Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15097
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Posts posted by მათე

  1. ძალიან კარგია. დაყოვნებაც ასე თუ ისე ნორმალურია უკვე როგორც ჩანს. რათქმაუნდა მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ძალიან საინტერესო პროექტია და იმედია ბოლომდე გაიყვანენ. გაიფებაც საჭიროა თორემ 500$ პირველად +100$ ყოველთვე საკმაოდ ძვირია. იმ ადგილებზეა მითუმეტეს გათვლა სადაც ნეტი არაა და ასეთი ადგილები არც სიმდიდრით გამოირჩევიან. საკაბელო ინტერნეტს რომ კონკურენცია გაუწიოს ჩემი აზრით მინიმუმ უნდა განახევრდეს ყოველთვიური ფასი ხოლო პირველადი მაქს 150$ ღირდეს. ისე ქალაქში მაგას კაციშვილი არ ჩართავს. ჩვენთან ეხლა 50 ლარად 50 Mbit/s რომ გაქ ეგ რატომ უნდა ჩართო თვეში 330 ლარად + 1700 ლარი უნდა ტექნიკას lol 3 წელიწადნახევარი შეგიძლია იხადო 50 ლარი თვეში მაგის პირველი თვის გადასახადის ფასად. 150 ლარი თვეში კიდევ რეალურია უფრო თუკი 200-300 Mbit/s-ს დაიჭერს რადგან ჩვენთან 100-ია მაქსიმუმი 100 ლარად. ისე კომპანიები პირველები იქნებიან ვინც მაგაზე გადავა. მაგთი და სილკი ისეთი ღორები არიან ძალიან სერიოუზულ დაწესებულებებსაც, მაგალითად სეისმოლოგიურ ცენტრს ინტერნეტი უბრალო ხრუშოვკიდან აქვთ გადაყვანილი და რაღაცა უაზრობების გამო ითიშება ნეტი როცა 24/7-ზე ჩართული უნდა იყოს მანდ. ფასი იცოცხლე 100 Mbit/s 5000-6000-მდე ჯდება. ზუსტად ის 100 Mbit/s რაშიც იმ ხრუშოვკის მაცხოვრებელი 100 ლარს იხდის. სრული განუკითხაობა და ღორობა ხდება საქართველოში ამ მხრივ და სერიოზული დარტყმა იქნება კომპანიების სტარლინკზე გადასვლა მაგთი და სილკისთვის. მაგრამ ეგ კომპანიები უარესსაც იმსახურებენ.

  2. On 3/21/2021 at 2:33 PM, George said:

    19041 ბილდიდან უკვე 19043-ზე ვარ არაფერს გაუბერია

    On 3/15/2021 at 1:17 PM, George said:

    გაუბერა ოპერამ ალბათ, აბა ცადე განულება პროფილის, ქონდა ეგ პრობლემა ჩემთანაც და მაგითი გასწორდა,
    მე ბოლო სეკურიტი აპდეიტს ვაბრალებ მაგ პრობლემას, ბევრს ქონდა და პროფილის განულებამ უშველაო,

    არაფერი ურევსო და დროდადრო ასეთ პოსტებსაც ვნახულობ ხოლმე ამ თემაში :D

    ნამეტანი არასტაბილური სისიტემაა ეს 10 რა. მოდის update და მთელ სისტემას სახეს აძრობს ხოლმე. მაგას იკიდებს MS და იმიტომაც იწვევს ამდენ პრობლემეს განახლებები. უზერის სეთინგებს არ ცემს საერთოდ პატივს.

    On 3/21/2021 at 2:33 PM, George said:

    რეესტრში ეძებენთ ფიქსები, ევენტ ვივერში იქნება გავსებული შეცდომებით და სათითაოთ უნდა დაფიქსო ეგენი და გასწორდება ბევრი რამე,

    აი ამდენი ჩხიკინი ნაღდად არ უნდოდა არცერთ ძველ windows-ს. მეტსაც ვიტყვი მაგდენი ჩალიჩი არცერთ სხვა სისტემასაც კი არ უნდა რაც აქ იწერება. ვისაც ეს FH4 არ უნდა რომელიც 10-ს გარდა სხვაზე არ ეშვება ჯობია 8.1 დააყენოს და დაისვენოს. DX12-ზე ნუ დაბოლდებით არაფერი დიდი სხვაობა არ მოუტანია მაგას. 99% ვერც კი შენიშნავს რამეს. ეგ ყველაფერი იმიტომაც კეთდება რომ მაქსიმალურად ყველამ 10 დააყენოს. ეგაა ერთადერთი მიზეზი, თორემ 7-ს და 8.1-ს რომ support ქონდეს დარწმუნებული იყავით რომ 10 მესამე ადგილზე იქნებოდა 7-ს და 8.1-ს შემდეგ. XP-საც რომ ქონდეს support მაშინ 4-ზე :P

    ბუნების შეცდომა OS-ა. აი მე ხომ ხშირი შეხება არ მიწევს მადლობა ღმერთს windows-თან, აი რამდენჯერაც მომიწია 10-ზე იმდენჯერ პრობლემების მეტი არაფერი მინახავს. არადა როგორ ტკბილად მახსოვს 7-ს რომ ვიყენებდი ჩემ კომპზე ეგ დრო. მასეთი კარგი OS MS-ს მაგის მერე არ შეუქმნია და ისეთი პირი უჩანს რომ არც შექმნის.

