Jump to content

system 32

წევრი
  • Posts

    1430
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by system 32

  1. ძალიან კარგი კონფიგია, მაგაზე რომც მოინდომო ბოლომდე ვერ დატვირთავ, ისე მაგაზე უკეთესებიც არის რა თქმა უნდა, მაგალითად P67 ჩიპსეტზე რომ აიღო მაზერი, პროცესორი რაც შენ დაწერე ის, და ვიდეო Geforce GTX590, მაგრამ, ეგ ნაწილები არამგონია აქ ადვილად იშოვო, თუ არ გამოაწერინე. მაგრამ შენი არჩეული კონფიგიც ძალიან მაგარია :)
  2. თუ პრობლემა არ მოგიგვარებია, დატესტე ოპერატიულები სათითაოდ თუ დუალში ამუშავებ, ან თუ ერთია მაშინ ერთი Memtest86+-ით, და რაც შეეხება მაუსზე იმ შეცდომას, ბიოსში შედი და ჯერ დეფაულტზე ჩამოყარე და მერე ნახე ეს USB Mouse Support და მაგაზე ან Enabled ან Auto დააყენე. შედეგი დაწერე.
  3. მოდი პირვე რიგში ბიოსი ჩამოყარე დეფაულტზე, მერე კი სცადე დრაივერი განახლება Device Manager-ში. თუ საერთოდ ვერ ხედავს ვინდოუსში მაშინ კაბელი გამოცვალე, და თუ აიდი-ზე გაქვს ეგ მოწყობილობა და კიდევ ერთი რამე და ერთ კაბელზე გიზის, მაშინ Master/Slave კონფიგურაცია შეამოწმე. :)
  4. მოკლედ, ტაიმინგები კი ეგენია რაც შენ დაწერე, მაგრამ სიხშირეები სხვა არის, აი აქ რომ დავდე სურათი ეს ნახე http://a.pix.ge/n/48cos.jpg ეგ ჩიპები რეების მანდ არის მონიშნული მაგაზე გეუბნებოდი რაოდენობა ნახე მეთქი, და რაც შეეხება სიხშირეებს, ყოველ მაგ ჩიპს აქვს თავისი სიხშირე რაზეც ეგ თითოეული ჩიპი მუშაობს ეს შეიძლება იყოს 533/800/1066/1333 და ა.შ., ესენი კი იზომება MHz-ებში, მაგრამ რეალურად მოდულს აქვს რამდენიმე ჩიპი, საშუალოდ 8(მაგ სურათზეც ნახე მათი რაოდენობა, მაგრამ ეგ უბრალოდ მაგალითისთვის მოვიყვანე) ამიტომ ეგ სიხშირე რაზეც თითო ჩიპი მუშაობს უნდა გაამრავლო ჩიპების რაოდენობაზე, მაგალითად თუ ერთ ჩიპს აქვს 800მეგაჰერცი და მთლიან მოდულზე არის 8 ჩიპი უნდა გააკეთო ასე 8 X 800=6400MB/S ამით მიიღებ მაქსიმალურ თეორიულ გამტარობას და ეს მოდულზე იწერება ასე : PC2-6400MB/s, აქ 2 ნიშნავს მეხსიერების ტიპს, ანუ თუ DDR2-ია დაწერ 2-ს თუ DDR3-ია დაწერ 3-ს და მერე მაგ მაქსიმალურ თეორიულ გამტარობას, რომელიც დავწერე ზემოთ, თუ როგორ უნდა გამოითვალო. ამიტომ მეხსიერების მოდულს შეიძლება სიხშირე ეწეროს ორი სახით, თითო ჩიპის სიხშირით(ამ შემთხვევაში 800Mhz) ან მთლიანად მოდულის სიხშირით(ამ შემთხვევაში PC2-6400MB/s), მოკლედ ნახე ესენი და დაწერე ერთი და იგივეა თუ არა. იმედია გასაგებად ავხსენი, თუ რაიმე ვერ გაიგე მკითხე და გეტყვი . P.S. აქ რა სიხშირეებიც დავწერე ეგ უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე ანუ ეს 800.
  5. ხო და კიდევ დუალში ის ხომ არ გეშლება რომ ერთი ფერის სლოტში რომ უნდა ჩაარჭო ერთი მონაცემის მოდულები.
  6. ვირუსის ბრალია ჩემი აზრით, ანტივირუსი გიყენია? თუ არ გიყენია გირჩევ გაწმინდო სისტემა Kaspersky Virus Removal Tool, AVIRA Rescue System, Kaspersky Rescue System ან DR.Web Live Cd-ით აქედან რომელიმეთი, თუ არ ეშველა დაწერე და სხვა ვერსიებზეც ვიფიქროთ. :)
  7. პირველ რიგში ნახე სიხშირეები თუ ემთხვევა მაგ მოდულების, ლატენტურობა, და საერთოდ ტაიმინგები რაა, და ნახე კიდევ ჩიპსების რაოდენობა თითო მოდულზე ემთხვევა თუ არა ერთმანეთს, ანუ ჩიპსების რაოდენობა ტოლი უნდა იყოს რაა ორივე მოდულზე. და მემტესტიც გადაატარე ბარემ და ნახე რამე შეცდომებს თუ ამოყრის ბიოსიც ბარემ დეფაულტზე ჩამოყარე და შედეგი დაწერე.
  8. არა ეგენი კი მარა ესეტიც მინდა მაგრად
