Jump to content

OpTiMeR

წევრი
  • Posts

    3169
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    10

Everything posted by OpTiMeR

  1. Some data sanitization methods replace your regular, readable data with random characters. As just mentioned above, Write Zero does the same thing but uses, well... zeros. In a practical sense, if you wipe a hard drive with zeros and then throw it away, your random dumpster diver who gets a hold of it won't be able to recover any of your deleted data. http://bit.ly/2fu0aOj როცა ვაფორმატებთ ხოლმე, რეალურად მონაცემები ხდება მიუწვდომელი, ზედ გადაეწერება პრიმიტიული სიმბოლოები, მაგრამ რო მოინდომო დაფორმატებული დისკიდან აღადგენ მონაცემებს და zero fill ნიშნავს, რომ ყველაფერს ნულიანი გადაეწერება და მერე ვერიფიკაციას გადის, ნამდვილად ყველგან ნულიანია თუ არა, თორე იმ ადგილის აღდგენა შესაძლებელი იქნება. მონაცემებს zero fill-ით ვერ აღადგენ...
  2. მე თუ მკითხავთ ბაიერნმა უფრო წააგო ეს მატჩი ვიდრე პსჟმ მოიგო, მაგრამ მაინც ნუ დაუკარგავთ პარიზელებს. ანჩელოტის ალბათ ამ სეზონის ბოლოს გაუშვებენ...
  3. ჯერ-ჯერობით ლიგაზე ყველაფერი ლოგიკურად მიდის ლივერპულის ფაფხურს თუ არ ჩავთვლით. მე ლაიპციგის ასეთი სუსტი თამაში მაკვირვებს. ბეშიქთაშს ფენერთან დერბი ჰქონდა, თავი შეაკლეს და ვიცით ეს დერბი მაგათთვის რასაც ნიშნავს, წამოვიდნენ მერე და ლაიპციგს უპასუხო გოლები გაუტანეს. არა და ნიჭიერი შემტევები ყავს გერმანულ გუნდს, ვერნერი, ფორსბერგი რად ღირს მარტო. რეალი პრიმერასგან განსხვავებით ლიგაზე კარგად თამაშობს, ეგრეა ეგ გუნდი რაც ზიდანი მივიდა, ვითომ ფეხი უცდებათ, მაგრამ ბოლოს ყველაფერს იგებენ. პსჟ ბავარია იქნება საინტერესო. ვნახოთ რისი მაქნისია პარიზული გუნდი მაგრამ ამ ფორმაში მყოფი ბაიერნი ნაღდად არაა საზომი, პაპა კარლოს წყალი ჩაუდგა.
  4. ინტერნეტიზაციას აღარ ახდენს კავკასუსი მაგთის მიყიდა ეგ საქმე და ახლა ისინი მუშაობენ. მათ საიტზე უნდა შეხვიდე
  5. €2.42 . ესეც Silknet Optic. კავკასუსს ექნება კაი პინგი აბა რა იქნება. შედით co.ge-ზე და წაიკითხეთ 'ჩვენს შესახებ'.
  6. How Microsoft's approach to Windows 'Andromeda OS' differs from Google's and Apple's https://www.windowscentral.com/microsofts-andromeda-os-philosophically-different-approach-personal-computing?utm_source=wp&utm_medium=dailyarticle&utm_content=UUwpUsUmU1373&utm_campaign=email მოკლედ: რასაც apple და google ცდილობენ (მოქნილი ოპ. სისტემის შექმნა და მასში ეკოსისტემის ყველა ობიექტის გაერთიანება), მაიკროსოფტს უკვე გაკეთებული აქვს. დესკტოპ სეგმენტის 85% მაიკროსოფტს უჭირავს, როცა მობილურ სეგმენტში პირიქით, ვაშლი და გუგლი ლიდერობენ. მაიკროსოფტს აქვს ის, რამაც Andromeda OS-ს ხელი უნდა შეუწყოს. ეს გასაღები არც ვაშლს და არც გუგლს არ ჰქონიათ. წარმოიდგინეთ, 7nm რაიზენი სმარტფონში და Andromeda OS.
  7. მაინც უნდა ვიკითხო, რამდენ ჩენელზეა Wi-Fi გაწერილი და იმ 3-4 მოწყობილობაზე კარგად მუშაობს? არც სისწრაფეს აგდებს, არაფერი?..
  8. კაია, აუწიე ხმა ახლა ჩახლეწვამდე :დ
  9. @G1ORG1 აბა ასე გააკეთე. ოღონდ დააკვირდი აბა action center-ში, გიფში როგორცაა, bluetooth ჩართული უნდა იყოს
  10. გააქტიურებულია უკვე. მოწყობილობების ჩამონათვალში დამატებულია. ჩართე მუსიკა და ქვემოთ ტასკ ბარში ხმის იკონი როა, მარჯვენა კლიკით property-ში უნდა გადაიყვანო მაგ დინამიკზე და წავა ხმა. ანუ ავტომატურად უნდა გამოჩნდეს Bluetooth დინამიკი იქ
