. მადლობ არ მინდა, უბრალოდ ცოტა გრაფიკას დავუწევ და ჩვეულებრივად ვითამაშებ. გუშინ The amazing spider-man-ს ჩავურთე AMAZING ანუ ყველაზე მაღალი გრაფიკა ხოდა მიჭედავდა, მერე დავაყენე VERY LOW-ზე და ზუსტად იგივე გრაფიკა იყო უბრალოდ აღარ ჭედავდა მაშინ მივხვდი რო არ უნდა გამოვცვალო, მითუმეტეს არც მჭირდება.
  6. ნამდვილად სიმართლეა რადგან რომელიღაც ქართულ არხზე მეც ვუყურე მაგას
  7. და თუ როდესმე ავიდა მაგდენზე მერე რა ვუყო? ესე მახსოვს რო ზაფხულობით ქეისს მოხსნიან ხოლმე გვერდებზე და მეც მასე გავაკეთო ზაფხულში?
  8. ეხლა ჩავრთე the amazing spider-man ოღნდ გრაფიკა ყველაზე მაღალი AMAZING ჩავურთე და კი ჭედავდა და ემრე ჩემი პროგრამით ვნახე და 57C-მდე გააცხელა და ცუდია ხო? ანუ ძაან მიცხელებს და შეილება გადაიწვას? და რა გავაკეთო რო არ გამიცხელოს? ეხლა 60 გრადუსამდე ავიდა ტემპერატურა როცა ვთამაშობდი და ეგ ძალიან ცუდია? ანუ საგანგაშოა თუ ყველას მასე აქვს?
  9. მოიცა და 70 მგრადუსზე რო ავიდეს ეგ კარგია? და მაინტერესებს როდის გამოვრთო ანუ რამდენი გრადუსია საგანგაშო? და თუ ძალიან გაცხელდა მერე რითი გავაგრილო?
  10. და მე რო დავწერე მონაცემები მაგით ვერაფერს გავარკვევთ? ანუ ძაან აცხელებს თუ არა. და როგ ადმოვწერ ამგ პროგრამას და რო ჩავრთავ, მერე რამდენი უნდა ქონდეს ტემპერატურა რო იყოს ნორმა ანუ რამდენია ნორმალური ტემპერატურა? წავიკითე ის თემაც ამგრამ მაგ პროგრამას ვერაფერი ვერ გავუგე და რა ვქნა? ჯერ 2MB გადმოიწერა ჩემს ნეტს სიჩქარე აქვს 7KB და ამგიტო არ მინდოდა გადმოწერა, მოკლედ გავთიშე გადმწოერა და ხოდ ავდე ის სურათი და ეხა მითხარით როგორია ტემპერატურა? ნორმალურია თუ ცხელია ძაან? ახალ სურათს დავდებ, მგონი მაგაში აკრგად არ ჩანს და ხოო და რაც მტავარია, გთხოვთ უბრალოდ მითხარით რამდენი უნდა იყოს ნორმალური ტემპერატურა და ჩემი ეხა ძალიან აცხელებს თუ არა
  11. აი ამას მიწერს და დამიწერეთ ეს ტემპერატურები ნორმალურია თუ ძალიან აცხელებს? და თუ აცხელებს რა ვუშველო? მე ნელი ინტერენტი მაქვს და მაგას ვერ დავაყენებ და აი სურათი დავდე და მიტხარით ნორმალურია თუ არა ეგ ტემპერატურები, და თან დამიწერეთ რამდენია ნორმალური ტემპერატურა რო სხვა დროსაც ვიცოდე
  12. ახლობელმა მირჩია ტემპერატურის გასაგები პროგრამა HWmonitor, და რასაც დამიწერს იმას გადავუღებ სურათს, აქ დავდებ და მერე მითხარით ნორმალურია თუ არა ტემპერატურა.
  13. პროგრამა მაქვს disk alarm-ი და იქ მარტო მყარი დისკის გრადუსი წერია 31C არის და ბევრია?