  3. იმ leak-დან უკვე ისედაც ვიცოდით ეგ ახალი თაობა რამდენად სუსტი იყო IPC-თ ryzen-ს 5000 სერიაზე. როგორც ვამბობდი საბოლოო მოდელი იყო ის პროცესორი და დიდად აღარც მიკროკოდს მოუმატებია რამე წარმადობა.

    11900-ები epic fail-ა 8 core-თ რომ არის როგორც 11700-ები.

     

  4. ერთადერთი არგუმენტი ეგღა შერჩათ intel-ს fanboy-ებს რომ სერვერებზეო ბევრად დიდი market share აქო. იმდენს კი ვერ ხვდებიან რომ ეგ მარკეტი ყველაზე ნელა განვითარებადია მაგ საკითხში. აგერ დესკტოპზე AMD-მ გადაასწრო უკვე, რადგან ფაქტობრივად ყველაფერში აჯობა უკვე intel-ს. არავინ შეცვლის ყოველ წელს ან ყოველ მეორე წელს სერვერზე პროცესორებს, საუბარია მილიონობით პროცესორზე. თუმცა სერვერებისთვის ეგ ზრდა რაც AMD-მ დადო საოცრად სწრაფია. როგორც დღეს არის ისევე თუ გაგრძელდება სიტუაცია ასე 2025-სთვის შეიძლება უკვე AMD-ს გაცილებით მეტი market share ქონდეს ვიდრე intel-ს. შესაძლოა კიდევ უფრო მალე მოხდეს ეს თუ ასეთი კოლოსალური სხვაობა იქნა შენარჩუნებული. ერთი AMD-ს ტოპ პროცესორს 64/128 core/thread-იანს ადარებენ 2 ცალ xeon-ს ერთდროულად და ჯობია ხოლმე AMD, მითუმეტეს რომ ფასით ლამის 2-ჯერ ნაკლები ჯდება.

    intel-ს 14 nm და გინდა 10 ეხლა ბოლოს ძლივს ძლივობით რომ გამოუშვეს არაფრად ვარგა მაგდენ ბირთვიანი პროცესორის გამოსაშვებად 28-ზე არიან ეხლა სერვერებისთვის ცალკეულ პროცესორებში. ენერგომოხმარების მხრივ არიან ძალიან ცუდ პოზიციაში, ბევრად მეტი ენერგია უნდათ და ბევრად უფრო დუხოვკებია ინტელები, თორემ ამდენხანს გამოუშვებდნენ მაგ epyc-ების შესაბამის პროცესორებს. ამჟამად ინტელს ეგ უბრალოდ არ შეუძლია, მომავალში ვნახოთ.

  5. 6 minutes ago, ლაშა გვანცელაძე said:

    ხომ არ გამოუგონიათ OPQZ ვირუსის დეკრიპტორი? ერთ იწელი გავიდა რაც დამიფორმატა ფაილები

     

    შანსი არის ამას გადახედე https://geeksadvice.com/decrypt-files-locked-by-stop-djvu-ransomware-virus/

    The malicious virus was mostly distributed using malicious keygens, software cracks and tools like KMSPico. აი ამიტომ ვამბობ კრეკები და კეიგენები და აქტივატორები საშიშიათქო.

    ისე კი ყველას გირჩევთ ყოველთვის გქონდეთ backup მნიშვნელოვანი ფაილების.

    @ლაშა გვანცელაძე

    მონცემების მიხედვით სუსტი კომპი გაქ სავარაუდოდ. თუ დიდად არ თამაშობ და კომპს იყენებ როგორც საშუალოსტატისტიკური მომხმარებელი გირჩევ linux დააყენო. ერთი რომ მაგ კომპზე გაცილებით უკეთ იმუშავებს ვიდრე windows 8 ან 10 (7 უკვე მკვდარია და შესაბამისად დაუცველი) მეორე მსგავსი საფრთხე არ გექნება, რაც ამ თემაში რამდენიმეს მოუვიდა.

  6. 7 hours ago, G1ORG1 said:

    ბევრი რომ არ გავაჩმახო, იმატრაკვეცა ზაკმა, რა 4:3, რა უნდა დაკარგულიყო. დადექი და უყურე ვაიდში ოთკუთხედს, რა დებილობაა. ძველ ტელევიზორებს დაედება ეხლა ფასი იმის დე :gigi:

    აი ძაალ ელემენტარულია, ოდნავ უკან გაწიე კადრი და არაფერი ინფო დიდად არ დაიკარგება. რაც ზედა ქვედა მხარეს მოაკლდება ის გვერდებში დაემატება. ეხლა რომ მიწიო ახლოს კადრი რათქმაუნდა დაკარგავს ინფორმაციას. ეგაა და ეგ ეს იმენა 4:3-დ გადაიღეს და იმიტომ. გამორჩეული ხომ უნდა ყოფილიყო რამით წინა ვერსიასთან შედარებით.

