Jump to content

eolsori

წევრი
  • Posts

    367
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    6

Everything posted by eolsori

  1. თავისით არ ბლოკავს, უნდა ჩართო :დ Sent from my A451 using Tapatalk
  2. https://chrome.google.com/webstore/detail/ublock-origin/cjpalhdlnbpafiamejdnhcphjbkeiagm?hl=en ეს დააყენე და ყველაფერს დაბლოკავს. ან Opera გადმოწერე. მოყვება ჩაშენებული VPN, რეკ;ლამების და მაინერების დასაბლოკი დამატებები.
  3. რომელ ბრაუზერს იყენებ? თუ იუთუბის აპლიკაციას გულისხმობ ?
  4. ბოლო პერიოდში მომხდარმა ამბებმა გვაჩვენა, რომ იმანის არ უნდა ენდო. კარგი ფასები როცა იყო და გაყიდვა სურდა ხალხს ან საიტზე ვეღარ შედიოდნენ ან ყიდვა-გაყიდვა იყო შეზღუდული თუ საერთოდ შეჩერებული არა. მერე ფასებმა რომ დაიკლო არც იმის საშუალება მისცეს ხალხს, რომ დაბალ ფასში ეყიდათ.. მოკლედ იმანის ჩემი აზრით სავსებით სამართლიანად უწოდებენ "სალობიეს" სამწუხაროდ მე ინვესტიცია არ შემიძლია. ანუ იმას ვინახავ, რასაც მაინინგით ვშოულობ. ახლა ზეკს ვაგროვებ., მერე ზეკკლასიკს და ეთერიუმზე გადავალ ალბათ და ბოლოს ეთერიუმ კლასიკიც შეიძლება. შენახვით cex.io ზე ვინახავ, რადგან სხვა უკეთესი საშუალება ამ ეტაპზე არ მეგულება.
  5. რა დრო კი მაგას სჭირდებოდა. PM მოგწერე და ონლაინში იყავი. მაშინვე რომ გადასულიყავი კი მოასწრებდი. თუმცა აღარ მიკვირს ასე სწრაფად რომ დახურეს, რადგან იმდენი ხანი და იმდენი ხალხი ელოდებოდა თან ისეთი ფასი ედო მაგის ანგარიშებს მიაწყდებოდა ხალხი. მე მთელი თვე უნდა ვაწვალო ჩემი კარტა 100-150$ რომ გამოიმუშაოს და ვიღაცებმა იგივე ფასად და უფრო ძვირადაც ისეთი ანგარიშები გაყიდეს რეგისტრაციას რომ 1 წუთი მოანდომეს სულ :დ სავარაუდოდ ისევ ვაჭრობა წავა მალე როგორ ფიქრობ დაახლოებით რამდენ ხანში და რამდენად შეიძლება მოიმატოს ფასებმა? მე მაგალითად ზეკს ვაგროვებ და ვინახავ, მაგრამ ხომ არ ჯობია ბიტკოინში ან რიპლში გადავცვალო? :/
  6. ხოდა ჰქონდა საკმარისი დრო, რომ რეგისტრაცია მოესწრო. ზოგმა რამდენიმე ანგარიში დაარეგისტრირა იმ იმედით კიდევ დაიხურება და გაყიდვას დავიწყებთო. იბეიზე გაიყიდა cex.io-ს რამდენიმე ანგარიში. ფბ ჯგუფებშიც გაყიდეს ქართველებმა და რამდენიმე დღეში რეგისტრაციაც გაიხსნა. ისე ასე სწრაფად თუ დახურავდნენ არ მეგონა. ფასები ხომ საგრძნობლადაა შემცირებული. ვინც პანიკას აყვა ან აყვება უკვე ყიდის ან მომავალში გაყიდის, როცა დაინახავს ფასები დასტაბილურების და მომატების ნაცვლად კიდევ იკლებს. თავიდან ძვირად შეეცდება გაყიდოს და ბევრს შეიძლება გაეყიდოს კიდეც, მაგრამ ისევ თუ გაგრძელდა კლება, მაშინ შემოიყრება ბევრი და იაფადაც იქნება შედარებით.
