Jump to content

T.J.

წევრი
  • Posts

    302
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    2

Everything posted by T.J.

  1. უშუალოდ დასაწყისში რომ ხმა აქვს და მერე ჩუმდება ესეიგი ქულერი გაქვს დასაზეთი, არსებობს სილიკონის სმაზკებიც მაგრამ აქ სად იშოვი.. ხოლო თუ დასაწყისში ქულერების ბრუნი უფრო მეტია ვიდრე მუშაობისას idle რეჟიმში ეგ სავსებით ნორმალური მოვლენაა და სანერვულოც არაფერია.
  2. პირველ რიგში ყველაფერი სწორად გიყენია, კარგია... 44,1 და 48_ზე ძირითადად მუსიკალური MP3 ფაილებია. ხოლო 96K და 192K_ზე მაღალი ხარისხის ფილმები.
  3. მეც ძალიან მაგრად მაწვალა მაგ VIA HD საუნდის სოფტმა. აი გამოსავალიც, ძალიან მარტივია... აუტო დეტექცია უნდა გაუთიშო და ხმა ავტომატურად ყველა არხში წავა.. ან არის კიდევ ესეთი გამოსავალიც http://fanntech.com/Clkj_Images/upfile/smallpic/201152016463414354.jpg
  4. ეს ქეისების დალოქვა ზანტი და ზარმაცი კომპანიების მოგონილია, ვისაც პროფესიონალიზმი არ ყოფნის ახსნას თუ რა და როგორ და ამიტომ ეგრევე კეისებს პლომბავს. ლოკალურ სბორკებზე რომ არაფერი ვთქვათ, ამას წინათ Acer_ის ბრენდ კომპიუტერები ვნახე და ქარხნული პლომბი ედო, მაგრამ ოფიციალურ სერვის ცენტრმა გახსნაზე დასტური მოგვცა... სართოდ თითზე ჩამოსათვლელი ყველა ის კომპიუტერული მაღაზია რომელიც ქეისის გახსნაზე შეზღუდვებს არ გიწესებს პლომბის სახით, მე რაც ვიცი ესეთი სულ 2 კომპანიაა: ALTA და PCSHOP.GE საერთოდ ბრენდების მსგავსად პოლიტიკა აქაც იგივეა, თითოეული დეტალის სერიული ნომერი ბაზაში ტარდება. მთავარია ფიზიკური დაზიანება და წყლის ნიშნები არ აღენიშნებოდეს დეტალს. უფრო მეტიც, PCSHOP.GE_ში ნაყიდ ნებისმიერ კომპიუტერზე ქულერიდან დაწყებული კვების ბლოკით დამთავრებული ყველა დეტალზე 1 წლიანი გარანტიაა. პრობლემის შემთხვევაში არც გეკითხებიან მტვრისგან არის კვება და ქულერი დაზიანებული თუ მაღალი ძაბვის მოვარდნისგან. ეგრევე უკომენტაროდ ცვლიან. სამწუხაროა მაგრამ ძალიან ბევრი მომხმარებელი ამა თუ იმ ნივთის შეძენისას არ ითვალისწინებს გაყიდვის შემდგომ სერვის მომსახურების ხარისხს, სანამ თავის თავზე არ გამოცდის და საგონებელში არ ჩავარდება... ცუდი როცა ყველამხრივ შეზღუდულია მომხმარებელი, ან მტვრის გაწმენდაა საჭირო, ან რომელიმე დეტალის ჩამატება, ან თუნდაც შეცვლა... ესეიგი სულ იღლიაში ამოდებული კეისით უნდა ირბინოს უბან-უბან? ))) რაც შეეხება თემას, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ ვიდეო ბარათი გადახურდა და არტეფაქტებიც მანდედან გამომდინარეა. ვიდეო შეამოწმებინე Stress ტესტზე...
  5. ძალიან ბევრ მომხმარებელს წარმოდგენა არ აქვს UAC_ის გთიშვაზე, ამიტომ თქვენის ნებართვით დავდებ მარტივ ფოტოგაიდს.
