Jump to content

eolsori

წევრი
  • Posts

    367
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    6

Posts posted by eolsori

  1. Edition:  Windows 10 Pro

    Version:  1709

    OS Build: 16299248

     

    ეს მიყენია თვეზე მეტია და ნამეტანი კმაყოფილი ვარ. ინსტალაციის დღიდან მოყოლებული სტაბილურად მუშაობს და უმცირესი შეფერხებაც არ ჰქონია.

    vuV1kLl.png

    ისე ვინმეს host ფაილი ხომ არ გაქვთ უსარგებლო აპები და  სერვისები რომ გამოვრთო ერთიანად?

  2. On 19.2.2018 at 11:46 PM, Razer said:

    მე ერთადერთი ვუყურებ ამ პარამეტრებს ოვერქოქინგის დროს და ჯერ არასდროს გამფუჭებია ჰარდი ნუ ძალით გაფუჭებულს თუ არ ჩავთვლი ან ბრაკს )))

    სტაბილური რაზგონი, არტეფაქტების გარეშე და კარგი დასაშვები ტემპერატურა :) ვსო სულ რომ გახეულ რაზგონზე იყოს 

    Power limit: 90

    core clock: 150

    memory : 700

    ასე მეყენა და ღამით გამითიშა მაინერი. 

     

    რამდენიმე კვირის წინ 500$ რომ იყო ფასი გავყიდე  რაც მქონდა და ახლა 400$ -ად ვიყიდე.  ჯერჯერობით ისევ დაიწყო მატება ფასმა, მაგრამ მარტამდე ვფიქრობ გაჩერებას.

     

    მარტში მოიმატებს ფასებიო და ვნახოთ.

  3. 17 minutes ago, burzgla said:

    ანგარიშის ცვლილება რო გავაკეტო თვითონ მაინერის ფაილიდან უნდა შეიცვალოს ხო*ანუ სადაც ტავიდანვე რედაქტირდება*? ტუ ნანოპოოლის საიტიდანნ?

    მაინერის ფაილიდან. start.bat უნდა დაარედაქტირო და Jaxx.io-ს  საფულის მისამართი ჩაანაცვლო cex.io -თი

    მაგრამ რადგან ნანოპულზე გადმოსარიცხად 0.01 უნდა გქონდეს  თუ ძველი  Jaxx.io -ს მისამართით უკვე ბლომადაა დაგროვილი ნუ დაკარგავ ტყუილად. აცადე 0.01 მდე ასვლა და შემდეგ ჩაანაცვლე.

     

    თუ მისამართის ავტომატური შეცვლის შემდეგ არ გიმუშავებია და არც არაფერია დაგროვილი, მაშინ თავისუფლად შეცვალე.

  4. 54 minutes ago, burzgla said:

    1. cex.io-ზე გადარიცხული თანხა რამდენ ხანში უნდა აისახოს ანგარიშზე?  jaxx ია wallet..

    წესით უკვე დარიცხული უნდა იყოს ან მალე დაირიცხება.  როგორც კი გადმორიცხავ  რამდენიმე დადასტურება უნდა მოხდეს და ამ დადასტურების პროცესს და შესრულებულ ან დარჩენილ დაოდენობას შეგიძლია თვალი ადევნო ასე:  FINANCE >> Transactions  და მანდ გამოჩნდება.

     

    57 minutes ago, burzgla said:

    2. jaxx ის განახლდა და ანგარიშის ნომერი შეიცვალა თავისი რომელიც ციფრობრივად არ ემთხვევა ნანოპულზე მითითებულ ანგარიშს და ამ შემთხვევაშ რა ხდება უნდა შევცვალო თუ არააქ მნიშვნელობა და მაინც ჩამერიცხება?

    კი, როგორც ზემოთ გითხრეს  ჩაგერიცხება მაინც.  ცვლილება უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება, ანუ შენი მინდინარე ზეკის მისამართი რომ კონფიდენციალური დარჩეს.  თუმცა ძველიდანაც ჩაირიცხება.

    მაგრამ

    58 minutes ago, burzgla said:

    პირდაპირ რო დავარედაქტირო  და ნანოპულზე მიუთითო cex.io ანგარიში

    ასე აჯობებს. 

    cex.io -ს მისამართი თავიდან იმიტომ არ ჩავწერეთ, რომ  შესვლის პრობლემა გქონდა.

