Jump to content

anzori88

VIP
  • Posts

    962
  • Joined

  • Last visited

Everything posted by anzori88

  1. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს ფორუმზე. ბიოსის სურათები ნებისმიერ შემთხვევაში სასურველია დადო. ამასთანავე უკვე სტოკზე (დაურაზგონებლად) გატესტე შენი სისტემა რომ ნახო რა პროგრმაში რა ქულებს აიღებს. როდესაც დაარაზგონებ და გატესტავ ნახავ რელაურ სხვაობას. მაზერის მოდელი უფორ ზუსტად დაწერე, გადაუღე სურათები CPU-z-ს ყველა გვერდს და ასევე ვიდეოკარტისთვის GPU-z–ს. ამის შემდეგ უფრო ადვილი იქნება დაგეხმაროთ. :)
  2. ესიგი, ფორუმის შემოსავლებზე დამებადა იდეა, ძველია მაგრამ ჩემთვის სიახლეა: გუგლის რეკლამების დადება არ მოგვიტანს ფულს? ყველა მომხმარებელმა რომ დღეში რამოდენიმეჯერ დააკლიკოს, 1000 კლიკს ხომ აცდებით დღეში, თუ 100 კლიკში გუგლი ბიძია გადაგვიხდის 5 დოლარს თვეში გამოვა $150, და ეს საწყის ეტაპზე. თანდათან გუგლი უფორ მეტს გადაიხდის როგორც ვიცი. გუგლის პროექტია და ქვია google adsense. ასევე თუ ვინმე აპირებთ რამის ყიდვას ამაზონზე, ჩვენც შეგვიძლია ამით ფულის გაკეთება. მაგალითად, სტაფიდან ვიმეს უნდა ჰქონდეს ექაუნთი ამაზონზე და დადოს აქ ამაზონის იმ კონკრეტული პროდუქტის რეკლამა (მინი ბანერია რომელიც ამაზონის საიტზეც დევს), რომლის ყიდვასაც აქაური იუზერი აპირებს. ეს იუზერი ამ ბანერიტ გადავა იმ პროდუქტზე და იყიდის, თანხის ნაწილი, რამოდენიმე % ჩაერიცხება იმას ვინც ეს რეკლამა დადო. ესეც რაღაც შემოსავალია. დახვეწა შეიძლება. მე უფრო პირველს მივაწვებოდი, კარგად უნდა ჩაჯდომა და გადახედვა თუ როგორ შეიძლება მეტი ფულის შოვნა გუგლის რეკლამით და ვფიქრობ ყველაფერი გამოვა. განსაკუთრებით ბევრ იხდის თავის რეკლამაში როდესაც გუგლის ბლოგში ვდებთ რეკლამას blogger.com მგონი თუ სწორად მახსოვს. იქაც შეგვიძია გავაკეთთ პორტალი, სადაც შევალთ აქაური მომხმარებლები ყოველდღე და დავაკლიკებთ იმ რეკლამებს. ვინმე თუ ერკვევით საერთოდ ამაში დაწერეთ თქვენი მოსაზრებები. როგორც ვიცი ბევრი ჩალიჩობს google adsense–ზე. უცხოელის შემოსავალი მაქვს ნანახი და თვეში $25000–მდე ავიდა. იასნია ჩვენ მაგდენს არ მოგცემს, მაგრამ 300–500–მდე რომ გავაკეთოთ სტაბილურად ყოველთვე მაგარი იქნება. ველი თქვენს მოსაზრებებს. :)
  3. HP Probook 4520s ნოუთბუქის მიმოხილვა HP Probook 4520s ნოუთბუქი, შექმნილია პროფესიონალი მომხმარებლებისათვის, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ და პარალელურად მუშაობენ. ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა, მოცემულ ბიზნეს კლასის ლეპტოპს შეუძლია 4 საათის განმავლობაში, ხოლო სრულად დასატენად საჭიროებს სულ რაღაც 90 წუთს. ახლა მოდით უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ ზემოთხსენებული ნოუთბუქი. დიზაინი თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ HP Probook 4520s კორპუსის დასამზადებლად გამოყენებულია ალუმინის შენადნობი, რაც იძლევა სიმყარის და პრაქტიკულობის გარანტიას, ამავე დროს იცავს მას მექანიკური დაზიანებებისგან და ნაკაწრებისგან. ნოუთბუქს მკაცრ იერს სძენს, ოდნავ დამრგვალებული