Jump to content

anzori88

VIP
  • Posts

    962
  • Joined

  • Last visited

Everything posted by anzori88

  1. მადლობა განხილვისთვის. მაგარია სამი მონიტორი, ძველი დრო გამახსენდა როდესაც მთელ შემოსავალს კომპიუტერს ვახარჯავდი, სამი მონიტორი არ მქონია მაგრამ იმ დროისთვის ნორმ სისტემა მქონდა და ყველაფერს ვუბერავდი კარგად, ძალიან ბევრს ვთამაშობდი. ამ სისტემას სიამოვნებით ვიქონიებდი და მე და ჩემი ვაჟკაცი (ცოტა რომ წამოიზრდება კიდევ ) ვიტამაშებდით ერთად. ისე, მაგ დროსითვის მე უფრო Kinect-ს ვუმიზნებ, ვნახოთ რა გამოვა. სპ კიდევ ერთხელ. +1 ჩემგან. :)
  2. სპ ინფოსთვის, ძალიან მომეწონა მეორე დედადაფა იმიტომ რომ სულ ნარინჯისფერშია გაწყობილი. პირველიც მააგრია, მარგამ ზედმეტად გაპაპსებულია ჩემი აზრით. :)
  3. არა, მემგონი არც მომწყინდება. ისე მიყვარს ეს ფერი, რომ ყოველთვის მაცვია რამე ნარინჯისფერი, ან ზოლი აქვს ეგ ფერი, ან ნაკერი, ან აქსესუარი. მოკლედ ვგიჟდები და ეს რო შემიცვალოთ აღარც შემოვალ იცოდე აქ :D ))
  4. აუ არა, არა. ჩემი საყვარელი ფერია ნარინჯისფერი, ასე რომ მე არ შემიცვალოთ )) რო არა ვიქნები ვიპ მერე შეცვალეთ თუ გინდათ :D
  5. ვაა, საინტერესოა, ვნახოთ რეალურად როდის გამოუვათ. გამოუვათ თუ არა აღარ ისმის კითხვა, ტექნოლოგიების ასეთი ტემპებით განვითარება ყველაფერს ხდის შესაძლებელს, საინტერესოა რა დროს მოანდონებენ. სპ ინფოსთვის. +1 ჩემგან.
  6. მოდერი სულ თავიდან ვიყავი, ალბათ სადღაც 1-1,5 წელი მერე აღარ. კი, მართალი ხარ და აკეთებ კიდეც ჩემი აზრით ბევრს აქაურობისთვის. მე კონკრეტულად არავინ მიგულისხმია არც შენ და არც სხვა, ნამდვილად არ ვარ აქ იმდენი ხანი რომ დავინახო ვინ ვინ არის და რას აკეთებს. შემოვირბენ, რაც მაინტერესებს გადავხედავ, რითაც შემიძლია სხვას დავეხმარები და გავალ. ამ დღეებში ჩემ ძმას დავახატინებ ჩემი ხედვიტ დიზაინს და დავდებ, მერე დამაინტერესებს ყველას აზრი. იმედია შემოიხედავენ და გამოთქვამენ მოსაზრებებს. წავედი დავწექი ტორე ხვალ სამუშაო მაქვს და ბავშვიც ადრე გამაღვიძებს. ))
  7. ჰო რავიცი, ეგრე აჯობებს ვფიქრობ, ანუ ტუ სიტყვაზე არის 40 ჰანთერი და დღეში ერთი ორი სიალხე იდება, ესეიგი არის 1-2 ჰანთერი. ვინც ვერ ართმევს თავს დაკისრებულ საქმეს ის არც უნდა იყოს ჰანთერი, მოდერი და ა.შ. მე ვიყავი აქ მოდერი და როდესაც ვანხე რომ ვერარ ვიცლიდი (ცხოვრებაში შემეცვალა რაღაცეები ) მოვითხოვე რომ მოეხსნათ მოდერობა. მერე ვიპ მომანიჭეს, მაგრამ მე არ მითხოვია )) მადლობელი ვარ თუ თვლით რომ ვიპ ვარ აქაურობისთვის. ჩემ თავზე ბევრის წერა გამომივიდა, მაგრამ იმიტომ კი არ დავწერე რომ მე ესეთი კარგი ვარ და სხვა ცუდია, უბრალოდ მაგალითი მოვიყვანე. მოკლედ როდესაც ვიციტ ზუსტი ძალა ვინ გვყავს რას გააკეთებს, მაშინ ადვილი რაღაც გეგმის დასახვა საიტის განვითარებასთან დაკავშირებით. მივცემდით კონკრეტულ დავალებას ჰანთერეებს თუ მოდერებს და ისინიც გააკეთებდნენ. რავიცი, რავიცი. შეიძლება ვაჩმახებ, მაგრამ ესე მგონია რატომღაც. გვინდა ცალკე საიტი, რომელსაც დავწერთ და გავაკეთებთ ჩვენ გემოზე და არ ვიქნებით შეზღუდული. გავრკვევ ჩემ ძმასთან რას შეძლებს რომ გააკეთოს და დავწერ მერე. იქამდე იქნებ ვინმე PHP მცოდნეც გამოჩნდეს. :)
