Jump to content

Gik.

წევრი
  • Posts

    797
  • Joined

  • Last visited

Everything posted by Gik.

  1. ესეც ვინდოუსის ბრალი ხო არაა? მოკლედ disable fullscreen optimization მაქვს ჩართული CS:GO-ზე და 20ფპს-ზე ზემოთ არ ადის...როდესაც MSAA-ს დავაყენებ x2 ან უფრო მაღალზე სწორდება და ასევე სწორდება მაშინ თუ disable fullscreen optimization-ს გავუთიშავ... რა კავშირშია ესენი ერთმანეთთან? სხვა და სხვა დრაივერებიც ვცადე მაგრამ ისევ ისეა
  2. dvi კაბელით მაქვს. აქამდე არ უქნია არაფერი და ეხლა რატომ გადაწყვიტა ესე ? ვიდეოს დრაივერის ბრალი ხო არაა ? აბა მე მეტი არაფერი შემიცვლია რაც ეს ვინდი დავაყენე
  3. ესეთ პრობლემას წავაწყდი...პირველ ჩართვაზე კომპიუტერი არ ირთვება..ანუ აი უკვე ვინდოუსი რომ უნდა ჩატვირთოს იქ შავი ეკრანი რჩება და არის მასე სანამ არ დავარესტარტებ.. მერე მეორე ან მესამე რესტარტზე შედის ჩვეულებრივ ...გაგიგიათ რამე ამაზე? რისი ბრალი შეიძლება იყოს?
  4. კონტრაქტი აქვთ სანდო წყაროსგან ვიცი რომლის თანახმადაც კავკასუსს ოპტიკური ინტერნეტის მიწოდება ეკრძალება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამიტომ ცდილობენ ესეთი გაგიჟებულები ისეთ დასახლებაში შევიდნენ სადაც ცხვირი არ შეუყვიათ აქამდე რომ რაც შეიძლება მეტი აბონენტი მიისაკუთრონ კონტრაქტის ამოწურვამდე...რა გეგონა აბა ამხელა კომპანია იყიდა მაგთიმ თავისი ყველაფრით ? http://co.ge/ რაც შეეხება პინგს...წინა გვერდებზე ჩემი ისტორიები წერია და შენც ნანახი გაქვს მემგონი რა პრობლემების წინაშე ვიყავი როუტერიც კი გამოვცვალე ... საბოლოო ჯამში მეზობელი კორპუსის ყუთში დააფიქსირეს ხარვეზი რომელიც ჩემ კორპუსში ქმინდა თურმე პრობლემებს და რამდენიმე დღით გამომისწორდა ინტერნეტი დამისტაბილურდა პინგი მაგრამ ძალიან მალე 2-3 რის შემდეგ ისევ ისე დაერხა როგორც მანამდე იყო... ჯორჯიან აირლინკი მქონდა 2 თვე მანამ სანამ ამათ ნაგავ ინტერნეტს შემოიყვანდნენ აქ...ამ 2 თვის განმავლობაში ერთი ორჯერ გაითიშა ისე რომ უცხოურ სერვერებზე ვერ შევდიოდი დანარჩენ შემთხვევაში მუშაობდა სტაბილურად და ერთადერთი მიზეზი რატომაც მაგთიზე გადმოვედი იყო ის რომ 50 ლარი 25მბ ინტერნეტში ძალიან მეძვირებოდა ... თუმცა პინგი როგორც უკვე აღვნიშნე CS::GO-შიც და PUBG-შიც გაცილებით უკეთესი მქონდა ვიდრე ეხლა მაქვს მაგთის ინტერნეტით PUBG- ის საერთოდ 35 სტაბილური პინგით ვთამაშობდი რაც აქამდე არასოდეს არ მახსოვს ქართული ინტერნეტით ვინმეს 35 პინგით ეთამაშოს უცხოურ სერვერებზე...speedtest-ში ამ ჯორჯიან აირლინკს აღიქვამდა როგორც სილკნეტს სავარაუდოდ მათგან ყიდულობენ ინტერნეტს და ეხლა ვიძახოთ მაგთი ჯობია სილკსო რამდენიც გვინდა..