Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15097
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Posts posted by მათე

  1. ენერგოეფექტურობაში სხვაობა კოლოსალურია როგორც ვამბობ. დაალიმიტებ ინტელის ენერგომოხმარებას და მერე უკვე ლამის ყველგან წააგებს AMD-სთან.

    2023-03-03_22_06_43_594398322.png

  2. 31 minutes ago, George said:

    საერთო წარმადობით მაინც წინაა ინტელი + იტვიკება კარგათ დაბალ ვოლტებზე და მაინც დიდი აქვს წარმადობა ეგრეც, ანუ ანდერვოლტზე კარგი რეზულტატის მიღება შეიძლება, თავისით რასაც გთავაზობს მანდ წინაა მაინც მაგრამ ბევრ დენს ჭამს ამდ-ზე

    რანაერადაა ინტელი წინ, როცა შენ დადებულ ვიდეოში 5-5 ზეა AVG FPS და ამ დროს ბევრად ნაკლებ დენს წვავს AMD. 5-10 w-ზე არაა ლაპარაკი 20 და 30 Watt-ა და ზოგან 50 W-ც კი. ენერგომოხმარებაში სხვაობა ვიტყოდი კოლოსალურია. ერთიდაიგივე ენერგომოხმარებით AMD აჯობებს ყველგან.

    აგერ შეადარეს ლეპტოპების TOP პროცესორები ერთნაერი ენერგომოხმარებით და რათქმაუნდა AMD-მ აჯობა ბევრად ერთიდაიგივე ენერგომოხმარებაზე დალიმიტებულმა. დაულიმიტებელზეც აჯობა, მაგრამ წარმოდგენაც არ მინდა რამდენს წვავდა და როგორ ხურდებოდა ამ დროს ინტელი :D

    2023-03-03_21_49_03_384129988.png

    2023-03-03_21_41_20_121119556.png

    აგერ 51 W-ია სხვაპბა. 146 W ინტელი და 95 W AMD. უფრო ცხელიცაა intel. ამ დროს მთელი ჩემი ლეპტოპი 45 W-იან დამტენზე მუშაობს :D

     

    2023-03-03_21_55_24_901021568.png

    აქ საერთოდ 50 FPS-თ აჯობა საშუალო FPS-ში AMD-მ და მაინც 22 W-თ ნაკლებს იყენებს ამ დროს.

    თან 16 მაღალი წარმადობის ბირთვი აქვს AMD-ს და ინტელს მარტო 8. დანარჩენი ენერგოეფექტურებია.

    intel-ს არც კი გავეკარეობი ამ X3d შემხედვარე. ისე 7800 X3D იქნება მეფე ფასი/წარმადობის. ამბობენ 1 CCD-ზე იქნებაო 8-ვე ბირთვი

  3.  

    22 hours ago, George said:

     

    რამხელა სხვაობაა ენერგომოხმარებაში. AMD ბევრად წინაა მაგ საკითხში. მითუმეტეს performance-ც უკეთესი აქვს. რას აკეთებს ინტელი ოროსანი ბავშვივითაა. :D

    ლეპტოპებშიც მაგრად აჯობა AMD-მ

    AMD strikes back: Ryzen 9 7945HX beats Intel Core i9-13980HX despite much lower power consumption

    https://videocardz.com/newz/amd-ryzen-9-7945hx-dragon-range-processor-has-better-multi-core-performance-at-less-power-than-intel-core-i9-13980hx

    https://www.notebookcheck.net/AMD-strikes-back-Ryzen-9-7945HX-beats-Intel-Core-i9-13980HX-despite-much-lower-power-consumption.698349.0.html

  4. 11 გავმართე გასატესტად უბრალოდ სამუშაოს რაღაცებისთვის მეორე კომპზე და ზღვარი 11-სა და linux-ს შორის კიდევ უფრო წაშლილა. windows-ს ტერმინალში პირდაპირ ეშვება linux-ს რამდენიმე ბრძანება. WSL2-ც საკმაოდ დახვეწილა. თუმცა მაინც მგონია რომ ჯობია თავისი ნაგავი NT kernel გადააგდონ და linux kernel-თ ჩაანაცვლონ აჯობებს. :D  DX გამოუშვან როგორც proprietary ფასიანი software და რამე compatibility layer გააკეთონ თავისით windows-ს პროგრამები რომ გაუშვას და ეგ იქნება. სტაბილურობა, დაცულობა და სისწრაფე მაგათ არ აქვთ ყველა მაგ საქმეში linux-ც და mac os-ც 10 თავით მაღლა დგას. Unix-ს ოჯახის წევრიც გახდებოდა ამათსავით და უფრო დაიხვეწებოდა კომპიუტერული სამყარო. აი როგორც მობილურების სამყაროდან გაიყვანეს თავიანთი ნაგავი სოფტი ;) და დატოვეს საუკეთესოები.

