Jump to content

OpTiMeR

წევრი
  • Posts

    3169
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    10

Everything posted by OpTiMeR

  1. ვახ დავიტანჯე რა, იმეილზე რატო არ მომდის subscribed topics? რამდენი რამე გამოვტოვე უკვე; საიტზე ხოარ ვიძრომიალებ რო ვნახო თემები, სადაც სიახლეა
  2. Xiaomi-მ ჩატენა და ჩატენა რაც კარგი ჰარდია ტელეფონში და ექნება კარგი შედეგი აბა რა იქნება. მარკეტინგი არ უვარგა და რათ გინდა. თუ ფიქრობენ, რო ჰარდით ხალხს გააოცებენ ცდებიან...
  3. http://wccftech.com/amd-radeon-400-series-gpus-start-selling-april/ ამათმა აპრილშიო, მაგრამ რამდენად სანდო წყაროა კაცმა არ იცის. ჭორებს ვერ დაეყრდნობი...
  4. asynchronous compute amd-მ არ "მოიგონა"? მაგიტომაც აქვთ მაგათ ვიდეო დაფებზე პერფორმანსს მატება. დრო ნამდვილადაა ყველაფერი გამოასწორონ, მაგრამ 2017 წლამდე გამოსულ თამაშებზე არამგონია dx12-ის ნამდვილი ძალა ვნახოთ. ისეთი ჩთაბეჭდილება იქმნება anniversary update-ს ელოდებიან, რო საგრძნობი განსხვავება არ იყოს ბირთვში. მაგ განახლების მერე ხო პატარ-პატარა ფიქსაციებიღა გამოვა. მოკლედ ვფიქრობ 2017-ს მერე დალაგდებიან directx 12-ში
  5. X12 და asynchronous compute ახალი ხილია და დახვეწა ჭირდება ბუნებრივია. ისეთი შეგრძნება მაქვს და მგონია, რომ amd-ს მეტი პოტენციალი გააჩნია ვიდრე ენვიდიას, მაგრამ ნაბიჯების გადადგმას აგვიანებენ. ამ ბოლოს რა ინოვაციის დანერგვაც სცადეს კიდე იმდენად ბუმი არ იყო ვიდრე თუნდაც ეს ენვიდიამ ქნა...
  6. მაილზე აღარ მომდის subscription-ი და რა ხდება?
  7. 100%-ზე დავტენე და 4 დღე სერიოზულად ვიხმარე რასაც ქვია და 16%-ზე ჩამოვიდა. სულ მუსიკებს ხომ ვუსმენ, ლოკაცია ჩართულია და დრო და დრო მესენჯერშიც ვარ და რატო ჯდება შენი მალე?
  8. UWP დეველოპერის თვალით პრეამბულა იყო და არა იყო რა – ასე იწყება ზღაპრების უმრავლესობა, თუმცა ჩვენ დღეს რეალურ რაღაცაზე ვისაუბრებთ და მას UWP (Universal Windows Platform) ქვია. სანამ საუბარს დავიწყებდეთ, კარგი იქნება თუ ცოტა უკან, წარსულში დავბრუნდებით და გავიხსენებთ დროს, როცა თითქმის ყველა ერთი და იგივე ზომის ეკრანებს ვიყენებდით და ერთი და იგივე ეკრანის რეზოლუციით ვსარგებლობდით. დამეთანხმებით, არ იყო ცუდი დრო, თუმცა ნოსტალგია იქით იყოს და ეს ყველაფერი პრობლემა გახდა როცა მობლურზე პირველად ჩავრთე ინტერნეტი. მახსოვს Sony Ericsson მქონდა, K510. არ ვიცი რას ველოდებოდი, როცა ონლაინ თამაშების საიტზე შევდიოდი. ალბათ Flash Player-ს და პატარა ეკრანისთვის ოპტიმიზებულ საიტს, მაგრამ შევედი, თავისი ჩაშენებული ბრაუზერით. კარგად მახსოვს როგორ დამემსხვრა ოცნებები – მაშინ კომპიუტერი არ მქონდა სახლში, ეს ფუფუნება მხოლოდ დედასთან სამსახურში იყო ჩემთვის ხელმისაწვდომი. თუმცა გავიდა დრო და აღმოვაჩინე საიტები WAP ქვედომენით, რომლებიც სპეციალურად მობილური აპარატებისთვის იყვნენ შექმნილები, ასე რომ ვენები არ გადამიჭრია იმ დღეს. მოგვიანებით კიდევ ერთი განსაცდელი დამატყდა თავს, აღმოვაჩინე OS X, უფრო სწორად მისი აპლიკაციები. მაშინ ჯერ ვერ ვხვდებოდი, რომ სრულიად სხვა სისტემაზე იყო საუბარი და დღეების განმავლობაში ვცდილობდი ამ აპლიკაციების ვინდოუსზე ჩაწერას, თუმცა ნელ-ნელა ამეხილა თვალი. ამ ძიებაში აღმოვაჩინე სიტყვა Cross Plafrom. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, გაჩნდა სიტყვა Cross Browser. ნახევარი დედამიწა მობლურ აპარატებზე გადაერთო და გაჩნდა საიტები რომლებიც ეკრანის ზომის მიხედვით ერგებიან მომხმარებლის აპარატებს. თუმცა თუ ვინმეს გონია, რომ ამით პრობლემა გადაიჭრა, ალბათ ცდება… უფრო სწორად ნახევრად ცდება. ამბულა ყველამ ერთად უნდა ვაღიაროთ, რომ მომავალში მობილურ აპლიკაციებს უფრო მეტი პერსპექტივა აქვთ ვიდრე საიტებს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საიტები გაქრება, ისინი რა თმა უნდა იარსებებენ, მაგრამ უპირატესობას ძირითად შემთხვევებში აშკარად აპლიკაციებს მიენიჭება. და აი მივადექით მტკივნეულ საკითხს. დავბრუნდეთ ჩვენ დროში და წარმოვიდგინოთ, რომ ახალ სერვისს ვაკეთებთ, ნებისმიერი ტიპის.. მაგალითად ონლაინ შეკვეთის აპლიკაციას რესტორანისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა მაქსიმალურად დავფაროთ მომხმარებლები, მაგრამ ეს პრობლემაა. მომხმარებლებს აქვთ პერსონალური კომპიუტერები, ტაბლეტები, ტელეფონები, საათებიც კი. და ყველაზე მტკივნეული ნაწილი: iOS, Android, Windows, Windows RT და Windows Phone (საქართველოში როგორც წესი ფეხებზე კიდიათ, მაგრამ წარმოვიდგინოთ რომ ნორმალური ხალხი ვართ). ძალიან გართულდა საქმე, ყველა სისტემაზე ცალკ-ცალკე უნდა ავაწყოთ აპლიკაციები და ყველა ზომის ეკრანისთვის ცალკ-ცალკე უნდა გავწეროთ მომხმარებლის ინტერფეისი. მოითმინეთ, არ იჩქაროთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგ აპარატს აქვს “თაჩ სქრინი” და ზოგს არა. ასე და ამ გვარად, ყველა ტიპის მოწყობილობისთვის ცაკლე აპლიკაცია უნდა ავაწყოთ. მეტი აპლიკაცია მეტ დროს ითხოვს. მეტი დრო მეტ ბიუჯეტს (ჩვენი დრო ფული ღირს, ბევრი ფული. დეველოპერებს ვგულისხმობ, ჩვენში) ითხოვს. მეტ ბიუჯეტზე როცა დგება საქმე, დამკვეთი აუცილებლად