  5. 1 minute ago, MILANISTA said:

    ყველაზე გლეხურ ენაზე რო ვთქვათ GTX1060 დღეში $1 რო ავიდეს რამდენი ხანი უნდა იყოს მაინინგზე ჩართული ?

    გააჩნია 3გბ -იანია თუ 6-იანი.  დამოკიდებულია იმაზეც  რომელ ვალუტაზე ამუშავებ, რომელ პულზე და რომელი მაინერით...

     

     

  6. 16 minutes ago, NikoL said:

    უღრმესი მადლობა,.. თუ გადავწყვიტე  ყიდვა , მერე კიდე შეგაწუხებთ აწყობაზე და გაშვებაზე ?  მემგონი არ იქნება რთული 

    სანამ ყიდვას გადაწყვეტ ( მით უმეტეს ამხელა თანხის ჩადებას )  უკვე იმ დონეზე გათვითცნობიერებული უნდა იყო, რომ დამოუკიდებლად შეძლო ყველაფერი. იუთუბზე ყველანაირი ვიდეო ინსტრუქცია დევს. 

     

    ვიდეო კარტები ახლა რაც იყიდება გაორმაგებულ ფასშია ყველა, ამიტომ უნდა დაელოდო, სანამ მწარმოებლის საიტზე არ დაიდება, მაგრამ გაითვალისწინე ისიც, რომ დადებიდან რამდენიმე წუთში იწურება მარაგი.

    • Like 1
  7. 2 minutes ago, NikoL said:

    გამოთვლა გავიგე კარგად ამიხსენი, ახლა ეს მითხარი ამ შემთხვევაში  მოგება ვთვათ ზევით რო წერია BWK  იმას უფრო მეტი აქ ვიდრე eTh და ანუ იმ კრიპტო ვალუტაზე ჯობს მუშაობა? და კიდევ ბიტკოინებს ვერ გამოვიმუშავებ?  რომელი ალგორითმი აქვს ? პს რომელი შენ პოსტში აბა

    მანდ თავში  პირველ სამეულში ცვალებადია ხოლმე. ისეთი კოინებია, რომლებსაც ხელოვნურად უზრდიან ფასს.  ანუ ისეთი უნდა აირჩიო, რომელიც პოპულარულთან ერთად სტაბილურია ფასის მხრივ, გამომუშავების სირთულე ნორმალური აქვს და პერსპექტიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში შესაძლოა ფასმა კიდევ მოიმატოს.

     

    ეთერიუმი ბიტკოინის შემდეგ პოპულარობით მგონი მეორე ადგილზეა. ამიტომ კარტებით თითქმის ყველა მაგაზე ამუშავებს და ამ ბოლოს სირთულემ ძალიან მოიმატა. ანუ რაც უფრო მეტი ადამიანი ამუშავებს კარტებს კონკრეტულ ვალუტაზე, მით უფრო იზრდება სირთულე და მცირდება გამომუშავებული რაოდენობა.

     

    ბიტკოინს კარტით ვერ გამოიმუშავებ. ნუ გამონაკლისია ნაისჰეში, რომელსაც მე პირადად არ ვენდობი.       კარტებით შეგიძლია სხვადასხვა ალტკოინზე ამაინინგო და რომელიმე იქსჩეინჯერზე გადაცვალო ბიტკოინში თუ ამ უკანასკნელის შენახვა გინდა ხანგრძლივად. თუ არადა არის საიტები cex.io   და emoney.ge , სადაც ალტკოინების განაღდებაც შეგიძლია.

    16 minutes ago, nseries430 said:

     ის მითხარი ეს შარები გაზიარება რა ჯანდაბას აკეთებს რომ ზიარდება რა მერე?

    თავს ვერ დავდებ, რომ ზუსტად ვიცი ( სულ 1 თვის წინ დავიწყე მაინინგი და 1 კარტა მაქვს მხოლოდ :D )  მაგრამ Share ნიშნავს იმას, რომ ჯილდო მიიღე.  ეგ შეარები ზოგგან მეტია ( მცირე ჯილდოები )  და ზოგგან ნაკლები ( უფრო მეტი რაოდენობის ზეკს გაძლევს )  ანუ გააჩნია რა სირთულის საქმეს შეეჭიდება, როგორ იმუშავებს და იმის მიხედვით შეხვდება ლუკმაც :D 

  8. 17 minutes ago, NikoL said:

