Jump to content

eolsori

წევრი
  • Posts

    367
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    6

Everything posted by eolsori

  1. წყარო და დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე
  2. Unknown Display და ეკრანის გაფართოების ( რეზოლუციის ) პრობლემა ლინუქსის დისტრიბუტივებზე არახალია და ბევრისთვის საკმაოდ მტკივნეული საკითხიცაა. ყოველ შემთხვევაში ასე იყო ჩემთვის, რადგან ლინუქსთან პირველი შეხება მქონდა დაახლოებით 2011-2012 წლებში და მას შემდეგ რამდენი დისტროს რამდენი ვერსია გამოვიცვალე ( Ubuntu, fedora, Opensuse, Manjaro, Linux Mint, Sparky linux, Debian ) , მაგრამ ხანგრძლივად ვერცერთი ვერ ვიგუე, რადგან თითოეულ მათგანზე გამოსახულება უჩვეულოდ დიდი და მეტად უსიამოვნო შესახედაობის იყო, რაც დიდი ხნის განმავლობაში მონიტორის ტექნიკური პრობლემა მეგონა ( გარკვეულწილად ასეცაა ). პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში: როგორც ახლად დაყენებულ, ასევე ბოლომდე და უახლესი დრაივერებით განახლებულ სისტემაზე მონიტორის ძირითადი გაფართოება იყო 1024 x 768 ( 4:3 ) და კიდევ ორიოდ სხვა რეზოლუცია, რომლებიც ერთმანეთზე უარეს გამოსახულებას იძლეოდა. ეს მაშინ, როცა მონიტორის ( ჩემ შემთხვევაში LG FLATRON W2243S ) ნორმალური რეზოლუციაა 1920 x 1080 ( 16:9 ) უფრო თვალსაჩინო რომ იყოს შედარებისთვის არასწორი და ნორმალური რეზოლუციის სქრინები ასე გამოიყურება: აღნიშნული პრობლემა უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული. მიზეზი შეიძლება იყოს დაზიანებული ან ზოგადად ჩვეულებრივი მუშა VGA კაბელი, მონიტორის ტექნიკური პრობლემა, არასწორი დრაივერი და ა.შ. ხშირად გრაფიკის უახლესი დრაივერის დაყენება მარტივად აგვარებს საკითხს და პრობლემაც გადაჭრილია, მაგრამ არის შემთხვევები ( როგორც ჩემ შემთხვევაში ) , როდესაც VGA კაბელის გამოცვლა არ შველის. DVI ან HDMI პორტები კი ძველ მონიტორებს ( მათ შორის არც ჩემ W2243S-ს ) არ აქვს. დრაივერის განახლებაც არ შველის, Custom Resolution-ის დამატების არცერთი მეთოდი არ მუშაობს, ხოლო ახალი მონიტორის შეძენა კი საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა, თუმცა ერთ-ერთ საშუალებად ესეც შეიძლება განვიხილოთ . მეც სწორედ ეს რჩევა მომცეს, როცა არაფერმა შედეგედი არ გამოიღო... მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს თუ გამოსვლა გინდაო და თურმე საკმაოდ მარტივიც ყოფილა. ამ თემას ვხსნი იმ მიზნით და იმედით, რომ ჩემნაირი პრობლემით ლინუქსის დამწყები ქართველი მომხმარებლებიდან სხვებიც იქნებიან ( ერთი ვიცი ახალი მონიტორი უყიდია ამ მიზეზით) და იქნებ ტეგების საშუალებით მოაგნონ... ეს მეთოდი დატესტილი მაქვს შემდეგ ნაწილებსა და დისტრიბუტივებზე: GPU: Nvidia GTS-450 Monitor: LG FLATRON W2246S OS: Fedora, Ubuntu, Debian, Linux Mint პირველ რიგში აუცილებელია გვეყენოს ჩვენი ვიდეო კარტისთვის განკუთვნილი უახლესი დრაივერი. უბუნტუს