Jump to content

POKEMAN

წევრი
  • Posts

    873
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by POKEMAN

  1. მარტო ამ საიტს არ აჩვენებს ასე იმდბს აჩვენებს ასე და რავიცი ზოგ საიტზე მაგალითად ამაზონზე ამ ფორუმზე ჩვეულებრივად აჩვენებს ბრაუზერის პრობლემა მეგონა მეც მარა ინტერნეტ ექსპლორერითაც იგივენაირად აჩვენებს მგონი თუ არ ვცდები ასეთი პრობლემა ადრე ქონდა რომელიღაცა ფორუმელს და მგონი გამოასწორა კიდევაც იქნებ ვინმემ ზუსტად იცოდეს ამის გამოსწორება
  2. ესეიგი დღეს ვიყიდე მონიტორი დელის u2312hm ი მაგარი მონიტორია მომეწონა ძალიან უბრალოდ ერთი პრობლემა გაჩნდა რაც აქამდე არ მქონდა 19 იან მონიტორზე აი ესე მიჩვენებს უმეტესობა საიტებს და ვინც იცის დამეხმარეთ გამოსწორებაში
  3. ხო მაგ ფილმების ყურებასაც ვაპირებ და განსაკუთრებით კაკრაზ სატანტანგოს ნახვა მინდა მარა შენ როგორც თქვი არ არის რუსულად გახმოვანებული და საერთოდ არც მგონია რომ გაახმოვანებენ ფილმი 7 საათი მიდის დაახლოებით ამხელა ფილმს ტელევიზორში არავინ არ აჩვენებს და რომელიმე ტელეარხიც არ გადათარგმის შესაბამისად
  4. დღეს ვუყურე ჯონ ჰიუსტონის the treasure of the sierra madre ს მხეცი ფილმია ხოშიანი აქტინგით და სმისლიც მომეწონა ქულას რაც შეეხება 9 ს ვუწერ მერე კი ბელა ტარის Kárhozat ს ვუყურე ეს ფილმი ვაბშე მაგარი გამოდგა ულაპარაკოდ შედევრად ვთვლი მოკლედ ფილმია ერთ ტიპზე რომელიც ადამიანად არ უნდა დაბადებულიყო მას არანაერი კავშირი არ შეუძლია ქონდეს გარემოსთან და ამას აცნობიერებს კიდევაც ამ კაცს ერთი ქალი უყვარს რომელსაც არც თუ ისეთი კარგი ცხოვრება აქვს მაგრამ მას შეუძლია დაამყაროს კავშირი გარემოსთან ეს ქალი ამ კაცისთვის ერთადერთი მედიატორია ასე ვთქვათ ამ სამყაროსთან კავშირისთვის თუმცა ეს ქალი გათხოვილია და შესაბამისად ეს პრობლემა საბოლოოდ მოუღებს ამ კაცს ბოლოს ისე ძალიან მაგრად მთავრდება ბოლოში იმ ძაღლს რომ უყეფს მანდ მე როგორც გავიგე ეგ კაცი ადამიანად არ უნდა დაბადებულიყო ქულას რაც შეეხება 9,5 ს ვუწერ
  5. ესეიგი ხვალ ვაპირებ მანდ გასვლას და საიტზე კონტაქტს რო ვაჭერ არ მიჩვენებს რუქას ტელეფონს და ასე შემდეგ თუ იცით ვინმემ სად მდებარეობს ეგ მაღაზია გთხოვთ დამიწერეთ
  6. ეხლა მოვრჩი ჯონ შლეზინგერის midnight cowboy ს ყურებას მხეცი ფილმია მაგრად მომწონს ესეთი სტილის ფილმები აქტინგიც მომეწონა ისე ანჯელინა ჯოლის მამაა მთავარ როლში ვინც არის ქულას რაც შეეხება 9 ს 9,5 ს ვუწერ
  7. ეხლა მოვრჩი ელია კაზანის მორიგი ფილმის A Streetcar Named Desire ის ყურებას ესეც მორიგი მხეცი ფილმი ამ რეჟისორის თან აქტინგიც მომეწონა ქულას რაც შეეხება 9,5 ს ვუწერ
  8. ხო მართლა მაგარი ფილმია შენ ხო არ იცი შემთხვევით საიდან შეიძლება ფესტივალების გადმოწერა ეხლა მაგალითად ოქროს გლობუსის დაჯილდოვება იყო და საიდან ჩავწერო არ ვიცი იქნებ შენ იცოდე ხო ისე შენ ავატარზე ტოშირო მიფუნეს სურათი გიყენია თუ ვცდები ?