    მადლობა მეგობარო რჩევისთვის, რა თქმა უნდა ყველაფერს ავწონ დავწონი , ამიტომაც მინდა რაც შეიძლება მეტი რჩევა და ინფორმაცია. მე ამ კარტებზე მიჭირავს თვალი , მაგრამ ამ სამიდან რომელია ფასთან მიმართებაში რენტაბელური მაინც ვერ ვხვდები. ?  ამ კართებით შემიძლია ეთის და ბიტკოინის გამომუშავებაც ხომ ?  რომელი უფრო სარგებლიანი იქნება რატომღაც აქ ყველა ეთერიუმზე საუბრობს ? ამ საიტიდან ვერ მივხვდი როგორ გამოვთვალო

    On 3.2.2018 at 11:06 PM, eolsori said:

    http://whattomine.com -ზე უფრო ზუსტად და დეტალურად გიწერს.

    4 ცალ GTX 1070 -ზე  დღევანდელი კურსით დაახლოებით ასეთი შედეგი გექნება:   https://goo.gl/dPSVdR

    ახლა ეს შედეგი რომ გავშიფროთ

    wdiSUfs.png

     

    Ethash , Equihash, Neoscrypt და ა.შ.  ესენი ალგორითმებია

    Hash rate  კი გამომუშავების სიჩქარე, ამითმ თითოეულ ალგორითმს თავისი Hash rate  აქვს მიწერილი ქვემოთ ანუ შენ შემთხვევაში 4 კარტის Hash rate  არის ნაჩვენები ამა თუ იმ ალგორითმზე.

    Power  სადაც არის მანდ გიჩვენებს ამ ოთხი კარტის მიახლოებით  ენერგომოხმარებას

    Daily cost  კი ყოველდღიურ ხარჯს დენზე

     

    მერე ქვემოთ გიჩვენებს მოგებას თითოეულ ალგორითმზე რომელი რამდენს მოგცემს საშუალოდ ახლანდელი კურსის მიხედვით

    dTKSV1o.png

    ამ პოსტში მაქვს მაგ საიტზე და გადახედე. 

    3 minutes ago, nseries430 said:

    ანუ ჩემ შემთხვევაში რა აზრი აქვს სოლ მეტი ხომ არ მექნება? ეგ ამბავი ისე არ მადარდებს 0.01ზე გადაირიცხება თუ 0.002ზე ირიცხოს 0.01ზე რა უჭირს

    არა, სოლი ანუ სიჩქარე ხომ მაინერზეა დამოკიდებული,  მაგრამ გამომუშავებული ოდენობა ერთი და იგივე სიჩქარის მიუხედავად  სხვადასხვა პულზე განსხვავებულია ხოლმე.  თან ვიზუალურად მე ეს უფრო მომწონს და ხომ გაგიგია თვალი სვამს და თვალი ჭამსო :D

     

    • Upvote 1
  9. 2 hours ago, NikoL said:

    გამარჯობა ბიჭებო თქვენი წყალობით ასე თუ ისე საიმში ვარ გავერკვიე რაღაცებს,. ახლა თქვენი აზრი მაინტერესებს 10კ დოლარად, ვისაც არ გეზარებათ  ვინ რის ყიდვაას მირჩევთ რამდენ ცალს, და წარმადობა რა ექნება , თუ შეგიძლიათ რო ჩამომიყალიბოთ . ასევე რომელ კრიპტოვალუტაზე ვამუშაო. მადლობა :) (ანტიმაინტერი გამორიცხეთ, ვიდეო ბარათებზე მაქვს საუბარი)

    10კ ცოტა არაა. ნუ ვიღაცისთვის შეიძლება არაფერია, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი ქონება. ნებისმიერ შემთხვევაში მე პირადად ამხელა თანხას მაინინგისთვის ვერ გავიმეტებდი და რამე უფრო რენტაბელურ ბიზნესში ჩავდებდი.   მაინინგი ისეთი სფეროა და ეს ვალუტებიც ისეთი არასტაბილურია, რომ შეიძლება სულ ცარიელზე დარჩე ან იმედები გაგიცრუვდეს. საერთოდ მოლოდინი ყოველთვის მაღალია და ამიტომაა მსოფლიო მასშტაბით ბუმი, თორე ეს საქმე წელს არ დაწყებულა და ხალხი წლების წინაც ამაინინგებდა.   მოკლედ საფუძვლიანად უნდა გაეცნო უამრავ საკითხს. სიღრმისეულად შეისწავლო თითოეული დეტალი და შემდეგ შეუდგე უშუალოდ ნაწილების ყიდვას და  მაინინგს.