და მინიტის შემთხვევაში nouveau დრაივერის ნაცვლად Nvidia-ს დრაივერის დაყენება უმარტივესია Software & Updates -დან Additional Drivers-ის საშუალებით. ფედორას შემთხვევაში გრაფიკის დრაივერის დასაინსტალირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ [ ეს მეთოდი ] ან სხვა თქვენთვის უფრო მარტივი და მისაღები მეთოდი. მე პირადად ზემოთ აღნიშნული მეთოდი რამდენჯერმე დავტესტე და უპრობლემოდ დაყენდა. 1) გრაფიკის დრაივერის წარმატებით დაყენების შემდეგ უნდა გავუშვათ შემდეგი ბრძანება root ( root-დან და არა sudo-ს გამოყენებით ) უფლებით nvidia-xconfig რის შედეგადაც შეიქმნება xorg.conf ფაილი /etc/X11 დირექტორიაში ანუ /etc/X11/xorg.conf 2) რომელიმე ტექსტური რედაქტორით ისევ root-დან ვარედაქტირებთ /etc/X11/xorg.conf ფაილს შემდეგი ბრძანებით: gedit /etc/X11/xorg.conf ან nano /etc/X11/xorg.conf. ან ნებისმიერი სხვა ტექსტური რედაქტორით. მე პირადად nano-ს gedit მირჩევნია, რადგან უფრო მეიოლება. გაიხსნება ტექსტური ფაილი, რომელშიც უნდა დავარედაქტიროთ Section "Monitor" -ში HorizSync და VertRefresh 21 დიუმიანი მონიტორის შემთხვევაში, რომლის ნორმალური გაფართოებაც 1920X1080 -ია ( თუმცა სხვებზეც უნდა იმუშაოს ან სხვა რიცხვებს ცდით ) HorizSync და VertRefresh -ის გასწვრინ უნდა ჩავანაცვლოთ შემდეგი მონაცემებით: HorizSync 30.0 - 82.0 VertRefresh 56.0 - 76.0 3) აღნიშნულ ცვლილებას ვინახავთ და ვარესტარტებთ X server-ს Ubuntu Unity-ის შემთხვევაში შემდეგი ბრძანებით: sudo systemctl restart lightdm.service 4) ვამატებთ სასუველ გაფართოებას. ამ შემთხვევაში 1920X1080 ტერმინალში ვწერთ: cvt 1920 1080 60 მივიღებთ ასეთ შედეგს: 1920x1080 59.96 Hz (CVT 2.07M9) hsync: 67.16 kHz; pclk: 173.00 MHz Modeline "1920x1080_60.00" 173.00 1920 2048 2248 2576 1080 1083 1088 1120 -hsync +vsync ამის შემდეგ ტერმინალში ვწერთ შემდეგ ბრძანებას: xrandr --newmode "1920x1080_60.00" 173.00 1920 2048 2248 2576 1080 1083 1088 1120 -hsync +vsync 5) სანამ ბოლო ბრძანებას გავუშვებთ ჯერ უნდა გავიგოთ ჩვენი მონიტორის ID ამიტომ ტერმინალში ვწერთ ამ ბრძანებას xrandr და მიღებულ შედეგში ვამოწმებთ როემლზე გვიწერს, რომ დაკავშირებულია. ჩემ შემთხვევაში არის DVI-I-0 disconnected და VGA-0 connected, მაგრამ შეიძლება პირიქითაც იყოს. ანუ ჩემი მონიტორის ID არის VGA-0 , მაგრამ სხვის შემთხვევაში შეიძლება იყოს DVI-I-0 შესაბამისად ჩემ შემთხვევაში ფინალური ბრძანება, რომელიც ტერმინალით უნდა გავუშვათ ასეთია: xrandr --addmode VGA-0 "1920x1080_60.00" მაგრამ DVI-I-0 -ის შემთხვევაში იქნება ასეთი: xrandr --addmode DVI-I-0 "1920x1080_60.00" ამის შემდეგ უკვე NVIDIA X SERVER Settings -ის აპლიკაციაში ან თუნდაც Display-ში სხვა რამდენიმე რეზოლუცია, მათ შორის ჩვენი მონიტორის ნორმალური რეზოლუციაც გამოჩნდება და შევძლებთ ავარჩიოთ. თუმცა ყოველ ჯერზე ხელახლა რომ არ შევიდეთ Display -ში ნორმალური გაფართოების ასარჩევად საჭიროა, რომ ეს ცვლილებები შევინახოთ. შენახვის მეთოდი სხვადასხვა დისტროზე განსხვავებულია.