გაგინახევრებთ სამიზნე აუდიენციის ნახევარს და ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ჩვენს ქვეანაში პირველები Windows Phone-ს მომხმარებლები იქნებიან. ახლა კი ერთად წარმოვიდგინოთ სამყარო სადაც ერთი კოდით შეგვიძლია ავაწყოთ ეს ჩვენი გემრიელი აპლიკაცია. ზღაპარივით ჟღერს არა ? ბევრს გონია, რომ არ არსებობს მექანიზმი რომელიც უზრუნველყოფს ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც ერთი ძალიან ცნობილი ადამიანი იტყოდა, ნურას უკაცრავად. UWP – Universal Windows Platform არის აპლიკაციის შექმნის ახალი მეთოდი, ჯერ-ჯერობით მთლად დახვეწილიც არა, მაგრამ იმდენად დახვეწილი რომ რეალურად უკვე შეგვიძლია ვნახოთ ასეთი ძალიან საყვარელი აპლიკაციები. პირველ რიგში უნდა ვახსენოთ, რომ ასეთი პროექტი ერთი და იგივე, ან მინიმალური სხვაობის კოდით იწყობა სხვადასხვა ტიპის და არქიტექტურის მოწყობილობაზე, სიას მოგვიანებით გადავხედოთ. თვითონ UWP როგორც როგორც მექანიზმი ყველა საჭირო ხელსაწყოს შეიცავს იმისთვის, რომ ჩვენი აპლიკაციები მაქსიმალურად ადაპტირებულად ერგებოდნენ სხვადასხვა ზომის ეკრანს, “თაჩსქრინიანსაც” და უბრალოსაც. ვიღაცას შეიძლება ეგონოს რომ ეს არის Responsive Design-ის ვარიანტი აპლიკაციებისთვის, არამც და არამც. ეს ბევრად მეტია, აქ შეიძლება შევცვალოთ კომპონენტის ნებისმიერი მახასიათებელი ეკრანის ზომის მიხედვით. აქ ჩვენ გვაქვს სრული კონტროლი, HTML და ჩემთვის ძალიან საყვარელი Cordova (HTML/CSS/JS ხელსაწყოების ნაკრები მობილური აპლიკაციების ასაწყობად) არაფერია UWP-სთან შედარებით. ეს პლატფორმა რეალურად ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა, ამ გზით შეგვიძლია გავაკეთოთ უამრავი ტიპის აპლიკაცია, დაწყებული ჩვენი სამზარეულოდან, დამთავრებული რთული თამაშებით, რომლებიც იყენებენ გარე კონტროლერებს, მაგალითად ჯოისტიკს. ამას მოგვიანებით თავად გამოიკვლევთ. პლატფორმების სია პერსონლური კომპიუტერები პირველ რიგში ჩვენი ყველაზე დიდი მეგობრები უნდა ვახსენოთ, ზოგჯერ x86 არქიტექტურის პროცესორით, ზოგჯერ x64. სიტყვა აპლიკაციამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ – Windows 10 პერსონალურ კომპიუტერებს აქვთ ძალიან კარგი Store. ვიცი რომ კომენტარებში აუცლებლად შემახსენებთ რომ სულ 5 აპლიკაცია დევს ამ სთორში მაგრამ არ შეწუხდეთ – თავადაც ვიცი. რამდენი აპლიკაციაც არ უნდა იყოს დღეს სთორში, თქვენი ახალი აპლიკაცია იდეალურად „იფრენს“ პერსონალურ კომპიუტერებზე. თუნდაც მაუსით და კლავიატურით, სენსორული ეკრანის გარეშე. კარგი იქნებოდა Groove Music, რომელიც