Jump to content

POKEMAN

წევრი
  • Posts

    873
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by POKEMAN

  1. გუშინ ვუყურე ფილიპე კლაუდელის Il y a longtemps que je t'aime ს მაგარი ფილმია უბრალოდ მგონი კინო აპარატით არ არის გადაღებული რაც მაგარ სხვაობას აჩვენებეს ეკრანზე სხვა ფილმებთან შედარებით ისე აქტინგი მომეწონა 9 ს ვუწერ ამ ფილმს მერე ნიკოლას რეის in a lonely place ს ვუყურე ესეც მაგარი ფილმია ისე ეს ბოგარტი მართლა მხეცი მსახიობი ყოფილა და ამ ფილმშიც თავის დონეზე თამაშობს ქულას რაც შეეხება 9 ს ვუწერ ამასაც ისე ჟორჟ გეცოდინება ეს ფილმ ნოირი რა არის ? ძველ ფილმებს ეს უწერიათ რატომღაც და ვერ გავიგე რა არის კიდევ ლუის ბუნუელის მორიგ შედევრს ვუყურე Nazarín ს უძლიერესი ფილმია თავისი ფილოსოფიური სმისლით ერთ მღვდელზე რომელიც აბსოლიტურად იმ პრინციპებით იმ იდეოლოგიით ცხოვრობდა რასაც რელიგია მოგვიწოდებს და ნაჩვენებია თუ როგორი მიუღებელია ეს იდეოლოგია ხალხისთვის თან რაც მთავარია არა მარტო ხალხისთვის თვითონ ეკლესიისთვისაც კი ისე ფაქტიურად ქრისტეს ცხოვრებაა გადმოტანილი ეხლანდელ დროში აქ კიდევ ბუნუელს იმის თქმა უნდოდა რომ არ აქვს დროს მნიშვნელობა ადამიანები ისევ იგივენაირები არიან როგორებიც მაშინ იყვნენ და არა მარტო მაშინ ამას შეიძლება დაუკავშიროთ სტენლი კუბრიკის 2001 ის პირველი ნახევარი რითიც იწყება ადამიანის განვითარება რაც ნაჩვენებია პირველ ნახევარში ანუ მკვლელობით რომ იწყება ყველაფერი ეს მკვლელობა კიდევ მიწის გამო მოხდა და ვისაც იარაღი აქვს ხელში მიწაც იმას რჩება ანუ იმის თქმა მინდა რომ რეალურად ადამიანს სულში უდევს ის რაც კუბრიკმა აჩვენა პირველ ნახევარში უბრალოდ 21 საუკუნეში ჰალსტუხით არის შენიღბული ადამიანი და ღმერთმა იცის კიდევ ეხლანდელი ადამიანი უფრო საშიშია თუ მაშინდელი მოკლედ ძალიან შორს წავედი ამ შედევრს რაც შეეხება 9,5 ს ვუწერ მხეცი რეჟისორია ეს ბუნუელი ეხლა კი ჟაკ ბეკერის შედევრის le trou ს ყურებას მოვრჩი ეს ფილმიც მხეცია ამ რეჟისორის სხვა ფილმები არ მაქვს ნანახი ამ ფილმის ბოლო 20 წუთია გენიალური მანამდეც მაგარია მაგრამ ბოლო 20 წუთია განსაკუთრებით მაგარი მოკლედ რომ ვთქვა ამ ფილმში ნაჩვენებია ის რომ იუდა მარტო ქრისტეს დროს არ იყო ისე ფილმი მართლა ძალიან მაგარია 9,5 ს ვუწერ
  2. დღეს ფედერიკო ფელინის I vitelloni ს ვუყურე მაგრად გამისწორდა აქტინგსაც არაუშავდა 9 ს 9,5 ს ვუწერ ეხლა კი ფრენცის ფორდ კოპოლას შვილის სოფია კოპოლას lost in translation ის ყურებას მოვრჩი საკაიფო ფილმია ლიოჰკი საყურებელი ისე აქტინგი მაგრად დამევასა სკარლეტ იოჰანსონის განსაკუთრებით ბილ მიურეისაც არაუშავდა ქულას რაც შეეხება 9 ს ვუწერ 9,5 იც შეიძლება