  7. ახლა ნამდვილად არ ღირს არაფრის დაწყება. ფასები კატასტროფულად დაეცა და კიდევ უფრო დაიწევს. უკვე აშკარად პანიკამ მოიცვა ხალხი და ცოტა ხანში ალბათ კარტებიც ბლომად დაიყრება, შესაბამისად უნდა დაიწიოს კარტების ფასმაც. იმ სხვა გეგმებს მიყევი თუ უფრო ჭკვიანურია და რისკიც ნაკლებია. რა ფასად იყიდე? @G1ORG1 არ დარეგისტრირდი cex.io ზე? მოგწერე მგონი რომ ჩაირთო და დაგეზარა? :დ
  8. @მათე მადლობა! WUBI მე არ გამომიყენებია, მაგრამ გამიგია ნელიაო, თუმცა ექპერიმენტის სახით ცდა ალბათ ღირს. ზემოთ აღწერილი მეთოდი კი რამდენჯერმე დამიტესტავს და სრულყოფილად აყენებს სისტემას და არც შემდგომ აქვს პრობლემები. ერთადერთი ნაკლი ის აქვს, რომ რომელიმე სისტემა უნდა ეყენოს. სულერთია რომელი, რადგან UNetbootin ვინდზეც მუშაობს, მაკზეც და ლინუქსზეც.
  9. მას შემდეგ, რაც იანვარში ყიდვა-გაყიდვის მინიმალური ოდენობა გაზარდეს დღეს მივაღწიე ამ მინიმუმს, მაგრამ ფასი წასულა ქვესკნელში ZEC Price $344.6 ანუ 2 კვირის ნაგროვები დღეს დაახლოებით იგივე ღირს რა ფასადაც თავიდან 4-5 დღის გამომუშავებული გავანაღდე თუმცა პროგნოზირებენ, რომ თებერვალში კიდევ უფრო მეტადაც შეიძლება დაიწიოს და შემდეგ მარტში დაიწყება მომატებაო
  10. ლინუქსის და კონკრეტულად უბუნტუს შესახებ ამავე კატეგორიაში საკმაოდ ვრცელი და საინტერესო თემები არსებობს, მაგრამ ამ თემის ცალკე შექმნა საჭიროდ ჩავთვალე რამდენიმე მიზეზის გამო: 1) გვინდა ლინუქსის დაყენება, მაგრამ ფიზიკურად არ გვაქვს USB flash drive ან ცარიელი CD/DVD დისკი. 2) გვაქვს USB flash drive ან ცარიელი დისკები, მაგრამ ჩაწერა არ გამოგვდის ტექნიკური თუ სისტემური მიზეზით 3) გვაქვს USB flash drive ან ცარიელი დისკები, მაგრამ საინსტალაციოს შექმნა არ გვინდა, გვეზარება ან დისკი თუ ფლეშკა გვენანება ( ეს უკანასკნელი მე პირადად ხშირი გამოყენების შედეგად გამოუსადეგარი გამიხდა ) ლინუქსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მარტივი დისტრიბუტივის Ubuntu-ს ინსტალაცია არავითარ პრობლემას და განსაკუთრებულ სიძნელეს არ წარმოადგენს რიგითი მომხმარებლისთვის. ასევე მარტივია უბუნტუს დაყენება ჩამტვირთავი მოწყობილობის გარეშე პირდაპირ ვინდოუსიდან. ამისთვის გვჭირდება: ა) პროგრამა UNetbootin ბ) Ubuntu-ს საინსტალაციო ISO ფაილი გ) დრო, სურვილი და მონდომება მას შემდეგ, რაც გადმოვწერთ ჩვენთვის სასურველი ვერსიის საინსტალაციო ფაილს და პროგრამა UNetbootin-ს, რომელიც ზომით საკმაოდ მცირეა, ხოლო გამოყენების მხრივ მარტივი და პრაქტიკული, უბრალოდ ადმინისტრატორის უფლებით გავუშვებთ ( ინსტალაცია არ სჭირდება ) Distribution-ის ნაცვლად ვირჩევთ Diskimage ავირჩევთ გადმოწერილ ISO ფაილს Type-ში USB flash drive -ის ნაცვლად ვირჩევთ Hard Disk Drive: ვუთითებთ C დისკს ( სადაც ვინდი აყენია ) და ბოლოს OK. Unetbootin საინსტალაციო ISO ფაილს ჩაწერს C დისკზე ( დააყენებს, როგორც ჩვეულებრივ პროგრამას ) რასაც 1 წუთზე მეტი არ სჭირდება ხოლმე ( დრო დამოკიდებულია ISO ფაილის ზომაზე ) როდესაც ჩაწერა დასრულდება გადავტვირთავთ სისტემას და ბუთ მენიუში გვექნება არჩევანის საშუალება Windows 7, 8, 10 -თან ერთად გაჩნდება Unetbootin. არჩევის შემდეგ ვაჭერთ TAB-ს და მენიუდან ვირჩევთ Install Ubuntu დანარჩენი ინსტალაციის პროცესი სტანდარტულია და იგივეა, რაც ამ თემაშია აღწერილი როდესაც უბუნტუს დაყენებას მოვრჩებით და ლინუქსში ძრომიალი მოგვწყინდება ვინდზე ჩატვირთვის შემდეგ უბუნტუს საინტალაციო მარტივად შეგვიძლია წავშალოთ ( შემდეგ გადატვირთვაზე ხელახლა დაყენება რომ არ შემოგვთავაზოს ან ბუთ მენიუში არ გამოგვეჩხიროს თვალში ) დაყენებული პროგრამებიდან, ამისთვის საკმარისია უბრალოდ My Computer ან This PC-ში შევიდეთ, შემდეგ Uninstall or change a program და ჩამონათვალში Unetbootin ვიპოვოთ შემდეგ კი Uninstall ყურადღება! * აღნიშნული მეთოდი დატესტილი მაქვს მხოლოდ უბუნტუზე, მაგრამ წესით ჩვეულებრივად უნდა იმუშაოს ლინუქს მინტზე, შესაძლოა დებიანზეც და რამდენიმე სხვა დისტროზე. უკლებლივ ყველაზე არ მუშაობს. * უბუნტუს ინსტალაციის პროცესში C დისკის დაფორმატება არ მიუთითოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული სისტემაც წაგეშლებათ და უბუნტუს საინსტალაციოც.
  11. ამ სტატიაში შეგიძლია გაეცნო განსხვავებებს https://liliputing.com/2015/07/differences-between-windows-10-home-pro-enterprise-and-education.html მე პირადად PRO ვერსიას გირჩევ, აფდეითები გამორთული მაქვს და სტაბილურად მუშაობს, თუმცა თუ მაინცდამაინც Enterprise გინდა ალბათ იქნება საშუალება, რომ Student-ზე არ გადაგიყვანოს.
  12. გააჩნია აღნიშნული ცვლილების შემდეგ რამდენად შეიცვალა შენი ვინდი და გზღუდავს თუ არა რამეში. ანუ რაც student -ზე გადავიდა ხელის შემშლელ ფაქტორად იქცა თუ არა ეს? სამწუხაროდ Enterprise ვერსია არასდროს არცერთ ვინდზე არ მქონია და პირადი გამოცდილებიდან ვერაფერს გეტყვი რას რატომ ცვლის. განახლებებს რაც შეეხება ამ საკითხზეც იყოფა აზრები და ყველა სხვადასხვა რამეს ამბობს. მე პირადად არ ვანახლებ ხოლმე თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ მაქვს. ვთიშავ ავტომატურ განახლებას და დრაივერებს ხელით ან ერთიანად ვაყენებ სპეციალური პროგრამის საშუალებით. ცხადია განახლებული სისტემა უფრო სასურველია, რადგან ამ განახლებით მწარმოებლები უამრავ ბაგს და კრიტიკულ სისუსტეს ასწორებენ ხოლმე, მაგრამ საჭირო განახლებებთან ერთად უამრავი ნაგავი მოდის და რიგ შემთხვევებში უფრო აუარესებენ სისტემის წარმადობას ან საერთოდ გადასაყენებელი ხდება ხოლმე.