არც მეტი არც ნაკლები უნივერსალური აპლიკაციაა. ტაბლეტები ეს არის ჩვენი საყვარელი ფენა კომპიუტერებიდან, არც დიდი და არც პატარა: ტაბლეტები. ისინი ARM პროცესორზე მუშაობენ ძირითადად მაგრამ თუ გგონიათ, რომ რაიმეს შეცვლა მოგიწევთ თქვენს პროექტში იმისთვის რომ ამ არქიტექტურას მოერგოს თქვენი პროექტი, ცდებით. გამოგიტყდებით და ასეთ რაღაცას ცხოვრებაში არ ვიქონიებდი, მაგრამ პროფესიონალიზმი გვმართებს, ამიტომაც ამ აპარატებისთვისაც უნდა გავმართოთ ჩვენი აპლიკაცია. თუმცა ჩემთვის და ჩემნაირი ადამიანებისთვის კარგი ამბავია, კოდის გადაკეთება არ მომიწევს იმისთვის, რომ ჩემი აპლიკაცია ამ ტაბლეტზე ვამუშაო, სავარაუდოდ რამდენიმე ცვლილება მომიწევს მომხმარებლის ინტერფეისში რომ ეკრანის ზომას კარგად მოვარგო. სმარტფონები ტელეფონების გარეშე ბევრი ვერ შეძლებს დღეს ცხოვრებას, ისინი ჩვენი ნაწილი არიან. ისინი მუდმივად გვეხმარებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხშირად გვაკავშირებენ ადამიანებთან, რომლებიც ფიზიკურად შორს არიან ჩვენგან. ზოგისთვის ასეთი ადამიანი შეიძლება ყველაზე ძვირფასიც კი იყოს. სწორედ ამიტომ ახლა და აქვე გამოვჭიმავ ჩემს ტელეფონს და ვერავინ ვერ შემიშლის ხელს ამაში. ახლა კი სენტიმენტებს შევეშვათ და რეალურად შევხედოთ ყველაფერს: დედამიწის ნახევარი უკვე გადაერთო პერსონალური კომპიუტეერებიდან ტელეფონებზე. ტელეფონი დღეს არის ყველაზე გამოყენებადი მოწყობილობა დედამიწაზე და ამაში ვერავინ შემეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ ჩვენი აპლიკაციის პირველი სამიზნე ტელეფონები უნდა იყოს. ტექნიკურად რომ მივუდგეთ, ისინიც ARM პროცესორზე მუშაობენ ძირითადად და დიახ, აქაც კოდის შეუცვლელად იმუშავებს თქვენი აპლიკაცია. გახსოვთ ალბათ მუსიკის აპლიკაცია ზემოდან, ამ სურათზე ზუსტად იგივე აპლიკაციაა ოღონდ ამჯერად ტელეფონზე. უნივერსალური აპლიკაციები არ იწერებიან ახლიდან სხვადასხვა პლატფორმისთვის, მათ საზიარო კოდიც კი არ აქვთ ძირითადად (თუმცა ამ გზითაც არის შესაძლებელი აპლიკაციის გაკეთება – თითო პლატფორმა თითო პროექტი და საზიარო კოდი), ისინი მხოლოდ ერგებიან სხვადასხვა ეკრანს. სათამაშო კონსოლი ხო, თამაში კარგია.. ასე რომ შეგიძლიათ შექმნათ თამაში როგორც უნივერსალური აპლიკაცია, თქვენ თავისუფლად შეძლებთ გამოიყენოთ კონსოლის კონტროლერი და მისცეთ მომხმარებელს საშუალება თავისი კონტროლერით ითამაშოს ის Xbox-ზე. მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, კონსილის გარდა ეს მოწყობილობა არის იდეალური მედია ცენტრი, აქ შეიძლება ფილმების ყურება, მუსიკების