    ისედაც სულ linux-დან იპარავენ იდეებს. გარსსაც და package manager-ს იდეასაც და ა.შ. მაგრამ ვერ ახორციელებენ კარგად.

  5. 17 hours ago, George said:

    ორივე ერთი ნაგავია მე თუ მკითხავ, კარგი არაფერი გაუკეთებიათ ერისთვის, მაგრამ მაგას ვერ გადააყენებ ატომურ იარაღს დაგახლის და იმუქრებიან კიდეც დასავლეთის შესაშინებლათ, შენ თუ დგონია ეგ თუ წავა სხვა უკეთესი მოვა მაგის ადგილას, ცდები, უარესი კაციჭამიები დგანან რიგში, მაგაზე დაუნდობლები, თან რომ იძახიან ზოგიერთები ეგრე ლმობიერათ რატომ ექცევიო უკრაინას, თუმცა მობერდა და ეხლა ვინ მოვა კაცმა არ იცის თუ დარჩა კიდე რამე მაგის შემდეგ, ფაქტია რომ ორივე მხრიდან დაიხოცა საკმარისზე ბევრი ადამიანი და არავის არ უნდა ჩარევა, რახან იმდენი ბალისტიკური რაკეტა აქვს რომ ათ დედამიწას ააოხრებდა ეგ რომ გაესროლა,

    გაირჩა უკვე ბევრჯერ მაგათი ატომური პოტენციალი. ამერიკელებს ეგ იმაზე კარგად ეცოდინებათ ვიდრე თვითონ რუსებს :D რაც საბჭოებს ქონდათ იმის 30%-ზე მეტი არ იქნება აქტიურიო, ეგეც საკითხავია თუ ვარგაო მაგდენი. ქონით რათქმაუნდა აქვს და სროლაც შეუძლიათ, მაგრამ ვერ ისვრის. ესეც დამტკიცდა უკვე. კონსტიტუციაში უწერიათ რომ თუ რუსეთის ტერიტორიას ემუქრება საფრთხე ისვრიან. პუტანაც ყოველთვის მაგით იმუქრებოდა, მაგრამ უკრაინამ გვანახა რომ ეგ ყველაფერი არის ბლეფი. ხერსონი როცა დაიბრუნა უკრაინამ კონსტიტუციით რუსეთის ტერიტორია იყო, მაგრამ რათქმაუნდა ვერ ისროლეს, მერე ენგელსი დაუბომბეს, პიტერი, მოსკოვის შემოგარენი, ლამის ყოველკვირა უბომბავს უკრაინა რუსებს ქალაქებს (სტრატეგიულ ადგილებს რათმქმაუნდა და არა ღორებივით სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებს) რუსეთის 10 ოლქი იბომბება უკრაინის მიერ, მაგრამ ნათელია რომ ატომს ვერცერთი მხარე ვერ ისვრის. ვერც დასავლეთი და ვერც რუსეთი. იარაღის მიწოდებას რაც შეეხება, გერმანელებმა გააჟღერეს უკვე დასავლეთის აზრი ამაზე ჩვენთვისო წითელი ხაზი მანდ არ არსებობსო, რასაც უნდათ იმას მივაწვდით სანამ დასჭირდებათო. მოლდოვაში აღვივებს ეხლა რუსეთი კონფლიქტს, გამოაგორეს მანდაც ქოცებივით რუსეთუმეები, მაგრამ მანდ მთავრობა არაა რუსული, როგორც ჩვენთან და საზღვარზევე აჩერებენ რუსებს. ყველაზე ცუდი ისაა რომ ბელორუსი, რუსეთი და საქართველო სამივე შეიყვანეს საშიშ ქვეყნების სიაში, რადგან რუსული გავლენების მქონე ქვეყნებია. მოლდოვაში რომ ტყვია გავარდეს, უკრაინიდან და რუმინეთიდან მიმდგარია უკვე ჯარები და 1 დღეში გაწმენდენ იქაურობას რუსეთისგან და სამუდამოდ დაკარგავს რუსეთი მაგ ოკუპირებულ ტერიტორიას. მაგათ გაუმართლათ ტერიტორიულად კარგ ადგილას არიან ჩვენ ვიკითხოთ თორე. ნელ-ნელა ეტაპობრივად შლიან რუსეთს. რუსეთის ძალა და გავლენები ახლოსაც ვერ მივა საბჭოთა კავშირთან, მაგრამ მშვენივრად დაშალეს საბჭოები. თვითონ პუტანას მარჯვენა ხელიც კი ისეთ განცხადებებს ავრცელებს უკვე ზრუნავს საკუთარ თავზე კადიროვი. ისიც კი თქვა რომ რუსეთმა დაგვიპყროო და სად იყო დასავლეთი მაშინო. ფულის გამო რომ არის პუტანასთან ეგეც თქვა. ეკონომიკურად მოგუდეს 2023 წელს იანვარჩი 40%-თ ნაკლები შემოსავალი ქონდათ 2022-ს იანვართან შედარებით ნავთობ გაზში. ყოველ დღე 100-ობით მილიონ $-ს კარგავსო უკვე რუსეთიო და ჯერ მხოლოდ 1-ხელ გადახედეს ნავთობზე დაწესებულ ზედა ზღვარს. მომავალში კიდევ უფრო მოგუდავენ და ფიზიკურად ვერ გაძლებს ქვეყანა მასე. ხალხიც აუჯანყდება ისედაც არაა მანდ წყნაერი სიტუაცია გარეუბნებში საშინლად ცხოვრობს ხალხი და ეს სიტუაცია დიდ მუხტს აწევს. მდიდარ მხარეებში ისედაც არის ჭორები რომ უკვე საუბრობენო თუ რატომ გადის სიმდიდრე მოსკოვში და მერე უკან მაგის 1% ბრუნდება მხოლოდო. მემგონი დიდი ცვლილებები გველოდება წინ და რუსეთის დაშლისკენ მიდის ეს ყველაფერი ნელ-ნელა ეტაპობრივად. ეგ ამბავი კიდევ ჩვენზე მეტად ჩინელებს გაუხარდებათ, ხელათ წაიღებენ აღმოსავლეთ ნაწილს. მაგათ ტერიტორიაც უნდათ და რესურსებიც განვითარებისთვის. ისედაც ბლომად ჩინელი ყოფილა მაგ ტერიტორიებზე და რუსების საყვარელი რეფერენდუმი რომ ჩაატარო მაგ მხარეებში ისედაც უმეტესობა ჩინეთს მისცემს ხმას :D ეს ომი კიდევ ჯერ 1 წლამდე შეიძლებაო კიდევ გავრცელდესო როგორც ექსპერტები ამბობენ. ვნახოთ დანაკარგები კი რომ არ ენანება რუსეთს ჩანს ბახმუტში რაც ხდება. აყრის და აყრის საზარბაზნე ხორცს. მსხვერპლი უკრაინელებსაც რომ აქვთ ნათელია ომია, თუმცა რუსებს მანდ დღეში 700 კაცს უკლავენ და 3 მაგდენი ითვლება დაჭრილ დასახიჩრებულად. ეგ ომისთვის არანაერი უპირატესობა არაა, მხოლოდ ის რომ მისი ბიდლო გაახაროს რომ აგე ბახმუტი ავიღეთო. მოტივაციაც და მიზანიც კი არ აქვთ და კიდევ უფრო ურთულებთ ეგ საქმეს, რისთვის ომობენ არ იციან. უკრაინელი კი თავის სახლ-კარს, ახლობლებს და სამშობლოს იცავს. მაგაზე დიდი მოტივაცია რაღა უნდა ქონდეს მებრძოლს.