    ან რა უბედურებაა ამსიგრძე რომ არის? არანაერად არ მომეწონა ეს ფილმი ვახვევდი ხოლმე იმხელაზეა გაწელილი. საღოლ წინა გადამღებს იმენა ბრუს ვილისი რომ მიადგება არმაგედონში რაკეტას და ზედმეტ ნაწილებს რომ აძრობს ისე გააკეთა, ნაგვები მოაშორა და დატოვა რაც მნიშვნელოვანი იყო. 10-დან მაქსიმუმ 5 ქულას თუ დაუწერ ზოგადად ამ ფილმს ორივეს. ამ ახალს კიდევ უფრო ნაკლებს ამდენ დროს გახარჯვინებს წინასთან შედარებით და არაფრის გამო.

    ის დარკსაიდიც რა უაზრო მტერია. რა უნდა ვერ გავიგე. მაგას ტანოსი ჯობია ბევრად. იდეოლოგია აქვს მისი და მიზანი რის გამოც აკეთებს მაგ ყველაფერს. რაღაც დონეზე გაგებაც შესაძლებელია.

     

  7. 4:3-ზეა ეს მართლა? მეგონა ვიღაცა უცოდინარის ნაჩალიჩარი fan made trailer-ები იდებოდა youtube-ზე. :lollol:

    ისე განხილვები თუ გაქვთ ნანახი justice league-ს და avenger-ების? იმენა 1-1 შია დაკოპირებული ყველაფერი. ვერ ქაჩავს რა DC. ყოველთვის როდესაც ამათ ფილმებს ვუყურებ სულ იმას ვფიქრობ მისცა ამ ფილმების გადაღების უფლება marvel-ს მეთქი. რა ტყუილად იკარგება ამდენი სუპერგმირი :D

    ფლეშის მსახიობი ძაან ბანძია რა, სერიალის ტიპი რო შემოეყვანათ ეგეც კი აჯობებდა. ის 1984 WW მთლად ნაგვობა იყო, ამოდენა კინო და "გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა, ტკბილად მოუბარი"-ს დასადასტურებლად იყო, ბოლოს ლაპარაკით რომ გადააფიქრებინებს მსოფლიოს მოსპობას :lollol:

    • Haha 1
  8. ენერგოეფექტურობაა intel-ს დიდი ტკივილი.

    რაზგონში გახეულ პროცესორებს უშვებენ უზარმაზარი ვოლტაჟით და დენიკინის დროინდელი skylake არქიტექტურით, ასევე დენიკინის დროინდელ 14 nm-ზე. მაგიტომაც თხვლიპავს 250 W-ებს.

    AMD-მაც საკმაოდ აჯობა უკვე ენერგოეფექტურობაში იგივე laptop-ებში AMD-ს 8 ბირთვიანი პროცესორები 16 ნაკადით სადაც ვნახე ყველგან იგივე ენერგომოხმარება ქონდა რაც ინტელის 11 სერიის 4 ბირთვიანს 8 ნაკადით. ეგ ახალი არქიტექტურისა და 7 nm-ს წყალობითაა.

    ARM რომ მომავალია არ უნდა მაგას ლაპარაკი. მაგათი პლიუსი ისაა რომ კონკრეტული task-ებისთვის ცალკე hardware მოდულები აქვს მაგათ პროცესორს. მაგას x86 ვერასოდეს აჯობებს, ნამეტანი კომპლექსურია მსგავსი რაღაცების ჩასადებად. იგივე machine learning რომ ავიღოთ. არსებული M1-ც კი წრეებს დაარტყავს ნებისმიერ intel-ს. მხოლოდ 64 ბირთვიანი 128 ნაკადიანი AMD აჯობებს ალბათ მაგას. მსგავსი რაღაცების წყალობით mac-ებში ძალიან კარგ შედეგებს დებს, სოფტიც მაგათია და კარგი ოპტიმიზაცია აქვს და იყენებენ მაგ hardware-ს. Apple მიაწვა ARM-ს და intel-ს საბოლოოდ დაიკიდებს ეგ გარდაუვალია, ეხლა მათავარია qualcomm-მა ან სხვა კომპანიამ google-მა, samsung-მა ან MS-მა მაინც შექმნას მსგავსი ARM პროცესორი (ისე სამივეს აქვს ARM-ზე ლეპტოპები, უბრალოდ გაცილებით სუსტი), რომ არ ჩამორჩნენ და ნელ-ნელა ფეხი მოიკიდონ laptop-ების ბაზარზე მაინც, თორემ დავიღალეთ უკვე რეალურად დიდი ხანი გამძლებით ლეპტოპი არ არსებობს. ასევე თანამედროვე ლეპტოპები საკმაოდ ცხელებია და დიდი და ძლიერი გაგრილების სისტემები ჭირდებათ. პირველმა მაკმა სასწაული შედეგები დადო ლამის 2-ჯერ აჯობა ყველაზე ხანგრძლივი ბატარეის სიცოცხლის მქონე ლეპტოპს და შეგახსენებთ ერთ-ერთ მათგანს air-ს არც კი ქონდა active cooling. ანუ ფენი არც ჭირდებოდა, მხოლოდ მცირე რადიატორით აღწევდა მაგ შედეგებს.

