გამარჯობა,
მაქვს PNY NVIDIA GeForce GTX 650 2GB, BIOS-ში გაწერილი მაქვს, რომ External ვიდეო ბარათი იყოს პრიორიტეტული და ინტეგრირებული არ გაუშვას, მაგრამ მონიტორს რომ ვაერთებ ორივეზე, მაინც ინტეგრირებულში აჩვენებს, ანუ ამ ვიდეო ბარათს ვერ აღიქვამს. ამ ვიდეო ბარათის ქულერი ტრიალებს, როცა ვრთავ კომპიუტერს.
ITcraft-ში მქონდა მიტანილი, მაგრამ ვერ შეაკეთეს და გამომატანეს უკან.
ამ ფორუმზე წავიკითხე გადამწვარი ვიდეო ბარათის გაცხელებით შეკეთების ამბავი, მაგრამ მაგან მეეჭვება უშველოს, რადგან კომპიუტერი ვერ აღიქვამს საერთოდ.
შეგიძლიათ მითხრათ ეს გაკეთდება თუ აღარ და ვისთან მივიტანო ან ჩემით თუ შევძლებ გაკეთებას?
ამის გაკეთება ძვირი თუ დამიჯდება, მაშინ გაკეთება არ მიღირს და გადავაგდებ, ისედაც არ არის ძლიერი ვიდეო ბარათი და იაფი ღირს...
მადლობა