Jump to content

Tes

წევრი
  • Posts

    11
  • Joined

  • Last visited

Everything posted by Tes

  1. i3 ძალიან სუსტია... რაც შეეხება ვიდეო დაფას ორივე თითქმის ერთი სიძლიერისაა, ასე რომ, რაღა თქმა უნდა, i5 ჯობია...
  2. კი, მეც მასე ვფიქრობ, ალბათ UE40EH6030-ს ავიღებ. მადლობა რჩევისთვის
  3. ანუ blu ray ფიმლებზე პრობლემა არ მექნება, გარე ვინჩესტერიდან რომ შევაერთო? კიდევ ის მაინტერესებს HSMI-ით რომ გავუშვა BDRIP, ჩემი ვიდეო დაფა გაქაჩავს?
  4. რადგან თემა არ დახურულა მაშინ მეც ვიკითხავ ბარემ. დაახლოებით 1000 ლარად თუ ვიყიდი full HD ტელევიზორს, 42 ინჩიანს, ან უფრო დიდს. 3D არ მჭირდება და არც სმარტ ფუნქციები. მინდა, რომ ფილმებს ვუყურო კარგ ხარისხში და დიდ ეკრანზე...
  5. სონიც ძალიან მაგარია, მაგრამ ვერ ვურჩევ ხოლმე ხალხს, იმიტომ, რომ ძალიან ძვირი ღირს მისი ლინზები და ძნელად იშოვება ჩვენთან.
  6. როგორც ვატყობ, მეტი არარავინ დაწერს ამ თემაში. დიდი მადლობა რჩევისთვის და ყურადღებისთვის. მოდერატორს შეუძლია დახუროს თემა.
  7. მართლაც კარგი ვარიანტებია, მაგრამ პირდაპირ შევაერთებ ფლეიერზე ან კომპიუტერზე? იმედია რესივერის ყიდვა არ დამჭირდება. ალბათ უკეთესი იქნება თუ dolby-ს მხარდაჭერა ექნება ფლეიერს...
  8. გადავიკითხე და ბევრი რამ გავიგე, მარა ეგ Yamaha-ა, მაგას ნამდვილად ვერ გავწვდები.მე უფრო დაბალხარისხიან ეფექტურ სისტემას ვეძებ... 1 საბუფერო თავზე გადაუვა ამ ოთახს და კომბინირებული ბასები ნამდვილად არ მჭირდება.
  9. http://www.bhphotovideo.com/c/product/986390-REG/canon_8469b009_canon_eos_70d_dslr.html <-----ნახე აბა ეს მოდელი, მემგონი ამ ფასში საუკეთესოა. რახან ფილმების გადაღებას აპირებ მაგიტომ გირჩევ ქენონს...
  10. მაგ ფასში, ჩემი აზრით, საუკეთესოა. ან შეგიძლია იყიდო ქენონი 1100D, რომელსაც ფოტოში დარწმუნებით გეტყვი, რომ ისევ d3100-აჯობებს და რაც შეეხება ვიდეოს 1100D-ს full HD- არ აქვს...
  11. გამარჯობა ფორუმელებო, წავიკითხე სხვადასვა თემები, მაგრამ ამომწურავი ინფორმაცია მაინც ვერ მივიღე სახლის კინოთეატრების შესახებ, ჩემი აზრით, ურიგო არ იქნება თუ ამ თემაში კარგად განვიხილავთ აუდიო სისტემებს. დარწმუნებული ვარ ბევრს წაადგება. დავიწყებ იქიდან, რომ ვარ კინომოყვარული და ყოველთვის ვცდილობ ფილმის ყველა ასპექტისგან მივიღო სიამოვნება, მაგრამ დამერწმუნებით რომ თუ აპარატურა არ გიწყობს ხელს დასწრების ეფექტის შექმნა შეუძლებელია. როგორც ვატყობ, დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული და ამავდროულად ეფექტური სისტემა 5.1-ია. გადავქექე ონლაინ მაღაზიები და ძალიან ბევრი მოდელი ვნახე, მაგრამ სულ ამერია თავგზა. მაქვს საშუალო ზომის ოთახი, რომელშიც უნდა განვათავსო სახლის კინოთეატრი, ამიტომ არ მინდა დიდი ზომის დინამიკები, მაგრამ ყველაზე დიდ პრობლემას მაინც დეკოდერი წარმოადგენს. არ ვიცი რომელი უფრო უკეთეს ხარისხს მომცემს, ლეპტოპიდან რომ მივაწოდო ხმა დეკოდერს, თუ ისეთი კინოთეატრი შევარჩიო, რომელსაც თავისი ფლეიერი მოყვება და ექნება Dolby Digital,Dolby ProLogicII-ის მხადაჭერა. თან ისეთი ფლეიერი მინდა, რომ ვინჩესტერზე ჩაწერილი blu ray წაიკითხოს, თორე დისკები ძალიან ძვირი ღირს. ნორმალურად ვერც ის გავარკვიე რა განსხვავებაა dolby-სა და THX-ს შორის. ერთი სიტყვით ვინც გარკვეული ხართ ამ აუდიო სისტემებში იქნებ დამეხმაროთ. რაიმე კონკრეტულ მოდელს თუ მირჩევთ მთლად უკეთესი იქნება. დაახლოებით 400 ლარის ფარგლებში რომ ჩავეტიო...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.