     

    რაც შეეხება კარტებს.  http://whattomine.com

    ამ საიტის მეშვეობით შეგიძლია ნახო რომელი კარტა რამდენს წერს. ანუ რა სიმძლავრით მუშაობს, რამდენ ენერგიას მოიხმარს, როგორია ამა თუ იმ ვალუტის სირთულე და რა მოგებას ნახავ მიმდინარე კურსის მიხედვით.  თუმცა გაითვალისწინე ისიც, რომ შეიძლება კურსი დღეს მაღალი იყოს და საიტმა დაგიწეროს ჩადებულ თანხას 5-6 თვეში ამოიღებ და მოგებაზე გახვალო  შემდეგ კი კურსმა დაიწიოს და სხვა შედეგს მოგცემს.  კარტებიდან gtx 1070, gtx 1070 ti, gtx 1080 ti  ყველაზე მეტს გამოიმუშავებს ამ მომენტში, მაგრამ საქართველოში ფაქტობრივად ნორმალურ ფასად ვერ იშოვი. მით უმეტეს ვერ იშოვი ახალს.  უნდა ჩაუჯდე ამაზონს და ოფიციალური მწარმოებლების საიტს.

    12 minutes ago, nseries430 said:

    გასაგებია ანუ ერთი ეგ ვარიანტი რჩება რომ ზეკები რიცხო მანდედან ცექსიიოს ზეკ მისამართზე რაღაც მეზარება ორი აქაუნთი დავიკიდებ რაცაა ასე იყოს ასე ფლაიპულზე დსტმთი

    2 კი არა 5 მაქვს მე რომ ვტესტავ სხვადასხვა პულებს და მაინერებს, რათა საუკეთესო ვარიანტს მივაგნო :D

    თუ გინდა ავტომატურ გადარიცხვას დააყენებ-მეთქი და 0.01-ზე ან 0.1-ზე რომ ავა თავისით გადარიცხავს.

    ნუ საწვალებელია კია, მაგრამ მეტს თუ გამოიმუშავებ აქეთ, თორე დაკარგვით არა მგონია რამე დაკარგო.

    ფლაიპულზე მქონდა მეც, მანამდე ნანოპულით დავიწყე და ამ ორს შორის ფლაიპულს აქებს ყველა, მაგრამ მე პირადად მაინინგპულჰაბი მირჩევნია ყველა ასპექტში

    შეიძლება უბრალოდ მიჩვევის და გემოვნების ამბავია :D

    • Upvote 1
  10. 1 minute ago, nseries430 said:

    cex.io-ს მისამართს ვიყენებ მე ესეიგი მაგაზე უნდა ცალკე ანგარიშის შექმნა მაშინ ცექს.იო იმაში თუ გამოდგება რომ ზედ გადაიტანო ცექს იოზე მანდედან და ცექსიოდან გამოიტანო თანხა ხო? ასეთი ვარიანტიც შეიძლება ესეიგი მანდედან პირდაპირ ემანიზეც შეგიძლია გადარიცხვა თუ ზეკს გადაცვლი ეთერეუმში ვთქვათ

    გამომუშავებული ზეკი გროვდება თვითონ საიტზე. მინიმალური გამოსატანი რაოდენობა არის 0.002 ზეკი. შენ თუ გინდა 0.1 ან მთლიანად 1 ზეკი დააგროვე. ანუ შეგიძლია ავტომატური გადმორიცხვა ჩართო ან ხელით გადმორიცხო შენ თვითონ.  

    ამისთვის ჯერ Zcash Pool-ზე გადადი, მერე Wallet და მანდ ამატებ შენს cex.io-ს  ზეკის მისამართს.

     

    5 minutes ago, nseries430 said:

    ასეთი ვარიანტიც შეიძლება ესეიგი მანდედან პირდაპირ ემანიზეც შეგიძლია გადარიცხვა თუ ზეკს გადაცვლი ეთერეუმში

    კი, auto exchange აქვს და გინდა ეთერიუმში გადაცვლი და გინდა ბიტკოინში.  ავტომატურად გადაყავს, მაგრამ არც ისე მომგებიანია ეგ.  მასე გადაყვანას ისევ ეთერიუმი ამაინინგო უფრო ჯობია, მეტს მოგცემს.

     

    ჰოდა Hub Workers-ში გადასვლა არ დაგავიწყდეს, რათა ახალი Hub Worker შექმნა.  და Account's Default Job  უნდა მიუთითო კიდე zcash

     

    • Upvote 1
  11. 14 minutes ago, nseries430 said:

    რეგისტრაცია უნდა მაგ პულზე ისე ვერ გავაკონტროლებ ტრანზაქციებს?

