გამარჯობათ, დიდი იმედი მაქვს დამეხმარებით.
ამას წინთ Actions Center-ში დამეწერა წითლად, Security Center is Disabled, Activate now.
Activate-ს რომ ვაჭერ არ აქტიურდება და ისევ რაღაც შეცდომას წერს, მერე ინტერნეტში მოვძებნე როგორ გამეაქტიურებინა
და ეწერა რომ services.msc-ში არის Security Center ეგ გახსენიო და Startup type-ში მიუთითე Automatic (Delayed Start).
გავაკეთე მართლა ესე, შემდეგ სტარტს დავაჭირე და სერვისმა დაიწყო ვითომ მუშაობა, გამიხარდა გამოვრთე ყველაფერი, მერე 2-3 წუთის მერე ვნახე
ისევ გამორთული იყო, ავდექი ისევ გავააქტიურე მაგრამ ყოველ ჯერზე 15-20 წამის შემდეგ თვითონ ჩერდება და Services.msc-ში Disabled ეწერება,
ამ ყველაფრთან ერთად ანტივირუსს ვეღარ ვხსნი, ვაბრალებ რომ ამის ბრალია, Microsoft Security Essential-ი მქონდა, დაბლა საათთან რო სიმბოლო ჰქონდა ის გაქრა საერთოდ ეხლა პროგრამებიდან რო ვცდილობ გახსნას მომენტალურად გამოდის ეკრანზე და წამის მესამედში ქრება, ისე რომ თვალის მოკვრას ძლივს ვასწრებ. იქნებ მირჩიოთ რამე გადაყენება არ მინდა ვინდოუსის "ქარხნული" მიწერია