  6. 11 hours ago, G1ORG1 said:

    რამე ნორმალური საიტი მითხარით სურათები რომ ავტვირთო და დავდო აქ, ისე რომ გამოჩდეს და მარტო საიტის მისამართი არ ჩანდეს, რასაც ვიყენებდი ყველა დახურულია.

    აქ უკვე ხომ გვაქვს სურათების ატვირთვის ფუნქცია მაგას არ იყენებ? მე მაგას ვიყენებ ხოლმე სულ.

  7. აი ამ ვიდეოშია მაგ პუტანკის მთელი თავი ბოლო ახსნილი, ამერიკის რომელმა პრეზიდენტებმა ჩაიკუკეს და რომლის დროს მიიღო სათანადო პასუხი. ფაქტია რომ 2008 წელი შეარჩინეს და ყირიმისა და ტრამპის თემაც. ეს კონკრეტულად ამ პუტანას, თორემ რუსეთს აფხაზეთის გამოც არ გაუჩმახეს თავის დროზე, არც ჩეჩნეთის, მოლდავეთისა და სხვა ქვეყნების აოხრებისთვის. იმიტომაცაა დღეს ასეთი უბედურება რომ ტრიალებს უკრაინაში. ცივილიზებულად არ უნდა მოექცე ველურს, გადაგივლის. რუსები არიან ველურები, მაგაზე სხვათაშორის დუდაევი საუბრობს 1-1ში. ჯერ კიდევ 1995-ში 1-1 ში ყვება რას გააკეთებს რუსეთი. 5 წლით ადრე სანამ პუტანა გაპრეზიდენტდებოდა. ძალიან კარგად ყავდა შესწავლილი. თვითონ არ იცნობს ეგ ხალხი თავის თავს როგორც ის იცნობდა. მიშაც სხვათაშორის ძალიან კარგად ერკვეოდა მაგათ მიზნებში. იმიტომაცაა ეხლა ევროპელი პარლამენტარები რომ საუბრობენ ჯერ კიდევ როდის იძახდაო უკრაინის თემასო მიშაო. ვიდეოც გავრცელდა ამაზე რომ საუბრობს და 100-იანში გაარტყა ყველაფერი. არაა ამერიკელის და ბრიტანელის ტვინი ისე მოწყობილი პუტანას გაუგოს. ამ ვიდეოში ერთ-ერთი პრეზიდენტსაც რომ უთქვია თვალებში სული დავინახეო. აგერ ბაიდენს უთქვამს არ გაქვს შენ სულიო და პუტანას უპასუხია ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმისო. ანუ ბაიდენმა იცოდა რაც იყო რუსი და შესაბამისად პუტინიც ჯერ კიდევ 70-იანებიდან. მაგაზეც არის ჩანაწერები რომ საუბრობს ამაზე. აი ტრამპი კი ნამდვილად მარიონეტივით ათამაშა პუტინმა. ობამამ კი მაგრად ჩაიჯვა.

