Jump to content

eolsori

წევრი
  • Posts

    367
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    6

Everything posted by eolsori

  1. არა, ეგ რა შუაშია. რეესტრის ფაილი უნდა მეთქვა თუ რაც ქვია...
  2. Edition: Windows 10 Pro Version: 1709 OS Build: 16299248 ეს მიყენია თვეზე მეტია და ნამეტანი კმაყოფილი ვარ. ინსტალაციის დღიდან მოყოლებული სტაბილურად მუშაობს და უმცირესი შეფერხებაც არ ჰქონია. ისე ვინმეს host ფაილი ხომ არ გაქვთ უსარგებლო აპები და სერვისები რომ გამოვრთო ერთიანად?
  3. Power limit: 90 core clock: 150 memory : 700 ასე მეყენა და ღამით გამითიშა მაინერი. რამდენიმე კვირის წინ 500$ რომ იყო ფასი გავყიდე რაც მქონდა და ახლა 400$ -ად ვიყიდე. ჯერჯერობით ისევ დაიწყო მატება ფასმა, მაგრამ მარტამდე ვფიქრობ გაჩერებას. მარტში მოიმატებს ფასებიო და ვნახოთ.
  4. იმედია მხოლოდ ამის იმედად არ აპირებ კარტების ყიდვას და მაინინგის დაწყებას :დ
  5. წამოვიდა ისევ ფასები ქვემოთ. რისი ყიდვა ჯობია ამ ფასდაკლებებზე ახლო მომავლისთვის?
  6. @მათე მაინერიც არჩზე ააწყვე შენ? რომელი დრაივერები დააყენე? :დ
  7. მაინერის ფაილიდან. start.bat უნდა დაარედაქტირო და Jaxx.io-ს საფულის მისამართი ჩაანაცვლო cex.io -თი მაგრამ რადგან ნანოპულზე გადმოსარიცხად 0.01 უნდა გქონდეს თუ ძველი Jaxx.io -ს მისამართით უკვე ბლომადაა დაგროვილი ნუ დაკარგავ ტყუილად. აცადე 0.01 მდე ასვლა და შემდეგ ჩაანაცვლე. თუ მისამართის ავტომატური შეცვლის შემდეგ არ გიმუშავებია და არც არაფერია დაგროვილი, მაშინ თავისუფლად შეცვალე.
  8. წესით უკვე დარიცხული უნდა იყოს ან მალე დაირიცხება. როგორც კი გადმორიცხავ რამდენიმე დადასტურება უნდა მოხდეს და ამ დადასტურების პროცესს და შესრულებულ ან დარჩენილ დაოდენობას შეგიძლია თვალი ადევნო ასე: FINANCE >> Transactions და მანდ გამოჩნდება. კი, როგორც ზემოთ გითხრეს ჩაგერიცხება მაინც. ცვლილება უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება, ანუ შენი მინდინარე ზეკის მისამართი რომ კონფიდენციალური დარჩეს. თუმცა ძველიდანაც ჩაირიცხება. მაგრამ ასე აჯობებს. cex.io -ს მისამართი თავიდან იმიტომ არ ჩავწერეთ, რომ შესვლის პრობლემა გქონდა.
  9. გააჩნია 3გბ -იანია თუ 6-იანი. დამოკიდებულია იმაზეც რომელ ვალუტაზე ამუშავებ, რომელ პულზე და რომელი მაინერით...
  10. სანამ ყიდვას გადაწყვეტ ( მით უმეტეს ამხელა თანხის ჩადებას ) უკვე იმ დონეზე გათვითცნობიერებული უნდა იყო, რომ დამოუკიდებლად შეძლო ყველაფერი. იუთუბზე ყველანაირი ვიდეო ინსტრუქცია დევს. ვიდეო კარტები ახლა რაც იყიდება გაორმაგებულ ფასშია ყველა, ამიტომ უნდა დაელოდო, სანამ მწარმოებლის საიტზე არ დაიდება, მაგრამ გაითვალისწინე ისიც, რომ დადებიდან რამდენიმე წუთში იწურება მარაგი.