  8. კი, მართალია ბევრს ვერავის ვთხოვთ, მაგრამ როდესაც ვარეზ.გე მაგარი გაქაჩული იყო, როგორც მომხმარებელი კმაყოფილი ვიყავი, ყველაფერი იყო რაც მინდოდა, ვთხოვე ადმინს და თამაშებში მოდერობა მომცა. ჩაძირული და სრულიად უინტერესო თემა მაშინ იმ ვარეზზე ნომერ პირველი გავხადე, შევკრიბე ჯგუფი რომლებსაც ვაძლევდი რაპიდის ლინკებს და სულ ახალ გამოსულ თამაშებს რომელიც 50 და 80 ნაწილებად იყო ატვირთული რაპიდზე, ერთ დღეში ვარელიზებდი. მინდოდა და იმიტომ, გამითენებია კიდეც ამ საქმეზე. იქით მიმყავს საუბრაი რომ, როდესაც ადმიანი ითხოვს ან თანხმდება ნიუსჰუანთერობსა, მოდერატორობას და ა.შ. უნდა ესმოდეს კიდეც რომ ეს არის პასუხისმგებლობა და არა წოდება (არავის გეგონოთ რომ ვინმეს მიმართ ამ პოსტით უკმაყოფილებას გამოვთქვავ), შესაბამისად თუ იტვირთა უნდ აშეასრულოს კიდეც და არც მოგვიწევს რომ ვინმესთვი რამის მოთხოვანზე ვისაუბროთ, იქ თამაშების განყოფილებაში ნადმვილად არ უწევდა მოდერს იმაზე ფიქრი ეს პუნქტი მიხედული იყო თუ არა? სანამ შემძლო ვაკეთებდი, აქაც იგივეა გავაკეთოთ პოლი და ვკითხოტ ნიუსჰანთერს, მოდერს, კო მოდერს და ა.შ. ვის რამდენი ხანი შეუძLია დაუთმოს, სიახლის წერას, მოძIებას, თარგმნას, ტესტს განყოფილების მიხედვას, თემების დახურვას და ა.შ. ამით გავარკვევთ ზუსტად რა რესურსი გვაქვს ადამიანების სახით, იმათი სახით ვინც საიტი უნდა გაქაჩოს. ვინც იტყვის რომ დღეში ერთ სიალხეს მაინც დადებს, დარწმუნებული უნდა ვიყოთ რომ გააკეთებს აუცილებლად რადგან გვექნება რაღაც გათვლები საიტზე, თუ როგორ დავქოქოთ, როგორ გავაპიაროტ, გავაჩეროტ მომხმარებელი, მოვიზიდოტ ახლები და ა.შ. ანუ ჩემი აზრით კარგად დასაგეგმია ტორემ ჩვენ ფორუმს, ჩვენ საიტს ნამდვილად კარგი პოტენციალი აქვს იმისა რომ ძლაინ მეგობრული, საინტერესო, საჭირო, ინფორმაციული და მცირედი შემოსავლის მომტანიც კი იყოს (იმისათვის მაინც რომ ხშირად იყოს ტესტები აქაური მაღაზიებიდა, იყოს სხვადახვა გათამაშებები, ლან ფართი და სხვა). გეთახნმები სოსო, ნამდვილად არის ეს საიტი ის რაც შენ გქონდა ოცნებაში, თუნდაც ნაწილობრივ, და შეიძLება ბევრად მეტიც კი გახდეს. :)