მაგრამ სწორკუთხოვანი კიდეები. დისპლეი HP Probook 4520s აქვს 15,6 დიუმიანი დისპლეი, რომლის ოპტიმალური გაფართოებაა 1366x768 პიქსელი. ეკრანის სამუშაოდ გამოყენებულია LED–განათება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ნაკლებ ენერგო მოხმარებასთან და შესაბამისად ზრდის ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობას. დისპლეის ზედა ნაწილში დამონტაჟებულია ვებ კამერა (2.0 MP). კამერა შეიძლება გამოყენებულ იქნეს იდენტიფიკაციისთვის, პაროლის მაგივრად. კლავიატურა და თაჩპედი სტანდარტულ, დიდი ზომის კლავიატურას აქვს 102 ღილაკი, რომლებიც ეთმანეთისგან დაშორებულია 2.5მმ–ით, რაც საშუალებას იძლევა რომ სწრაფად ავკრიფოდ დიდი მოცულობის ტექსტი და ამავე დროს შემთხვევით არ დაგვეჭიროს თითი არასაჭირო ღილაკზე. დიდი ზომის (62 კვ.სმ) თაჩპედს არ აქვს გამყოფი ღილაკები. ის უბრალოდ დაყოფილია სექტორებად, რაც აადვილებს მუშაობას და ამშვენებს ნოუთბუქის ინტერფეისს. თუმცა მომხმარებლთა უმეტესობა ამჯობინებს თაგვის (მაუსი) გამოყენებას. პროცესორი და კომპლექტაცია მოცემული ნოუთბუქი, ყიდვის მომენტიდანვე მზადა არის სამუშაოდ, ვინაიდან მასში დაინსტალირებულია ოპერაციული სისტემა SUSE Linux Enterprise Desktop. HP Probook 4520s აღჭურვილია ორბირთვიანი პროცესორით Intel Core i3-330M, რომელსაც აქვს ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების მხარდაჭერა, როგორიცაა Enhanced Intel SpeedStep, Idle State, Execute Disable Bit და სხვა. ტაქტური სიხშირე, რომელზეც მუშაობენ პროცესორის ბირთვები, შეადგენს 2.13 GHz, რაც თავის მხრივ მიუთითებს ნოუთბუქის საკმაოდ მაღალ წარმადობაზე. განსაკუთრებით საინტერესოა ტექნოლოგია – Intel AT, რომლის წყალობითაც ნოუთბუქი იბლოკება, მისი მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში. HP Probook 4520s აღჭურვილია DDR3 ტიპის, 3 გბ მოცულობის, ოპერატიული მეხსიერებით. ხოლო იმ მომხმარებლებისთვის ვისაც კიდევ უფრო მეტი უნდათ, შეიძლება ოპერატიულის გაზრდა მაქსუმალურ 8 Gb–მდე. მყარი დისკი (ვინჩესტერი) მუშაობს შესანიშნავი სიჩქარით – 7200 ბრ/წთ. და შეუძლია შეინახოს ინფრომაცია, მოცულობით 320 გბ. მწარმოებლებმა იზრუნეს, რომ დისკი დაცული იყოს დარტყმის ან დავარდნის შემთხვევაში. ვიდეოსისტემა აღჭურვილია ვიდეოკარტით ATI Mobility Radeon HD 4350, 512 მბ მეხსიერებით, რომელიც ოპერატიული მეხსიერების ხარჯზე შეიძლება გავზარდოთ 1754 მბ–მდე. თანამედროვე თამაშებისთვის ასეთი ვიდეოკარტა რათქმაუნდა არაა საკმარისი. პრინციპში ამ ტიპის (ბიზნეს კლასის) ნოუთბუქისგან ეს არც მოითხოვება. ოპტიკური წამკითხველი, პორტები, ჩიპის წამკითხველი (Card-reader) ლეპტოპის მარჯვენა მხარეს შევხვდებით, საკმაოდ ჩუმ, ოპტიკურ წამკითხველს DVD Super Multi, რომელიც აღჭურვილია ტექნოლოგიით LightScribe (სურათის ან წარწერის დისკის ზედაპირზე დატანება), ასევე მარჯვნივაა განთავსებული სატენი მოწყობილობის შესაერთებელი, 2 USB პორტი და მოდემი. უფრო მეტადაა დატვირთული ნოუთბუქის მარცხენა მხარე, სადაც განთავსებულია სლოტი ExpressCard/34–სათვის, 2 USB პორტი, eSATA პორტი, HDMI და VGA