  11. მანდ თავში პირველ სამეულში ცვალებადია ხოლმე. ისეთი კოინებია, რომლებსაც ხელოვნურად უზრდიან ფასს. ანუ ისეთი უნდა აირჩიო, რომელიც პოპულარულთან ერთად სტაბილურია ფასის მხრივ, გამომუშავების სირთულე ნორმალური აქვს და პერსპექტიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში შესაძლოა ფასმა კიდევ მოიმატოს. ეთერიუმი ბიტკოინის შემდეგ პოპულარობით მგონი მეორე ადგილზეა. ამიტომ კარტებით თითქმის ყველა მაგაზე ამუშავებს და ამ ბოლოს სირთულემ ძალიან მოიმატა. ანუ რაც უფრო მეტი ადამიანი ამუშავებს კარტებს კონკრეტულ ვალუტაზე, მით უფრო იზრდება სირთულე და მცირდება გამომუშავებული რაოდენობა. ბიტკოინს კარტით ვერ გამოიმუშავებ. ნუ გამონაკლისია ნაისჰეში, რომელსაც მე პირადად არ ვენდობი. კარტებით შეგიძლია სხვადასხვა ალტკოინზე ამაინინგო და რომელიმე იქსჩეინჯერზე გადაცვალო ბიტკოინში თუ ამ უკანასკნელის შენახვა გინდა ხანგრძლივად. თუ არადა არის საიტები cex.io და emoney.ge , სადაც ალტკოინების განაღდებაც შეგიძლია. თავს ვერ დავდებ, რომ ზუსტად ვიცი ( სულ 1 თვის წინ დავიწყე მაინინგი და 1 კარტა მაქვს მხოლოდ ) მაგრამ Share ნიშნავს იმას, რომ ჯილდო მიიღე. ეგ შეარები ზოგგან მეტია ( მცირე ჯილდოები ) და ზოგგან ნაკლები ( უფრო მეტი რაოდენობის ზეკს გაძლევს ) ანუ გააჩნია რა სირთულის საქმეს შეეჭიდება, როგორ იმუშავებს და იმის მიხედვით შეხვდება ლუკმაც
  12. ამ პოსტში მაქვს მაგ საიტზე და გადახედე. არა, სოლი ანუ სიჩქარე ხომ მაინერზეა დამოკიდებული, მაგრამ გამომუშავებული ოდენობა ერთი და იგივე სიჩქარის მიუხედავად სხვადასხვა პულზე განსხვავებულია ხოლმე. თან ვიზუალურად მე ეს უფრო მომწონს და ხომ გაგიგია თვალი სვამს და თვალი ჭამსო
  13. 10კ ცოტა არაა. ნუ ვიღაცისთვის შეიძლება არაფერია, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი ქონება. ნებისმიერ შემთხვევაში მე პირადად ამხელა თანხას მაინინგისთვის ვერ გავიმეტებდი და რამე უფრო რენტაბელურ ბიზნესში ჩავდებდი. მაინინგი ისეთი სფეროა და ეს ვალუტებიც ისეთი არასტაბილურია, რომ შეიძლება სულ ცარიელზე დარჩე ან იმედები გაგიცრუვდეს. საერთოდ მოლოდინი ყოველთვის მაღალია და ამიტომაა მსოფლიო მასშტაბით ბუმი, თორე ეს საქმე წელს არ დაწყებულა და ხალხი წლების წინაც ამაინინგებდა. მოკლედ საფუძვლიანად უნდა გაეცნო უამრავ საკითხს. სიღრმისეულად შეისწავლო თითოეული დეტალი და შემდეგ შეუდგე უშუალოდ ნაწილების ყიდვას და