  11. კი ბატონო. https://locate.apple.com/ge/en/sales/?pt=all&lat=41.69336&lon=44.801602&address=Tbilisi
  12. სპოილერშია. ახლა for mobile-ზე რო გადავიყვანო, მერე აღარ იხსნება ეგ მოდული. default-ზე უფრო გავს მობილურის თემას ვიდრე მობილურზე. ვიფიქრე, იქნებ უფრო სხვანაირი არისმეთქი და გადავიყვანე მობილურით მობაილზე, მაგრამ დესკტოპივით იყო...
  13. თემა შევცვალე ტელეფონით (for mobile-ზე დავაყენე) და default-ზე ვეღარ ვაყენებდი, module-ს აღარ ხსნიდა რო ვაკლიკებდი. ქეში/cookies გავწმინდე, მაგრამ არ შველის ეგ. მერე მივხვდი რო მიბმულია კონკრეტულ მოხმარებელზე ეგ ფუნქცია და მოწყობილობაზე არაა დამოკიდებული და კომპიუტერით დავაბრუნე, მაგრამ ხომ უნდა შეგეძლოს კაცს ისევ ტელეფონით გასწორება... photo
  14. თუ რაიზენი 1080p-ზე 30%-თ იტვირთებოდა და ვიდეო დაფა 100%-თ, როგორ ვერ გაწურა ბოლომდე? სიმართლე გითხრა აზრი ვერ გამოვიტანე, წერტილ-მძიმის გარეშე რთულია გაგება
  15. არა მართალი ხარ შენ, სხვა რაღაცაზე წავედი და ბოლოს იგივე ვთქვი რაც შენ დაწერე. New Core i7 8700K Cinebench Scores Leaked http://www.guru3d.com/news-story/new-core-i7-8700k-leaked-shows-better-perf.html დიდი ვერაფერი
  16. არც პესი მომწონს და არც ფიფა. რის შესაძლებლობებსაც დღევანდელი სისტემები იძლევა არცერთი არ არის მოწოდების სიმაღლეზე ჩემი აზრით. პატჩებს და არასრულ გუნდებს თავი დავანებოთ. გრაფიკას და gameplay-ს ვგულისხმობ. ძალიან არაბუნებრივია ორივე თამაში, ფეხბურთს არ გავს. ტაქტიკურად მოიკოჭლებს. ნახევარდაცვაში საერთოდ არ მიდის თამაში. ვერ იყენებ ფეხბურთელების ღირსება-ღირებულებებს. უბურთო თამაში, რანდომიზირებული მოძრაობებიც კი არ არის.
  17. მილანს თუ გულისხმობ, ევროპა ლიგა კი არა, 4-ეულში მოხვედრაზე ვიფიქროთ ჯერ. მილანი ყველა საშუალო გუნდთან დამარცხდება. სუსტებს უგებს, სპალს, უდინეზეს. ატალანტა, ფიორენტინა, ტორინო, ვნახოთ აბა. არა მგონია მონტელა ზამთრის მერეც მილანში დატოვონ
  18. რა შუაშია დაბალი fps პროცესორის მუშაობასთან? პროცესორი გამოთვლებს ატარებს ნებისმიერ შემთხვევაში, მოძრავი ობიექტები, მასშტაბები, მანძილები და ა.შ. ვიდეო დაფა პროცესორის მიწვდილ მონაცემებს ამუშავებს და 3D-ში არენდერებს, შედეგს კი უკან აგზავნის. ახლა იმის მიხედვით თუ როგორ გამოსდის ეს, გვაქვს კადრების რაოდენობა წამში. ვიდეო დაფა ვერ დაალიმიტებს პროცესორს, ეს არასწორი ტერმინია. როცა მაგალითად afterburner-ში ვიდეო 100%-თ იტვირთება და პროცესორი 50%-თ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიდეო ალიმიტებს პროცესორს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოცემულ დროში, მაგალითად როცა 1 წამში 10 მილიონი ოპერაციაა შესასრულებელი, ის ასრულებს 0.5-ში და 0.5 წამს მანძილზე idle-ზეა. უტილიტიზაცია 50%-ზე იქნება. თუ ვიდეო ამ 10 მილიონ მოთხოვნას 1 წამს ანდომებს, მაშინ მისი უტილიტიზაცია 100% იქნება. მაგრამ როცა თამაში 1 წამში 20 მილიონი მოთხოვნის დამუშავებას ითხოვს და ვერც პროცესორი და ვერც ვიდეო ამდენს ვერ ასწრებს, ორივე 100%-ზე იქნება. ტასკ მენეჯერშიც ასე გამოითვლება დატვირთვა. როცა რაღაც პროცესი სრულდება (I/O) system რომელიც idle რეჟიმია თამაშიდან გადის და როცა თამაშში ბრუნდება გამოითვლება დრო. ამ დროიდან პროცენტული გამოითვლება და გაქვს უტილიტიზაცია. 