პორტები, კენსინგტონის საკეტი და ქსელის კარტის შესაერთებელი. უკანა მხარე საერთოდ თავისუფალია ყველანაირი პროტებისგან, ხოლო წინ შევხვდებით 5–1–ში ჩიპის წამკითხველს ( 5–in-1 Card-reader). უსადენო კავშირი ხორციელდება Bluetooth 2.1 და Wi-Fi–ს მეშვეობით. დასკვნა ლეპტოპი Hewlett Packard Probook 4520s – შესანიშნავი, წვრილმანებამდე გათვლილი და დახვეწილი კომპიუტერია, რომელიც შეუცვლელია, პირველ რიგში, ბიზნეს კლასის მომხმარებლებისთვის. მისი კლასიკური დიზაინი ხაზს უსვამს თქვენს სტატუსს, ხოლო მაღალი წარმადობა დაგეხმარებათ, თავი გაართვათ სხვადასხვა და არც თუ ისე მარტვის ამოცანებს, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ხვდებით. მადლობა ყურადღებისათვის. ა. ჩხიკვაძე. :rolleyes:
  4. ASUS Eee PC 1201T მინი ნოუთბუქის მიმოხილვა თუ თქვენ, მთელი დღის განმავლობაში სამუშაოდ გჭირდებათ პორტატული კომპიუტერი, მაშინ ASUS Eee PC 1201T ზუსტად თქვენთვისაა შექმნილი. მისი კომპაქტურობა და პატარა წონა (1,5 კგ), საშუალებას მოგცემთ 6 საათი შეუწყვეტლივ და რაც მთავარია, კომფორტულად იმუშაოთ. მოდით მოკლედ მიმოვიხილოთ ASUS Eee PC 1201T. დიზაინი ASUS–ის ამ მოდელმა განსაკუთრებული პოპულარობა ჰპოვა ნოუთბუქების ბაზარზე და არაერთი თაყვანისმცემელი გაიჩინა. სწორედ მათთვის ASUS Eee PC 1201T გამოიცემა სხვადასხვა ფერებში, კერძოდ კი: ვერცხლისფერში, წითელში და შავში. სამივე ფერი იდეალურია იმისათვის, რომ არ დაეტყოს ნათითურები. განსაკუთრებით ლამაზია, შავი ფერის მოდელი გაშლილ მდგომარეობაში, სადაც იდეალურად ერწყმის ერთმანეთს შავი სამუშაო დაფა და ვერცხლიფერი ღილაკები. მინი ნოუთბუქი დამზადებულია მაღალი ღარისხის პლასტმასისაგან. თხელ კორპუსს განსაკუთრებულ სილამაზეს სძენს, მომრგვალებული კუთხეები. ადვილად შესამჩნევია, რომ ყველაფერი დამზადებულია გემოვნებით და საკმაოდ ხარისხიანად. დისპლეი არც თუ ისე დიდი ზომის, 12,1’’ TFT ეკრანის ოპტიმალური გაფართოებაა 1366×768 პიქსელი. თხევადკრისტალური დისპლეი, საკმაოდ კარგი ხედვის კუთხით, შესაძლებლობას მოგცემთ უყუროთ თქვენს საყვარელ ფილმებს 16:9 შეფარდებით. 0,3 MP კამერა, არც თუ ისე მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეო გადაღებას უზრუნველყოფს, მაგრამ სრულებით საკმარისია, რომ ცუდი განათების მიუხედავადაც კი, შეძლოთ ვიდეოკონფერენციის გამართვა. აუდიოსისტემა Intel High-Definition, წარმოდგენილია ორი სტერეო დინამიკით, რომელთა ჟღერადობა საკამოდ სუფთაა და ხმის სიმაღლეც დამაკმაყოფილებლი. კლავიატურა და თაჩპედი კლავიატურის ტიპიური განლაგება და დიდი ღილაკები, საშუალებას მოგცემთ ჩვეული სისწრაფით იმუშაოდ ბეჭდურ რედაქტორებში თუ სხვა. რაც შეეხება თაჩპედს, ის არც თუ ისე დიდი ზომისაა, მანიპულატორის ზედაპირი კი ხორკლიანია, სამუშაოდაც საკმაოდ მოსახერხებელია. პროცესორი და კომპლექტაცია ASUS Eee PC 1201T ყიდვისთანავე მზად არის სამუშაოდ, რადგან მასზე დაინსტალირებულია ოპერაციული სისტემა Windows 7 Home Premium. ნოუთბუქში ყველაფერი გათვლილია იმისათვის, რომ მომხამრებელმა შეძლოს კომფორტულად მუშაობა. ფაილების შესანახად ლეპტოპი აღჭურვილია 250 გბ მყარი დისკით, რომელიც მუშაობს 5400 ბრ/წთ სიჩქარით. AMD Athlon Neo 1.6 GHz სიხშირის პროცესორი, საშუალებას იძლევა იმუშაოთ საკმაოდ სწრაფად. ოპერატიული მეხსიერება არის DDR2 ტიპის, 2 გბ მოცულობის, ხოლო ვისთვისაც არც ესაა საკმარისი, მისი გაზრდა შესაძლებელია მაქსიმალურ 3 გბ–მდე. გამოსახულების მაღალ ხარისხზე პასუხისმგებელია, ინტეგრირებული ვიდეოდაფა ATI Mobility Radeon HD 3200, რომელიც ვერ დაიკვეხნის უახლესი თამაშების გაშვებით, მაგრამ მკაფიო ვიდეო გამოსახულებას 100% უზრუნველყოფს. ოპტიკური წამკითხველი, პორტები, ჩიპის წამკითხველი (Card-reader) დეტალური დათვალიერებისას კარგად ჩანს, რომ ASUS Eee PC 1201T არ არის აღჭურვილი ოპტიკური წამკითხველით. ნოუთბუქის მარჯვენა მხარეს ნახავთ 2 USB პორტს, ჩიპის წამკითხველს, ყურსასმენის და მიკროფონის შესაერთებლებს და კენსინგტონის საკეტს. ტრადიციულად, მარცხენა მხარე მხარე ნაკლებად დატვირთულია, არის მხოლოდ 1 USB პორტი, VGA კონექტორი და კვების შესაერთებელი. უსადენო კავშირის დამყარება შესაძლებელია Bluetooth 2.1 და Wi-Fi–ს მეშვეობით. დასკვნა ASUS Eee PC 1201T მინი ნოუთბუქის დახმარებით, თქვენ შეძლებთ ითამაშოთ ზოგიერთი თანამედროვე „თამაში’’, ასევე ისიამოვნოთ მაღალი ხარისხის ვიდეოს ყურებით. ტექსტის აკრეფის დროს, თქვენ იგრძნობთ კომფორტს და სიმსუბუქეს, თითქოს თქვენი თითები „ეფერებოდნენ’’ კლავიატურას. ეს ულტრამსუბუქი, მობილური კომპიუტერი შეუცვლელი იქნება დასვენებისას თუ მუშაობისას, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე საქმიანი ადამიანებისთვის. მადლობა ყურადღებისათვის. ა. ჩხიკვაძე. :rolleyes:
  5. რა განსხვავებაა ნეთბუქსა და ნოუთბუქს შორის? მიუხედავად იმისა, რომ ნეთბუქი (Netbook) ჩვენს ცხოვრებაში სიახლეს არ წარმოადგენს, ადამიანთა უმეტესობამ, ჯერ კიდევ არ იცის, რით განსხვავდება ნეთბუქი ნოუთბუქისგან (notebook). ყველაფერი ძალიან მარტივია. მთლიანობაში, ნეთბუქი არის იგივე ნოუთბუქი, მაგრამ შეადრებით მცირე ზომის, ნაკლები წარმადობის და ოდნავ განსხვავებული დანიშნულების. ალბათ უმეტესობას სმენია, რომ ნოუთბუქები იყოფა რამდენიმე ტიპად. ესენია: სათამაშო ნოუთბუქები, ბიუჯეტური და ბიზნეს ნოუთბუქები, მაღალი წარმადობის და ა.შ. შეიძლება ითქვას რომ ნეთბუქიც არის ნოუთბუქის ცალკე ტიპი. გავარჩიოთ ყველა განსხვავება ნეთბუქისა, ნოუთბუქისგან. ზომები პირველი განსხვავება, რაც ადვილი შესამჩნევია ეს არის – ზომები. თავიდანვე ნოუთბუქები შეიქმნა, საქმიანი ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველთვის გადარბენაზე იყვნენ და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო რომ ყოველთვის თან ჰქონოდათ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ კალკურატორი ან ბლოკნოტი. თანდათანობით ნოუთბუქებზე მოთხოვნა გაიზარდა და გამოჩნდა უფრო დახვეწილი, განვითარებული და სრულყოფილი პროდუქცია. იყო სხვადასხვა ზომის ნოუთბუქები, მაგრამ შეუძლებელი იყო მათი ტარება ქალის პატარა ჩანთით, შარვლის ან კოსტუმის ჯიბით და ა.