  3. ეხლა მოვრჩი მიქელ ანჯელო ანტონიონის L'eclisse ს ყურებას მორიგი შედევრი ანტონიონის მხეცი რეჟისორი ყოფილა მართლა ისე რატომღაც ლიოჰკათ ვუყურე ანუ ცალი თვალით ასე რო ვთქვათ და მერე ვნახავ ამ ფილმსაც კიდევ ერთხელ ყურადღებით ოღონდ და მიუხედავად ამ უყურადღებობისა მაინც მაგრად გამისწორდა ბლომად ფილოსოფიური მომენტები ურევია ამ ფილმში და ძალიან მაგრად მთავრდება ისე აქტინგს რაც შეეხება მაგრად მომეწონა და მე რაც ვნახე მონიკა ვიტის მონაწილეობით ფილმები მაგრად დამევასა ხო ქულას რაც შეეხება 9,5 ს ვუწერ
  4. ხო ცუდად ვეძებდი სპასიბა
  5. თუ ეგრე უნდოდა გადმოცემა მაშინ ჩემი გადმოსახედიდან მაგარი გოიმურად არის გადმოცემული მართალი ხარ კუროსავას ფილმებშიც არის ეგეთი მომენტები აი ამ ფილმში ეხლა რაც ვნახე საერთოდ არ გავს მაგ როკო და მის ძმებს სულ სხვა სტილშია გაკეთებული რაც მე გაცილებით მომეწონა ასევე იგივე კუროსავას high and low არის გაცილებით უფრო პრიატნი და არა კუსტატული მომენტებით - აქტინგით გაძეძგვილი ჩემი გადმოსახედიდან ხო ისე შენ ხო არ იცი რუტრაკერზე ვერ ვნახულობ ტარკოვსკის ფილმებს და რატო დავიჯერო არ დევს მაანდ ?
  6. ნამეტანი ხელოვნური მომენტები დავიჭირე მაგ ფილმში რასაც მე ვისკონტის მინუსად უფრო ვთვლი ვიდრე მსახიობების მინუსად თვითონ ფილმის შინაარსი მეც გამისწორდა
  7. ეხლა მოვრჩი ლუჩინო ვისკონტის le notti bianche ს ყურებას ყველაფერი მომეწონა ამ ფილმში შინაარსი ატმოსფერო აქტინგი უძლიერესი ფილმია მარჩელო მასტროიანის მხეცი აქტინგით განსაკუთრებით ცეკვის ეპიზოდი მომეწონა სადაც მარჩელო გამოხატავდა ზუსტად იმ მდგომარეობას იმ გრძნობას რასაც ის განიცდიდა იმ მომენტში ისე ძალიან მაგრად მთავრდება ეს ფილმი ბოლოში მარტო რო რჩება ძაღლთან ერთად და რო მიუყვება გზას ეს მომენტი იყო ძალიან მაგარი მე რაც გავიგე ის იყო რომ მიუხედავად იმისა რომ რაღაც მომენტში ბედნიერი იყო მარჩელო მაინც არ იყო ეს ბედნიერება ნამდვილი ასე ვთქვათ ხელოვნური იყო და მან იცოდა კიდევაც ეს ანუ იცოდა რომ მარტოსული იყო და ჩემი აზრით ამას აბსოლიტურად გამოხატავდა ის ბოლო კადრი ქულას რაც შეეხება 9,5 ს ვუწერ ისე ვისკონტის ფილმების ყურებას აღარ ვაპირები როკო და მისი ძმების ნახვის შემდეგ იმიტომ რომ საშინელი აქტინგი იყო მგონი მაგაზე ცუდი აქტინგი ესპანურ სერიალებშიც არ არის ამ ფილმის ყურება მარჩელოს გამო გადავწყვიტე და გაამართლა კიდევაც
  8. ეხლა მოვრჩი ფატიჰ აკინის მორიგი ფილმის Im Juli. ის ყურებას საკაიფო ფილმია 8,5 ს ვუწერ ისე ეგ სკაიფოლი შეიძლება მეც ჩავიწერო კაკრაზ ბარდემის გამო