  6. სხვადასხვა ბრძანებების ნაკრები, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ავტომატური ინსტალაციის პროცესების მართვას ანუ ე.წ. "Silent" რეჟიმი. მაგ: Run_ში თუ ჩაწერ CMD_ს და ბრძანების ველში მიუთითებ Skype_ის საინსტალაციო ფაილის ზუსტ მისამართს და ბრძანება /silent _ს პროგრამის ინსტალაცია მოხდება User Interface Bar_ის გარეშე ანუ ეკრანზე ინსტალაციის არანაირი პროცესი და ფანჯრები არ გამოჩნდება, თუმცაღა მაგის კონტროლი ისევ და ისევ უამრავი Silent ბრძანებებით არის შესაძლებელი. კოტე, ინსტალაციის წესების დაცვით თუ გააკეთებ ყველფერს, პასუხისმგებელი ვარ რომ ყველაფერი იდეალურად იმუშავებს და აუცილებლად გაითვალისწინე რომ პროგრამების ჩამონათვალი ზემო პოსტში მითითებულ სურათს უნდა შეესაბამებოდეს, რომლის კორექტირებაც ძალიან მრტივია, ეგეც ფოტოზეა ნაჩვენები. ერთხელ დაალაგებ თანმიმდევრულად და სამუდამოდ დაისვენებ... თუ რამე დამატებით დაგაინტერესებთ დაპოსტეთ... დიდი მადლობა გაწეული დახმარებისთვის...
  7. გეთანხმები, ინსტალატორებისთვის სამეზობლო ყველაზე დიდი გულისტკივილია. მიუხედავად იმისა რომ კომპ-სერვისი ჩემი საქმე არ იყო, რომ დავინახე როგორ წვალობდნენ ჩვენი სერვისმენები Next-Next_ზე მაუსის დაწკაპუნებით თითქმის მთელი დღის განმავლობაში და პარალელურად უამრავი საქმე კიდევ გასაკეთებელი რჩებოდა, დავიწყე გამოსავლის ძიება და ბევრი ექსპერიმენტის შემდეგ ვფიქრობ კარგი შედეგი მივიღე. ყოველშემთხვევაში პრაქტიკაში საკმაოდ დიდი ხანია იყენებენ და საკმაოდ წარმატებითაც. "+"_სთვის მადლობა, მაგრამ ეს თემა ჩემი ძველი User_ით დავპოსტე სრულიად შემთხვევით და რეალურად ამ User_ით შემოვდივარ ხოლმე. თუ რამე და T.J._ზე შეგიძლია დამაპლიუსო, რეიტინგში გამომადგება ამ პროგრამის FULL ვერსიას ერთი კარგი ფუნქციაც აქვს, შეგიძლია Windows 7/Vista/XP_ის დისკში სასურველი პროგრამების ინტეგრირება მოახდინო, მაგრამ მე ჯერ არ მიცდია... უბრალოდ Buid ვერსიები ყოველთვე სულ ახალ-ახალი გამოდის და ყოველთვე ერთი და იგივე პროცედურები კეთება ძალიან არაპრაქტიკულია...
  8. კონკრეტულად ეს პროგრამა არის ე.წ. Player_ი. პროგრამების სასურველი ჩამონათვალი რომ გააკეთო დაგჭირდება Almeza Multiset Pro_ს FULL ვერსია, ყველაფრის 0_დან დაწყება, ბევრი დრო და დიდი ნებისყოფა. დაგჭირდება ფორუმებზე ძვრომიალი პროგრამების შესაბამისი Silent Command Line_ების საძებნელად და უამრავი ექსპერიმენტის ჩატარება. მაგის გარდა აუცილებლად დაგჭირდება Windows OS_ის კლონის გაკეთება, რადგან ძალიან ბევრჯერ მოგიწევს სისტემის გადაყენება, ან რეგისტრებიდან სათითაოდ ჩარჩენილი "ნაგვის" წმენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ზოგიერთი პროგრამების სეთინგების ანულირება მხოლოდ პროგრამის წაშლით არ განისაზღვრება და მაგრად შეგიშლის ექსპერიმენტების ჩატარებაში ხელს... მაგრამ არის მიზანი და არის მონდომება დანარჩენს პრაქტიკა გიჩვენებს... თუ რამე და დააპირებ -წარმატებები დიდი მადლობა რჩევისთვი, კარგი კაცი ხარ! უბრალოდ საკმარისზე მეტად შევაწუხე ადმინი და არ მინდა მოსაბეზრებელი ადამიანის სახელით ჩავეწერო ისტორიაში. რაც შეეხება ოფისის ქართულ ინტერფეისს. ეგ არის Language Interface Pack (LIP) ვერსია და Language Pack (LP, MUI)_სგან იმით განსხვავდება რომ პროგრამის მხოლოდ ძირითად მენიუებს აქართულებს. მაგრამ მე რომ გადავხედე, თითქმის ბოლომდე გაქართულებული იყო, ერთადერთი HELP ფაილები დარჩა ინგლისურზე.