    • Like 1
  9. Out of The Top 50 Games, 70% Work on Linux Now

    https://boilingsteam.com/out-of-the-top-50-games-70-work-on-linux-now/

    აქედან 19 არის native-დ linux-ზე და 15 Proton-თ მუშაობს იდეალურად.

    5 თამაში რომელიც მცირე პერფორმანსის ვარდნა აქ ზოგ შემთხვევაში. Cyberpunk 2077 მაგალითად AMD-ზე კარგად მუშაობს nvidia-ზე ჯერ ვერა და არაა შეყვანილი ესეთები მაგ 70%-ში.

    7 არ მუშაობს EAC-ს გამო (EAC-ზე გაცხარებული მუშაობა მიდის უკვე).

    1 DRM/anti-cheat-ს გამო, ესეც მალე გამოსწორდება linux-ს kernel-ს დაემატა უკვე ფუნქციონალი ამისთვის.

    1 BattleEye-ს გამო არ მუშაობს.

    1 ამოწმებს windows-ს კონკრეტულ დრაივერს და ისე არ ეშვება.

    MAC OS მაგალითად 21 თამაშს უშვებს ამ 50-დან 42% Proton mac-ზე არ მუშაობს.

    ასე რომ gaming-ს მხრივ არც ისე ცუდი სიტუაციაა უკვე linux-ზე როგორც ბევრს გონია და ეგ მხოლოდ უმჯობესდება.

    EAC-ც და DRM/anti-cheat მალევე უნდა მოგვარდეს, proton კი დღითიდღე იხვეწება, ასევე linux kernel. stadia ცალკე დიდი მიღწევაა linux-ზე აწყობილი game streaming პლატფორმა, ეგეც დიდ როლს თამაშობს. რეალურად დღესაც კი შეიძლება linux-ზე gaming და ამას საკმაოდ ბევრი მომხმარებელი აკეთებს. ტყუილ უბრალოდ google-ც არ აიღებდა linux-ს gaming პლატფორმად და არც valve დაუჭერდა და ჩაყრიდა ამდენ მილიონებს მაგ საქმეში.  

  10.  

    ეს მაგ Ryzen 5300G-ს ტესტებია. ეს პროცესორი იმ ინტელის 11 სერიისგან განსხვავებით რომელიც საბოლოო დასრულებული ვარიანტია, არის Engineering Sample.

    driver-ც კი ექსპერიმენტული დააყენა ეგეც ხელით და ხმა მაინც არ მუშაობსო. Battlefiedl 4-სა და 5-ს შედეგები ასეთია.

    2021-03-13-212608_1600x900_scrot.png

    ძალიან მაგარი შედეგია ამ დონის ES პროცესორისთვის. ზუსტად ამას ვამბობდი ზედა პოსტშიც, რომ ინტეგრირებულის კვალობაზე AMD-ები სერიოზულ შედეგებს დებენ და ხოშიანი ბარათებია. მითუმეტეს ეს ახალი მსგავსი GPU driver-თ. ეს არ დაგავიწყდეთ არის Vega 8. ვისაც ბიუჯეტური gaming სისტემა უნდა მაგათთვის იდეალური ვარიანტია. 

    ეს კიდევ ერთი საოცრება. AMD-ს handheld device დატესტეს docking mode-ში. ასეთი მოწყობილობისთვის საოცარ შედეგებს დებს ესეც. მსგავსი არაფერი აქვს ინტელებს. მხოლოდ დუხოვკები ბანძი ინტეგრირებულებით.

    ასეთ form factor-შიც კი 30 W-იან დატვირთვაზე ანუ სტანდარტულზე 2-ჯერ მეტზე ამ მოწყობილობის CPU 85 გრადუსს არ აცილებიაო. Performance იდეალური აქ ზომასთან შედარებით. ამაზე მუშაობაც შეგიძლია და გზაშიც წაითამაშებ dirt-ს ან forza horizon 4-ს ან GTA 5-ს  :D

     

  11. On 3/13/2021 at 4:10 PM, user24 said:

    როგორ დააყენე ეგეთი დიზაინით? მასწავლე რა... 

    შედიხარ about:config-ში და toolkit.legacyUserProfileCustomizations.stylesheets ეს დააყენე true-ზე. მერე ეს გადაწერე ამოაარქივე და ჩააგდე ეს ფოლდერი თვითონ, chrome უნდა ერქვას და შიგნითაც ორი ფაილი იქნება firefox-ს პროფილის ფოლდერში. ჩართე firefox და იქნება ჩემნაერ ვიდზე. მანდ არ ჩანს და მაუსს რო მიიტან tab-ებზე გამოჩნდება url-ც და bookmark-ც და ყველაფერი, ან ახალ ტაბს რო გახსნი ცარიელს მაშინ. ისე დამალულია.