    მოკლედ უყურეთ ვისაც გაინტერესებთ. მანდ მიშა გრიშა არის მეორე და მეათე ხარისხოვანი. თამაში გაცილებით მაღალ დონეებზე მიდის და სისულელეა იმის თქმა ქოცები და რუსეთუმეები რომ ამბობენ ომი მიშამ დაიწყოო. ნათლად ჩანს ეგ ომი რასაც მოყვა. ნუ ირიბად თუ იტყვი რომ დასავლური კურსის გამოო სწორი იქნები. დასავლური კურსის გამო იყო კი. რომ ნატოში და ევროკავშირში არავის მივეღეთ. ჩვენც და უკრაინაც. უკრაინას საერთოდ არ უყურებს როგორც ქვეყანას. ნუ ეხლა უკვე ფაქტობრივად რომ მარცხდება რათქმაუნდა დაფიქრდებიან, მაგრამ ომის დაწყებისას გემახსოვრებათ. სულ არ არსებობსო ქვეყანა სახელად უკრაინაო რომ ამბობდნენ. მართლა ამ ამერიკელი ჩაკუკული პრეზოების და ჩაკუკული ევროპის გამო ომობს ეხლა უკრაინა და არამარტო თავის არამედ ჩვენი და ყველას გადასარჩენად, ვინც კი რუსეთმა ააოხრა და მომავლის პერსპექტივა მოუსპო.

     

     

  8. 1 hour ago, G1ORG1 said:

    მაქედან არცერთი არ ჯდება სპოილერში, ვერ ვიხსენებ როგორ იყო.

    ვაა რაღაც მახსოვს რომ ღილაკი უნდა იყოს თვალივით და ეგ ქმნიდეს სპოილერს. არ ჩანს.

    ეს კინოების ტოპიკიდან გადმოვაკოპირე, თი იმუშავებდა გავტესტე

      Hide contents

    ტესტ

  9. 3 hours ago, 123omari123 said:

    Geekbench 6 ყიდვა უნდა თუ დაკრეკილი ვერსიაც წავა? Geekbench 5საც ვნახავ სადმე ტორენტზე

    რავი ჩემთან ოფიციალური ჩავწერე ორივე და დავბენჩე. თუ ფასიანია ალბათ trial ვერსიაა და გატარებას კი ეყოფა.

  10. 1 minute ago, 123omari123 said:

    აჰა ძალიან კარგი, ესე იგი სწორი არჩევანი მაქვს გაკეთებული, შერჩევისას ძალიან დეტალებში არის ჩახედვა საჭირო :D 

    geekbench 5 და geekbench 6 შეგიძლია გაატარო შენთან windows-ზე?

    საინტერესოა რა ქულას დებს windows-ზე და რას linux-ზე.

    5-ში 1410-ს დებს ჩემთან single core და 4998-ს დადო multi-ზე

    6-ში ეს დადო ძველით

    2023-02-28_15_22_29_911131254.png

    ეს კიდევ AVX2-თ. მაგის ბენჩიც ჩაუმატებიათ 6-ე ვერსიაში

    2023-02-28_15_22_39_811461708.png

  11. 18 minutes ago, 123omari123 said:

    ეს პროცესორი თუ აჯობებს ამ ლეპტოპის ი3ს? 

    Ice Lake (10th Gen.) i5 1035G1 , მე რაც შევადარე 2 წლით ძველია, 1.0 აქვს base frequency და 3.6 ბუსტი, ბირთვი/ნაკადი იგივე, კეში 6მბ (ი3ს 8მბ), ვიდეო კარტა 10 თაობა.

    1125g4 მაგ სერიის i7-1065g7-ს დონეზეა დაჟე ჯობნის კიდეც ოდნავ ;) საკმაო ნახტომი იყო 10-დან 11 სერიაზე.