  9. თბილისის მასშტაბით ყველაზე ნორმალურ და იაფიან კვების ბლოკად ითვლება CODEGEN_ი, თან გარანტიაც აქვს 6-12 თვე მოდელის მიხედვით... მაგრამ შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციო, მაგ: 400w Codegen არის ვიდეო ბარათის 6_pin კონექტორითაც და გარეშე, პარტ ნომერით ერთიდაიგივეა. 6_pin კონექტორი რომელსაც აქვს ის უფრო მძიმეც არის და შესაბამისად უკეთესიცაა თან გარანტიით. კონექტორის გარეშე გაცილებით უფრო მსუბუქია გამაგრილებელი რადიატორების სიმცირის გამო, შესაბამისად მაღალ დატვირთვაზე თან ზაფხულში უეჭველი ბუთქავს გააჩნია სისტემა რა გაქვს დაწერე და გეტყვი ოპტიმალურ ვატიანსაც და ფასსაც.
  10. ეხლა კიდევ გადავამოწმე და რაღაც შეცდომაა გაპარული ისნტალატორში... ხვალ ლინკს დვაკორექტორებ და ადმინს გავუგზავნი და ვთხოვ რომ ჩაასწოროს...
  11. სისტემური ბლოკში ყველა კომპონენტი საგულდაგულოდ მაქვს გაწმენდილი , ქულერიც ახალი გამოცვლილი მაქვს, უბრალო cooler master დავაყენე copper base_ით... მაშინ მეტის საშუალება არ მქონდა. თვითონ პროცესორების თაობა არის ძალიან ცხელი. overclockers.ru_ზე წავიკითხე Intel Pentium D930_ის რაზგონზე და 67 გრადუსამდე ავიდა მაქსმალური ტემპერატურა, აი ამ ქულერით Tuniq Tower 120 , თან ძვირიც არ ღირს რომ შეუკვეთოს და ჩამოიტანოს ადამიანმა, მაგრამ უკვე Sandy Bridge_ზე დავიწყე ფიქრი და ვნახოთ რა გამოვა http://www.howtobuildcomputers.net/media/uploads/computerguide3/heatsink-tuniq-tower.jpg
  12. მადლობა ყველას რჩევისთვის.... შვებულებას გამოვიყენებ და უნდა ჩავუჯდე და წავიკითხო რაც შეიძლება ბევრი ლიტერატურა რაზგონთან დაკავშირებით...
  13. ტაიმინგების გაწერა რა ფორმულით ხდება?
  14. Intel Burn Test გაუშვი და Standard მიუთითე Download http://image.just-download.com/data_images/2011/05/03/1304433095-intelburntest1.png
  15. +1 1155 მაზერს 135 ლარადაც დაითრევ MSI_ს და თუ ახლო მომავალში აპირებ მანამდე G სერიის ახალი პროცესორების ფასიც დარეგულირდება გამომდინარე იქიდან რომ ახალი ხილია ჯერ ქართულ ბაზარზე... საბოლოო ჯამში მიიღებ მეტ წარმადობას და უახლეს პლატფორმას გაძლიერების პერსპექტივით ;)
  16. ვეთანხმები, მაგრამ გააჩნია ოპერატიული მეხსიერების რამდენი სლოტი გაქვს დედაპლატაზე. თუ 2, მაშინ უმჯობესია 4GB ოპერატიული აიღო, სამომავლოდ გაზრდის პერსპექტივა რომ გქონდეს, მაგრამ სისტემასაც გააჩნია და საქმიანობასაც, ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი...
  17. გაიხარე!... პროცესორის ტემპერატურას ყურადღება მიაქციე და თუ რამე 40 ლარის ფარგლებში მერე შეგიძლია Cooler Master TX3 იყიდო, 10 გრადუსამდე შეღავათს მოგცემს სავარაუდოდ... მგონი შეგვიძლია თემა დავხუროთ :)
  18. მემამულენო, იქნებ დამეხმაროთ ო.კ._ში... უპირველეს ყოვლისა უნდა ვაღიარო რომ ძალიან ძველი და პირველი თაობის ორბირთვიანი პროცესორი მაქვს, ხო და ამის აჩქარება დიდ შედეგს ნამდვილად არ მომცემს, მაგრამ აჩქარების ინტერესი უფრო დიდი მაქვს ვიდრე მისგან მიღებული სარგებელის. სისტემური კომპონენტები: Intel Pentium D945 3.4GHz Cooler Master Cooper Base 775 Cooler 2300rpm Asus P5B Deluxe Kingston DDR2 1GB x 2 (Dual Channel) Cooler Master 400W PSU პირველად ვცადე ბიოსიდან AI Tuning_ის მეშვეობით 10% Overclocking_ი (მეტის მომატების საშუალება არ მომცა) და სიხშირემ 3,4 (idle_50°C)_დან 3,7GHz (load_70°C)_ზე აიწია. (ისეთი "პლიტა" პროცესორებია, რომ მემგონი ამას გასაგრილებლად წყლის გარდა არაფერი არ უშველის.) http://b.pix.ge:81/k/7r6wv.jpg ამის მერე გადავედი Manual რეჟიმში და $#^#(|ადე სიხშირის 3,8GHz_მდე აწევას (224 x 17) ისე რომ ოპერატიულების სიხშირე (667) მიახლოებით შემენარჩუნებინა, მაგრამ საერთოდ არ ჩაირთო. http://a.pix.ge/l/vymtl.jpg ასეთი კითხვა მაქვს: როდესაც ძაბვები bios_ში auto_ზე აყენია, აჩქარებისას მოთხოვნის შესაბამისად ავტომატურად ახდენს მატებას, თუ ჩარევა მაინც აუცილებელია? FSB_ის რეგულირებით, მაგრამ ძაბვის მომატების გარეშე, როგორ ფიქრობთ 3,7GHz მაქსიმალური სიხშირეა? intel_ის ოფიციალურ საიტზე მითითებული ვოლტების (1.200V-1.3375V) დიაპაზონის დაყენება პროცესორისთვის რაიმე საფრთხეს ხომ არ წარმოადგენს? P.S. - სტატიებიდან ვიცი რომ 1,45 - 1,5_მდე კარგი გაგრილების პირობებში დასაშვებია. Intel Pentium D945 Spec's $#^#(|ადე დამედო ყველა ის ფოტო, რომელიც ვფიქრობ რომ დაკავშირებულია აჩქარებასთან... http://b.pix.ge/t/8pbln.jpg http://a.pix.ge/b/7fvz8.jpg თითქოს უწერია რომ ღია მამრავლი აქვს, მაგრამ BIOS_ში multiplier არ აქვს. Asus AI Suit_ით $#^#(|ადე მამრავლის მომატებას, მაგრამ არანაირი რექცია არ ქონდა აბა, ოვერკლოკის მამებო, რა მირჩევთ, როგორ მოვიქცე უკეთესი შედეგისთვის?
  19. მაგ დროს, Cmos მეხსიერებაში (ჩვენ რომ BIOS ვეძახით) ახდენს ბოლოს დაფიქსირებული პარამეტრების შენახვას, და შემდეგ ახალი პარამეტრების მიხედვით ახდენს ჩატვირთვას. ასე რომ ეგ ნორმალური მოვლენაა მაგრამ, შენს დაყენებულ სიხშირეებს ინარჩუნებს თუ ანულირებას უკეთებს და ქარხნულ პრამეტრებს უბრუნდება?
  20. P. D სერია ერთ–ერთი ყველაზე ცხელი პროცესორებია, მაგის გაგრლებაზე დიდი თანხის დახარჯვა ნამდვილად არ ღირს, არ გინდა, ძალიან ნუ გადაახურებ პროცესორს, 80 მართლაც ზედმეტია თან დატვირთვის გარეშე. 233 სინჯე და ნახე ტემპერატურა რამდენზე ავა, შეიძლება თამაშის დროს გადაგიტვირთოს კიდევაც... სტაბილურობაზეც უნდა გაატარო, წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალ სიხშირეს შედეგის გარეშე რა აზრი აქვს...
  21. 225_ზე რომ აწიე მამრავლი რამდენია? 17? თუ მამრავლი არ შეგიცვლია მაშინ უნდა გქონდეს 225 x 15 = ~3.4GHz მაგრამ მაგას რომ თავი დავანებოთ, Pentium D9xx NFS Carbon_ზე არ ჭედავს ეგ პროცესორი... ოპერატიულიც და ვიდეოც აფსოლიტურად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ერთადერთი რისი ეჭვიც ყველაზე მეტად მაქვს ტემპერატურაა... პროცესორი ან ვიდეო რა ტემპერატურებზეა?
  22. სოსო ექიმი ძალიან სწორად გიხსნის, Intel Pentium D9xx პროცესორის მინიმალური კოეფიციენტია 12x, ხოლო შენს D925 მაქსიმალური აქვს 15x. ხანდახან შეიძლება მუშაობდეს მინიმალურ ზღვარზე, მაგრამ ოდნავ დატვირთვაზეც კი კოეფიციენტი 15_ზე უნდა ავიდეს ავტომატურად და მიიღებ Default Clocks 3,0GHz_ს უფრო მეტი წარმოდგენისთვის დავდებ ჩემი პროცესორის მაგალითს. (Intel Pentium D945) http://b.pix.ge:81/c/6r6lv.jpg ეს პუნქტია შენს ბიოსში http://img197.imageshack.us/img197/6692/48965098.jpg
  23. კორპუსის მცირე გაბარიტებით თუ ვიმსჯელებთ მრაალარხიანი SLI_ისთვის არის მისწრება... კარგი ნიუსია.
  24. გაიხარე, დავხუროთ მაშინ თემა...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.