Jump to content

OpTiMeR

წევრი
  • Posts

    3169
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    10

Posts posted by OpTiMeR

  1. ისე სულ მიკვირდა ამ შილდების არსებობა. თუ pc გაქვს, პირდაპირ შეაერთე ტელევიზორზე თუ თამაში გინდა. სად უნდა გედგას იმ შიშორეზე რო სიგნალმა დაკარგოს ძალა და ლაგები დაიწყოს.

  2. 3 პინს უნდა უშველონ კაცო. კარგი ხელოსანი გამოაცოცხლებს წესით. ფასს გააჩნია რამდენს გეტყვის. ისე 40-50₾-ად შეიძლება იშოვო ეგ მაზერი თუ ვინმეს აქვს ფორუმზე...

    • Upvote 1
  3. დაზიანების დონეს გააჩნია. LGA სოკეტებს კიდე აკეთებენ, პინებს ცვლიან ან ასწორებენ, მაგრამ თუ მასიური დაზიანებაა გირჩევ შეცვალო, იმიტო რო ხელოსანს რომც მიუტანო იმავეს გეტყვის ან მთლიანად გამოცვლის სოკეტს რაც შენ არ გაწყობს. არასტაბილურობაა მოსალოდნელი, ტემპერატურის არევა და ა.შ...

    • Upvote 1
  4. ლაიფციგმა რა გამიკეთა... აუგსბურგს გოლი ვერ გაუტანა. აუგსბურგმაც კარგად დაიწყო ისე, ხუმრობა-ხუმრობაში 10 ქულა აქვთ უკვე.

    არა რა, ამ არაგრანდ კარგ გუნდებს არ უნდა ენდო... არადა ფორსბერგი, ვერნერი, რა კაი ხალხი ყავს მაგ გუნდს.

    დღეს აბა მილანი რას იზამს სპალთან, ჰანდიკაპი მინდა. რომას ვუყურებ ახლა, 0:2 იგებს, მაგრამ ისე სუსტად დაცვაში რო მაგათ ძლიერი გუნდი მიქინძავს. იტალიიდან ლიგაზე ეს რომა და ნაპოლები არაფრის მაქნისები არიან... 

     

     

  5. 37 minutes ago, FC BARCELONA said:

    ბიჭებო, ადრე როცა გამოვიდა ვინ 10 MS ის საიტიდან პირდაპირ შეიძლებოდა იმიჯის გადმოწერა და ეხლა ბოლო ვერსიებზე როგორ არის ? ან თუ დევს სადმე ორიგინალი იმიჯი რაიმე დანამატების გარეშე  ?

    თვითონ .iso-ს გადმოწერაც ხო შეიძლება creation tool-ით?

  6. @kakha77777

    კომენტარებს არ კითხულობთ სანამ პოსტს დაწერთ? 

    1 hour ago, Archili1997 said:

    გადავედი დისკ განყოფილებაში და ჩამონათვალში არის პირველ ადგილზე system მერე ავასტი დადგა პირველზე და მეორეზე დგას რაღაცა DBDdownloader.exe

    მაგრამ ძირითადად სისტემა დგას პირველზე და მაგრად მიაქვს მყარი დისკისგან რესურები.

    სურათი გადავუღო რა პროცესებია გაშვებული ? ეხლა ძაან ბევრი უცხო პროცესები გაჩნდა რეებია და ისევ გაქრა NvDisplay.container.exe  არის კიდევ რაღაც პროცესი მაგრამ მგონი ვიდეო კარტის დრაივერია ხო ???