    2021-03-13-211606_1600x900_scrot.png

    • Thanks 1
  12. 9 minutes ago, George said:

    არანაირათ,. ბევრ გამოცდილ გეიმერს ვიცნობ ვისაც პირადათ აქვს დატესტილი და არაფრათ არ ვარგაო, ამიტომ არანაირ მცდარ ინფორმაციას არ ვწერ, სწორია ყველაფერი, ეგრე რომ არ იყოს აქამდე ყველა ლინუქსზე იჯდებოდა, მომხარებლების 90% კიდე მაგ კარაკულებში ვერ გაერკვევა,

    მსგავსი არაფერი მინახავს რასაც შენთან დისკუსიისას ვნახულობ ხოლმე. წერ ისეთ ინფორმაციას როგორც ზემოთ დიდ პოსტში გიწერია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი და მერე რომ მიგითითებენ რომ მცდარია და რელაურად სულ სხვანაერადაა მაინც შენსას აწვები თან ამართლებ იმიტომ რომ იცნობ ბევრ "გამოცდილ" გეიმერს :facepalm: ეგენი თუ იმათ გითხრეს ლინუქსზე ემულატორით თამაშობენო და ა.შ. გარტყმაში არ ყოფილან ლინუქსის! ამ კონკრეტულ ფორუმზე არაა ბევრი linux-ს მომხმარებელი, თორემ აბა დაწერე ეგ ინფო რომელიმე ლინუქსის ფორუმზე downvote-ბით და სიცილაკებით აგავსებენ, ისეთი რაღაცები წერია.

    მე ხო არ ვამბობ რომ 200 მილიონი იყენებსთქო და ა.შ. მხოლოდ ფაქტებს ვამბობ. იგივე გამოყენებაზე რომ ამბობ მოუხერხებელიაო. პროგრამის დაყენება რომ გინდა ჩართავ windows store-ვით პროგრამას ჩაწერ სახელს და დააჭერ install-ს. manjaro-ს იგივე ყველაფერი მოყვება და არაფრის დაყენება არ უნდა. თუ chrome გინდა მაინცდამაინც წინა წინადადებაში მიწერია მარტივად როგორ აყენებ. windows-სგან განსხვავებით სადაც უნდა შეხვიდე ნეტში და გადმოწერო ბრაუზერი. თანაც ამას ვერ იზამ სხვა ბრაუზერი თუ არ გაქ, ან არ მუშაობს ie. მომსვლია მასე შემცირებულ ვერსიებში და საინსტალაციოს ფლეშკაზე ვწერდი ხოლმე და ისე ვაყენებდი.

    ძირითადი პრობლემა არის მიჩვევა. უბრალოდ windows-ს მიჩვეული უზერები არიან და ახალი თუნდაც უფრო მარტივი იგივე mac ან linux არ უნდათ რთული გონიათ. მარტო linux-ზე კი არა რამდენი მინახავს mac-ო რთულიაო. ნუ ვინც ეგ სისტემები იცის linux-ზე კიდე ბევრი დისტროა და ზოგი მართლა რთულია, მაგრამ mac? mac და რთული? apple ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ fool proof სისტემები ქონდეს და ამ დროს mac-ო რთულიაო რო ამბობენ არ მესმის. ინფორმაცია არაა გავრცელებული იგივე linux-სა და mac-ზე და იმიტომ, ფორუმებზე მსგავსი სისულელეები იწერება რაც ზემოთ წერია, ამას კი ავრცელებენ უზერები რომლებმაც არ იციან არც mac არც linux და მსგავს მცდარ ინფორმაციებს ავრცელებენ და მერე ხალხი კითხულობს და იჯერებს.

  13. 6 hours ago, George said:

    17,384-ან  13,860 ეგ სისულელეა სრული, ვინ ითამაშებს ემულაციით იგრებს როცა ყველაფერი ეშვება ვინდოუს 10-ზეც, რა დანაკრი რის დანაკარგი, გრაფიკაც დაკარგული ექნება მანდ და კიდე სხვა ათასნაირი ბაგები, ეგრე რომ არ იყოს 5% იჯდებოდა ვინდოუსზე და 70% გეიმერების ლინუქსზე, რამდენი გეიმერი ვიცი მოუსინჯია და ეგრევე ვინდოუსზე გადმოსულა უკან, ან თამაში არ ეშვებოდა ან რაღაც პრობლემა ქონდა, ან გრაფიკული სეტინგები არ ირთვებოდა, ან რაღაცას კრაშავდა კიდე, ვინ გადავა სისტემაზე სადაც თამაშების ნაწილი საერთოდ არ მუშაობს ნორმალურათ, არც არავინ, რა დანაკარგზეა მანდ ლაპარაკი 10ფპს ჯაბნის ლინუქსი 1080P ზოგ იგრებში, იქნება ყველა ფიშკები არც მუშაობს მაგაზე, ნაგავი დრაივერები ქონდა ყოველთვის ლუნუქსზე ნვიდიას, არც ეხლა ექნება იდეალური,