მე ფაქტს ვამბობ იმ ფაქტს რის წინაშეც პირადად მე ვდგავარ და ის რომ თქვენ ბატელფილდში 55 პინგი გაქვთ ეგ არაფერს არ ნიშნავს..მეც შემიძლია მოვნახო სერვერი სადაც მექნება 50 პინგი მაგრამ ვინც ზემოთ ხსენებულ 2 თამაშს თამაშობთ იმათმა იციან რომ ეს შეუძლებელია competetive -ზე მაქსიმუმ 35-40 მეტრა კაბელია მთავარი ყუთიდან ჩემს ოთახამდე...ძველ 8 წვერიან კავკასუსის კაბელს არ უჭირდა როცა 16 სართულიანში ბოლო სართულიდან ანაწილებდნენ 40 მეტრაც უწევდათ და შეიძ₾ება მეტიც მაშინ რატომ არ იყო პინგის პრობლემა? ხარისხი არაა დაცემული სიჩქარე ჩვეულებრივი მაქვს უბრალოდ პინგი მაქვს მარაზმი.. ანუ მაგ საიტზე რასაც წერს ეგ პინგი თვალით არ მინახია მაგთის ინტერნეტზე უკვე წელიწადი იქნება :დდ მაგ საიტზე დაბალ პინგს აჩვენებს მაგრამ თამაშს როცა ვეძებ სერვერზე რომელზეც მაგდებს არის 100 და ზემოთ... CS:GO-შიც ძაან იშვიათად რომ 70-80 მქონდეს
  5. სულ რაღაც ერთი კვირაა გლდანში ციხეებთან რომ დასახლებაა იქ შემომიყვანეს მაგთის ინტერნეტი...თავბედს ვიწყევლი რა მინდოდა რატო გავეკარე ამ სალობიეს კიდევ ერთხელ ჯორჯიანაირლინკი მქონდა სანამ ამას შემოვიყვანდი და თამაშებში 35 პინგი მქონდა ეგეთი რაღაც არ მახსოვს მე ჯერ...მაგთიზე იმიტომ გადმოვბარგდი რომ ქონდა ამ აირლინკს ხარვეზები გათიშვების მხრივ + მაგთის ინტერნეტში 13 ლარით ნაკლებს ვიხდი და 5მბ-ით მეტი მომეწოდება სიჩქარე .. მაგრამ პინგი აქვს სატირალი pubg-ში 100-ზე ქვევით არ ჩამოდის პინგი...ნეტა სილკიც შემოიყვანონ და ცხოვრებაში აღარ გავეკარები ამათ უსირცხვილო კომპანიას + როგორც გავიგე ორ წელიწადში კონტრაქტი ეწურებათო კავკასუსთან და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ისევ კავკასუსი დაბრუნდება თავისი გამართული ადამიანური ინტერნეტით
  6. ჯორჯ molchel-ის და პრო ვერსიას შორის სადაც არაფერია ამოჭრილი რამე სხვაობა იქნება თამაშებში? მაგალითად მოლხელის ვერსიას გეიმინგ მოდი მთლიანად ამოჭრილი აქვს და თუ მოქმედებს ეს გეიმინგ პერფომანსზე? ეხლა ვუყურებ და მოლხელის ვერსია გაცილებით მსუბუქად უბერავდა ვიდრე ეს ოფიციალურიდან გადმოწერილი 1809 და დაბრუნებას ვფიქრობ ისევ
  7. ჩემთან დააყენა და გახდა 168. მეჩვენება თუ ოპერატიულს მეტს ჭამს 1809? წინა ვერსიები 20%-ზე ზევით არასდროს არ ყოფილან ახალ ჩართულზე და ამას 30% ეგრევე უჭირავს ყოველგვარი პროგრამის გაშვების გარეშე... სხვა პრობლემა არ შემიმჩნევია ნუ მე რასაც ვიყენებ იმ ამბავში მართლა არაფერი შემინიშნავს...