    ხო, ანგარიში უნდა შექმნა. ისე ვერა.  მაინერშიც მაგ ანგარიშს უთითებ და არა ზეკის მისამართს.

    • Upvote 1
  12. 7 minutes ago, nseries430 said:

    მე ისე პრობლემა არ მაქვს გადარიცხვაზე დავრჩები ფლაიპულზე 0.01 ირიცხება არ მაქვს გადარიცხვაზე პრობლემა სხვა რა უპირატესობა აქვს მაგ MiningPoolHubს  ?

    რავი, უფრო მეტი და მალე ირიცხება  მე ასე მგონია.  თან სირთულესაც გიჩვენებს და კიდევ ბევრ წვრილმან თუ საჭირო დეტალს. 

    • Upvote 1
  13. 1 minute ago, nseries430 said:

    მადლობა გაიხარე კიდე კაი ბმაინერი არ დავტოვე გუშინ მაინც ახალი რომ იყო დსტმ დავტოვე და მოკლედ დსტმზე ვრჩები ამაზე დევ ფიი არ ეთიშება ხომ?

    არა, ყოველ შემთხვევაში მე არ მიცდია და შესაძლებელიც რომ იყოს არ გავთიშავდი. მაინც კარგი შედეგი აქვს.

     

    MiningPoolHub  + dstm's miner     ზეკზე ყველაზე კარგია.

    • Upvote 1
  14. 1 hour ago, მათე said:

    მგონი ნამეტანი დავაგდე ენერგია.

    შენც ესპანეთში ხომ არ ცხოვრობ რას დაგიწვავს ეს კარტები ამდენს.

     

    1 hour ago, nseries430 said:

    ყველაზე კაი პული რომელია ზკეშისთვის?

    miningpoolhub     ნანოპულსაც მირჩევნია და ფლაიპულსაც მე პირადად.   მინიმალური გამოსატანი ოდენობაც მიზერულია. 

     

    ebwf  ყველაზე ლამაზი და სტაბილურია. dev fee  შეგიძლია მარტივად გამორთო და ენერგომოხმარებასაც გიწერს. სხვა ყველა სიკეთესთან ერთად მარტივიცაა.  მაგრამ ისეთ შედეგს მაინც ვერ დებს, როგორც dstm მიუხედავად იმისა, რომ dev fee ამას 2% აქვს  + დამატებული  პულის 1%

     

    1 hour ago, nseries430 said:

    ამ ბმაინერზე კიდე ნანოპული ქონდა გაწერილი და მე flypool გავუწერე რამე პრობლემას წარმოადგენს ამ პულზე რომ ვარ მაგ მაინერზე?

    წესით არა, მაგრამ მე რომ დავტესტე  არაფერი არ დამერიცხა არც ნანოპულზე. არადა თითქმის მთელი საათი ვამუშავე და მაინც არაფერი.  მერე ფეიკიაო ეგ მაინერი ერთგან წავიკითხე. ანუ რეალურად მასეთი კარგი არაა, როგორც ჩანს.

     

     

     

    • Upvote 1
  15. 11 minutes ago, Razer said:

    ტემპერატურა თუ ნორმალურად უჭირავს არ მოისპობა მალე 

    თუ ტემპერატურას დავეყრდნობით კი, ნორმალურია.  60-62 გრადუსი უჭირავს  ამ პარამეტრებზე:

    Power limit: 100

    core clock: 150

    memory : 700

     

    მაგრამ მხოლოდ ტემპერატურაზეა დამოკიდებული ეგ?

    ანუ ოვერქლოქინგი რა შემთხვევაში ითვლება საფრთხის შემცველად?

    აქვს კონკრეტული სიმპტომები ან პარამეტრების კონრკეტული ოპტიმალური ვარიანტი, რომლის იქეთ მომატებაც უკვე საფრთხის შემცველი და საზიანოა?

  16. 41 minutes ago, Razer said:

    კაი 500 სოლამდე კი ადის რა გინდა 

    რაზგონზე...

     

    Power limit: 100

    core clock: 150

    memory : 700

     

    როგორც წესი ასე ვამუშავებ:

    Power limit: 85

    core clock: 100

    memory : 500

     

    და იძლევა 465 სოლს.

     

    ძალიანაც არ მინდა დავარაზგონო და მალე მოისპოს.