შ. სწორედ აქ გამოჩნდა და დაიკავა საპატიო ადგილი ნეთბუქებმა, რომელთა დისპლეის (ეკრანის) ზომა დიაგონალზე, არ აღემატება 25.4 სანტიმეტრს (10 inch) წარმადობა მეორე განსხვავება არის წარმადობა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ნოუთბუქები იყოფა რამდენიმე ტიპად. მათ შორის ყველაზე მძლავრი არის სათამაშო და მაღალი კლასის (High-End) ნოუთბუქები. როგორც წესი, ასეთ ნოუთბუქებში გამოიყენება ყველაზე თანამედროვე პროცესორები და ვიდეოკარტები. ნეთბუქებში კი საპირისპიროდ, გამოიყენება საკმაოდ სუსტი პროცესორები, რომელთა სიმძლავრეც საკმარისია უბრალო ოპერაციების შესასრულებლად, მაგალითად, სურათების დასათვალიერებლად, ფილმების საყურებლად, ინტერნეტთან და საოფისე პროგრამებთან სამუშაოდ. ნეთბუქებს არ შეუძლით გაუშვან უახლესი თამაშები, რადგან მათი ვიდეოკარტები საკმაოდ სუსტია, რომლებიც მთლიანობაში წარმოადგენს დედაფაზე ინტეგრირებულ ჩიპს. თუმცა ზოგიერთ ნეთბუქს შეუძლია გაუშვას სამაოდ ძველი თამაშები, რომლებიც არც თუ ისე საინტერესოა მაგრამ არ სჭირდებათ მაღალი რესურსების მქონე სისტემა. ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა ყველა „მინუსის“ მიუხედავად, ნეთბუქებს აქვთ ერთი სერიოზული უპირატესობა ნოუთბუქებთან შედარებით. ეს არის – ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა. ნაკლები წარმადობა, ნიშნავს ნაკლებ ენერგო მოხმარებას. ამის წყალობით ნეთბუქებს შეუძლიათ ელემენტის ხარჯზე მუშაობა საკმაოდ დიდი დროის მანძილზე. მძლავრ ნოუთბუქებს, დატენვის გარეშე შეუძლიათ იმუშაონ 2–3 საათს, მაშინ როცა ნეთბუქი 2–3 ჯერ მეტხანს ძლებს. თანამედროვე ტექნოლოგიების და პროცესორის წყალობით, რომლებიც საჭიროებენ დაბალ ძაბვას, ნეთბუქების მუშაობის ხანგრძლივობა 12 საათამდე გაიზარდა. ვიმედოვნებთ რომ ახლო მომავალში კი ეს დრო კიდევ უფრო გაიზრდება. კონფიგურაცია კიდევ ერთი განსხვავება არის კონფიგურაცია. თუ კი ნოუთბუქში თქვენ ადვილად ნახავთ ოპტიკურ წამკითხველს, ვებ–კამერას და მრავალ სხვა პორტებს თუ შესაერთებლებს, ნეთბუქებში ყველაფერი სხვანაირადაა. მათ არ აქვთ ოპტიკური წამკითხველი (თუმცა არსებობს გამონაკლისებიც). შედეგად ოპერაციული სისტემის დაყენება ხდება გარე USB მატარებლიდან ან სხვა ხერხებით რომლებიც მრავლად არსებობს. ფაილების და პროგრამების ჩატვირთვაც ხდება ფლეშკიდან ან ინტერნეტიდან. ნეთუქების უმეტესობას არ აქვს ვებ–კამერა, რაც აიხსნება იმით რომ ეს გაზრდიდა ხელსაწყოს ფასს. თუმცა ნეთბუქებში თქვენ აუცილებლად ნახავთ Wi-Fi მოდულს, როგორც ძირითად წყაროს ინტერნეტთან და შესაბამისად მთელ მსოფლიოსთან დასაკავშირებლად. ფასი კიდევ ერთი განხსვავება, ნეთბუქისა ნოუთბუქისგან არის ფასი. თითქმის ყველა ნეთბუქი არის ხელმისაწვდომი თავისი ფასის გამო მომხმარებლისთვის, რითაც ვერ დაიკვეხნის ნოუთბუქების უმეტესობა. თუმცა ნოუთბუქებს აქვთ ბიუჯეტური მოდელებიც, მაგრამ მაინც უფრო ძვირია ვიდრე ნეთბუქები. დასკვნა აქ მთავრდება ძირითადი განსხვავებები ნეთბუქსა და ნოუთბუქს შორის. საერთო ჯამში ნეთუქებმა საკმაოდ კარგად მოიკიდეს ფეხი დღევანდელ ბაზარზე და ყავთ ერთგული მომხმარებლებიც, რომლებიც თავის მხრივ გაერთიანდნენ ამ პროდუქტის გარშემო,მისი მცირე ზომის და ხელმისაწვდომი ფასის გამო. ანზორ ჩხიკვაძე.