  8. ე.ი დავაყენე ჯორჯ შენი დალინკული 1809 molchel-ის და 2 რაღაც მაინტერესებს..პირველი ის არის რომ რუსულმა ენამ ტვინი გაბურღა ... თითქოს და შევუცვალე ინტერფეისი გადავიყვანე ინგლისურზე მაგრამ ზოგიერთ ადგილებში მაინც რუსულად თარგმნის მაგალითად ტასკ ბარში აუდიოს გადაყვანა რომ გინდა დავუშვათ ყურსასმენებზე მანდ რუსულად წერს...რუსულად წერს გამორთვის ან ჩართვის დროსაც დამშვიდობებას და მისალმებას .... ხო და კიდევ როდესაც სტარტ მენიუს ვშლიდი პირდაპირ ვწერდი ხოლმე დავუშვათ control panel-ს ძალიან მოსახერხებელი და სწრაფი იყო ..ეხლა საერთოდ არ აქვს რეაქცია ვაბშე არ ეძებს და არც წერს საძიებო სიტყვებს... არ ვიცი ეს ამ სბორკაში არის რაღაც მიზნებისთვის გათიშული თუ ბაგია? იქნება შენ იცოდე ხო ვინდს რაც შეეხება ძალიან მსუბუქად და სწრაფად უბერავს .. ჯერჯერობით მე რასაც მოვიხმარ არსად პრობლემა არ მაქვს ზემოთ აღნიშნულის გარდა
  9. წარმოდგენა არ მაქვს მომავალში რა და როგორ იქნება მაგრამ georgian ari link შემოვიყვანე 25 მბ სიჩქარის მეორე დღეა სტაბილური 30 პინგით ვთამაშობ pubg-ის როცა მაგთის ინტერნეტზე 80-ზე დაბლა არ მქონია პინგი...CS:GO-შიც 45-50 პინგი აქვს...ნამდვილად არ ველოდი ასეთ შედეგს...ძვირი კი გამოდის თვეში 50 ლარს ვიხდი და 37 ლარს ვიხდიდი მაგთის 30მბ ინტერნეტში მაგრამ პინგში სხვაობა ნამვდილად მიღირს 13 ლარით მეტი იმედი მაქვს სტაბილურად იმუშავებს და არ გამაწამებენ
  10. შენ გეცოდინება ჯორჯ თუ არის რაიმე პროგრამა რომელიც ვინდოუს განახლებებს დააყენებს ერთიანად? 1709 მიწერია და განახლებებს რომ ვურთავ 1803 ვერსიასაც იწერს და მაგის გარეშე როგორ გავუკეთო განახლება?