მოსმენა და ასე შემდეგ. მართალია, ჩვენი რესტორნის აპლიკაციისთვის ეს არც თუ ისე იდეალურია, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ერთ დღესაც ვინმემ დიდ ეკრანზე გადაწყვიტოს საჭმლის არჩევა, ჩვენი რა მიდის, მხოლოდ ეკრანის ზომებს უნდა მოვარგოთ აპლიკაცია. IoT საინტერესო ადგილს მივადექით. წარმოიდგინეთ რომ ჩვენი რესტორანი ისე გაფართოვდა რომ ქუჩაში გადაწყვიტა კიოსკის ტიპის აპარატების დადგმა საიდანაც მომხმარებელს შეეძლება შეუკვეთოს თავისი გემრიელობები. სრული იდიოტიზმია მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ. მოდი დავფიქრდეთ, ლეპტოპის აქ ვერ გამოვიყენებთ, კონსოლის და სტაციონარული კომპიუტერის გამოყენება ამ შემთხვევისთვის არც თუ ისე გონივრულია, ტაბლეტი პატარაა. კარგი ვარიანტი არის Intel NUC რომელიც ზომით პატარაა მაგრამ მუშაობს როგორც დიდი კომპიუტერი, აი ამ ბატონზეა საუბარი: არ არის ცუდი ვარიანტი, მაგრამ მთელი საქმე იმაშია რომ საუკეთესო არ არის. მსგავსი ტექნიკით შეგვეძლო დიდი კომპიუტერის ჩადგმაც ამ ჩვენს შესაკვეთ აპარატში და Embedded სისტემა ჩაგვეწერა, რომელიც ერთადერთ მიზანს მოემსახურება და ეს იქნება ჩვენი აპლიკაციის გაშვება. მაგრამ… გამოგიტყდებით და უკეთესი ვარიანტიც გვაქვს. აპლბათ ყველამ იცით და ყველას გიყვართ ციცქნა და საყვარელი Raspberry PI 2, ARM პროცესორით. ასევე შესაძლოა გსმენიათ ოპერაცულ სისტემაზე რომელსაც ქვია Windows 10 IoT, და სიურპრიზი, ამ სისტემას ჩვენი აპლიკაციის გაშვება შეუძლია ! ვერავინ უარყოფს რომ 35$ ღირებულების მინი კომპუტერზე უკეთესი რაღაცით შეიძლება მსგავსი აპარატის აწყობა. ძალიან ბევრი რესურისის დაზოგვა შეიძლება ასე, მაგალითად Intel NUC-ის ფასი 250$-დან 2000$-მდე მერყეობს. Hololens ყველამ სუნთქვა შევიკრათ ერთად და დაველოდოთ სასწაულს, იმიტომ რომ არაფერი ვიცით ჯერ დაზუსტებით და სავარაუდოდ 30 მარტს ბევრ რამეს გავიგებთ Build 2016 კონფერენციაზე, შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში უყუროთ სახლიდან ან ტექნოპარკში ჩვენთან ერთად. ვიცით რომ ეს აპარატი იმუშავებს Windows 10-ის სპეცფიურ ვერსიაზე, რადგანაც ეს არის სათვალის ტიპის მოწყობილობა, არ გააჩნია სენსორული ეკრანი, არ აქვს კლავიატურა და არ აქვს მაუსის ან თაჩპედის მსგავსი მოწყობილობები. ცნობილია რომ აპარატი უნივერსალურ აპებს გაუშვებს, მაგრამ როგორ მოხდება მომხმარებელთან ინტერაქცია, მე პირადად წარმოდგენაც კი არ მაქვს. თუმცაღა ნანახი გვაქვს რამდენიმე დემონსტრაცია, როცა ადამიანები ხელით მართავენ სპეციფიურ სივრცეში მომუშავე აპლიკაციებს. ცუდი