    • Upvote 1
  12. 16 minutes ago, 123omari123 said:

    ჩავწერე ვლანის დრაივერი და ახლა განვაახლებ ვნახოთ რა პრობლემა შეიქმნება აწი, ისე GPTზე თუ არ გაააქტიურა kmsმა ეს იქნება პორბლემა ჯერ ინტერნეტშიც ვერ ვნახე რამე მეთოდი.

    როგორც ვიცი არის კაპიკებში windows -ების key-ები მაქვს მოკრული თვალი რომ წერდნენ უზერები. ეგ იქნება მარტივი გამოსავალი მერე.

    • Upvote 1
  13. 26 minutes ago, 123omari123 said:

    ჩავაგდე დრაივერი და გამოჩნდა სსდ როგორც იქნა, არაა ისე რთული

    რთული არაა, მაგრამ სირცხვილია. Linux-ს დისტროები რაც ამ კომპზე ვცადე ყველაზე ყველაფერი ეგრევე მუშაობს. მოცულობაში კიდევ 3-ჯერ პატარებია. Windows-ში ჯერ ხომ ვერც დააყენებ სხვა კომპი თუ არ გაქვს. გაქვს საინსტალაციო ფლეშკა ხო? ვერ დააყენებ windows-ს. მერე დაყენდება და მერე იწყებს დრაივერების გადმოწერას და ჩალიჩს ეგეც როგორც ზემოთ დაწერეს თუ lan-ს დრაივერი დააყენა, თუ ვერა და მაშინ ხარ შარში შენით უნდა გადმოწერო და დაუყენო. შენ რომ დაწერე 3 სხვადასხვა რომ იყო მაქედან ან უნდა იცოდე რომელი ან უნდა გაარტყა, ანუ ყველა ცადო. მერე დაიწყებს ისევ დრაივერების გადმოწერას. ყველაზე მთავარი კი ისაა რომ გამოვა 3 წელში ახალი და ისევ უნდა ასე იჩალიჩო თუ გაქაჩა 3 წელი ამ სისტემამ საერთოდ ისე რომ არ გაუბეროს რამემ. არც mac os-ს და არც linux-ს არ ჭირს ეგ ავადმყოფობა. ბევრად უფრო სტაბილურად მუშაობენ წლების მანძილზე და შეგიძლია არც კი გამორთო კომპი თვეები მაინც იმუშავებენ. ახლობელმა მთხოვა ასე ადრე გადაყენება და ავდექი და linux დავუყენე :D დღესაც ეგ სისტემა აქვს და ყოველწელს იმას მეკითხება windows-ს გადაყენება არ უნდა კაცოო? :D

    1 hour ago, 123omari123 said:

    რავიცი 11 არ მქონია არასდროს

    11 დაუყენე 10-ზე უკეთესია.

    • Upvote 1
  14. 10 minutes ago, 123omari123 said:

    გასაგებია, ახლა ეს პრობლემაა usbზე ჩავწერე ვინდოუს 10 ჩვეულევბრივად როგორც ვწერდი, windows media creation toolით, მაგრამ არ მიჩვენებს ბუთის დროს , boot from efi fileს წერს, legacyზე (მე ისედაც legacyზე მინდა დაყენება ადრე uefi რომ დავაყენე ვინდოუსი ვერ გავააქტიურე) უნდა გადართვაო მაგრამ ბუთში არ არის legacy, ანუ ფლეშკას არ მიგდებს რომ დავიწყო ვინდოუსის დაყენება, ან ეს TPM რომ გამოვურთო უშველის რამეს?

    uefi-ში დააყენე 11. ჩემსას ეტყობა key ჩაშენებული აქვს მისით გამიაქტიურა windows.

    მანდ შეიძლება ვერ დაინახოს ssd და მაგ დრაივერებიდან მოგიწევს გადმოწერა ამოაარქივება მაგ ფლეშკაზე ჩაგდება და მანდ დაგიწერს option-ს რომ driver ჩატვირთეო და იქიდან გასვლა მაგ ამოარქივებულ ფოლდერზე ფლეშკიდან და მასე დაყენება დრაივერის.

    5 GB-ს გაცდნენ ტიპები საინსტალაციოსი და nvme-ს დრაივერი არ აქვთ. :facepalm: 

    • Upvote 1
  15. Arc სხვაა ეს Xe graphics არის windows თვითონ დაგიყენებს და განაახლებს კიდეც ბოლომდე. არ გინდა მასე ჩალიჩი.

    49 minutes ago, 123omari123 said:

    მაგალითად რომელი ავარჩიო Wlanის დრაივერად mediatek, realtek, intel?

    რომელიც შენს ლეპტოპს აქვს :)

    მისით თუ დაგიყენა ყველაფერი დაანებე თავი.

    • Upvote 1
  16. 15 minutes ago, 123omari123 said:

    დაუშვად იგივე რაოდენობა რომ დავტოვო რამი ოღონდ ერთი რვიანის მაგივრად ორი 4 გბიანი რომ ჩავდგა, აქვს აზრი ? თანხის პონტში ვამბობ, და ასევე მაგალითად ძველი სსდ რომელსაც ამოვუღებ გაიყიდება რამე ნორმალურ ფასში? ხო მართლა დუალ ჩანელზე რომ იმუშაოს ბიოსიდან დაჭირდება გადაყვანა? ჩემს პერსონალურ კომპზე ბიოსიდან გავასწორე.

    რათქმაუნდა 2 ცალი 4-იანი ბევრად აჯობებს 1 ცალ გინდა 8-ანს და გინდა 16-იანს. ორ არხში პარალელურად მუშაობს. ნუ ეხლა 8 ფიზიკურად თუ არ ყოფნის საქმეს მაგაზე არ ვამბობ რათქმაუნდა. 1 ცალი 8 მოყვება დიდი ალბათობით მაგას და გირჩევ მეორეც მიუსვი გვერდით თუ 3200-იანი იქნა. თუ არადა თუ გაქაჩავ 2 ცალი 8-იანი მაინც ჩაუსვი 3200 mhz-იანი. თუ არადა რაც იქნება ეგეთივე 8-იანი. დუალ ჩენელის გასათიშიც არ აქვს BIOS-ში :D HP-ს ბიოსებს არ აქვთ ხოლმე ბევრი არაფრის შეცვლის საშუალება. ჯამში 8 დღეს ძალიან ცოტაა მითუმეტეს შენ თუ windows 11-ზე გინდა. თან ამაზე თამაშებსაც ითამაშებ და 8 არ გეყოფა. რომ გავტესტე ჩართვისას 4+ RAM მიქონდა და რაღა რჩება. მე linux-ს ვიყენებ და მე კი მეყოფოდა 0.2 GB RAM მიაქ ჩემ სისტემას ჩართვისას :D, მაგრამ რაღაც სოფტებს ვიყენებ სადაც რაც მეტი მექნება მით უკეთესი :)

    თავისას რათქმაუნდა გაყიდი, mymarket-ზე შეაგდე. თუ სწრაფად გინდა ნახე სხვების ფასები და ოდნავ ნაკლებად გაყიდე. თან ახალი ssd იქნება უხმარი და ეგეც დაწერე რომ სულ ახალ კომპს ამოაცალე. უბრალოდ აქ თუ აპირებ ლეპტოპის ყიდვას გარანტიიდან მოგიხსნიან რომ დაშლი და შეცვლი შიგნეულობას.

    თუ იცი როგორ, ჩემი რჩევაა რომ გამოწერო ssd-ც და RAM-ც. 32 GB ram-ში ახალში სადღაც 240-250 ლარი გადავიხადე, როცა აქ მარკეტზეც კი ტიპებს 400-450 ები ედოთ ამ სიხშირის ამ ზომის RAM-ებზე.

    • Upvote 1
  17. 1 hour ago, George said:

    ვიდეოებს კი ინტეგრირებული ვიდეოკარტა რომ აქვს მაგაზე GPU აქსელერაცია მუშაობს და 5-ზე გაუშვებს 4K HDR ფორმატსაც კი

    4k-ც კი არა აგერ დავტესტე ამ წამს 8k youtube-ზე

    3 წუთნახევარი ვუყურე 0 dropped frame. თან მთელი პროექტები და რეები არ მაქ ეხლა გაშვებული. 5000 ქულას დებს GB 5-ში multi thread-ში და 1400 single thread-ში. მეც გამაკვირვა თავიდან არ ველოდი ასეთი მძლავრი თუ იყო უკვე ლეპტოპის u სერიის პროცესორები, მაგრამ ფაქტია აგერ low end i3-ც კი ძალიან მაგარია.

    თამაშებს რაც შეეხება BF3-ს უშვებს full hd-ზე medium-ებზე 40-50 FPS-ზე. CS:GO საც ნორმალურად გათამაშებს, მაგ თამაშს cpu უნდა უფრო და მაგაში მაგ 1115-ს სახეს გააძრობს

    2023-02-24_19_03_13_630794794.png

    lol

    8K 60 FPS-ც გავუშვი და თავისუფლად მიაქვს თვითონ ნეტი და wifi მიჭედავს უკვე. 50 Mbit/s მაქვს თორე არც ამაზე ექნებოდა dropped frame-ები.