  3. ეს უბუნტუს გუშინდელი შედეგი. გუშინწინ მთელი დღე თითქმის შეუსვენებლად და პრობლემის გარეშე გაქაჩა. გუშინ უკვე ვეღარ გაუძლო და ჯერ მილაგავდა, შემდეგ კი საერთოდ გაჭედა და სისტემის დარესტარტება გახდა საჭირო. ოპერატიული 8 მაქვს და ამ მხრივ არა მიშავს. პროცესორს ან ვიდეოკარტას უჭირს რაღაც დროის შემდეგ. სურვილთან ერთად საშუალებაც რომ მქონდეს კარგ კოპმზე ბევრად უფრო მძლავრ თამაშებსაც გაუშვებდა.
  4. პირველ პოსტში მოცემული ბრაუზერის დამატებების დაყენების შემდეგ ამ ვიდეოს აღარ აჩვენებს.:დ Opera-ზე ( არანაირი დამატება არ მიყენია მოყოლილის გარდა ) ჩვეულებრივად ჩანს და რთავს კიდეც. ProtonVPN დავაყენე უბუნტუზე. ხელახლა რეგისტრაცია დამჭირდა, რადგან Free trial უკვე ვადაგასული იყო და უფასო ვერსიაზე საჭირო ფაილები არ გადმომაწერინა. დაყენებით დავაყენე და მოსახმარად საკმაოდ მარტივი და პრაქტიკულია. არც სიჩქარეს ვუჩივი, მაგრამ უბუნტუს და დებიანის ბაზაზე შექმნილ დისტროებს DNS leak ბაგი აქვსო.
  5. სტანდარტული გამშვები 64 ბიტიანია და იმაზეც მრავალჯერ მაქვს დანატესტი. დიდი განსხვავება არაა, მაგრამ მაინც 32 ბიტიანით ვამუშავებდი ვინდზე, რადგან წარმადობაში ვერაფერ სხვაობას ვამჩნევდი და რესურსს ცოტა ნაკლებს მოიხმარდა. გუშინ რომ ვნახე სტაბილურად 1,1-1,3გბ-მდე მერყეობდა. მართალია რაღაც დროის შემდეგ იზრდება ოპერატიულის მოხმარება, განსაკუთრებით ტანკების თამაშის დროს, მაგრამ არ მახსოვს ვინ 10-ზე 1.5გბ-ზე ზევით ასულიყოს და ეს მაშინ, როცა ვინდოუს 7-ზე ან ლინუქსზე 2.4გბ-მდეც ასულა. სქრინი გადავუღე 10-ზე, მაგრამ სამწუხაროდ შენახვა დამავიწყდა და სანამ ავტვირთავდი მანამდე დავაბრუნე 7-ზე, რომელიც სულ არ გამკვირვებია, რომ საერთოდ აღარ ჩაირთო არადა 10 დღეზე მეტი არ ყოფილა გასული. 10 დღის შემდეგ უკვე 10-დან 7 ზე დაბრუნება აღარ შეგიძლია... ვინდის ფართიშენი წავშალე საერთოდ და უბუნტუს მივაერთე, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ მაინც დამჭირდება 7-ის თავიდან ინსტალაცია. მანამდე კი ჩემთვის მნიშვნელოვან თამაშს უბუნტუც ამუშავებს. თან ახლახანს თერმოპასტაც გამოვცვალე და საკმაოდ გრილადაა.
  6. მე გარდა იმისა, რომ Nvidia-ს კარტა მაქვს + ძალიან ძველი ( თუმცა არც მთლად ცუდი ) კარტა მაქვს და გარკვეულ როლს ესეც თამაშობს. Nvidia-ს ბოლო დრაივერი ლინუქსისთვის თუ არ ვცდები 387-ია, რომლის მხარდაჭერაც ჩემ ბარათს არ აქვს, ამიტომ 384 ვერსია მიყენია. თუმცა დიდ სხვაობას ვერ ვატყობ 340-თან შედარებით. რაც შეეხება ოპერატიულის მოხმარებას სხვადასხვა სისტემაზე, რასაც სხვა თემაშიც შევეხეთ, ამ ეტაპზე მხოლოდ უბუნტუს და ვინ 10 ის სქრინები შემიძლია დავდო, თუმცა ცოტახანში ისევ 7 ზე დავაბრუნებ და იმის შედეგსაც დავდებ. რესურსის მოხმარების მხრივ ვინდოუს 10 აშკარად გამოირჩევა ეკონომიურობით War Thunder -ზე. უბუნტუს და ვინ 7 -ს ფაქტობრივად ერთნაირი შედეგი აქვს. თუ ვინ 10 მაქს 1,3გბ -ზე მეტს არ მოიხმარს უბუნტუ და 7 მადას არ უჩივიან და 2,4გბ -მდეც ადიან. შედარებისთვის