  11. შეურაწყოფა იყო შენი ცინიზმი და არა ნუბი ჩემ პოსტში შენი დამაკნინებელი არაფერი არ ყოფილა არც შენს მიმართ ცინიზმს არ ქონია ადგილი... იმედია )) << ამას არ იღებ ცინიზმად. მეტი არაფერს არ ვიტყვი ალბათ მიმიხვდები რაც ვიგულისხმე ერთი თითის მოძრაობაში... და კიდევ გავიმეორებ....არ გეჯიბრები ლინუქსის ცოდნაში და არც იმაში რომ შენზე მეტად მოვიხმარ კომპიუტერს აი ამდენ წვალებას ელემენტალური პროგრამის დაყენებაზე მირჩევნია ისევ ჩემი შპიონებით გატენილი ვინდოუს 10 ...ეს არის და ეს
  12. პირველ რიგში მოდერატორ კაცს ამდენი შეურაწყოფა არ შეგეფერება... ეს ერთი )) ლინუქსის ცოდნაში არ გეჯიბრები მე ჩემი აზრი გამოვთქვი და გითხარი ის რის გამოც ვარ ვინდოუს მომხარებელი და არა ლინუქსის.. მეორე ან არ გინდა აზრის გამოტანა ან მართლა ვერ ხვდები რას ვამბობ...noob სტადიაში ყოფილა შენი თქმით ვინდოუსის მომხმარებლები?იმიტომ რომ ლინუქსის სწავლა არ უნდათ?ან არ აქვთ ამისათვის დრო? და იმას რატომ არ ფიქრობ რომ უბრალოდ კომპიუტერია და გასართობად გვინდა? სულ ფეხებზე გვკიდია ლინუქსის შესწავლა და ა.შ? უბრალოდ გვინდა დავჯდეთ და გავერთოდ ყველანაირი ზედმეტი ტვინის ბურღვის გარეშე? შენ რასაც დროს უთმობ კომპიუტერს მაგდენი დრო უბრალოდ არ აქვს ყველას შენი დამოკიდებულება ლინუქსზე კარგა ხანია ვიცი მაგრამ ძალიან ნეგატიურად ხარ განწყობილი ვინდოუსის ამბავში და არც კი გაინტერესებს ის მიზეზები რის გამოც ლინუქსზე მაღლა აყენებს ხალხი შპიონაჟით გაჟღენთილ ვინდოუსებს... P.s ასდმე ვახსენე რომ მარტო ინტერნეტში ვარგა ლინუქსი? ეტყობა თვალში მოგხვდა ცუდად და შესაბამისად ამიტომ ამდენი ცინიზმი შენი მხრიდან? ვინდოუსის დედაც ვატირე და ლინუქსისაც შენ იყავი კარგად ...მე რაშიც ვიყენებ ვინდოუსს იმაში ნამდვილად ვერ გამოვიყენებ ლინუქსს...ნამდვილად არც დრო მაქვს მაგდენი და არც ნერვები თორემ სიამოვნებით გავტესტავდი და შევადარებდი ყველაფერს მარტო იმიტომ რომ შენთვის მეჩვენებინა რამდენ რამეში მოიკოჭლებს ლინუქსი )
  13. ნუ რაც ვიფიქრე ზუსტად ეგ პასუხი მივიღე ინტერნეტი + სამუშაოდ გინდა კომპიუტერი... სრულიად საკმარისია შენთვის ლინუქსი და სხვა მომხმარებლებს არ აკმაყოფილებს ეგ ყველაფერი და უფრო მეტი უნდა... + ამას მიჩვეულები ვართ ერთი თითის მოძრაობით დრაივერების დაყენებას და კიდე სხვა მრავალს )) რასაც ლინუქსზე ნამდვილად ვერ იტყვი... 1 კვირაში ნერვოზს ამკიდებს 2 დღე ვერ გავიჩერე ....ლამაზია + სწრაფია გეთანხმები მაგრამ იმიტომ არის სწრაფი რომ არაა გადატვირთული ზედმეტი პროგრამებით და პრინციპში მხარდაჭერაც არ აქვს )))
  14. მარტო ინტერნეტში სამოძრაოდ გინდა ეტყობა კომპიუტერი და მაგიტომ ხარ მასეთი კმაყოფილი ლინუქსით