ამბავი Android, iOS, Linux, OS X, Windows Phone 8/8.1 და Windows 8/8.1 არ შედიან UWP-ს პლატფორმებს სიაში. სიმართლე რომ ვთქვათ Windows Phone და Windows 8 სისტემები უკვე ნახევრად მომაკვდავები არიან რადგან Microsoft-ი ძალიან აგრესიულად აწვება 10-მდე განახლებას, ასე რომ არამგონია ერთი წლის შემდეგ ბევრს ქონდეს ასეთი მოწყობილობები. Linux და OS X-ზე არ ვიცი რა ვთქვა, ალბათ არც არის ძალიან საჭირო აპლიკაციები ამ პლატფორმებზე… მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია. ნამდვილი პრობლემა არის Android და iOS სისტემები რომლებიც წარმოადგენენ აბსოლუტურ უმრავლესობას. კარგი ამბავი ალბათ გსმენიათ Xamarin-ზე, ეს კომპანია გვთავაზობს ერთი და იგივე ან მინიმალური სხვაობის კოდით დავუმიზნოთ აპლიკაციები Android, iOS და Windows Phone ( აწ უკვე Windows 10 Mobile) პლატფორმებს, დაახლოებით UWP-ს ვარიანტია ოღონდ აქ ადაპტრებული ინტერფეისები და სხვა მაგარი ხელსაწყოები არ გვაქვს. ამმ… გილცოავთ ! ეს ძალიან გენიალური კომპანია მაიკროსოფტმა იყიდა ცოტა ხნის წინ და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ რაღაც დროის შემდეგ UWP-ს პლატფორმების სიას შეიძლება iOS და Android-იც დაემატოს. კიდევ ერთი კარგი ამბავი არის C# ძალიან ბევრ უპირატესობას ანიჭებს Objective C-ს.. გულწრფელად რომ გითხრათ, ბევრჯერ გამომიყენებია C არდუინოს დასაპროგრამებლად, ერთადერთი დასკვნა შემიძლია გამოვუტანო ამ ენას დღეს:ჯოჯოხეთი. საბედნიეროდ იგივე შეფასების სისტემით C# არის სამოთხე. დიახ, UWP-ს აპლიკაციები C#-ით იწერება. რა საკვირველია ეს არის .NET პლატფორმა და სხვა .NET ენების გამოყენებაც შეიძლება, მაგალითად Visual Basic ან Oxygene, მაგრამ არამგონია ვინმემ C# რამეზე გაცვალოს თუ საქმე .NET პლატფორმაზე მიდგება. წყარო: wintimes.ge
  9. ეს რა მოწყობილობაა? "ჯიბის შტეფცელი"?
  10. shutter speed-ის მანიპულირებით საოცარ ფოტოებს იღებს დაბალ განათებაში 640
  11. თვითონვე გიწერს, რომ FREE Two-Day Shipping არის. ერთხელ მგონი უფასოდ მოგემსახურებიან, მაგრამ შემდეგ ფული უნდა გადაიხადო. დააკლიკე და გამოწერე
  12. რავი ჯერ არაფერი შემიმჩნევია მე ეგეთი, მაგრამ 535 international-ზე მქონდა ეგეთი შემთხვევა და ახალი OS-ის გამოსვლამ უშველა. განახლება რო გააკეთა აღარ ქონია პრობლემა. დარესტარტების პრობლემაც მაშინ გაუქრა
  13. და მერე კიდე გვიკვირს რატო არ აუმჯობესებს ჰარდს ვაშლი
  14. ბარემ აქ ვიკითხავ. 640 ჩამოვიდა att და კოდი სანამ მომივა att-ს სიმ ბარათის გარეშე რომ ჩავრთა მერე ვეღარ დავაანლოქებ?
  15. არც არის საჭირო გამოსვლიდან 2 წუთში regular user-მა დააყენო საცდელი ანაწყობი და საერთოდაც არც ამ feature-თან უნდა ჰქონდეს არადეველოპერს წვდომა. მერე იცის გულისაცრუებები და არასწორი აზრის გამოტანა. იმასაც მივესალმები, რომ 512-იანებზე არ გამოვა განახლება. ჯობია იყოს სტაბილური ვიდრე სტილს გადაყვეს ტელეფონი და გაჭედოს
  16. მე ვფიქრობ, რომ თვითონ სისტემა არ აძლევდა დეველოპერებს შესაძლებლობებს. ვნახოთ რამდენად შეიცვლება სიტუაცია 10-ზე, მაგრამ ამ ტემპით თუ გააგრძელეს სასაცილოც აღარაა უბრალოდ
  17. ის სხვა რაღაცის არის, os-თან არანაირი კავშირი არ აქვს... მოკლედ 1-2 დღე მოითმინე და update advisor ნახე მარკეტში თუ გამოჩნდება. თუ არა გამოჩნდა და insider გაქვს დაყენებული, წაშალე, roll back გაუკეთე და მერე ნახე update advisor
  18. რა თქმა უნდა ბოლოს და ბოლოს რო შეაჯამო, უნდა თქვა ანდროიდი საუკეთესოაო. ვინდოუს 10 ორი დღეა რაც ვრცელდება და ოდნავ გალამაზდა ინტერფეისი, ამბობენ ასწრაფდა კიდეცო, ამ დღეებში ვნახავ მეთვითონაც, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მარკეტი არ ვარგა როცა ანდროიდს სუპერმარკეტი აქვს. ფაქტია, რასაც მაიკროსოფტი აკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებითი ნაბიჯებია და ჯერ არაფერი ჩანს რეალური. ვითომ უნივერსალური აპლიკაციებიო და პორტირება iOS-დან და android-დანო, მაგრამ რას ელოდებიან ამდენ ხანს ვერ ვხვდები. აი გამოვიდა 10 და ამას თუ ელოდებოდნენ ვნახავთ... აიფონს ის შველის რაც ახატია და რაც ქვია სხვა არაფერი. გაბერილი ფასი, თანაც ჰარდი არ ვარგა, შველის სოფტი. ზუსტად იმ მინიმალისტების გამოა ეგ პროდუქტი გაბერილფასიანი რო ვაშლი ახატია და "თემაა". ლიჟბი სელფი გადაიღონ და ფეისბუქზე იჩათაონ, ოღონდ ეგ სელფიც ისე უნდა გადაიღონ რო გამოჩნდეს ტელეფონი, თორე რაღა აზრი აქვს მაგდენი ფულის გადახდას ყველაფერს თავი დავანებოთ, რომელ იგაამტყუვნებთ ვაშლს? ტიპებს ეყიდებათ სმარტები და გიჟები არიან ბევრი ფული დახარჯონ ჰარდში? სანამ ეს ტენდენცია იქნება მუდამ ვიტყვით, რომ ეიფლი ინერციით მიდის რაც შეეხება ანდროიდს, მასზე იმის თქმა შეგვიძლია რო სხვა XP არის. ლამაზია ყველაფერს რო თავი დავანებოთ. ერთადერთი რასაც მე მოვაგვარებდი არის მარკეტი, რო სანაგვეა იქავრობა სხვა არაფერი. ამას თუ მოაგვარებენ, კამფეეტ
  19. აუ კაი ჩალიჩი სდომებია, თან მაგ ტიპს ერთი 640 მიუსუხარებია. ჩამოვიდეს ერთი და ვნახავ რას იზამს. მივწერე და პრობლემა არ ექნება att-ში ხარ დარეგისტრირებული თუ unlocked არისო, განახლება ჩვეულებრივად მოვაო
  20. შენი აზრით მაგ 200-300 ლარის გადახდა ღირს იმის გამო, რომ ოფიციალური სელერისგან ყიდულობ და ჩვენი რეგიონისთვისაა და ა.შ?
  21. არ შეწყვეტენ გამორიცხულია. ლამის მთლიანი გეოლოგიური გენერირების ბირთვი შეცვალეს და ეჩალიჩნენო და ახლა შეწყვეტენ? პირიქით, maps-ში გააერთიანებენ ალბათ ყველაფერს
  22. არა რა არ ღირს ნამდვილად. 1-2 დღე არაფერს წყვეტს, სადაც ამდენს ვიცდით
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.