  7. რას ჰქვია რა შუაშია? ორი სხვადასხვა ოპერაციული სისტემაა, რომელთა გამოშვების დროც საგრძნობლად განსხვავდება და კონკრეტულ თამაშზეც ერთი უფრო ოპტიმიზირებულია, ვიდრე მეორე, რაც შესაბამისად ვლინდება რესურსის ( ამ შემთხვევაში ოპერატიულის ) მოხმარებაში. გაშვებულ პროცესებს ყოველთვის ვადევნებ თვალს და ორივე სისტემის რამდენიმე ვერსიაზე დამიტესტავს სხვადასხვა დროს. ჩემ შემთხვევაში WT-ზე ვინ 7 ყოველთვის უფრო მეტ რამს მოიხმარს ვინ 10-თან შედარებით.
  8. ფაქტია, რომ ვინდოუს 10-ისა და ლინუქსის სხვადასხვა დისტროს შედეგები ჩემ კომპზე განსხვავებული იყო. ნუ გარკვეულ როლს ისიც თამაშობს, რომ მონიტორის პრობლემის გამო ულტრა ლოუ ან მინ. გრაფიკაზე ვერ ვრთავ. იძულებული ვარ საშუალო გრაფიკაზე მაინც გავუშვა და შეიძლება ლინუქსი შედარებით მეტ რესურსს მოიხმარს. თითქოს FPS ერთნაირად მქონდა, ხანდახან ლინუქსზე მეტიც კი იყო, მაგრამ თამაშთან ერთად გაშვებული მოზილას ბრაუზერი ან რომელიმე სხვა პროგრამა პროცესორის დატვირთვას და სისტემის მომენტალურ გაჭედვებს იწყებდა ხოლმე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ დროს ვიდეოკარტის ან პროცესორის მაღალი ტემპერატურა არ შემიმჩნევია. ვინდოუს 10-ზე ეს თამაში იდეალურად ეშვება. მაგრამ თავისი შპიონური პროგრამების გამო პინგი ხშირად ურევს და თამაშის პროცესსაც აფერხებს. 7-ზე უფრო ნაკლები FPS და ოპერატიულის მეტი მოხმარებაა, თუმცა რაკი 10-ზე უფრო მეტად მორჯულებადია მაინც ამას ვარჩევ. მაგრამ 7-ზე სხვა კიდევ უფრო მტკივნეული პრობლემა იჩენს თავს. თუ კომპს კაბელით ვაწვდი ინტერნეტს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ თუ usb wifi ადაპტერს ვიყენებ და მობილურისგან გაზიარებულ ინტერნეტს ვიღებ ვინდოუს 7-ზე ეს ადაპტერი არცერთ პორტში წესიერად არ მუშაობს. ვცადე სისტემის აფდეითები, ადაპტერის დრაივერის განახლება, მაგრამ შედეგი 0. ვინდოუს 10-ზე მხოლოდ ერთ პორტში მუშაობს უპრობლემოდ. ლინუქსზე ( ნებისმიერ დისტროზე ) ყველა პორტში უპრობლემოდ მუშაობს და არც პინგი მაწუხებს. ჯერჯერობით ამ პრობლემის არსში ვერ გავერკვიე...
  9. ტორენტ ფაილი ვიპოვე და გადმოვწერე. დისკის და ფლეშკის გარეშე დაყენების გზასაც მივაგენი, მაგრამ მაინც ვინ 10-ზე გული მწყდება. War Thunder-ზე თითქმის 2-ჯერ მეტ ოპერატიულს მოიხმარს ვინ 7, ვიდრე 10. ანალოგიურად ლინუქსზე ვიდეოკარტა გაცილებით უფრო ნაკლებად იტვირთება და გრილად მუშაობს, სამაგიეროდ ლინუქსი პროცესორს გრუზავს...
  10. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჯერ კიდევ ვინდზე დარჩენა მიწევს ეს თამაშია https://wiki.warthunder.com/index.php?title=Linux წლებია უკვე ლინუქს ვერსია აქვთ და Steam-ზეც რა ხანია დამატებულია, მაგრამ ჯერ კიდევ არაა საკმარისად ოპტიმიზირებული. უბუნტუ-ზე ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა. სხვა დისტროებზეც ვცადე, მაგრამ სათამაშოდ უბუნტუ ყველაზე კარგი ვარიანტია.