    2023-02-24_19_23_30_759290095.png

    3 hours ago, 123omari123 said:

    კი 15.6 ინჩიანია ეს ოღონდ, ხო მაგიტომ მიკვირს რაღაცა უცნაურად წერენ მოდელებს გუგლში არ იძებნება. NVMe M.2 სსდ წავა ხომ ? მაგ. ეს https://alta.ge/computers-and-office/pc-components/hdd-ssd/kingston-nv2-500gb-m2-snv2s-500g.html     ან ეს 

    https://alta.ge/computers-and-office/pc-components/hdd-ssd/500gb-samsung-980-pro-nvme-m.2-ssd-mz-v8p500bw.html 

    მე მხოლოდ იმაზე ვყოყმანობდი რომ ამ 2.0გჰც-ს ჩვეულებრივი ხმარების დროს (ბრაუზინგი, ვიდეო , ოფისი ...) არ აჯობოს იმ 3.0იანმა. ამ დროს ხო ის 4 ბირთვი არ ირთვება/იტვირთება? და იქ როგორაა 2-ვე ბირთვი მუშაობს?

    ხო 15.6 იანი ყოფილა შენი. მე 14-იანები მევასება უფრო.

    GHZ-ებს არ უყურო დამიჯერე. თვითონ უფრო კარგად იცის როდის დაბუსტოს. windows-ზე საუკეთესო წარმადობას რა გასაკვირიც არ უნდა იყოს მაძლევდა power save mode-ში როცა ვაყენებდი. გრილიც იყო თუ არაფერს აკეთებდი და თუ რამე ბუსტავდა გემრიელად. dual channel უნდა იყოს აუცილებლად RAM თორემ ბევრად ბანძია ისე. რომ ვიყიდე 1 ცალი 8 GB RAM იდგა და 2 ცალი 16 რომ ჩავაყენე და PCIe gen 4 გაფრინდა ლეპტოპი. თამაშებში კოლოსალური სხვაობა მისცა dual channel-მა თან ეს 3200-იანებია და რაც იდგა ეგ თუ სწორად მახსოვს 2400 თუ 2666 იყო.

    აი ეს ssd ჩავაგდე მე https://www.amazon.com/dp/B098WL46RS?psc=1&ref=ppx_yo2ov_dt_b_product_details  81$ ანუ 220 ლარი დაჯდება ჩამოტანიანად 1 TB PCIe gen 4-ა

    ცეცხლის ფასი აქვთ აქ რაამბავია 300 ლარი 500-იანში. 

    • Upvote 1
  18. ნუ ეკრანებში ეფლი განსაკუთრებულია. ძალიან მაგარ ჰარდს დებენ და იდეალურ კალიბრაციას უკეთებენ, როგორც ლეპტოპებში ასევე მობილურებშიც. მაგათ ძველ ლეპტოპებს მისი დროისთვის საუკეთესო ეკრანები ქონდათ ხოლმე. 2015-იანი დავტესტე ამასწინათ და 2k იდეალური გამოსახულების მქონე ეკრანი ედგა. ცა და დედამიწა იყო ჩემს ზუსტად იგივე წლის thinkpad-თან, რომელიც გამოსვლისას ჩემი კონფიგურაციით ნაკლები არ ეღირებოდა.

  19. ეგ ლეპტოპი მაქვს მეც, მოდელი საიტზე უცნაურად წერია, მაგრამ აშკარად იგივე ლეპტოპია. ეს -> https://support.hp.com/ie-en/document/c07148987

    1125g4 ბევრად ჯობია 1115-ს. ebay-ზე იყო ახალი ფაქტობრივად 800 ლარამდე დამიჯდა. სერიოზული battery life აქვს. მაგრად დაუხვეწიათ ეს ახალი თაობები. წინა i5 5300u მქონდა ძველი ლეპტოპი და 2-3 საათს მუშაობდა. ამან 7 სთ-მდე გამიძლო პირველად გავგიჟდი :D

    კლავიატურა და build quality-თ ბევრად ჩამორჩება იმ ჩემ წინა thinkpad-ს. ცალ ხელში რომ იღებ touchpad-ს აღარ ეჭირება, მაგრამ performance-თ ოჰოჰო შეჭამს იმას.

    ორი სლოტი აქვს 32 GB RAM მაქვს მე ჩადგმული და PCie gen 4 1 TB ssd მაგის მხარდაჭერაც აქვს. ადრე მქონდა i7 3770 როცა მეფე იყო და ამ u სერიის პროცმა ყველაფერში საგრძნობლად აჯობა. ნუ სხვაობა 8 თაობაა და სხვაგვარად შეუძლებელიცაა.

    დასაშლელად საზიზღრობაა. რეზინის ფეხები რომ აქვს მთელ გაყოლებაზე მაგის ქვევით აქ ბოლტები. 1-ხელ მაქ ჯერ დანაშლელი. 2-3 ჯერ რომ ააძრობ აღარ დაიკრობს იმ ფეხს კარგად და მოგიწევს დაწებება შენით. thinkpad ამ მხრივაც ჯობდა.