  9. ეხლა მორვრჩი ანდრეი ტარკოვსკის ivan's childhood ის ყურებას მხეცი ფილმია თავისი მდორე ტემპით და მხეცი შინაარსით ნაჩვენებია პატარა ბავშვი რომელსაც ამოუწყვიტეს ოჯახი მიუხედავად ამ ყველაფრისა სულიერად მაინც არ გამტყდარა ისე ბლომად მეტაფორებიც არის აი მაგალითად ის სიზმრები რაც ამ ივანს ესიზმრება მანდ მე რაც გავიგე ის არის რომ რომ არა ეს ომი და უბედურება სულ სხვანაერი ცხოვრება ექნებოდა ამ ივანს ანუ როგორიც უნდა ქონდეს ყველა ნორმალურ ბავშვს მოკლედ მაგარი ფილმია 9 ს ვუწერ
  10. ეხლა მოვრჩი ტონი კეის detachment ის ყურებას მაგრად მომეწონა თან ხოშიანი აქტინგია ისე მე მაგრად მევასება ეიდრიან ბროდი ქულას რაც შეეხება 9 ს ვუწერ
  11. კარგი ფილმების ყურება პრობლემა არ არის დღევანდელ დღეს მითუმეტეს უამრავი საიტია სადაც შეიძლება ნახვა თუ რომელ რეჟისორს რა ფილმები აქვს გადაღებული და მერე აარჩევ და უყურებ მე ესე ვაკეთებ მაგალითად და ალბათ სხვებიც ისე ეგ ბორატი რატო მოწონს ზოგს ვერ გავიგე მე რო ვნახე მაგრად არ დამევასა დაჟე დროის გასაყვანადაც არ ვარგა ჩემთვის მაქსიმუმ 7 ბალს დავუწერდი მაგ კვერცხობას ისე კომედიები თუ გინდა აი მე ესენი მევასება the family man , dumb and dumber ნუ ესენი რაც ეხლა გამახსენდა ორივე ხოშიან ხასიათზე დაგაყენებს და ორივე 8 + სი ეკუთვნის ხო კიდე anger managment მაც გამისწორა ჯეკ ნიკოლსონი და ადამ სენდლერი თამაშობს ამასაც სადღაც იგივენაერად შევაფასებდი ამ სამი ფილმიდან მე პირადად dumb and dumber მირჩევნია ყველას ეს ერთი 4 წლის უკან ჩაწერილი მქონდა ქართულად და ძალიან ხშირად ვუყურებდი ხოლმე ვაბშე არ მბეზრდებოდა მე მაგარი ნაკაიფარი ვარ ამ კომედიაზე ეხლა ისე აკირა კუროსავას Tengoku to jigoku ს ყურებას მოვრჩი უძლერესი ფილმია ერთ ერთი საუკეთესო რაც მე ამ მხეცი რეჟისორის ფილმები მინახავს ძალიან მაგრად იწყება ეს ფილმი ანუ ორ ნაწილად თუ დავყოფთ ის პერიოდი სანამ იმ ბავშვს დაიბრუნებენ ქულას რაც შეეხება 9,5 ს ვუწერ
  12. ფრენცის ფორ კოპოლას apocalypse now უძლიერესი ფილმია ულაპარაკოდ შედევრია მე მაგ ფილმს 10 ბალს ვუწერ ეხლა კი სტენლი კუბრიკის paths of glory ს ყურებას მოვრჩი ესეც მხეცი ფილმია მოშნი აქტინგით 9,5 ს ვუწერ
  13. ეხლა მოვრჩი ლუის ბუნუელის Cet obscur objet du désir ის ყურებას უძლიერესი ფილმია თან სტრანნი სტილშია გადაღებული ორ ქალს ათამაშებს ერთიდაიგივე როლში აქ რაღაც სმისლია ჩადებული ამასთან დაკავშირებით ვკითხულობდი კიდევაც ეხლა თურმე თავიდან ამ როლისთვის მარია შნაიდერი უნდოდა ბუნუელს თუმცა არ დათანხმდა მარია შნაიდერი ამ როლს იმისგამო რომ ზოგიერთი სცენის დროს შიშველი მოუწევდა თამაში მერე ბუნუელს ეს იდეა მოსვლია თავში და გაამართლა კიდევაც ასი პროცენტით აქ მე როგორც გავიგე ბუნუელს უნდოდა ეჩვენებინა თუ როგორ განასახიერებს ორი სხვადასხვა მსახიობი ერთიდაიგივე როლს ანუ ემოციებს როგორ გამოხატავს ამა თუ იმ მომენტში და ასე შემდეგ მოკლედ მხეცი ფილმია ქულას რაც შეეხება 9,5 ს ვუწერ
  14. ეხლა მოვრჩი დენის ტანოვიჩის No Man's Land ის ყურებას უძლიერესი ფილმია ვითომ კომედიაა არადა სინამდვილეში დრამაა ყველაფერი იწყება ერთი რაზმის გზამკვლევის შეცდომით ეს გზამკვლევი ამ რაზმს მიიყვანს პირდაპირ მოწინააღმდეგეების ბანაკის წინ ნუ მერე შეამჩნევენ და დახოცავენ ამ ჯარისკაცებს მაგრამ ორი კაცი გადარჩება მერე გააგზავნიან ამ ორ კაცთან ეს მოწინააღმდეგეები ასევე ორ კაცს აქედან ერთს მოკლავენ ერთი კიდე გადარჩება და აქ იწყება მთელი ამ ფილმის ისტორია აქ კიდე ერთი მომენტია ამ ორი გადარჩენილი ჯარისკაციდან ერთ ერთი წევს მინაზე და თუ გაინძრევა თავისთავად აფეთქდება ეს მინა მერე ჩაერევიან ამ ამბავში გლავარები რომლებიც სკამზე არიან მოკალათებულნი და სინამდვილეში საერთოდ არ ანაღვლებთ რაც ხდება ომში მერე უკვე ჟურნალისტებიც მოვლენ ამ ადგილას და ეს გლავარებიც თუმცა რეალურად არავის არ ანაღვლებს ამ ხალხის სიცოცხლე ჟურნალისტებს რეპორტაჟები ანაღვლებთ ეს გლავარები კიდე დაიწვნენ ამ უპასუხისმგებლობაში და თავის დაძვრენას ცდილობენ მოკლედ მხეცი ფილმია და მაგრადაც მთავრდება ბოლოს ყველამ რომ დატოვა ეს მინაზე მწოლიარე ჯარისკაცი ეს მაგარი მომენტი იყო იმ ჟურნალისტებმა თავიანთი რეპორტაჟი მოამზადეს ამ ვითომ გადამრჩენლებს კიდე ისედაც არ ანაღვლებდათ ამ ჯარისკაცის ბედი და გაუხარდათ კიდევაც ალბათ რომ ვერ შველიდნენ ამ ჯარისკაცს და ყვლე ადგა და წავიდა ქულას რაც შეეხება 9,5 ს ვუწერ
  15. გუშინ ბუყურე კრჟიშტოფ კიესლოვსკის La double vie de Véronique ს მორიგი მხეცი ფილმი კესლოვსკის გადაღებული თან ბლომად არის სიმბოლიზმი და მეტაფორები ამ ფილმში ისე ამ ფილმშიც არის ის მოხუცი ქალის მომენტი რაც ტრილოგიაშია ანუ იმ მოხუც ქალს დახმარება რომ ესაჭიროება მოკლედ ხოშიანი ფილმია ესეც და 9 ს ვუწერ ეხლა კი მოვრჩი სტენლი კუბრიკის მორიგი ფილმის barry lyndon ის ყურებას ესეც მხეცი ფილმია ერთ ტიპზე რომელიც არავინ არ იყო მაგრამ მერე ცოლად მოიყვანს ერთ მდიდარ ქალს და მერე ამ ქალს საერთოდ ყურადღებას არ აქცევს და ასე შემდეგ ნუ მერე ამ ქალის შვილი რომელიც ყოფილი ქმრისგან ყავს ხვდება რომ ნორმალური არ არის ეს კაცი მერე მოაგვარებს