  11. აქ რამდენიმე ფაილია და ყველა ერთი საინსტალაციოს ნაწილია თუ ვინდის სხვადასხვა ვერსიებია? 800მბ იან ფაილებადაა დაყოფილი https://mega.nz/#F!45cDnbST!VtW4T101EMF_jnHpzrZYLQ და კიდევ ერთი: Unetbootin -ის საშუალებით ვერ ჩავწერ ვინდს დისკისა და ფლეშკის გარეშე?
  12. @მათე არა, ვინდოუს 10 არ მიყენია. 8.1 მაქვს და ყველანაირი ინფორმაციის გაგზავნა გამორთული მაქვს, თუმცა არა მგონია ეს რამეს ცვლიდეს, მაგრამ ალბათ არც მთლად ისე ნამეტანს არ იზამს, როგორც ვინ 10. ისე საინტერესოა ამ მხრივ ვინდოუს 7 როგორია? უნებართვოდ ინფორმავიის მოპარვას და ატვირთვას ვგულისხმობ... 8.1 -ზე იმიტომ გავაკეთე არჩევანი, რომ ცოტა უფრო ოპტიმიზირებულია თამაშებზე, ვიდრე 7 და უფრო ნაკლებად, ვიდრე 10, მაგრამ ამასთანავე ვიფიქრე უსაფრთხოებისთვის 10-ზე უკეთესი იქნებოდა. ვირტუალბოქსს რაც შეეხება როგორ და რანაირად უნდა გაიგოს და გაუგზავნოს ვინდს ინფორმაცია რას ვაკეთებ მე ვირტუალურში დაინსტალირებულ ლინუქსზე? ნუ თუ თვითონ ვირტუალბოქსი არ იწერს და აგზავნის... Avira Phantom VPN -ზე რას ფიქრობ? პრო ვერსიის crack-ის ნახვა ან გაკეთება არც ისე ძნელია და ძალიან კარგად მუშაობს. უფასო ვერსიაზე 500მბ აქვს ყოველთვიური თუ დარეგისტრირდები 1გბ
  13. თემა ჯერ ბოლომდე არ გადამიკითხავს და ისე რომ ვწერ შეიძლება ვცოდავ, მაგრამ კარგი ნამუშევარია და აუცილებლად გამოვიყენებ რამდენიმე მეთოდს. მანამდე მაინტერესებს უსაფრთხოებისთვის რამდენად მიზანშეწონილია არჩი ვინდზე ვირტუალბოქსში დავაყენო და ეს ყველაფერი ვირტუალბოქსის ლინუქს სისტემაზე გავაკეთო? ანუ გარკვეული მიზეზების გამო ვინდი აუცილებლად მჭირდება, მაგრამ ბრაუზინგისთვის არ გამოვიყენებ და მხოლოდ ვირტუალბოქსში დაყენებული ლინუქსით რომ ვისარგებლო გაზრდის ეს უსაფრთხოებას, შეამცირებს თუ არანაირი აზრი არ ექნება? Dual boot აჯობებდა ალბათ, მაგრამ არა კომფორტული იქნება და მეზარება ყოველ წუთში დარესტარტება. თან ვეჭვობ არც ჰდდ-ს მოუხდება.
  14. ასეთი უსაშველო ჭირს?
  15. ბოლო 2-3 დღეა გუგლის ფლეი სთორში ვეღარ შევდივარ. შეიძლება პრობლემა უფრო დიდი ხანია არსებობს, მაგრამ მე ახლახანს შევატყვე, როცა რაღაცის გადმოწერა დამჭირდა და Connection timed out დამიწერა. ინეტში ნაპოვნი ყველა მეთოდი ვცადე, მაგრამ არცერთმა არ გაამართლა, ამიტომ დავარესეთე, თუმცა ამჯერად სხვა პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. ვცადე ამასაც დამოუკიდებლად გავმკლავებოდი, მაგრამ უშედეგოდ. ამ შემთხვევაშიც ყველანაირი მცდელობა ამაო გამოდგა. თუ ვინმეს გქონიათ მსგავსი პრობლემა ან იცით რისი ბრალია მადლობელი ვიქნები თუ მუშა და ნაცად ხერხს მასწავლით Mobo market და 1mobile market შემიძლია გამოვიყენო, მაგრამ გუგლიც მჭირდება... მოდელი: Huawei Y541 ანდროიდის ვერსია: 4.4.2
  16. eolsori

    Android OS

    პრაქტიკული რჩევაა, მაგრამ არა ჩემთვის. ეს რო თავის დროს მოჭამს ფანრიან ნოკიაზე გადავალ ალბათ :დ ახლა სტოკია 2.3.5 მანამდე 2.3.6 ეყენა. ყველაფერი გამართულად მუშაობდა და ამ გუგლ ფლეის წაშლამ რა ჯანდაბა დამართა ასეთი. ახლაც არ ვერჩი უბრალოდ GPS არ მუშაობს გამართულად და My locations ურევს..
  17. eolsori

    Android OS

    ხო ეს Gingerbread მოუშორებელი ჭირი გახდა, აღარც ვინმე აქცევს ამ მოდელს ყურადღებას და motorola electrify 2 -ის ROM იც არ წავა... ახლა მარკეტის მუშა ვერსიას ვეძებ 2.3.5 ზე Google play services გამოსწორდა მას შემდეგ, რაც სხვა ვერსიის ფლეი სთორი ჩავწერე. მაგრამ იქრაშება წამდაუწუმ.
  18. ამით სცადე: http://upfile.mobi/900799 ან ამით: http://www.shuame.com/en/root/
  19. eolsori

    Android OS

    არაა აუცილებელი 4 + იყოს. მთავარია ამ 2.3.5-ს ცოტათი მაინც ავცილდე ზემოთ სხვა ნაკლოვანებებს კიდე შევეგუებოდი, მაგრამ სწორედ ამ Google Play Services გამო მინდა შეცვლა. ძაან ურევს ამ ბოლო დროს. ზოგადად გუგლთან მწყრალადაა ჩემი ანდროიდი იმის შემდეგ, რაც ერთხელ წამეშალა. ვერც Play store ჩამიწერია დღემდე, არადა Reset Default რამდენჯერ გავუკეთე.. მოკლედ ჩემი პრობლემა რაშია: GPS შევამოწმე და გამართულად მუშაობს, მაგრამ რამდენი უფასო თუ ფასიანი, Trial თუ გატეხილი ნავიგატორი ჩავწერე ყველგან ჩემი ბიძაშვილის სახლს მიჩვენებს My Locations -ს როცა ვაძებნინებ.. ადრე კი ეყენა იმის გუგლის აკაუნტი, მაგრამ ჯერ წავშალე, შემდეგ საერთოდ ხო გავასუფთავე ყველაფერი. როგორც ჩემით დავასკვენი მიზეზი ეს Google Play Services და მისი გაუმართავი მუშაობაა, ვერც ვშლი, არც Update შველის. "Google Play services, which some of your aplications rely on, is not supported by your device. please contact manufacturer for assistance." Location history isn't available becouse this account can't be authenticated
  20. eolsori

    Android OS

    გამარჯობა! Motorola Electrify MB853 ისთვის რამე ნორმალური ROM შეგიძლიათ მირჩიოთ? ან ლინკი რომ მომცეთ, ან საიტის მისამართი, სადაც შეიძლება სტაბილური ROM ვიპოვო. დამტანჯა 2.3.5 ვერისია აყენია და თითქმის არაფერი მიდის ზედ.
  21. eolsori

    Android OS

    Kingo root არც ჩემზე მუშაობს. არც oneclick... ამით დავრუთე http://www.shuame.com/en/root/ -------------------------------------------------------------------- ფრანგული ენა როგორ ჩავწერო? მთელი სისტემისთვის. კლავიატურა მაქვს.
  22. eolsori

    Android OS

    გავაკეთე ეგეც. მადლობა!
  23. eolsori

    Android OS

    თითქმის გავაკეთე. დაპრაშივკება აღარ დამჭირდა. როგორც იქნა Reset Default გავუკეთე და ყველაფერი მუშაობს ნომრის გარდა. "No CDMA networks were found"
  24. eolsori

    Android OS

    ამით გავაკეთე http://forum.motofan.ru/index.php?showtopic=1731307
  25. eolsori

    Android OS

    Shopen, მოკლედ გადავაბრუნე მთელი ინტერნეტი და ვერსად ვიპოვე ჩემი მოდელისთვის (Motorola Electrify MB853) ოფიციალური პრაშივკა (ვერც არაოფიციალური).. როგორც ჩანს მე ვერ ვეძებ სათანადოდ ან არ არსებობს საერთოდ და პრობლემის მოგვარების ამ გზაზე ჩავიქნიე ხელი... როცა ვცდილობ Reset Default გავუკეთო და Android Recovery-ს ვაჭერ, რის შემდეგაც მენიუ უნდა გამიხსნას და შესაბამისი პუნქტი ავირჩიო, ამ დროს Failed to boot 2 იქნებ ეს Failed to boot 2 გამასწორებინ ისე, რომ მენიუში შესვლა შევძლო და მეტი არაფერი მინდა, თორე დავიტანჯე უკვე.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.