    • Upvote 1
  20. LOL შემთხვევით ვნახე. პოსტის წერას რომ იწყებ, რომ ჩააკლიკებ და შორთქათს დააჭერ Ctrl + Shift + X მარჯვნივ ალაგებს ყველაფერს, აი სარკული არეკვლით, ოღონდ წარწერები სწორად არის. თვითონ საიტი ბრუნდება :D

    აი ასე

    2023-02-20_19_32_28_998109282.png

  21. On 2/18/2023 at 10:19 PM, George said:

    ისე ეპლის სისტემებზე HDR მუშაობს ბოლო ვერსიებზე,  თუ არა რა არის მიზეზი მაგის არ დამატების, თან ეკრანებზეც არა აქვს მგონი მაგათ 1600$ მინი ლედებზე HDR მხარდაჭერა, როცა უწყობს აშკარათ ხელს მატრიცის მონაცემები

    აქვთო საფორთი -> https://support.apple.com/en-gb/HT210980

    2023-02-20_19_29_25_210769750.png

  22. M1 პირველივე თაობის კვალობაზე თანაც სხვა ARM ჩიპების შემხედვარე დიდი ნახტომი იყო. აი M2-ს რომ ვუყურებ უფრო მეტს ველოდი. უფრო უნდა გაეუმჯობესებინა ეფლს, თუმცა ალბათ პანდემიამ და კრიზისმა იქონია გავლენა. ჯამში მაინც ნორმალურია, მაგრამ იმ ფაქტს რომ ტიპებმა ლეპტოპის ეკრანს notch გაუკეთეს მაინც ვერ ვეგუები :facepalm:

  23. 2 hours ago, G1ORG1 said:

    ეხლა 4სატა და ეს მ2 ზის, მერე ერთი სსდ უნდა ამოვიღო საერთოდ. დავდებ ამ 10700ს გასაყიდად :დ

    სიჩქარე ვერაა რაც აწერია ისეთი

    3500-3000 კი არა მაგასთან ახლოსაც არაა

     

    image_2023-02-15_202118358.png

    ეს მაფიქრებს იმას რომ შენს მაზერს სხვა მეხსიერების კონტროლერიც ექნება სავარაუდოდ და მაქედან მუშაობს ეხლა. მაგიტომ იქნება ნელი. იმ პირველ სლოტში ალბათ იმიტომ არ მუშაობს რომ cpu-ს lane-ბზეა მანდ მიბმული. ამ შემთხვევაში ამ სლოტში ის ssd-ც იმუშავებდა.

    აი ვიპოვე. ანუ 16 lane აქვს cpu-დან. 1 ვიდეოს სლოტი x16-ა. შენ ადგილას ამას ვცდიდი. ვიდეო ალბათ ზედა სლოტში გაქვს. ან ბიოსში ნახე x16-დან x8-ზე თუ შეუძლია გადაყვანა რომ გადართო. ან გადაიტანე ჯერ მეორე სლოტში და ის სსდ დააბრუნე იმ სლოტში რომელშიც არ მუშაობდა. თუ კიდევ არ იმუშავა მერე ვიდეო მესამე სლოტში გადაიტანე და ისე ცადე. მესამე x4 უნდა იყოს და არ ვარ დარწმუნებული დაალიმიტებს თუ არა, მაგრამ მეორე სლოტში თუ იმუშავებს ან პირველში x8-ში 3.0 არამგონია რომ ვიდეო დაალიმიტოს. თუ ასე იქნა დაიბრუნე ისევ ის 4.0 ssd და ეგ ჩასვი მაგ სლოტში და საუკეთესო შედეგს ამ პროცესორით ასე მიიღებ. თუ სწორი ვარ ამ ssd-მაც უნდა მოგცეს მისი სიჩქარეები წესით.

    11700-ს 20 lane აქვს cpu-ს და ამიტომ x16 ვიდეოს + x4 nvme ამუშავებს ერთდროულად. 

    ცადე აბა და დაწერე მერე რა ქნა.

    2023-02-16_01_18_26_982891752.png

    აქ უწერიათ რომელი რომელთანაა დაკავშირებული. ესენიც გადაამოწმე დანომრილი იქნება სლოტები მანუალში და იმ სატაზე ან usb-ზე არ გქონდეს რამე მიერთებული რომელიც მაგ m2 სლოტს თიშავს cpu-სთან რაცაა დაკავშირებული. ეგ სლოტი მოგცემს ssd-ზე საუკეთესო სიჩქარეს.

    2023-02-16_01_38_04_296343869.png

    • Thanks 1
  24. @Harmony Lines

    კი ვიცი სუპერზე ეგ, ის ვიგულისხმე რომ ახალ ფილმში იმავე სამყაროში სადაც ამ ფლეშს იღებენ სუპერს ეგ არ უქნია აი ფლეში კი ვნახეთ უკვე და სხვა გამოსავალი აღარაა რომ მისი ძალების მაქსიმუმი არ გამოაყენებინონ. მაგრამ მგონია რომ გააბანძებენ ფლეშს. ბეტმენზე არ ვიცოდი.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.