    აშკარად ვერ ერკვევი linux-ში და მითუმეტეს მასზე gaming-ში არაერთხელ შემინიშნავს რომ მცდარ ინფორმაციას წერ linux-ზე. ემულაცია 3-ჯერ გაქ ნახსენები :D არადა ემულაცია არაფერშუაშია. ემულაციით არავინ თამაშობს PC თამაშებს linux-ზე. wine, proton ემულატორი არაა! ემულატორსა და compatibility layer-ს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. nvidia-ს დრაივები კი ცა და დედამიწაა ადრინდელთან შედარებით. AMD-სი მითუმეტეს. ეგ საერთოდ kernel-შია ჩაშენებული და open source driver-ები ჯობია. RADV ACO-ს მერე მთლად გაუმჯობესებულია vulkan AMD-ზე. DX-ს ალტერნატივად კიდევ AMD-მ შექმნა ჯერ mantle და მერე მოხდა დახვეწა VULKAN-დ და windows-შიც კი უკეთესი პერფორმანსი აქვს ხოლმე DX-თან შედარებით. მაგიტომ იხეოდა MS შუაზე რომ WSL-ში dx-ს მხარდაჭერა უნდოდა რომ vulkan არ გამოეყენებინათ, მაგრამ ყველამ იცის MS-ს EEE-ს შესახებ უკვე :P

    ძაან სტრანნად აფასებ ხოლმე. რადგან სერვერებში ინტელს დიდი მოგება აქ ამიტომ ინტელი ჯობია, რადგან windows 1245325322 იყენებს და linux-ს 232254 ამიტომ windows ჯობა. მშვენივრად თამაშობენ linux-ზე და comunity-ც არის საკმაოდ დიდი, სადაც ვინც არ იცის ეხმარებიან. მე თვითონაც ხშირად ვთამაშობდი ხოლმე linux-ზე და მშვენივრად მუშაობდა ყველაფერი ეგ ჯერ კიდევ 5-6 წლის წინ. თემაც მაქ გახსნილი თანამედროვე თამაშების რომელიც მუშაობს იდეალურად. cyberpunk რომ ავიღოთ იგივე day one support ქონდა linux-ზე. 

  14. 3 hours ago, user24 said:

    ვინდთან შედარებით შეზღუდულია, მაქს: მულტიმედია/ბრაუზინგით ისარგებლო .

    ეს არ თქვა ხოლმე, იმიტომ რომ სასაცილოა.

    windows-ს თამაშებიც ეშვება ჩვეულებრივად. ზოგში პერფორმანსის მცირე დაკარგვით, ზოგი მათგანი კი პირიქით უფრო უკეთეს შედეგს იძლევა linux-ზე. 17,384 დარეპორტებული თამაშიდან 13,860 მუშაობს  https://www.protondb.com/

    ასევე განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი თანამედროვე თამაში გამოდის native linux support-თ.

    ამას გარდა არსებობს game stream ტექნოლოგიები თუ გსმენია. მაგითად მშვენივრად ითამაშებ. სხვათაშორის ეგ google stadia მაგალითად კაკრას linux-ს იყენებს ანუ რაც მანდ თამაშებია linux-ზეა გაშვებული.

    • Haha 1
  15. 16 hours ago, George said:

    ისე მაგ ჰაკინტოშს ბოლო ვერსია თუ დააყენე კატალინას სახით პერფორმანს დეგრადაცია არა აქვს გარკვეულ დოზებში მაკებს თუ შეადარებ + ვიცი რაღაც აგრანიჩენიები აქვს, ცალკე სსდ უნდა ხო მგონი რომ დააყენო, 16გბ ფლეშკა თან ლამის მგონი, ნაკლებზე არ ეტევაო, დატესტვა მინდოდა მაგრამ მაგის გამო შევიკავე თავი, ცალკე სსდ და 16გბ ფლეშკა რომ ჭირდება

    16-იანი ფლეშკა კი უნდა მაგრამ HDD-ზე windows-ზე უკეთ კი მუშაობს ssd ისე არ ჭირდება როგორც windows 10-ს სახე რო ძვრება HDD-ზე. სტაბილურობაშიც იასნია ჯობია მილიონჯერ windows-ს. ნუ ზოგადად unix სისტემები 10 თავით მაღლა დგანან windows-სთან შედარებით სტაბილურობაში, დაცულობაში, privacy-ში და ა.შ.

    ყველაზე ღადაობა იცი რა არის? აი მაგ პოსტში მაღლა რა ტვიკებიც გიწერია და აქ თემაში რომ წერ ხოლმე აი მაგდენი ჩალიჩი ნაღდად არ უნდა linux-ს. იგივე მანჯაროს რომ დააყენებ უკვე ყველაფერი დაყენებული გხვდება, დაჟე steam-ც პლეიერები, სკაიპი, ოფისები, ბრაუზერი მოკლედ ყველაფერი ეგრევე აყენია და ეგრევე მუშაობს, პირდაპირ შეგიძლია მუშაობას შეუდგე. windows -ში კიდე აგერ შენ პოსტებშიც ჩანს რამდენი ჩხიკინი და უბედურება უნდა, ხან event viewer-ში ძრომიალი ფიქსვები და რავი მაგდენის თავი ნამდვილად არ მაქ დრო OS-ს სწორებაში ვკარგო. 6 წლის წინ რო გავასწორე, მუშაობს დღესაც კარგად. აქ არმგონია ვინმეს 6 წლის წინ დაყენებული windows დღემდე update-ბით ასე იდეალურად გიმუშავებდეთ ;) თანაც ეგ ჩალიჩი ყოველ update-ზე უნდა wind-ს რადგან რას შეცვლის საერთოდ არ იცი, შეიძლება რაღაცა შენ გემოზე გქონდეს გასწორებული და ადგეს და ყველაფერი მიაშალოს და ისე დააკონფიგოს როგორც თვითონ უნდა. მერე უნდა ასწორო თავიდან ან ახლიდან დააყენო და მაინც გაასწორო. მოკლედ მისახედად windows გაცილებით მეტი დრო და ნერვები უნდა ვიდრე linux-ს. ახალდაყენებული უკვე მოწყობილია ყველაფერი ფაქტობრივად, მარტო იკონკებს თუ გაასწორებ ეგაა და ეგ.