  9. გუშინ ვუყურე მიქელანჯელო ანტონიონის l'avventura ს მორიგი შედევრი ანტონიონის ეს ფილმი და il grido მაგრად დამევასა ერთმანეთზე უკეთესი ფილმებია აქტინგიც მაგრად მომეწონა 9,5 ს ვუწერ მერე ვუყურე ჯონ ჰიუსტონის the maltese falcon ს საკაიფო ფილმია კარგი აქტინგით 9 ს დავუწერდი ეხლა კი ფატიჰ აკინის Gegen die Wand ის ყურებას მოვრჩი მაგრად მომეწონა 9 ს დავუწერდი 9,5 იც შეიძლება ისე მაგრად მომეწონა ეს თურქი რეჟისორი auf der anderen seite ი ვნახე ამასწინად და მაგრად დამევასა როგორც ეს ფილმი ტიმ ბარტონის edward scissorhands რამოდენიმე ხნის წინ ვნახე მეც კარგი ფილმია ცოტა უცნაურ სტილშია გადაღებული მე პირადად ცოტა ბავშვური მომეჩვენა თუმცა ცუდი ფილმი ნამდვილად არაა 8,5 ს დავუწერდი მაგ ფილმს
  10. კარგი მაგას გამოვიწერ დაბალ ფასიანს თუ კაშმირის დადებულ პანასონიკს ჯობს დიდი მადლობა ორივეს ისე კაშმირის კომენტარსაც დაველოდები
  11. მაგ ორი ნაშნიკიდან რომელი ჯობია დაბალ ფასიანებს ვგულისხმობ ?
  12. მოკლედ ყურსასმენის ყიდვა მინდა რო ფილმებს ვუყურო წყნარად დინამიკებში ვერ ვუყურებ ფილმებს ხმაურია ჩემთან სახლში და ნაუშნიკებში ალბათ უფრო კომფორტულად ვუყურებ თანხას რაც შეეხება 50 ლარის ფარგლებში თუ საჭირო გახდა 20 ლარსაც დავამატებ ხო და ერთი კითხვა მაქვს მე არ მაქვს ხმის კარტა და იქნება თუ არა განსხვავება დედაპლატაზე შეერთებულ ნაშნიკს და კეისზე შეერთებულს შორის ?
  13. ხუან ხოსე კამპანელას El secreto de sus ojos ი ანუ the secret in their eyes რამოდენიმე დღის წინ ვნახე ეგ ფილმი ისე მაგრად მომეწონა სკრინის დადებას რაც შეეხება სხვამ დადეთ ჩემ მაგივრად
  14. ეხლა მოვრჩი სტენლი კუბრიკის მორიგი ფილმის lolita ს ყურებას კარგი ფილმია მაღალ დონეზე გაკეთებული პროსტა შინაარსი არ დამევასა დიდად განსაკუთრებით რო მოკლა ჰამპერტმა ის ტიპი აბსოლიტურად შორს არის ეგ მომენტი რეალობისგან ქულას რაც შეეხება 9 ს ვუწერ
  15. ეხლა მოვრჩი მიქელანჯელო ანტონიონის il grido ს ყურებას ძალიან მომეწონა ამ რეჟისორის ფილმებიდან რაც მაქვს ნანახი ყველაზე მეტად ეს მომეწონა ისე კი ნანახი მაქვს the passenger და blow up ორივე კარგი ფილმია თუმცა ეს განსაკუთრებით მომეწონა 9,5 ს ვუწერ ამ ფილმს ისე გავიტანჯე ბლუ რეიში ვერ მოვნახე ეს ფილმი ვერც რუტრაკერზე ვერც ჰდ კლუბზე და გადმოვწერე მერე dvd ზე კიდე კარგი რომ სუბტიტრები ქონდა თორე რუსულად ფაქტიურად ვერაფერს ვერ ვიგებდი ისეთი ცუდი ხარისხი ქონდა მარა მაგრად მასიამოვნა