    ვოტ, გამარჯობა შენი. სისტემას შეეშვი, ეგ რომ არ იყოს ტასკ მენეჯერი ვერც იმუშავებდა, idle-დან მუშა რეჟიმზე გადასვლის წამებს თვლის და პროცენტული გამოყავს მენეჯერს მუშაობის, მასე იგებ რამდენად იტვირთება. ეგ DBDdownloader.exe ვირუსია და ტვირთავს დისკს. ახლა მაგის მოგვარების თემა ცალკე სასაუბროა და პირდაპირი გადაწყვეტის გზა არ არსებობს. არ ვიცი საიდან აიკიდე, რა გიწერია კომპიუტერში და ვინდოუსის დაყენების შემდეგ დრაივერებს საიდან იწერ, რთულია მაქედან პასუხის პოვნა, მაგრამ malwarebyte უნდა გაატარო ფაქტია.

    გადმოწერე დაკრეკილი malwarebyte და დაასკანირე მთლიანი სისტემა. მალვერები გამოჩნდება და უნდა წაიშალოს ისინი. საკითხავია წაშლის თუ არა DBDdownloader-ს...

    პ.ს. ყველაფერს ნუ დააციტირებ ხოლმე, იწელება თემა და არც არაფრის მომცემია.

  7. @lasha1616

    საქმეც ესაა, რომ თანამედროვე ssd-ები აღარ მუშაობენ ide-ზე. რეალურად კიდე native command queuing ssd-სთვის კი არა, hdd-სთვის იყოს კარგი, მიზეზი ფოტოზე ჩანს.

    21377bf5ed2e.jpg

    კი ssd-ებზეც იყო მცირე მატება, მაგრამ რაც nand გამოვიდა მიზანი დაკარგა ncq-მ, იმიტომ რომ nand თითოეულ ჩიპზე ისედაც უზრუნველყოფს multi-requesting-ს და რომც არ იყოს ncq, მაინც იგივე პერფორმანსი ექნებოდა.

    ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ერთ ადგილს ვტკეპნით, აღარაა ამაზე კამათი საჭირო. ამ თემაში მითუმეტეს hdd-ზე ვსაუბრობთ და თემა ოფდება.

  8. არტეფაქტი არის ზუსტად ეგ შავი ფონი რო ჩნდება და უცებ ქრება. იწვევს ვიდეო კარტის პრობლემა. არტეფაქტია ასევე ზოლები რო ჩნდება ხოლმე ეკრანზე, სხვადასხვა ფერებში.

  9. სწორედ რომ ტყუილად არ აჩვენებს მაგ ერორს ეგ სოფტი, სწორად ხედავს, მაგრამ წყალი არ გაუვა იმას რო ssd-ებს ეგ პროგრამა არ უნდა გაატარო.

    ეგ ერორი გეუბნება, რომ გადამისამართება მოხდა კონკრეტული ბლოკის. ბლოკი პირობითად, რაღაც ბანკის მაგვარი, მონაცემები რო ინახება.

    ssd-ს სიცოცხლისუნარიაონბას და მის ხანგრძლივობას ეგ თვისება განსაზღვრავს. იმის გამო, რომ მონაცემები ერთიდა იგივე მისამართზე არ ჩაიწეროს და ასე ვთქვათ არ ამორტიზირდეს, საჭიროა მათი სხვადასხვა ადგილებზე გადამისამართება. თუ სიტყვაზე მყ. დისკზე მონაცემები დისკის კიდეებზე იწერება და შემდეგ შიგნით, ssd-ში ეს მონაცემები სხვადასხვა ადგილებში მიემართება. იგივე პრინციპი აქვს რაც ram-ს, row column და ეგეთები

    • Upvote 1
  10. მერე მაგიტოა საჭირო რეგულაციები. fair play სუფთა წყლის ნაყვაა მეტი არაფერი. შეიხის გუნდს ყოველთვის ექნება შემოსავალი და ვერც გაამტყუვნებ ვერანაირად, მისცემს სპონსორს თავის ფულს და ეს სპონსორი იტყვის მერე მე ვაძლევ ფულსო და ეგეც შენი შემოსავალი.