  16. @jomardiტელეფონზე ვიყენებთქო firefox-ს ublock origin-თ. როგორც დაგიწერე android TV თუ გაქვს ჩვეულებრივად დააყენე როგორც ანდროიდის ტელეფონზე აყენებ play store-დან firefox და იმაში მერე ublock origin. 

  17. 10 რამდენს გაარტყამ რომელი DX11-ა და რომელი 12? :D მარკეტინგია. არაფერი სხვაობა არაა. მაგათში ტექნოლოგიურად ყველაზე დახვეწილი vulkan-ა. სწორედ მაგით ქაჩავს linux-ზე gaming. ზოგი თამაში native windows-ზე უფრო კარგ შედეგს იძლევა linux-ში DXVK-თ ანუ dx-დან vulkan-ზე მთარგმნელით :D +cpu-ს მოხმარება ნაკლები აქ vulkan-ზე პარალელიზმი აქვს უკეთესი. მე პირადად windows-ზე რომ ვიყო დამოკიდებული აუცილებლად 8.1-ს დავაყენებდი ჩემ კომპზე.

    • Thanks 1
  18. მანდ იტოგი უფრო ესაა

    Игровые же возможности встроенного ядра... С ними все понятно: это уровень стабильно выше GeForce GT 1030 и младших модификаций Radeon RX 550.

    ანუ AMD-ს ინტეგრირებულები იმდენად ძლიერია, რომ სტაბილურად ჯობია GT 1030-ს, რომელიც 300 ლარი ღირს :D

    Zen 4-ზე რო გადავა და ახალ GPU არქიტექტურაზე + DDR 5 + 5 nm-ზე ძალიან დიდ მატებას დადებენ 2022-ს ბოლოსკენ 2023-ს დასაწყისში. AMD-ს რა შეუძლია ინტეგრირებულებით გამოჩნდა intel-ს devil canyon-ში 1050 ti-ზე ძლიერი iGPU რომ გააკეთეს. თუმცა დიდი ენერგომოხმარება აქ საკმაოდ და ამიტომ არ დებენ ალბათ ეგეთებს ამ პროცესორებში. ისედაც 1030-ზე უკეთესი ინტეგრირებული ძალიან მაგარია. მითუმეტეს ულტრაბუქებში როცა გაქ ეგეთი. ულტრაბუქზეც კი შეგიძლია 1080p-ში ცოტა ძველი თამაშები საკმაოდ კომფორტულად ითამაშო.

    მე პირადად AMD-ს apu-ები ძალიან მომწონს, უფრო ულტრაბუქების ამბავში, რადგან ძალიან ძლიერ CPU-ს იღებ და ასევე საკმაოდ ნორმალურ ვიდეობარათს.

  19. გააქტიურდა ისევ windows 10-ზე ინფორმაციები ინტერნეტში პრობლემების შესახებ. update გამოვიდა ეტყობა :D

    აქაც დაგიყენებიათ უკვე update-ები. ასე რო მტანჯავდეს OS სულ low level format-თ დავაფორმატებდი სადაც 10 მიყენია და 8.1-ზე გადავიდოდი, თუ linux არ გინდათ ან hackintosh-ზე ჩალიჩი.

  20. მეც მევასება ეგ ედონი. მარტო მაგას და container-ებს ვიყენებ. მეტი აღარცაა საჭირო. privacy badger, https everywhere და decentraleyes-ს ფუნქციონალი ისედაც აქ mozila-ს უკვე. ლამისაა cookie jar-ს გამო რაც 86 ვერსიაში დაუმატეს იმასაც ვფიქრობ უკვე multi container-ებიც ხო არ მივაშალოთქო. ჯერ გავარჩევ ზუსტად როგორ მუშაობს და მერე გადავწყვეტ.