  9. ეგ ყველაფერი გასაგებია სოსო, მაგრამ მეც ზუსტად ის დავწერე რომ მხოლოდ ტერმინის შეცვლა ან რაღაც სიახლეების გამოტანა საქმეს არ შეცვლის. მთლიან ცვლილებაზე ვლაპარაკობ, თუ არის შესაძლებელი ჩვენი ვებ გვერდი გავაკეთოთ და იმას მივაბათ ცალკე ფორუმი, ანუ პორტალის გადაკეთება ვერ ხერხდება, ჰოდა გავაკეთოთ საიტი რომელიც იქნება იგივე პორტალი მაგრამ სრულიად სხვა სახით, ისეთი როგორიც ზემოთ დავწერე. დიზაინს და HTML-ს ჩემ ძმას გავაკეთბინებ, PHP=ს ელემენტებიც იცის, მაგრამ ძალიან ცოტა, ჰოდა თუ არის აქ ვინმე ვინც PHP იცის ის დაასრულებს რაც დარჩა იმას, საიტს მაინც სხვა აქვს ვიდრე უბრალოდ ფორუმს, ტუნდაც რეკლამების დადების ამბავში, ინფორმაციის მიღების/მიწოდების და სხვა. მოკლედ თქვენც იცით რომ ბევრი პლიუსი აქვს. არ მოიძებნება დავიჯერო ერთი პროგრამისტი ვინც ელემენტარულ დონეზე PHP-ს გააკეთებს?
  10. გამარჯობა. როგორ ხართ მეგობრებო? რაღაც იდეა მაქვს და მაინტერესებს თქვენი აზრიც, კარგი იქნება თუ ბევრი გამოეხმაურება, არ აქვს მნიშვნელობა დადებითად თუ უარყოფითად. ძალიან მომწონს ფორუმი, არის რამოდენიმე კატეგორია სადაც ყოველთვის ვიხედები და ახალ თემებს და გამოხმაურებებს ვნახულობ. მაგრამ ერთ შემოსვლაზე წარმოვიდგინე რომ ვარ მომხმარებელი, რომელიც პირველად შემოვედი საიტზე overclockers.ge სიმართლე გითხრათ დავიკარგე, ჩემთვის უცნობი ტერმინებით არის დასათაურებული კატეგორიები, თემები და ა.შ. ძალიან დიდი და ყოვლისმომცველია, ვერ ვიპოვე სიახლეები და ა.შ. მოკლედ მიხვდით ხო რასაც ვგულისხმობ? ჩვენ მიჩვეული ამ ფორმით ფორუმზე ყოფნას, ვიცით სად რა სიახლე იდება, სად რა ვეძებოთ და სხვა. ამიტომ ადვილია აქ ყოფნა. ასევე გადავხედე სხვა მსგავს საიტებს და ძალიან მომეწონა ჩვენი რუსი მეგობრების ვებ გვერდი. თავში არის გამოტანილი რამოდენიმე პროდუქტი, მაგალითად ვიდეოკარტები (ამ პუნქტის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა მაღაზიების დასაინტერესებლად, თუნდაც Gitec-ის პროდუქცია დაიდოს). ქვემოთ შუა ბლოკში არის ბოლოს დამატებული სიახლეები და კონკრეტული დეტალების მიმოხილვები, ტესტები და სხვა. მარჯვენა ბლოკი მშვენივრად არის დაყოფილი კატეგორიებად. განსაკუთრებით ეფექტურია მარჯვენა ბლოკში ფოტოები და კომპის ნაწილები. როგორც მომხმარებელი გაცილებით მარტივად ვერკვევი თუ სად რა არის, სად რა ვეძებო და ის რა ჩემტვის შეიძლება საინტერესო იყოს მხვდება პირველივე გვერდზე Hardware თუ Software სიახლეების სახით. დიზაინიც გაცილებით სადაა და მიმზიდველი. გასაგებია რომ ის ფორუმი არაა მაგრამ ყველაფერს აქვს კომენტარის და ფორუმზე განხილვის ფუქნცია. თუ ჩვენი პორტალიც ასეთ სტილში გაკეთდება და მომხმარებელი ჯერ ესეთ პორტალზე მოხვდება შემდეგ ძალიან დიდი შანსია რომ ფორუმსაც ადვილად მოაგნოს. რაც შეეხება მასალას, გასაგებია რომ მათ ძალიან დიდი მასალა აქვთ, რესურსიც და როგორც ჩანს მომხმარებელიც. მაგრამ მე ვფიქრობ რომ თუ ჩვენი ჰანთერები ყოველდრიურად თითო სიახლეს მაინც დადებენ (იქნება ეს უბრალოდ ანონსი რაიმე დეტალის, მიმოხილვა, ტესტი თუ სხვა), ჩვენც ავალთ მალე იგივე რაოდენობის სიახლეებამდე, თუნდაც მათი მასალა შეგვიძლია წამოვიღოთ, ოღონდ არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები, თუნდაც მივაწეროთ წყარო. საკმაოდ user friendly დიზაინი აქვსთ და არა მარტო დიზაინი, მთლიანობაში საიტი რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. მარტო ამ საიტის რესურსი გვეყოფა რომ მუდვივად სიახლეები, ტესტები, მიმოხილვები გვქონდეს. ვფიქრობ ღირს კარგად ჩავუჯდეთ და შედეგიც კარგი იქნება. მოკლედ ყველამ დაწერეთ რაში მეთანხმებით, რა შემეშალა და ა.შ. ჩემი აზრით ბევრად უკეთესი შეიძლება გავხადოთ ჩვენი overclockers.ge ასეთი სახით, ვიდრე რაღაც ე.წ. "ნავაროტების" დამატებით. სადა, მარტივი და თავიდანვე ბევრისმთქმელი ვებ გვერდი გვჭირდება ჩვენ. თუნდაც ზუსტად რუსი ოვერქლოქერების მსგავსი. :)
  11. დრაივერ ჩექერ ან რაიმე პროგრამა გადმოწერე და თვითონ მოძებნის საჭირო დრაივერებს, გადმოწერს და დააყენებ.
  12. კომპანიამ XFX ერთდროულად წარმოადგინა რვა ვიდეობარათი Radeon-ის გრაფიკული პროცესორით, რომლებიც აღჭურვილია ლეგენდარული გაგრილების სისტემის სერიით Double Dissipation. ქულერი შედგება ალუმინის რადიატორისგან, 7მმ დიამეტრის სამი სითბური მილისგან და ორი საშუალო ზომის ფენისგან. როგორც მწარმოებლები ამტკიცებენ, მათი ქულერის წყალობით ვიდეობარათი 7 გარდუსით უფრო გრილი იქნება, ნებისმიერ ქულერთან შედარებით. ფენის ბრუნვის მაქსიმალური სიჩქარეა 3200 ბრ/წთ, ხოლო ხმის სიმაღლე 45 დბ. საწყის ეტაპზე ამ გაგრილების სისტემის უპირატესობის გამოცდა შესაძლებელია მხოლოდ რვა ვიდეო ბარათზე, ბარათების ჩამონათვალი იხილეთ ცხრილში. რაც შეეხება ფასს, ის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
  13. ვაა ეგ არ ვიცი. აბა ერთი კარგად ამიხსენი ზუსტად რა შემიძლია გავაკეთო? მაქსი ცოტა კი ვიცი, რაღაცეებს ვჩალიჩობს, მაგრამ ტექსტურები განატება მიჭირს, ამ პროგაში კი ისეთი გამოდიოდა დამკვეთს რო ვაჩვენებდი მოსწონდა და მაქსით მიახლოებულ შედეგსაც ვერ ვიღებდი. ანუ მოდელირება არ არის ჩმეი პრობლემა, უფრო ტექსტურები და რენდერი
  14. გამარჯობა. ადრე მქონდა ძალიან კარგი და მოსახელხებელი პროგრამა Kitchen Draw 4.0 ვერსია. ძალიან კარგი რამე იყო, ადვილად ვალაგებდი მზა მოდელებს, ქჰონდა ტექსტურების ფართო არჩევანი და რენდერსაც ძალიან სწრაფად და ხარისხიანად აკეთებდა. მე მყოფნიდა ყოველ შემთხვევაში. ახალ ვინოდუსზე ძველმა ვერსიამ არ იმუშავა. ინტერნეტშიც ვნახე ახალი ვერსიები 4.5 5.0 6.0 მაგრამ არც ერთის კრეკი არ მუშაობს. შესაძლებელია საიტზე სამუშაო საათების ყიდვა პროგრამისთვის მაგრამ ძვირია. იქნებ ვინმემ იცოდეთ მსგავსი პროგრამა რომელიც იმავე საქმეს გამიკეთებს. მთელი ინტერნეტი გადავქექე და ვერაფერი ვნახე. მაქსში და სხვა პროგებში მუშაობა არ ვიცი და არც მინდა ეგეთ რთულ პორგრამებში მუშაობა. მინდა ძალიან მარტივი, მზა კატალოგით და ნორმალური რენდერით. წინასწარ მადლობა ვინც დამეხმარებით. ძალიან მჭირდება.