    საჭიროა მაქსიმალური ფასის შემოღება, ისეთის ბევრ გუნდს რო შეეძლება გადახდა და მერე არამცთუ ფულით არამედ სიყვარულით განხორციელდება ტრანსფერები. შეიძლება სიტყვაზე მბაპეს რეალი გულით უნდოდა, მაგრამ პსჟ მეტს იხდიდა, ხოდა მონაკომ იქ გაუშვა სადაც მეტს აიღებდა. ვთქვათ მაქსიმუმია 20 მილიონი. დადებს პსჟ, რეალი 20 მილიონს და აირჩევს ფეხბურთელი. სულ ესაა. მერე გინდა შენი ჯიბიდან გადაიხადე და გინდა სხვას გააკრიშინე

  11. ორი ვარიანტია

    1. არტეფაქტი

    2. მონიტორის წუნი

    შეაერთე დროებით ინტეგრირებულზე მონიტორი და დააკვირდი კიდე გამოჩნდება თუ არა. თუ არ გამოჩნდა მაშინ დაერხა

  12. 1 hour ago, lasha1616 said:

    ჰო, ეგ სისწრაფისთვის არ გამოუგონიათ, თუმცა AHCI-ის გამოყენებით რომ უფრო მეტი სიჩქარე მიიღება, ეგეც ფაქტია. SSD ამის ნათელი მაგალითია.

    ahci-ს გამოყენებით მეტი სისწრაფე არ მიიღება, ფაქტი ესაა. იმის გამო, რომ ssd ahci-ზე მუშაობს (ფიზიკურად ვერ იმუშავებდა ide-ზე რელევანტური მიზეზების და გამო), არ ნიშნავს, რომ ahci-ს feature-ები სისწრაფისთვის მოიგონეს. მისი თვისობრიობა hot plug-სა და native command queuing-შია, რაც ssd-ს ფუნდამენტური იდეაა. ssd-რომ სწრაფია, არ ნიშნავს ეს რომ ahci-ს დამსახურებაა, მისი დამსახურება ისაა, რომ ssd მუშაობს.

    2 hours ago, Archili1997 said:

    მე ჩემით ვაყენებ ვინდოუსს ვწერ ყოველთვის ერთი და იგივე პროგრამებს რეებსაც ვთვლი საჭიროდ შესაძლოა მართლაც ისეთ პროგრამას ვწერ რომელიც hdd ს ანელებს მაგრამ მეორე hdd ზეც აბსოლიტურად იგივე ვინდოუსი და პროგრამები მიწერია და ანალოგიური სიტუაციაა იმ ვინჩესტერზეც ...

    თავად ამბობ ორივეზე ერთი და იგივე სიტუაცია არისო და ესეიგი რაღაცას ისეთს წერ, რაც ანელებს დისკს ხო...

    2 hours ago, Archili1997 said:

    მაგალითად ოპერა შშეიძლება ტვრითავდეს დისკს ? ან ნებისმიერი ბრაუზერი ან ექსთეშენები ქრომის და ეგ როგორ გავიგო რომელი პროგრამა აწამებს ჰდდ ს მონიტორინგი რომ ჩაატაროს ეგეთი პროგრამა რომელია 

    ოპერა ტვირთავდეს დისკს არასწორი ნათქვამია. პროცესორი აგზავნის მოსათხოვნი მონაცემის მისამართს და იმის და მიხედვით მოდიან მონაცემები დასამუშავებლად. თუ ეს მისამართი არც ქეშშია და არც ოპ. მეხსიერებაში, შემდეგ ვეძებთ მას დისკზე. დისკის სისწრაფე მკაცრად არის განსაზღვრული და ქეშზე, ოპ. მეხსიერებაზე და თვით სალტის გამტარობის სისწრაფეზე ნაკლებია. შესაბამისად, მას ტვირთავს მოთხოვნილი მონაცემების ზომა და რაოდენობა.