    TV-ს ბრაუზერში არ მგონია შეძლო თუ android არაა TV. თუ არის და firefox-ს იყენებ წესით იქნება შესაძლებელი რადგან ტელეფონებზე აქვს მხარდაჭერა firefox-ს addon-ების და ublock origin მუშაობს მე ვიყენებ ტელეზე firefox-ს და მაგ extensions.

    pihole-ს რაც შეეხება, ეგ თავდაპირველად raspberry pi-სთვის იყო და linux-ზე მუშაობდა, თუმცა აგერ ლინკზე წერენ windows 10-ზეც შეგიძლია გამოყენებაო docker-ს image გაუკეთებია ვიღაცას. https://www.andrewdenty.com/blog/2020/01/25/installing-pi-hole-on-windows-10.html

    ქსელში თუ გინდა დაბლოკო ჩერეზ pihole-თ უნდა გაუშვა dns query-ები გაითვალისწინე. რასპბერი პის იყენებენ ხოლმე ზოგადად რაც მინახავს ფორუმებზე, მაგრამ ბევრი adguard home-ზე გადავიდა როუტერშივე შეგიძლია ეგ გქონდეს და იმიტომ. მაგიტომ დავწერე adguard home იგივეა, იგივე ლისტებს იყენებს 1-1ში და იგივე პრინციპით მუშაობს.

     

    • Thanks 1
  21. pihole უნდა მაგ საქმეს, ან custom hosts ლისტი როუტერში. ან კიდევ pihole-ს ალტერნატივაა adguard home. router ნორმალური თუ გაქვს 100 MB RAM უნდა თავისუფალი და 20 MB storage router-ში. როუტერზე openwrt უნდა გეყენოს, ან რამე მსგავსი სისტემა სადაც შეძლებ ამის გაშვებას. pihole-ს ლისტები 1-1ში მიდის. ეგ dns ითიშება ხოლმე 2-3 ჯერ მომივიდა ტელეზე adguard-ს dns რომ გამოირთო ვტესტავდი. ასე კი dns სერვისი არაფერშუაშია შეგიძლია google-ს dns-ც კი გაიწერო და მაინც დაბლოკავს. ისე კი dnscrypt proxy კარგი იქნება თუ გეყენება და დაცულ სერვისს გამოიყენებ მისი ლისტებიდან და არა გუგლისას, რამდენიმეს დაყენებაც შეუძლია რომ ერთი თუ გამოირთო მეორეზე გადავიდეს ავტომატურად. ეგ მე როუტერში მაქვს გაკეთებული და ყველა მოწყობილობას ვაიძულებ dns query როუტერიდან წავიდეს ანუ მაგ dnscrypt proxy-თ.

    adjaranet-საც დაბლოკავს და fb-ს ვიდეო რეკლამებსაც და ყველაფერს რასაც მოინდომებ. ublock origin-დან შეიძლება მაგეების ნახვა რა მისამართები უნდა დაიბლოკოს. ublock-ს ასევე ძალიან მაგარი ლისტები აქ რაც შეგიძლია დააკოპირო.

  22. ეგ i9 10980HK ძაან ბანძი პროცესორია AMD-ებთან შედარებით ლეპტოპებში იმაზე უფრო დიდი ჩამორჩენა აქ ვიდრე დესკტოპებში. იგივე შარშანდელი Ryzen 7 4800H-ს დონეც კი არ არის. დაჟე 75W-ზეც რომ დააყენო lol ეგ უზარმაზარი მოხმარებაა ლეპტოპისთვის. ახალ 5xxx სერიაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. 5900HX რო ვნახე მთლად თავზე დაახია ყველაფერი ყველა სხვა პროცესორს. intel-ს i7 10700k-საც კი აჯობა შედარებებში lol ლეპტოპებში არაფერი აქვს ინტელს და რა ქნან reviewer-ებმა ინტელის დესკტოპის პროცესორებს ადარებენ. :D

     

  23. 2 hours ago, George said:

    არა ეგ უფრო HDR თემაა

    არა nits-ები უბრალო სიკაშკაშის აღმნიშვნელია, ანუ რამდენი კანდელი აქვს მეტრ კვადრატზე. HDR სხვა რამეა, სიკაშკაშე ერთ-ერთი მოთხოვნაა უბრალოდ HDR-სთვის. ახალი რამე სულაც არაა 1000 nits ლეპტოპი. MSI-ს რაც დავდე ეგაა და მაგის მერე კიდევ რამდენიმე გამოვიდა. აგერ vesa certified product list-შიცაა ეგ MSI creator 17 -> https://displayhdr.org/certified-products/

    2 hours ago, George said:

    500 ნიტსი და ზევით უკვე უნდა ეტყობოდეს HDR ეფექტი, დანარჩენი მარტო ფერების დემონსტრაციაა ვაიდ გამუტ მონიტორის,

    არა vesa certification-ს მიხედვით 400 nits-დან იწყება. ანუ 400 nits-იანი განათების მქონე მონიტორი შეიძლება იყოს DisplayHDR400 სტანდარტით შესაბამისად HDR10-ს მხარდაჭერაც ექნება.

    აქ შეგიძლია ეგ ინფორმაცია ნახო თუ გაინტერესებს -> https://displayhdr.org/

    DisplayHDR-ს ნებისმიერ წარმომადგენელს აქვს HDR10-ს მხარდაჭერა. ეგ ორი სხვადასხვა რამეა და ბევრს ერევა. ერთი მონიტორის სტანდარტია მეორე კიდევ open source media სტანდარტია.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.