  15. ხო, არადა მესამე თუ მეოთხე ვიქნებოდი, მაგრამ დაგვიანებით გავიგე რომ დომენი შეიცვალა. ჰოდა მაგიტომ დავწერე, ეს ბოლო დროა აქტივობამ მოიმატა, თან სამუშაო დღეებში. ეხლა 123 კაცია ფორუმზე, რეკორდი 151-ია 21 ივლისს იყო, დღეს თუ ახალი რეკოდრი დამყარდება კარგი ქინება ))
  16. ეხლა ვნახე და 105 წევრია ფორუმზე, რა დროსაც არ უნდა შემოვიდე საშუალოდ 60 კაცი არის ხოლმე. რეკლამა გავუშვით თუ ესეთია ზოგადად სტატისტიკა ამ ბოლო დროს. მეჩვენება რომ ბევრი ხალხია ამ ბოლო დროს.
  17. მე მიყენია 64-ანი 7 ჩემ ლეპტოპზე და უბერავს მშვენივრად. 4გბ მქვს ოპერატიული 800-ები დდრ2. მე გირჩევდი 64-ზე გადასვლას. :)
  18. მერე დაწერეთ აბა მოკლე შინაარსი რა დაიწერა ჩვენზე. :)
  19. ჩემი მაუსი კარბონის ფირით, ჩემივე ნამუშევარი.
  20. პროცესორი კარგია, მაგას სჯობს ყოველშემთხვევაში რაც გაქვს და კვების ბლოკის რა გითხრა. ჩვეულებრივი უბრალო კვებაა. და რატო ცვლი კვებას, გაფუჭდა ძველი თუ ახალ სისტემას ვერ მოერევა?? i3-ზე გადასხვლას ამზერის შეცვლაც უნდა და ეგ უკვე ხარჯია თორე ფასინამდვილად უაზრო აქვს პროციკას. :)
  21. ფილე.გე-ზე დაიდო ერთი ვერსია ეხლახანს მაგრამ არ ვიცი მუშაა თუ არა, წესით მუშა უნდა იყოს. აბა ის ვერსია საცდეთ. :)
  22. anzori88

    Android OS

    როგორ გავიგო ტელეფონზე ანდროიდი ყენდება თუ არა? ანუ თუ სპეციფიკაციებში არ უწერია და ვერც გუგლი ბიძია მეხმარება, როგორ გავარკვიო??? მაინტერესებს ზოგადად და კონკრეტულად ამ ტელეფონზეც Samsung Behold T919
  23. ამის პირველი ნაწილი საკმაოდ კარგი თამაშია. ქსელში უფასო იყო და მოთამაშეევიც ბევრნი ვიყავით. მეორე ნაწილი კიდევ უფრო უკეთესი ჩანს ვიდეოებში. ამ თამაშის მთავარი აზრია ქსელში სხვებთან შეჯიბრი. მომწონს ის რომ გამარჯვება დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი მძღოლი ხარ, ანუ ბევრი ვარჯიში უნდა, ვიდეოშიც ჩანს რო თიტქმის ზეპირად უნდა იცოდე გზა და თითოეული მოსახვევი. ვინც ჩართავთ და ითამაშებთ დაწერთ შთაბეჭდილებები...
  24. rutracker.org დან დაქაჩე ლინდას ან სხვების ტუტორიალები, ბევრია და საკმაოდ მაგრები. :)
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.