ამ კაცთან ყველაფერს და მოიცილებს თავიდან ისე არც ეს ბავშვი არ არის ნორმალური გარკვეულ წილად იმიტომ არ ევასებოდა რომ არ იყო იმ ეროვნების რომელიც თვითონ იყო თუმცა ფილმში ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს კარგი ტიპი იყოს პრინციპში ამ ფილმში საერთოდ არავინ არ არის ნორმალური ფაქტიურად სულ ცუდ ხალხზეა ფილმი ერთადერთი ნორმალური ის ბავშვი იყო რომელიც ამ მდიდარ ქალს ყავდა ახალი ქმრისგან და კაკრაზ ეს ბავშვი მოკვდა ქულას რაც შეეხება 9,5 ს ვუწერ აი იმ ფანტასტიკური ჟანრის სპისოკს რაც შეეხება მაქედან მე ტრუმანის შოუ მაქვს ნანახი და მართლა მხეცი ფილმია ჯიმ ქერი თამაშობს მაგ ფილმში და მე მაგრად გამისწორდა
  16. დღეს ვუყურე ჟან ლიუკ გოდარდის Bande à part ს საკაიფო ფილმია კარგი აქტინგით 8,5 ს ვუწერ 9 ც შეიძლება მერე დავიწყე სტენლი კუბრიკი 2001: a space odyssey ს ყურებას ეს ვაბშე მხეცი ფილმი ყოფილა უდაოდ შედევრი ადამიანის განვითარებაზე დაწყებული ნულიდან მაქსიმუმამდე ისე 1968 წელს არის გადაღებული და უძლიერესად არის გაკეთებული ის ეფექტები რაც ამ ფილმშია დაჟე მეგონა ეხლანდელი გადაღებული იყო მომენტებში ისე ძალიან მაგრად იწყება ეს ფილმი იმ უძველესი ხანიდან სადაც ადამიანები ჯერ კიდევ მაიმუნები არიან და მაშინაც კი იგივე ხდებოდა რაც ხდება დღეს ანუ მიწის წართმევა მკვლელობები და ასე შემდეგ ამის თქმა უნდოდა კუბრიკს დასაწყისში და ის ვაბშე მაგარი მომენტია პირველ იარაღს რო იპოვნის ის მაიმუნი და რო დაიწყებს მაგის ხმარებას აი მაქედან დაიწყო ადამიანის განვითარება და მერე უკვე იმდენად განვითარდა რომ მის ქმნილებასთან ანუ იმ რობოტთან ბრძოლა დაიწყო მხეცი ფილმია რა რასაც ქვია გლიჯავს ქულას რაც შეეხება 9,5 ს იმსახურებს ეს ფილმი ულაპარაკოდ
  17. ეგ memento მართლა უძლიერესი ფილმია მე რაც ნოლანის ფილმები მინახავს ყველაზე მეტად ეს ფილმი მომეწონა ამ ფილმიდან კი ის გავიგე რომ ეს ლეონარდი ვინც არის მთავარი მოქმედი პირი ეგ არის სერიული მკვლელი და თვითონ მოკლა თავისი ცოლი ეს არის მთავარი აზრი ამ ფილმის ისე მერე როცა მოვიცლი ამ ფილმისთვის კიდევ ვნახავ მაქსიმალურად მინდა გავიგო ამ ფილმის აზრი ისე ამ ფილმზე ვკითხულობდი რაღაცეებს და თურმე ქრონოლოგიურად პირიქით ვისაც აქვს ნანახი სულ სხვა შინაარსი ქონია ფილმს ეს არ ვიცი როგორ მე არ მინახავს მარა ვისაც უნახავს ისინი ეგრე ამბობენ აი მაგ ფილმს რაც შეეხება ბელა ტარის satantango ს ყურებას მეც ამ დღეებში ვაპირებდი კაკრაზ მაგის ყურებას მაგრად მაინტერესებს როგორც ეტყობა მხეცი ფილმია