  13. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ შემთხვევაში Windows 10 Pro 1709 ვერსია ( 16299.192 ) რაც აქამდე მეყენა იმ ვინდებს შორის ყველაზე სტაბილურია და ყოველმხრივ გამართულად მუშაობს. მაგრამ ეს System Availability რას ნიშნავს და რატომ იკლებ ყოველდღიურად? პირველად რომ შევამჩნიე 98% ზე იყო, ახლა 92% -ზეა.
  14. ისევ ჩემ ძველ სიყვარულს დავუბრუნდი. ლინუქსი ამ დისტრომ შემაყვარა
  15. მე ვერაფერს ვატყობ გამოსწორებულს. ახლანდელი სირთულე: 6,978,348.93583640 ხანდახან 5-მდეც ჩამოდის ხოლმე, მაგრამ გუშინ პირიქით 8-დან 9-მდე გაიზარდა. ფასსაც დიდად არაფერი მომატებია. ყოველ შემთხვევაში რომ იყო იმ ნიშნულს ძნელად თუ დაუბრუნდება თან არც მალე მგონია მოხდეს ეგ თუკი საერთოდ მოხდა.
  16. ეთერიუმზე ეგ 4 კარტა ახლანდელი კურსის მიხედვით დაახლოებით 9-10$ წერს დღეში
  17. http://whattomine.com -ზე უფრო ზუსტად და დეტალურად გიწერს. 4 ცალ GTX 1070 -ზე დღევანდელი კურსით დაახლოებით ასეთი შედეგი გექნება: https://goo.gl/dPSVdR ახლა ეს შედეგი რომ გავშიფროთ Ethash , Equihash, Neoscrypt და ა.შ. ესენი ალგორითმებია Hash rate კი გამომუშავების სიჩქარე, ამითმ თითოეულ ალგორითმს თავისი Hash rate აქვს მიწერილი ქვემოთ ანუ შენ შემთხვევაში 4 კარტის Hash rate არის ნაჩვენები ამა თუ იმ ალგორითმზე. Power სადაც არის მანდ გიჩვენებს ამ ოთხი კარტის მიახლოებით ენერგომოხმარებას Daily cost კი ყოველდღიურ ხარჯს დენზე მერე ქვემოთ გიჩვენებს მოგებას თითოეულ ალგორითმზე რომელი რამდენს მოგცემს საშუალოდ ახლანდელი კურსის მიხედვით
  18. 2007-09-21 06:35:52 ვინდსაც მარტივი გზით ვაყენებ. Easybcd და მისი ჯანი ფლეშკა რომ დამეწვა ლამის გამოვიგლოვე იმხელა საქმეს მიკეთებდა, მაგრამ თურმე სულ არ ყოფილა აუცილებელი და მით უმეტეს შეუცვლელი. ისე თუ ჯერ არ გვაქვს თემები ამ ორი მეთოდის შესახებ შეიძლება გაკეთება. ანუ გამოუცდელმა მომხმარებელმა როგორ დააყენოს ლინუქსი ან ვინდოუსი ფლეშკის ან დისკის გარეშე შენ ის არ ხარ წლების წინ და წლების მანძილზე უბუნტუს რომ აქებდი და ავრცელებდი? იპოვა ახლა არჩი და აძაგებს ძველ სიყვარულს როცა რაღაც დაგიზიანდება და ლინუქსის ჩარევაა საჭირო უბუნტუ საუკეთესო ვარიანტია რიგითი მომხმარებლისთვის გამოცდილისთვისაც, რომელსაც ზედმეტი დროის დაკარგვა არ სურს
  19. პოპულარობა ყოველთვის როდი ნიშნავს კარგს თუმცა კარგი დისტროა კი მეყენა ერთი პერიოდი.