  14. კაი გადავიფიქრე ვიდეოდაფის შეცვლა და როგორ გავიგო ცხელდება თუ არა? 2013 წლის 20 დეკემბერს ვიყიდე ეს კომპი ანუ დზაან ახალი ნაყიდი მაქ და ჯერ ქეისიცკი არ გამიხსნია და ამიხსენით როგორ შევამოწმო ან როგორ ვუშველო თუ ცხელდება
  15. მოკლედ 150 ლარამდე მინდა ისეთი რო ჩემსაზე უკეთესი იყოს და ახალი და აკრგი თამაშები რო გამიხსნას თორე მარიოს ესეც მიხსნის (სიმართლე რო ვთქვათ ჩემი ვიდეობარათიც მართლა კარგია და აკრგ თამაშებს ხსნის)
  16. ხოო ანუ გეიმერი არ ვარ მარა სათამაშოდაც მინდა რო გამომადგეს, წეღან ვთამაშობდი The amazing spider-man-ს და გრაფიკას რო ვაყენებ AMAING-ზე მაგრა ჭედავს მე ეხა გრაფიკა მიყენია Medium-ზე და ჩემს ბიძაშვილს high-ზე, არადა მე 2GB-იანი ამქ და იმას 512MB-იანი კაროჩე ჩემთან კაი ნეტი მაინც არ არის და ვერ ვიწერ თამაშებს და ისე კიდე მიხსნის call of duty-ს ახლებს და რავი ესეთი კაი თამაშები მწიერია და
  17. მეორადი არ მინდა იმიტო რო არ მეცოდინება რამდენ წუთში გადაიწვება მოკლედ არ ვენდობი და ისე ორიგინალი მომწერეთ ისეთი რო გაქაჩოს თამაშები ოღნდ ძვირი არ იყოს
  18. i3 პროცესორი მაქვს, ოპერატიული მაქვს 4GB. ხოდა თუ ეგ ვიდოებარათის მეხსიერება მეორეხარისხოვანია მაშინ ამიხსენით რისი ბრალია ან რომელი ვიდეობარათი ვიყიდო 150 ლარად, ჩემს ბიძაშვილს აქვს Geforce 9600 DDR2 და 512MB ზომის და ის უფრო კარგად ქაჩავს ვიდრე ჩემი და მიზეები დამიწერეთ.
  19. მაგდენი არ ვიცი ცოტა ადვილად ახსენი, ჩემი მონიტორი ამ ზომისაა 1920x1080 ანუ 20 დიუმიანია, აი ჩემი ვიდეოკარტის მონაცემები http://www.zotac.com/products/graphics-cards/geforce-600-series/gt-630/product/gt-630/detail/geforce-gt-630-synergy-edition/sort/starttime/order/DESC/amount/10/section/specifications.html და ამიხსენი მასე რატო მოსდის? ანუ რისი ბრალია? 2GB ცოტაა? ეხა რო დავწერე მაგ ლინკზე ვნახე და ეს ეწერა, ანუ წესით უნდა გაქაჩოს Max Resolution 2560 x 1600
  20. გამარჯობა მეგობრებო, მე ახალი ვარ ამ ფორუმზე და ეხლახანს ვიყიდე კომპიუტერი და მიყენია ეს ვიდეოკარტა ZOTAC NVIDIA GeForce GT 630 Synergy 2 GB DDR3 Bulk და ამის ფასი იყო 130 ლარი და მაინტერესებს ეს თუ NVIDIA-არის აბა რატომ აწერია ZOTAC? და კიდევ მაინტერესებს კარგია თუ არა ძლიერი და ახალი თამაშებისთვის.
  21. გამარჯობა, მე მაინტერესებს Null modem-ი სად უნდა შევუერთო კომპიუტერს, დედაპლატაზე? ჩემს კომპიუტერს მასეთი შესაერთებელი მხოლოდ დედაპლატაზე აქვს და სხვაგანა რსად.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.