    ისე პირველი რაც დავწერე იმ პარამეტრებზეც სტაბილურად მუშაობს.

  17. 4 minutes ago, მათე said:

    ეგაა 0.2-ა გადავამოწმე ეხლაც.

    06d5dc2854d2.jpg

    ეგაა Default minimum payout.  ისრით მომატება-მოკლების საშუალებას არ გაძლევს? :/

    0.2 მართლა რა უბედურებაა.

     

     

  18. 3 minutes ago, მათე said:

    ეგ ცალ-ცალკე ვტესტავდი პროსტა. ნანოპულს ძაან დიდი გადარიცხვის თანხა აქვს 0.2 და იმ მეორეს 0.05. მარა ნანოპული ჯობია მგონი staled share-ბი ნაკლებად არის მანდ.

    კლასიკის მისამართი გავუწრერე მაინერს პარამეტრად და პორტიც და აქ ვამოწმებდი etc.ethermine.org eth-ს მისამართით.

    აგერ სკრინი

    3eca6200e334.jpg

    არ ვიცი, ვანო შემოვა და გიპასუხებს ამაზე.

    4 minutes ago, მათე said:

    ნანოპულს ძაან დიდი გადარიცხვის თანხა აქვს 0.2

    ნახე აბა Nanopool-ზე Settings-ში მინიმუმ  რამდენზე შეგიძლია დაწიო.  წესით ასე მაღალი არ უნდა იყოს.

     

  19. 3 minutes ago, მათე said:

    nanopool = 0.001 eth

    ethermine = 0.001 eth

    ცალ-ცალკე ნუ ანგროვებ.  ეთერიუმზე ორივე პულზე გადმოსატანი მინიმუმი საკმაოდ ბევრია და ისედაც დიდი დრო დაჭირდება მოგროვებას.

    5 minutes ago, მათე said:

    მარა კლასიკი რანაერად დათვალა მაინც ვერ მივხვდი თან ლინკიც ვნახე და ეწერა რაოდენობა. იგივე ადრესი მივუთითე რაც ეზერეუმზე მაქვს.

    სად ამოწმებ ეთერიუმ კლასიკის გამომუშავებულ რაოდენობას?

    თუ მაინერში ეთერიუმ კლასიკის პორტი და სერვერი გქონდა გაწერილი მისამართი კი ეთერიუმის და ეთერიუმის გამომუშავებულ რაოდენობას ემატებოდა ეგ იმიტომ, რომ მაშინვე არ ხდება ხოლმე დარიცხვა. რაღაც დროის განმავლობაში ირიცხება კიდევ.  თუ ეთერიუმ კლასიკის სტატისტიკაც ნახულობდი ცალკე და მაინც ემატებოდა არ ვიცი მაშინ   

    მაგრამ ეთერიუმის მისამართზე  ეთერიუმ კლასიკი როგორ უნდა დაგერიცხოს

     

    8 minutes ago, მათე said:

    ზეკზე რამდენს თვლის არ ვიცი არ გამიშვია

    Claymore-ც უშვებს როგორ არა, მაგრამ EWBF ან dstm მაინერი ჯობია.  ეს უკანასკნელი ლინუქსზე მგონი ყველაზე კაია ზეკისთვის.

     

  20. 1 minute ago, მათე said:

    ეგ ვიფიქრე ზუსტად და გავთიშე. ეხლა ადრესი გადავამოწმე ცეკსზეც. გადავრთე ეზერეუმზე. ისე ნანოპულზეც და ეზერმაინზეც 0.001 დათვალა და ცექსზე არ ასახულა. ანუ ის ლიმიტები რო წერია ეზერმაინზე 0.02 და ნანოპულზე 0.5 სანამ მაგდენს არ დათვლის არ გადავა ხო ცეკსზე?

    არა. იმ მინიმალურ რაოდენობას უნდა მიაღწიოს და როცა მიაღწევს ავტომატურად გადაირიცხება გარკვეული დროის შემდეგ.

    ნანოპულზე გაქვს ხო?

     

    5 minutes ago, მათე said:

    აქ ეხლა devfee-საც მოვაშორებ კლეიმორს და ეგაა კანფეტი სტაბილური სისტემა იქნება.

    თუ მაგას გამორთავ მაინერის წარმადობა დაიკლებსო ავტორს უწერია და რავი.

    მე თუ 1% დავკარგავ თქვენ 4% დაგეკარგებათ მერეო.

     

    ზეკზე რამდენ სოლს იძლევა ეგ კარტები?

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.