    გითხარი ზევით პოსტში რომელი პროგრამაც ამოწმებს, რა აწამებს მყარ დისკს. თუ ვინ 10 არის ეს ტასკ მენეჯერში, პროცესების განყოფილებაში გამოჩნდება, disk-ის ჩამოსწვრივ. თუ სხვა ვინდოუსი გაქვს resource monitor-ში მოიძიებ ინფორმაციას. გარდა ამისა, შეგიძლია ქრომშიც ნახო ოპ. მეხსიერების მოხმარება, რომელ ექსთენშენი რამდენს იხმარს. shift + esc

  13. ide-დან ahci-ზე გადაყვანა სისწრაფესთან კავშირში არ არის. უბრალოდ ahci ახალი ინტერფეისია და დიდი ზომის და მრავალი მყარი დისკის დანახვისთვისაა საჭირო. გარდა ამისა ide-დან ahci-ზე გადაყვანისას ვინდოუსის გადაყენებას მოითხოვს.

    ავტორის კითხვას რაც შეეხება(ტელეფონით ვერ ვაციტირებ), ჩაწერა/წაკითხვა პრობლემა არ არის და მყარი დისკის დავალებაც ეგაა, რომ ჩაიწეროს და წაიკითხოს მონაცემები, პრობლემა მისი სისწრაფეა. ssd-სთან შედარებით hdd ნელია და ამ დავალებას ნელა ასრულებს. შესაბამისად თუ რაიმე სოფტი დააყენე რომელიც ინტენსიურ ჩაწერა/წაკითხვას მოითხოვს, მაშინ გაუჭირდება. ვინდოუსი ასეთს არაფერს შეიცავს რომ ყოველ ჩატვირთვაზე დიდი დრო მიჰქონდეს. სავარაუდოდ რაღაც სოფტი წირავს დისკს. ამას უნდა სწორედ გამოძიება. არაა გამორიცხული hdd-ს კონტროლერიც გაფუჭებული იყოს, მაგრამ იშვიათად. ასე ვერ გაიგებ, 80% გამომწვევი მიზეზის ისაა რაც დავწერე და მაგ მიმართულებით უნდა მოხდეს გამოძიება

     

  14. არა არა ოპერები რა შუაშია. 800 მეგაჰერციანი  ddr2 წამში 6400 მეგაბაიტს ატარებს, როცა ვინჩესტერი საშუალოდ 60-70, ეგეც თუ სატა 3 პორტია და 2-ზე კიდე უფრო ნაკლებს. როგორ უნდა დაალიმიტოს დისკმა ოპერები, გამორიცხულია. ერთი ვარიანტია, რო სტარტაპზე ეგრევე გაუშვა ტასკ მენეჯერი და მომენტალურად დახედო რა მუშაობს ასე ინტენსიურად. თუ ვინ 7 გაქვს, რესურს მონიტორი უნდა გაუშვა სტარტ აპზე და იქ დაინახავ დისკის დატვირთვას...

     

  15. რა ვიკენდი იყო ვის რა უნდოდა ვერ გაიგებდი. არ წამოვიდა ლოგიკურად.

    ეს დიბალა რაებს შვრება, გოლების მანქანა გახდა ეს ლაწირაკი. მილანი ნელ-ნელა იხოდება.

    ინგლისში ჩელსი მეგონა რატომღაც რო გაანადგურებდა არსენალს, მაგრამ გონს მოეგნენ ჩრდილო ლონდონელები თურმე. ამ ვენგერს რა თავმოყვარეობა აქვს, მალადეც მაგ კაცს.