  20. თუ სიმსუბუქე გინდა Gnome ან KDE გრაფიკულ გარსს მოერიდე. lxde ძალიან მინიმალისტურია და თვალს მართლა ვერ ახარებს, თუმცა სწრაფი და მსუბუქი ეგაა, ამიტომ xfce იქნება ოპტიმალური ვარიანტი შენთვის. მოირგებ მერე საკუთარ თავზე ისე, როგორც გინდა. იუთუბზე უამრავი ვიდეოა უბრალოდ მოძებნა და ყურება არ უნდა დაგეზაროს. უბუნტუსაც customisation-ის დიდი შესაძლებლობა აქვს, ამიტომ Ubuntu xfce ანუ Xubuntu გეცადა. თუ არადა Linux mint დააყენე xfce გარსით.
  21. მინტის დაყენება თუ გიცდია ფლეშკის, გარე ვინჩესტერის, CD ან DVD დისკის გარეშე? ან არჩის? ვგულისხმობ დისტროს სრულფასოვნად დაყენებას წუნს რომ ვერ უპოვი შემდეგ. აი უბუნტუს შეუძლია და გაუმარჯოს UNetbootin -ს :დ მინტი დამწყებისთვის მართლა კარგია, მაგრამ მოსაწყენი და ერთფეროვანია. არჩს რაც შეეხევა თუ ველოსიპედით კატაობა მომწონს რა თქმა უნდა ჩემი ხელით აწყობილზე უფრო სიამოვნებით ვიკატავებ, მაგრამ იმისთვის რომ კატაობისგან სიამოვნება მივიღო რა აუცილებელია ჯერ აწყობა ვისწავლო და მერე ავაწყო, როცა შემიძლია თითქმის იდეალურად აწყობილი ავიღო და რამდენიც მინდა იმდენი ვიკატავო ის დრო კი სხვა რამეში უფრო გონივრულად გამოვიყენო Archევანი გემოვნებაზეც არის დამოკიდებული. მაგალითად ჩემ გემოვნებას და მოთხოვნებს ამ ეტაპზე სავსებით აკმაყოფილებს ფედორა, ხოლო არჩი დროის და ნერვების ფუჭი ხარჯვაა გამომდინარე იქედან, რომ ზოგადად სიღრმეები არ მაშინებს, მაგრამ ლინუქსის მთლად ასე სიღრმეებში ჩახედვაც არ მსურს
  22. Ubuntu 14.04 ვერსიაში ახდენდა ინფორმაციის შეგროვებას და დიდი ამბები მოჰყვა მაგას. 16.04 -ზე მსგავსი არაფერი მსმენია. მარტივი და სტაბილური თუ გინდა უბუნტუ კარგი ვარიანტია. ყველაზე მეტი Tutorial სწორედ ამ დისტროსთვისაა დაწერილი, ყველაზე მეტად ყველა ასპექტში ეს დისტროა მხარდაჭერილი. ანუ მაქსიმალურ შესაძლებლობებს გაძლევს მინიმალური გარჯის სანაცვლოდ. უბრალოდ უნდა ადგე და დაგუგლო კონკრეტული საკითხი იქნება თუ რამე პრობლემა. თუ სუსტი მონაცემების კომპი გაქვს ლუბუნტუ დააყენე. თუ სუსტი მონაცემების კომპი გაქვს, მაგრამ თან თვალიც გინდა გაახარო, მაშინ Xubuntu. თუ ნორმალური მონაცემების კომპი გაქვს მაშინ Kubuntu. მე პირადად Ubuntu 16.04 Unity მომწონს. ყველანაირად სტაბილური და გამართული სისტემაა. უბუნტუს უფრო მარტივი და შელამაზებული ვარიანტია ლინუქს მინტი. თუ უბუნტუ გერთულება ან თვალში არ მოგდის მინტი დააყენე. ვინ 7-ის მგსავსად მე პირადად ესეც დიასახლისების ოპერაციულ სისტემად მიმაჩნია :დ თუ უბუნტუს და მინტის სიმარტივე მოგყირჭდა სცადე დებიანი ან მთლად უკეთესი ფედორა. ფედორა ძალიან მაგარია. რატომ უნდა ვიმტვრიო არჩზე თავი და ვხარჯო ზედმეტი დრო, როცა ფედორა არსებობს ♥
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.