  6. ნოუთბუქის მიმოხილვა კომპანია Hewlett-Packard, ისევ გვთავაზობს სიახლეს ნოუთბუქების ბაზარზე და ამჯერად წარმოგვიდგენს ახალ, ბიზნეს კლასის ლეპტოპს, HP ProBook 4710s, რომელიც როგორც მწარმოებლები აცახდებენ, იქნება შეუცვლელი ნებისმიერი ოფის მენეჯერისა თუ თანამშრომლისათვის. დიზაინი ნოუთბუქს აქვს საკმაოდ მკაცრი დიზაინი, არავითარი მრგვალი კუთხეები თუ ნახატები. კარკასი დამზადებულია Hewlett-Packard–ისთვის დამახასიათებელი, მაღალი ხარისხის პლასტმასისგან, ხოლო პრიალა ზედაპირი თვალისმომჭრელ ელფერს სძენს ლეპტოპს. დისპლეი ProBook 4710s აქვს 17.3’’ დისპლეი. გამოსახულების ხარისხი მაღალია, ხორო გვერდების თანაფარდობა 16:9. კლავიატურა და თაჩპედი მართლაც რომ შექების ღირსნი არიან მწარმოებლები, რადგან კლავიატურა შესანიშნავადაა დამზადებული. მასზე კომფორტულია მუშაობა, ღილაკები მუშაობენ რბილად და უხმოდ. ასევე დაცულია დაწვისგან სითხის დაღვრის შემთხვევაში. რაც შეეხება თაჩპედს, ის აშკარად უფრო მარცხინავაა დამონტაჟებული ვიდრე სხვა ნოუთბუქებზე. მისი ღილაკები დიდია და მოსახერხებელი, ხოლო სენსორი რბილი და მგრძნობიარე. პროცესორი და კომპლექტაცია იმის გათვალისწინებით, რომ ნოუთბუქი უნდა იყოს მუშა, HP ProBook 4710s აღჭურვილია პროცესორით Intel Core 2 Duo T5870, 2 GHz. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2გბ–ს, ხოლო მყარი დისკის – 250 გბ–ს. გრაფიკული ჩიპსეტი არის ATI Mobility Radeon HD4330, 512 მბ, რაც სრულებით საკმარისია ზოგიერთი თანამედროვე თამაშის გასაშვებად. პორტები და კომუნიკაცია უსადენო კავშირს უზრუნველყოფს Wi-Fi და Bluetooth. 2MP ვებ კამერა, საშუალებას მოგცემთ გადასცეთ მაღალი ხარისხის ვიდეო თუ ფოტო მასალა. ტრადიციულად ნოუთბუქი აღჭურვილია HDMI და VGA, Card-Reader, 4 x USB 2.0, სლოტით ExpressCard, 1 x RJ-11, 1 x RJ-45 და რათქმაუნდა DVD-RW. ავტონომიუ რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენს 3.5 საათს, რაც საკამოდ მაღალი მაჩვენებელია ამ ზომის ეკრანის მქონე ლეპტოპისათვის. დასკვნა შეიძლება ითქვას, რომ HP ProBook 4710s დააკმაყოფილებს ყველა ტიპის მომხარებელს. მიზეზი არის მაღალი წარმადობა, ხარისხი, საიმედოობა და არც ისე მაღალი ფასი. ნოუთბუქი, HP ProBook 4710s შექმნილია პირადად თქვენთვის. გმადლობთ ყურადღებისთვის. ა. ჩხიკვაძე :)
  7. Dell Alienware M11x მიმოხილვა ორიგინალური დიზაინის მქონე ნოუთბუქი Dell Alienware M11x, შექმნილია გეიმერებისათვის და მათთვის, ვისაც სურს გამოსცადოს ნოუთბუქის ფართო შესაძლებლობები. ნოუთბუქი წონაში 2 კგ–ზე ოდნავ მეტია, ხოლო მისი გაბარიტებია 285x233x32,7 მმ. რაც შეეხება ელემეტნის ხანგრძლივობას, მწარმოებლებმა იზრუნეს, რომ ის საკმარისი ყოფილიყო 5 საათი შეუჩერებელი მუშაობისათვის, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. მოდი ახლა, უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ Dell Alienware M11x. დიზაინი Dell Alienware M11x წარმოებაშია მხოლოდ შავი ფერის. მოწყობილობის ფორმა თითქმის კვადრატულია, ბრტყელი კუთხოვანი გვერდებით. კორპუსის ზედაპირი დამზადებულია პლასტმასისგან და მასზე ძნელად თუ შეამჩნევთ ნათითურებს, რაც საკმაო პრობლემაა პრიალა ზედაპირის მქონე ნოუთბუქებისათვის. ქვედა ტანი კი დამზადებულია ალუმინისგან. დისპლეი საშუალო ზომის 11,6 დიუმი WLED – დისპლეი, მთლიანობაში სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. შესანიშნავი პრიალა ეკრანი, გარჩევადობით 1366x768 პიქსელი ძალიან ლამაზია, მაგრამ ამავე დროს, როგორც ხდება ხოლმე ასეთი მონიტორებზე, აისახება და აირეკლება ყველაფერი, რაც ზოგ შემთხვევაში ძაან არაპრაქტიკულია. 1.3 მეგაპიქსელიანი ვებკამერა საშუალებას მოგცემთ, რომ გამართოთ ვიდეოკონფერენცია ან უბრალოდ ეკონტაქტოთ მეგობრებს Skype–ის საშუალებით. ხმის სისტემა წარმოდგენილია ორი სტერეო სპიკერით, რომლებიც გამოსცემენ საკმაოდ სუფთა ხმას. ხმის სიმაღლე საკმარისია იმისათვის, რომ დატკბეთ საყვარელი სიმღერის მოსმენით თუნდაც დიდ ოთახში. კლავიატურა და თაჩპედი ლეპტოპი Alienware M11x, აღჭურვილია სრული ზომის კლავიატურით, რომლის თითოეული ღილაკი იქცევს ყურადღებას, მის ქვემოთ არსებული განათების გამო. საინტერესოა ისიც, რომ თქვენ შეგიძიათ შეცვალოთ განათების ფერი და სიკაშკაშე. შესაბამისად ბნელ ოთახში მუშაობა, უკვე აღარ წარმოადგენს სირთულეს. კლავიატურის განლაგება არის სტანდარტული. ღილაკები კომფორტულია და აქვთ ბრტყელი ზედაპირი. როდესაც თქვენ ბეჭდავთ, არ ისმის დაწკაპუნების ხმა. თაჩპედი Synaptics, რომელიც განლაგებულია ცენტრიდან ოდნავ მარცხნივ, დაფარულია სასიამოვნო, ბარხატის მაგვარი ზედაპირით. პროცესორი და კომპლექტაცია Alienware M11x–ის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები, მიიზიდავს ყველაზე მომთხოვნ მომხმარებლებსაც კი. ამ ნოუთბუქზე არის დაყენებული Windows 7 Home Premium, ორ ბირთვიანი პროცესორი Intel Pentium SU4100, 2მბ ქეშ მეხსიერებით. პროცესორი მუშაობს 1.3 GHz სიშირეზე, რაც შესაძლოა არც ისე მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ Turbo Boost ტექნოლოგიის წყალობით, სიხშირე შეგვიძლია გავზარდოთ 1.7 GHz –მდე. ოპერატიული მეხსიერება არის DDR3 ტიპის, მოცულობით 2გბ. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეინახოთ უამრავი ფაილი ხისტ დისკზე SATA - 250 გბ. ლეპტოპი აღჭურვილია ვიდეო კარტით NVIDIA GeForce GT335M 1გბ მეხსიერებით, რაც საშუალებას მოგცემთ ითამაშოთ თითქმის ყველა ახალი თამაში. უცნაურია, მაგრამ Alienware M11x–ს არ აქვს CD/DVD წამკითხველი. სამაგიეროდ მარცხენა გვერდი გადატვირთულია თითქმის ყველა სახის პორტებით, მათ შორის 7–1–ში ჩიპების წამკითხველით, USB, VGA და HDMI, DisplayPort და სხვა. მარჯვენა მხარეს განთავსებულია ორი USB პორტი, მიკროფონის და ყურსასმენის შესაერთებელი. კვების წყაროს შესაერთებელს კი შეხვდებით ლეპტოპის უკანა მხარეს. სხვადასხვა მოწყობილობებთან უსადენო კავშირის დასამყარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ Wi-Fi და Bluetooth 2.1. დასკვნა კომპაქტური სათამაშო ლეპტოპი, Dell Alienware M11x შეცვლის თქვენს ახლადნელ კომპიუტერს და საშუალებას მოგცემთ, გაატაროთ დაუვიწყარი საათები, ბრძოლაში თქვენს საყვარელ თამაშებში. სპეციალურად Overclockers.ge-სთვის. ა. ჩხიკვაძე.