100% - ((systemTime/მოცემული მომენტი)*100) = utilitization. ვთქვათ 5 წამში 3წმ-ს მანძილზე პროცესი მუშავდებოდა და 2წმ-ს მანძილზე systemTime იყო (პირობითად ავიღოთ თორემ ეს დრო წამები კიარა ნანოწამებია) უტლიტიზაცია გექნება 60%. იმედია გასაგებ ენაზე ავხსენი :დ არა პრინციპში მართალია. მეც იგივე გამომივიდა. 4K-ზე იმიტომ მოდის ნაკლები დატვირთვა პროცესორზე, რომ როცა ვიდეოს უგზავნის მონაცემებს დასამუშავებლად, ვიდეო დიდ ხანს ანდომებს და პროცესორი თავისუფლად მუშაობს. მაგიტომაცაა რაიზენი მაღალ რეზოლუციებზე უკეთეს შედეგს რომ დებს.
  19. მიხვდებიან ოდესღაც იმედია. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ისეთი ნდობა გამოუცხადეს შანსს მისცემენ ჯერ და ესაა ყელაზე ცუდი. შანსის დროც აღარაა და ცვლილებებია საჭირო. ჰანოვერმა რა ქნა. კიოლნს ვერ მოუგო. გუნდს რომელსაც 1 გატანილი და 15 გაშვებული აქვს. ქულა არ ჰქონდა ჯერ აღებული. ისინი კიდე მე-2 ადგილზე გადადიოდნენ მოგებით. აი ასეთ საშუალო გუნდებს ვერანაირად ენდობი. სულ რო ბავშვებს ეთამაშებოდნენ. გოლიც კი ვერ გაუტანეს, ეგ კიარა აქეთ მიიღეს კინაღამ.
  20. ოი ოი, სამპდორია 2:0 მილანი წელსაც ისევე იფაფხურებს მილანი თუ მალე მონტელას არ გაუშვებენ
  21. სეტანტას რუსი კომენტატორი ყავს საშინელი. ბურღის ხმას უსმინო სჯობს ვიდრე იმ მძინარე კაცს. სეტანტა ქართულად მაქვს, სილქზე დაემატა. 10 ლარიან სილქ სპორტ პაკეტში, სეტანტა ჯორჯია და სეტანტა ჯორჯია პლუსი. სილქის სპორტებიც და ყველა ჩემპიონატს ვუყურებ ფაქტიურად. ქულების დაგროვების სისტემა რო გააკეთეს მაგითაც 1 თვე უფასოდ მქონდა ჩართული. კარგი რაღაცები აქვთ სილქნეტს... ისე 3-4 წლის მერე, როცა შეიცვლება თაობა, ვინ სად იდგება საინტერესოა. რიბერი, რობენი ბერდებიან, მესი-რონალდოც ისეთივე დონეზე ვეღარ იქნებიან. აქეთ დიბალა ისეთ ფორმაშია არავიზე ნაკლები არაა. ნეიმარი, მბაპე და ალბათ ეგ ბიჭი იბრძოლებენ ოქროს ბურთზე.
  22. თამაშს გააჩნია. ესე დაწერილი კანონი არაა. AppData-ში უნდა იყოს წესით > C:/users/"შენი username"/AppData/ და აქ ან Local-ში იქნება ან Roaming-ში. გუგლში ჩაწერე თამაშის სახელი და მიუწერე savefile-ს ლოკაცია
  23. სრული როგორ, ვერ მივხვდი. ახლა მაგას არ აპირებენ პრინციპში? ერთი და იგივე ბირთვი ექნება pc-სთვის და mobile მოწყობილობებისთვის, უბრალოდ რომელსაც რა ფუნქცია სჭირდება იმას მიაყოლებენ. pc-ს ყველა ფუნქციას ხომ არ იყენებ ტელეფონზე.. და ა.შ..
  24. ანჩელოტის მალე დაემშვიდობებიან მიუნხენიდან. ვუყურე ვოლფსბურგს პირველ ტურებში და საშინელი სტარტი. ეცნენ ამ ბაიერნს და ალიანს არენაზე 2:0 ჰანდიკაპი ამოქაჩეს. ახლა წესით მაგრა გააგრძელებენ ეგენი ისეთი სტიმული მიიღეს. ლილი - მონაკო ვნახე. ლილს 7 ტურის მერე მოგება არ აქვს. ბიელსასაც გაუშვებენ მალე ალბათ. რეალზე ხმას არ ვიღებ. ბოლოს მაინც ისეთ ფორმაში შევლენ, გადაუვლიან გუნდებს ალბათ...
  25. http://www.techradar.com/news/andromeda-os-is-microsofts-big-plan-to-make-windows-10-fully-modular მაიკროსოფტს უნდა ოპ. სისტემა სრულად მოდულარი გახადოს. შექმნიან ისეთ ბირთვს, რომელიც ყველა მოწყობილობაზე იმუშავებს, სმარტფონებით დაწყებული, პატარა გაჯეტებით დამთავრებული. რა თქმა უნდა თითოეულ მოწყობილობას იმ ფუნქციებს გაატანენ, რაც მას სჭირდება. ასე გამარტივდება ყველა მოწყობილობაზე ერთად მუშაობა. 2018 წლისთვის გეგმავენ. პროექტის სახელი - Andromeda OS. ასეთი მიზანი, იგივე კოდური სახელით გუგლსაც ჰქონდა, მარა დაიკიდეს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.