  16. ეხლა მოვრჩი ლუის ბუნუელის Belle de jour ის ყურებას მხეცი სუირეალისტური ფილმია ისე ბლომად მომენტებია რაც მაფიქრებინებს იმაზე რომ მთელი ფილმი სევერიანეს წარმოდგენაა და არა რეალობა და ასევე ბლომად მომენტებია როცა პირიქით მგონია ერთ ერთი საუკეთესო ფილმია რაც მე მინახავს ბუნუელის 9,5 ს ვუწერ რაც შეეხება იმ ტერენს მალიკის the tree of life ს რავიცი მე ლიჩნად ძალიან მაგრად მომეწონა და ბევრ რამეში რაც მაგ ფილმშია გადმოცემული ვეთანხმები დაჟე ისე მომეწონა რომ 9,5 ი დავუწერე რავიცი რატომღაც ვერ გავიგე მასეთი აცენკა რატომ აქვს
  17. მილოშ ფორმანის ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა მართლა მაგარი ფილმია სულ მცინრე 9,5 ს იმსახურებს თან მაგარი აქტინგით ისე ეგ ფილმი თუ დაგევასა midnight cowboy ს უყურე დაახლოებით ერთი სტილის ფილმებია სტილს ვგულისხმობ თორე საერთო არაფერი აქვთ ესეც მოგეწონება ბრაიან სინგერის the usual suspects იც მორიგი მხეცი ფილმია მანდაც ძლიერი აქტინგია 9,5 ს იმსახურებს ეგ ფილმი დღეს ისე ხუან ხოსე კამპანელას El secreto de sus ojos ს ვუყურე მაგრად მომეწონა ეს ფილმი და აქტინგიც მომეწონა ისე ჩემ ახალ მონიტორში u2312hm ში ისე მაგრად აჩვენებს რომ დამაშტერა რასაც ქვია ყველა ნაოჭი ნაქვთი ტილი ზღმარტლი ყველაფერი ჩანს ჩემი ეს რა მაგარი მონიტორი ყოფილა ხო ფილმს რაც შეეხება მართლა საკაიფო ფილმია 9 ს ვუწერ 9,5 იც შეიძლება ეხლა კი ტერენს მალიკის the tree of the life ს ვუყურე მხეცი ფილმია არც მეგონა ესეთი ღრმა ფილმი თუ იქნებოდა ფილოსოფიური მომენტებიც ბლომად არის ამ ფილმში და ვისაც ევასება ინტელექტუალური ფილმები არ უნდა ესეც უნდა ნახოს ისე ამ იმდბზე მე რასაც ვუყურებ თითქმის ყოველთვის ადეკვატური რეიტინგები აქვს ხოლმე ფილმებს რატომღაც ამ ფილმს ის რეიტინგი არ აქვს რაც ეკუთვნის არ ვიცი რატომ შეიძლება ზოგი ვერ ჩაწვდა სიღრმეებს ძმების ურთიერთობას მამის დედის ცოლ ქმრის ურთიერთობას რელიგიის არსს თუმცა როგორც წესი სხვა ამ დონის ფილმებს ის რეიტინგი აქვთ ხოლმე რაც ეკუთვნით ამ ფილმს რაც შეეხება 9,5 ს ვუწერ
  18. ეხლა მოვრჩი ჯონ კასავეტესის a woman under the influence ს ყურებას ჩემი აზრით მებელი იმიტომ იყო ისეთი როგორიც იყო რომ მის გარშემო არავინ არ იყო ისეთი ადამიანი ვინც გაუგებდა მას მის სურვილებში ყველა გაურბის მას რაღაც დისტანცია უჭირავთ ეშინიათ მისი რატომღაც მაგრამ ჩემი აზრით საერთოდ არ არის საშიში ტიპი პირიქით ბავშვური ტიპია რაც ჩანს იმ სცენებში როდესაც ბავშვებთან ერთად თამაშობს მაგრამ ეს ქცევები არ დაევასება ბავშვების მშობელს და გადაწყვეტს წაყვანას ბავშვებისას მოკლედ გარემოს გამო არის ის ასეთი დაკომპლექსებული ასე ვთქვათ მხეცი ფილმია ქულას რაც შეეხება 9,5 ს ვუწერ ხო აქტინგია სასწაული ამ ფილმში