    საფრანგეთში ან კავანი გაიხიშტება ან ნეიმარი ბოლოს ისე ეხიპიშებიან ეგენი უკვე პენალტებზე, დანი ალვეში ჯარიმას არ არტყევინებს კავანის, ნეიმარს აძლევს ბურთს. ასეთ გუნდს უნდა ლიგის მოგება? სანამ ფეხბურთში რეგულაციები არ იქნება, მანამ არაფერი ეშველება ამ შეიხ კამანდას

  16. 9 hours ago, Gogla1990 said:

    იგივეს გაჩვენებდა აბა ხომ არ დაავიწყდებოდა სხვა მაზერზე დაერთებისას? :D 
    რაკი დაფიქსირდა ეგ შეცდომა სულ იქნება, მთავარია შეცდომათა ციფრი არ იზრდებოდეს :) 

    ერთი და იგივე დისკი არ მიგულისხმია, სხვადასხვა დისკებზე ეგრე ქნა (ამიტომაც დამაეჭვა სოფტის ბრალეულობამ და სპეციალურად ეგ რევიზია გადავამოწმე) მაგიტო ვთქვი, რა მითხარი ახლა :D ჩემი ბრალია არ ავხსენი კარგად. თან პერფორმანსი მაინც არ აკლდებოდა იმ დისკებს, უბერავდა ხოშიანად პროსტა სოფტი ატრაკებდა

    18 minutes ago, Archili1997 said:

    ინდიკატორი ანთია გამუდმებით წითლად და ესე ანთია გამუდმებით ალბათ 5 წუთი მერე ციმციმდება დრო რო გადის და ვინდის ბრალი არ არის ვიცი იმავე დღესვე იჭედება ესე მადლობა . და კაბელიც შევუცვალე სატა მაგრამ მაგ ერორს ვერ ვიშორებ  და სანამ ეს ერორი გაჩნდებოდა მაიც ესე უჭირდა ჩართვა არ ვიცი რისი ბრალია უკვე .

    ინდიკატორი რო გამუდმებით ანთია ეგაა ზუსტად მყარი დისკის პრობლემა. მიგანიშნებს იმაზე, რომ გამუდმებით რაღაცას იწერს, კითხულობს ან ორივეს ერთად და მყარი დისკი მულტიტრედინგში ვაფშე 0, შედეგი - ჭედვა. ვინდოუსის ბრალი შეიძლება არ იყოს მაინცდამაინც, ან ისეთ რაღაცას იწერ მერე რაც სტარტ-აპზე ჩაწერა/წაკითხვას მოითხოვს და სხვა სოფტებს რესურსი აღარ რჩებათ.

    ინდიკატორი მუშაობაზე მიუთითებს, ხედავ ჩატვირთვას იგვიანებს. პირდაპირ მიუთითებს მყარ დისკზე. არ ნიშნავს რო არ ვარგა, მაგრამ გამომწვევ მიზეზზე კი მიგითითებს. სხვა ვარიანტი ან იდეა არ მახსენდება, ვნახოთ რას დაწერენ

  17. მაგ ერორს ორ სხვადასხვა მაზერზე მიჩვენებდა, წერს რომ კაბელის ან პორტის პრობლემაა. მაზერის შევცვალე და კაბელებიც, მაგრამ იგივე სოფტმა იგივე შედეგი მომცა და ვიფიქრე რო პროგრამის ბრალია.

    რაც არ უნდა იყოს ასე არ უნდა იგვიანებდეს, თუნდაც HDD. ჩატვირთვის მომენტში მყარი დისკის ინდიკატორს დააკვირდი. ერთია რო თუ გაჭედილია მაშინ სერიოზულად ტვირთავს რაღაცა და თუ სწრაფად ციმციმებს მთლად უარესი, მიკრო ზომის ფაილებს ამუშავებს და HDD-სთვის ეგ უარესია.

    მე მაინც ვინდოუსის გადაყენებას გირჩევდი და შეხედე. ოპერებს იმხელა სისწრაფე აქვს ხატოვნადაც ვერ დაალიმიტებს HDD, ან რა დილეტანტურად ჟღერს ნეტა იცოდე ეს წინადადება. 