  18. დღეს ვუყურე დილით თურქი რეჟისორის ელია კაზანის on the waterfront ს მხეცი ფილმია ხოშიანი აქტინგით 9 ს ვუწერ ამ ფილმს 9,5 იც შეიძლება ეხლა კიდე ჯუზეპე ტორნატორეს Nuovo Cinema Paradiso ს ყურებას მოვრჩი ესეც მაგარი ფილმია ისე მე რეჟისორსკი ვერსიას ვუყურე ამ ფილმსაც 9 ს 9,5 ს ვუწერ
  19. დღეს დავამთავრე კრჟიშტოფ კიესლოვსკის ტრილოგიის ყურება ამით Trois couleurs: Rouge ანუ წითელით ნუ რისი თქმა შეიძლება უმაღლესი დონის რეჟისორია თან ფილოსოფიური მომენტებიც ურევია ამ სამივე ფილმში ისე ცალ ცალკეც შეიძლება ამ ტრილოგიის ნახვა მარა უნჯობესია მიყოლებით ნახვა იმიტომ რომ კავშირი არის ასე თუ ისე ერთმანეთთან მაგრამ ცალ ცალკეც წავა ისე ერთი მომენტი დავიჭირე სამივე ფილმში მოხუცი ქალი რომ აგდებს ბოთლს სანაგვეში გაჭირვებით აი ეს მომენტი სამივე ფილმშია და ამ მომენტში რაღაც აზრი ჩადო კიესლოვსკიმ ჩემი აზრით იმიტომ რომ თეთრში და ლურჯში როდესაც ეს მომენტი მიდის არავინ არ ეხმარება ამ მოხუც ქალს ბოთლის ურნაში ჩაგდებაში მარტო წითელში ეხმარება მთავარ როლში ვინც არის ის ჩემი აზრით აქ იმის თქმა უნდოდა კიესლოვსკის რომ ვისაც დახმარება ჭირდება უნდა დავეხმაროთ და თვალი არ უნდა ავარიდოთ მე პირადად ესე გავიგე ხო აქტინგი მომეწონა მაგრად ამ ფილმში ქულას რაც შეეხება 9 ს ვუწერ ამასაც როგორც წინა ორს მოკლედ მაგრად მასიამოვნა ამ ტრილოგიამ
  20. დღეს კრჟიშტოფ კიესლოვსკის ტრილოგიის მეორე ფილმს Trois couleurs: Bleu ს ვუყურე ესეც ხოშიანი ფილმი გამოდგა როგორც პირველი ამ ნაწილსაც 9 ს ვუწერ ეხლა კიდე ბერნარდო ბერტოლუჩის Ultimo tango a Parigi ს ვუყურე მხეცი ფილმია შეიძლება შედევრებშიც შევიყვანო აქტინგია უძლიერესი მარლონ ბრანდო და მარია შნაიდერი თამაშობენ მთავარ როლებს ორივე ძალიან მაგრად თამაშობს დაგლიჯა მოკლედ ამ ფილმმა 9 ს ვუწერ 9,5 იც შეიძლება
  21. ეხლა დავიწყე კრჟიშტოფ კიესლოვსკის ტრილოგიის სამი ფერის ყურება ჯერ თეთრით დავიწყა ანუ Trois couleurs: Blanc ამით და მაგრად მომეწონა დაჟე არც მოველოდი ესეთი საკაიფო ფილმი თუ გამოდგებოდა ზეგ დავამთავრებ ამ ტრილოგიას ისე კი ამ ფილმს 9 ს ვუწერ
  22. ეხლა მოვრჩი ლუჩინო ვისკონტის Rocco e i suoi fratelli ის ყურებას კარგი ფილმია პროსტა აქტინგი მაგრად არ დამევასა ეს აქვს ამ ფილმს ნამეტანი დიდი მინუსი ისე კი 9 ს ვუწერ ფილმს
  23. ეხლა მოვრჩი la haine ს ყურებას ხოშიანი ფილმია კარგი აქტინგით ქულას რაც შეეხება 9 ს ვუწერ
  24. ეხლა მოვრჩი იასუჯირო ოზუს ფილმის Tôkyô monogatari ის ყურებას ხოშიანი ფილმია 9 ს ვუწერ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.