  15. ჯორჯ შენ გეგულება კარგი ვერსია 1709? რო დამილინკო?თამაშებში პერფომანსი რომ არ დამეკარგოს და თუ ზედმეტი ქაჯობები ამოღებული იქნება მთლად უკეთესი ჯერ 1607-ზე ვცდი თუ გავუთიშე განახლებები ხო კარგი .. თუ არადა 1709-ზე გადავალ
  16. DWS გადავატარე ძველიც და ახალიც სერვისებიდანაც გავუთიშე განახლება მაგრამ თავისით რთავდა მაინც...თუ საიდანმე შეიძლებოდა წაშლა ყველანაირად წავშალე Update Assistant მაგრამ აი ასე მაქსიმუმ ნახევარ საათში თავისით ჩნდებოდა და იწყებდა დაყენებას ახალი ბილდის...არ ვიცი shutup რას შვება არ მიცდია ნამდვილად მაგრამ ეგ თუ ამ პრობლემას აგვარებს ჩემი გამოსავალიც ეგ ყოფილა მაშინ
  17. რა მაინტერესებს იცით? 1803-ზეც ისე დაიწყებენ განახლებას დაუკითხავად როგორც წინა ვერსიებზე ქნეს? ანუ დავუშვათ და მინდა რომ 1803-ზე გავჩერდე და არ მაინტერესებს 1809 ან არ მინდა გადასვლა რა მნიშვნელობა აქვს მიზეზებს ან ვინ ეკითხება მაგათ პრინციპში..რატომ აკეთებენ თავისით განახლებას? როგორ მახსოვს წინა გვერდებზე რამდენი პოსტი ვწერე ქვეყანა პრობლემები მქონდა 1709-ზე ..ავდექი 1607 დავაყენე გავმართე გემრიელად მოვხოდე და ზუსტად 15 წუთით ავდექი კომპიუტერიდან რომ დავბრუნდი 1709-ზე იწერდა განახლებას ვერანაირად ვერ მოვიშორე ეს Update Assistant თუ რა ჯანდაბა იყო ! ყველანაირი გზით წავშალე თუ სადმე რამე ინფორმაცია ვნახე მაგრამ თავისით იწერდა Update Assistant-საც და განახლებასაც...შეიცვალა რამე? იქნება მოუხერხეს რამე ამ უმსგავსობას
  18. ეჰ ძველი 1607 დამაყენებინა ისე რო თავისით არ აკეთებდეს განახლებას და საერთოდ არ გავეკარებოდი ამ ახალ ბილდებს ჩემთან მაინც 1607 დაფრინავდა ვინ 10-ებიდან
  19. 1809 მიყენია ესე უნდა იყოს?
  20. ეგრეა.. თუმცა არასდროს არ მქონია ფეხბურთში გრაფიკაზე დიდი მოთხოვნა ნელი ნაბიჯებით მაგრამ გამოსწორება ეტყობა მაგალითად პეს 17 -თან შედარებით საკმაო სხვაობაა გრაფიკაში .. არ არის ეს ის თამაში სადაც გრაფიკაზე უნდა გაამახვილონ დიდი ყურადღება... რათქმაუნდა უკეთესი ყველას გვინდა მაგრამ მთავარი მაინც გეიმფლეია
  21. მიმოხილვებს თუ დავუჯერებთ ეს 2700x მართლა კარგი გამოსვლიათ იმედია ცუდ დროს არ გამოვიწერე 8700კ
  22. სასწაული :დდ ამდენი ხანია რა აღარ ვცადე ყველანაირი 'ვითომ' ფიქსი გამოვიყენე მაგრამ უშედეგოდ! ეს რა კარგი რაღაც მითხარი !! მეღირსა ისევ ჭედვების გარეშე თამაში ძაალიან დიდი მადლობა !
  23. კარგი ჩანს ცოტა პატარა ფრიზები ქონდა მაგრამ მომენტალურად ...თამაშებს თუ არჩავთლით სხვა მხრივ გემრიელად მუშაობს...
  24. https://cloud.mail.ru/public/9r1V/p15cDYaM6 აქედან ვიწერ და იმედია ვირუსი არაა :დდ სუფთად მინდა დავაყენო მაინტერესებს რას იზავს...1709 მიყენია და გაუბერა ცოტა
  25. საიდნა ჩაიწერე ეგ ვერსია? 17134
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.