    მოკლედ ვინდოუსი გადააყენე

  18. systemWow64-ს ზოგიერთი ანტივირუსი ვირუსად აღიქვამს და დაინსტალირებისას ალბათ ეგ ბიბლიოთეკა არ ჩააგდო საჭირო ადგილას. ხელახლა დააინსტალირე, ოღონდ ანტივირუსი გათიშე

  19. სხვა რეპაკის დაყენება სცადე და დაპოსტე აბა რა მოხდება. დაინსტალირებისას ანტივირუსი გამორთე, ან თუ რაიმე დააფიქსირა ჯერ allow და მერე კარანტინში გაუშვი

  20. @Levans

    კურიერს როცა ნივთი მიაქვს მისამართზე ან ვინმე უნდა დახვდეს რომ ხელი მოუწეროს ან უნდა იპოვოს სანდო ადგილი, სადაც ამანათს დატოვებს. ვერცერთი მოხდა ამ შემთხვევაში და გაფრთხილებს ამაზონი, რომ მომდევნო ცდაზე მისამართზე დაგვხვდიო.

    სავარაუდოდ გადამზიდი კომპანიის დახმარებით იწერ ნივთს. არასამუშაო დღეებში, როცა დაკეტილია უბრალოდ კომპანია, ფიზიკურად ვერ მიიღებს ამანათს ხო... მაგრამ 29-30 არასამუშაო ნამდვილად არ არის. თვითონ კომპანიას მისწერე და გაარკვიე

  21. მე არ შემიძლია ამდენ ფეხბურთს ვუყურო. ვთამაშობდი კიდეც დიდი ხანი და მიყვარს, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთი გაფუჭდა. აღარაა ისეთი სანახაობრივი როგორიც 90-2000 იყო

  22. 64 ბიტიანი 4გბ ფლეშკაზე ისედაც ეტევა creation tool-ის გამოყენებით, თუ მეშლება რამე? 

    მე საერთოდ განახლებები გათიშული მაქვს. უფროსწორედ გადადებული. ჯერ ინსაიდერი არ ვარ და მერე კიდე ისე მაქვს გაწერილი პარამეტრები რო, როცა განახლება გამოდის, 1 თვის გასვლის შემდეგ აყენებს ჩემთან. security განახლებები მაშინვე მომდის. სხვადასხვა კიდე სანამ არ დაიფიქსება ყველაფერი მანამდე არა... სულ creation tool-ით ვაყენებ ხოლმე თუ რაიმე სერიოზული დიდი მოდის, clean install. პრობლემა არაფერზე მქონია, არასდროს

  23. FairPlay-ს გამო არ კრძალავს და უფრო ვერ. ერევათ ხოლმე ეგ წესი რაოდენობაში. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ფეხბურთელს შეიძენ, მთავარია დახარჯული თანხა არ აღემატებოდეს შემოსავალს.

    ეს წესი იმისთვის შემოიღეს, რომ ბიზნესმენებმა კლუბები არ გააკოტრონ. სიტყვაზე ვიყიდე გუნდი და დავხარჯე პირველ წელს 100 მილიონი 3 ფეხბურთელში. გავიდა 1 სეზონი და სამივე ფეხბურთელმა ჩაიჯვა, სამივეს ფასი დაეცა. კლუბმაც ვერაფერი მოიგო. ერთი სიტყვით წაგებაში წავედი. ხოდა ავდექი და სანამ მეც გავკოტრდი გავყიდე გუნდი ან მივატოვე გაკოტრებული. სწორედ ამისგან იცავს UEFA კლუბებს.

    თუ პსჟ-ს მილიარდი ექნება შემოსავალი, თუ უნდა 4 ნეიმარს იყიდის ერთ დროულად. შემოსავალი და ხარჯები უნდა წარუდგინო UEFA-ს და იმის მიხედვით გაძლევენ უფლებას. ახლა თუ რაიმე შეცვალეს არ ვიცი და FairPlay ეს არის და ეჭვი მაქვს ეს პსჟ-სთვის ხელის შემშლელი არ უნდა იყოს...

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.