მაინინგს. რაც შეეხება კარტებს. http://whattomine.com ამ საიტის მეშვეობით შეგიძლია ნახო რომელი კარტა რამდენს წერს. ანუ რა სიმძლავრით მუშაობს, რამდენ ენერგიას მოიხმარს, როგორია ამა თუ იმ ვალუტის სირთულე და რა მოგებას ნახავ მიმდინარე კურსის მიხედვით. თუმცა გაითვალისწინე ისიც, რომ შეიძლება კურსი დღეს მაღალი იყოს და საიტმა დაგიწეროს ჩადებულ თანხას 5-6 თვეში ამოიღებ და მოგებაზე გახვალო შემდეგ კი კურსმა დაიწიოს და სხვა შედეგს მოგცემს. კარტებიდან gtx 1070, gtx 1070 ti, gtx 1080 ti ყველაზე მეტს გამოიმუშავებს ამ მომენტში, მაგრამ საქართველოში ფაქტობრივად ნორმალურ ფასად ვერ იშოვი. მით უმეტეს ვერ იშოვი ახალს. უნდა ჩაუჯდე ამაზონს და ოფიციალური მწარმოებლების საიტს. 2 კი არა 5 მაქვს მე რომ ვტესტავ სხვადასხვა პულებს და მაინერებს, რათა საუკეთესო ვარიანტს მივაგნო თუ გინდა ავტომატურ გადარიცხვას დააყენებ-მეთქი და 0.01-ზე ან 0.1-ზე რომ ავა თავისით გადარიცხავს. ნუ საწვალებელია კია, მაგრამ მეტს თუ გამოიმუშავებ აქეთ, თორე დაკარგვით არა მგონია რამე დაკარგო. ფლაიპულზე მქონდა მეც, მანამდე ნანოპულით დავიწყე და ამ ორს შორის ფლაიპულს აქებს ყველა, მაგრამ მე პირადად მაინინგპულჰაბი მირჩევნია ყველა ასპექტში შეიძლება უბრალოდ მიჩვევის და გემოვნების ამბავია
  14. გამომუშავებული ზეკი გროვდება თვითონ საიტზე. მინიმალური გამოსატანი რაოდენობა არის 0.002 ზეკი. შენ თუ გინდა 0.1 ან მთლიანად 1 ზეკი დააგროვე. ანუ შეგიძლია ავტომატური გადმორიცხვა ჩართო ან ხელით გადმორიცხო შენ თვითონ. ამისთვის ჯერ Zcash Pool-ზე გადადი, მერე Wallet და მანდ ამატებ შენს cex.io-ს ზეკის მისამართს. კი, auto exchange აქვს და გინდა ეთერიუმში გადაცვლი და გინდა ბიტკოინში. ავტომატურად გადაყავს, მაგრამ არც ისე მომგებიანია ეგ. მასე გადაყვანას ისევ ეთერიუმი ამაინინგო უფრო ჯობია, მეტს მოგცემს. ჰოდა Hub Workers-ში გადასვლა არ დაგავიწყდეს, რათა ახალი Hub Worker შექმნა. და Account's Default Job უნდა მიუთითო კიდე zcash
  15. ხო, ანგარიში უნდა შექმნა. ისე ვერა. მაინერშიც მაგ ანგარიშს უთითებ და არა ზეკის მისამართს.
  16. რავი, უფრო მეტი და მალე ირიცხება მე ასე მგონია. თან სირთულესაც გიჩვენებს და კიდევ ბევრ წვრილმან თუ საჭირო დეტალს.
  17. არა, ყოველ შემთხვევაში მე არ მიცდია და შესაძლებელიც რომ იყოს არ გავთიშავდი. მაინც კარგი შედეგი აქვს. MiningPoolHub + dstm's miner ზეკზე ყველაზე კარგია.