  19. გუშინ ვუყურე ტერი ჯორჯის hotel rwanda ს მაგრად მომეწონა თან ნამდვილ ამბავზეა გადაღებული ისე ეგეთი ადამიანი 1000 კაცში შეიძლება 1 ი იყოს ან საერთოდ არ იყოს ქულას რაც შეეხება 9 ს ვუწერ 9,5 იც შეიძლება აქტინგიც მომეწონა ეხლა კი ალეხანდრო პეინის about schmidt ს ყურებას მოვრჩი საკაიფო ფილმია ჯეკ ნიკოლსონი თამაშობს თან ქულას რაც შეეხება 8,5 ს ვუწერ ისე ეს ბოლო ხანები ცოტა მოვუკელი ფილმების ყურებას ეხლა ისევ დავიწყებ მოშნად
  20. აზიური ფილმების სმისლი მევასება მე აი აზიური ფილმების აქტინგი მეც არ მევასება მაგრამ იმისთანა სმისლი აქვს ხოლმე ძირითადად აზიურ ფილმებს რომ მერე სულ მავიწყდება აქტინგი
  21. გადმოწერა თუ გაინტერესებს რუტრეკერიდან ვიწერ ხოლმე ფილმებს უცნაურ ფილმებში კიდე შენ რას გულისხმობ აი წინა გვერდზე გიორგიმ დადო იმდბს ტოპ რეჟისორების სპისოკი და გადახედე მაგ რეჟისორის ნამუშევრებს და მაგრადაც ისიამოვნებ მე მასე ვაკეთებ ვნახულობ რომელ რეჟისორს რა ფილმი აქვს გადაღებული მერე ვარჩევ და ვუყურებ ვიწერ როგორც გითხარი რუტრეკერიდან
  22. ისე მაღაზიის რჩევას დიდად ნუ გაითვალისწინებ პირადი გამოცდილებიდან გეუბნები მონიტორს რაც შეეხება http://www.ultra.ge/?path=0-1-10-11-146-147-154&product_id=85813 აი ეს ვიყიდე გუშინ და მართლა ხოშიანი რამეა ერთი ცალი დარჩათ ეს მონიტორი ამ მაღაზიაში
  23. ეხლა მოვრჩი კენჯი მიზოგუჩის Ugetsu monogatari ის ყურებას პირველად ვნახე ამ რეჟისორის ფილმი და მაგრად გამისწორდა ქულას რაც შეეხება 9,5 ს ვუწერ მართლა მაგარი შინაარსი აქვს ოჯახური ურთიერთობებია ამ ფილმში ნაჩვენები ქმრები როგორ არ ითვალისწინებდნენ თავიანთი ცოლების აზრს რამაც კატასტროფამდე მიიყვანა ისინი ასევე ფული როგორ აბრმავებს ადამიანს და როგორ მართავს მათ ერთ ქმარს ფულისადმი მიდრეკილება აქვს მეორეს გავლენისადმი ორივე მიაღწევენ ამ ყველაფერს მაგრამ არც ერთი ჩესნად ასე რომ ვთქვათ ერთმა მდიდარი ქალი მოიყვანა ცოლად და სულ დაივიწყა თავისი ცოლ შვილი მეორე კიდე აფერისტობით გახდა სამურაი რაც მისი ოცნება იყო თავისთავად ამ შემთხვევაში ფულსაც და ვლასტსაც აზრი ეკარგება თუმცა გააჩნია ადამიანსაც ზოგმა იცის კიდევაც რომ ცუდ საქმეს აკეთებს თავის ზნეობას მაინც აბიჯებს ზოგი კიდე უგუნურებით აკეთებს ამ ყველაფერს მე მაინც ამ ფილმში რაც მოხდა უგუნურებას დავარქმევდი იმიტომ რომ ბოლოს ორივე მიხვდა რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს თუმცა გვიანი იყო ერთს ცოლი მოუკვდა მეორეს ცოლმა კიდე მეძავობა დაიწყო მოკლედ მხეცი ფილმია
  24. კარგით დიდი მადლობა ყოველ შემთხვევაში დახურეთ თემა
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.