  8. მე მაგ საიტიდან სულ ვიწერ რარაცეებს, მაგრამ მსგავსი რამ არ მქონია, დაელოდებ რამოდენიმე დღე და თუ რამეა მისწერე.
  9. ჰო ძველი მეც მომწონს, მაგრამ ეს რაღაც ფირმენნია რა. ლოგოში საიტიც იკითხება, დანიშნულებაც ჩანს და ფერებშიც უხდება. რავი, თუ ძველი დაყენდება არც ეგ იქნება პრობლემა.
  10. რავიცი აბა ესეიგი რა ხდება ჩემს თავს: დავქორწინდი. შემეძინა პატარა ვაჟკაცი, საბა. დავიწყე დამატებით მეორე ადგილას მუშაობა, ანუ ჯერ ვმუშაობ 9-17 სთ-მდე, შემდეგ 17:30-20:00–მდე და უფრო გვიანამდეც, როგორც საქმე ითხოვს. ასე რომ სახლში მისვლისას ნადმვილად არ მაქვს კიდევ კომპიუტერის თავი და დრო. დილის სამუშაოზე (ვებ სტუდიაში, პროექტ მენეჯერი ვარ) შიგადაშიგ შემოვირბენ ხოლმე ფორუმზე და ვკითხულობ ნიუსებს თუ სხვა ტოპიკებს. სათამაშოდაც ვერ ვიცლი, არც ლეპტოპი მიწყობს ხელს. ამ მიზეზების გამო დავიკარგე. თუმცა ფორუმს თითქმის ყოველდღიურად ვსტუმრობ ორი სხვადასხვა აიპიდან )) ხანდახან ნიუსებსაც ვდებ, ვერთვები დისკუსიებსი და ა.შ. ფორუმს განვითარებას და წარმატებებს ვუსურვებ, ჩემთან ერთად თუ უჩემოდ ნამდვილი მეგობარი, გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა. ასე რომ სწორედ კრიტიკულ მომენტში ჩემი გამოჩენა მაინც ხომ წაადგება ფორუმს, ჰოდა მეც აქ ვარ :)
  11. არა, ეგ ჩვენს ლეპტოპებზე ჩანს ეგრე, თორე ისე კაი ფერია და გრადიენტიც აქვს. :)
  12. ოკ, გაარკვიეთ და თუ გადაწყვეტთ ფერის შეცვლა არაა პრობლემა რა. :)
  13. ზუსტად ეგ ჩავასწორეთ ამ წუთას. აბა ხოა მგელე. რავიცი, მე მომწონს. მაინტერესებს სხვების აზრიც. შეაფასეთ, გააკრიტიკეთ, მოგვეცით შენიშვნები და ა.შ.
  14. გააკეთა და რავი ნახეთ, თუ მოგეწონებათ ის ორ წუთში შეიძლება მოშორდეს Sign in რო აქვს. ნახეთ აბა. რავი მგონი სადაა და ელეგანტური, ამავე დროს სიმპოც. :)
  15. ძველი არ გვინდა. უბრალოდ მიჩვეული ხართ ყველა და მაგიტომ ფიქრობთ ისევ ძველს. დაიდოს ბევრი ვარიანტი და შეიძლება კრაგსაც წავაწყდეთ. ჩემი ძმა ჩალიჩობს ეხლა რაღაცასა და დავდებთ, იქნებ მოგეწონოთ კიდეც (ვებ-დიზაინერია და ვფიქრობ გამოუვა რამე). სხვებმაც დადეთ სხვადასხვა ვაროანტები, მიეცით გასაქანი ფანტაზიას და საბოლოოდ მივალთ კარგ შედეგამდე. უწვალებლად არაფერი გამოვა. ძველი არ გვინდა რა, სიძველის ეფექტს მისცემს საიტს, არადა ახალია. ))
  16. მადლობა, მოარჩინა ლოადერმა ჩემი ვინდი. :)
  17. გვინდა! მიზეზი მარტივია. ფორუმზე ძნელია სიახლის ძებნა, ანუ ბევრი ტოპიკია, პორტალზე კი ნიუსები თანამიმდევრულადაა, ლამაზია ვიზუალურად და უფრო საინტერესოდ იკითხება ვიდრე ფორუმზე. ვფიქრობ რომ იყოს, თან აუცილებლად!
  18. მოკლედ ვერ გაიარა ვალიდაცია, არ უშველა RemoveWat-მა რომელიც მაქვს. თუ გაქვთ მუშა ვერსია დამიგდეთ ლინკი. დღეს დაემართა ეგ ამბავი. აბა თქვენ იმედზე. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ განყოფილების პირველ თემაში. )
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.