  18. შენც ესპანეთში ხომ არ ცხოვრობ რას დაგიწვავს ეს კარტები ამდენს. miningpoolhub ნანოპულსაც მირჩევნია და ფლაიპულსაც მე პირადად. მინიმალური გამოსატანი ოდენობაც მიზერულია. ebwf ყველაზე ლამაზი და სტაბილურია. dev fee შეგიძლია მარტივად გამორთო და ენერგომოხმარებასაც გიწერს. სხვა ყველა სიკეთესთან ერთად მარტივიცაა. მაგრამ ისეთ შედეგს მაინც ვერ დებს, როგორც dstm მიუხედავად იმისა, რომ dev fee ამას 2% აქვს + დამატებული პულის 1% წესით არა, მაგრამ მე რომ დავტესტე არაფერი არ დამერიცხა არც ნანოპულზე. არადა თითქმის მთელი საათი ვამუშავე და მაინც არაფერი. მერე ფეიკიაო ეგ მაინერი ერთგან წავიკითხე. ანუ რეალურად მასეთი კარგი არაა, როგორც ჩანს.
  19. თუ ტემპერატურას დავეყრდნობით კი, ნორმალურია. 60-62 გრადუსი უჭირავს ამ პარამეტრებზე: Power limit: 100 core clock: 150 memory : 700 მაგრამ მხოლოდ ტემპერატურაზეა დამოკიდებული ეგ? ანუ ოვერქლოქინგი რა შემთხვევაში ითვლება საფრთხის შემცველად? აქვს კონკრეტული სიმპტომები ან პარამეტრების კონრკეტული ოპტიმალური ვარიანტი, რომლის იქეთ მომატებაც უკვე საფრთხის შემცველი და საზიანოა?
  20. რაზგონზე... Power limit: 100 core clock: 150 memory : 700 როგორც წესი ასე ვამუშავებ: Power limit: 85 core clock: 100 memory : 500 და იძლევა 465 სოლს. ძალიანაც არ მინდა დავარაზგონო და მალე მოისპოს. ისე პირველი რაც დავწერე იმ პარამეტრებზეც სტაბილურად მუშაობს.
  21. ეგაა Default minimum payout. ისრით მომატება-მოკლების საშუალებას არ გაძლევს? :/ 0.2 მართლა რა უბედურებაა.
  22. არ ვიცი, ვანო შემოვა და გიპასუხებს ამაზე. ნახე აბა Nanopool-ზე Settings-ში მინიმუმ რამდენზე შეგიძლია დაწიო. წესით ასე მაღალი არ უნდა იყოს.
  23. ცალ-ცალკე ნუ ანგროვებ. ეთერიუმზე ორივე პულზე გადმოსატანი მინიმუმი საკმაოდ ბევრია და ისედაც დიდი დრო დაჭირდება მოგროვებას. სად ამოწმებ ეთერიუმ კლასიკის გამომუშავებულ რაოდენობას? თუ მაინერში ეთერიუმ კლასიკის პორტი და სერვერი გქონდა გაწერილი მისამართი კი ეთერიუმის და ეთერიუმის გამომუშავებულ რაოდენობას ემატებოდა ეგ იმიტომ, რომ მაშინვე არ ხდება ხოლმე დარიცხვა. რაღაც დროის განმავლობაში ირიცხება კიდევ. თუ ეთერიუმ კლასიკის სტატისტიკაც ნახულობდი ცალკე და მაინც ემატებოდა არ ვიცი მაშინ მაგრამ ეთერიუმის მისამართზე ეთერიუმ კლასიკი როგორ უნდა დაგერიცხოს Claymore-ც უშვებს როგორ არა, მაგრამ EWBF ან dstm მაინერი ჯობია. ეს უკანასკნელი ლინუქსზე მგონი ყველაზე კაია ზეკისთვის.
  24. არა. იმ მინიმალურ რაოდენობას უნდა მიაღწიოს და როცა მიაღწევს ავტომატურად გადაირიცხება გარკვეული დროის შემდეგ. ნანოპულზე გაქვს ხო? თუ მაგას გამორთავ მაინერის წარმადობა დაიკლებსო ავტორს უწერია და რავი. მე თუ 1% დავკარგავ თქვენ 4% დაგეკარგებათ მერეო. ზეკზე რამდენ სოლს იძლევა ეგ კარტები?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.