  9. გაუმარჯოს! მოკლედ დღეში რამდენჯერმა მიწევს ვინდოუსის გადაყენება სხვადასხვა კომპიუტერზე და შესაბამისად ანტივირუსის დაყენება, ESET-ის ანტივირუსით ვსარგებლობ ყველაზე ხშირად და შესაბამისად მიწევს ამ ანტივირუსის გატეხვა ადრე ვხმარობდი პროგრამას eset sPecial Key Finder - მაგრამ დღეს რომ ვნახე დაჰაკულიაო და ვაფშე გაფუჭებული იყო, იქნებ ვინმე დამეხმაროთ და მაშოვნინოთ ამის მსგავსი პროგრამა, ანუ რომ უკავშირდებოდეს სხვადასხვა სერვერებს და გამოქონდეს Username&password-ები, ოღონდ მუდმივად განახლებადი რომ იყოს ეს გასაღებები. გთხოვთ რაა მომაძებნინეეთ
  10. მოკლედ, თერმოპასტა არის თბოგამტარი ნივთიერება, რომელიც თბოგადაცემას ზრდის პროცესორთან და რადიატორთან, ანუ პროცესორიდან წამოსულ სითბოს თერმოპასტა "იწოვს" და გადასცემს რადიატორს, რომ რადიატორმა ეს მთელი სიცხე თავის თავზე აიღოს, და მერე ვენტილიატორი კი რადიატორს აგრილებს. თერმოპასტა მოკლედ არის შუამავალი პროცესორთან და რადიატორთან. :)
  11. გახსენიი კეისი და ნახე თვითონ ვენტილიატორზე რა აწერია :)
  12. აქ არის ასუსიდან მოწერილი გვერდი სადაც არის ინსტრუქცია; My link რაც მაგ სურათებზე არის ჩემთან არაა TOOLS. შემდეგ ვნახე ვიდეო ბიოსის განახლების ზუსტად ჩემი მოდელის http://www.metacafe.com/watch/yt-bPte3QO_L4w/g73jh_gsod_vbios_update_guide/ გადმოვწერე ბოლო ვერსია ბიოსი სხვა მეტი რა მჭირდება ვერ გავიგე კარგად, კიდევ რაღაც პროგრამა არის მგონი საჭირო, მაგ ვიდეოში მასე ჩანს სულ 3 ფაილია მე კი 1 მაქვს. ან ფლეშკას რატომ აფორმატებს აუცილებლად ცარიელზე უნდა იყოს ჩაწერილი? იქნებ ჩემთვის გასაგებ ენაზე (გლეხურად) ამიხსნათ ნაბიჯ-ნაბიჯ რა მჭირდება და როგორ განვაახლო BIOSi მე ასე ვხვდები რომ ჩავწერო ფლეშკაზე, და მერე რესტარტის დროს ctrl+f2 და მერე მივუთითო ეს გადმოწერილი პატარა ფაილი. შეიძლება ეგ პატიოსანი კაცი გასაგებად ლაპრაკობს მაგრამ მე არ მესმის მასე ინგლისური გმადლობთ წინასწარ. კი საერთოდ დაფორმატებულზე უნდა ჩააგდო ბიოსის ფაილი, ისე შენ საქმე ადვილად გაქვს იმიტომ რომ შენი მაზერის ბიოსი მხარს უჭერს Ez Flash Utility-ს, რითაც შეგიძლია მარტივად გააკეთო ბიოსის განახლება. ეგ ლინკი რაც შენ გიდევს დაიხმარე, ოღონდ დარწმუნი რომ ნაღდად შენი მაზერისაა უკეთესი იქნება შენი მაზერის(დედაპლატის) Manual-ს გადახედო და დეტალურად წაიკითხო ინსტრუქციები ამ პროცესთან დაკავშირებით. ამ თემასაც გადახედე http://www.overclockers.ge/index.php?/topic/35-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94/ . ბიოსის განახლება შეიძლება ორი რეჟიმიდან, დოსიდან და ვინდოუსის რეჟიმიდან. საერთოდ დოსიდან ჯობია მაგრამ თუ მაინც ვერ რისკავ ვინდოუსიდან განაახლე, და მაგისი პროგრამა ასუსის მაზერებს აქვთ დრაივერებთან და სხვა უტილიტებთან ერთად და ასე ქვია თუ არ ვცდები Live Update, uTilit-ებში იქნება ასუსის საიტზე, მაგრამ დაიმახსოვრე, უნდა იყოს ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შენი დედაპლატის, თუ არ იქნება შეიძლება მაზერის მძიმე დაზიანება გამოიწვიოს. და საერთოდ რისთვის აკეთებ განახლებას თუ დაწერ კარგი იქნება. ამ პროცესში პატარა შეცდომამაც და დენის თამაშმაც შეიძლება დედაპლატის მძიმე დაზიანება, კერძოდ გადაწვა გამოიწვიოს, ამიტომ თუ კარგად არ იცი ჯობია გამოცდილს აჩვენო. წარმატებები ...
  13. pitbull-მა მანამდე მითხრა რომ ეგ არისო ინტეგრირებული საუნდ კარტაო და მაზერზე ინტეგრირებული საუნდ კარტა შედგება კონტროლერისგან, რომელიც არის ჩიპსეტზე და კოდეკისგან,რომელსაც გადაყავს კონტროლერის სიგნალები ანალოგურად ხო ესეა? მაგიტომ დავიბენი და იმიტომ ვიკითხე ანუ ინტეგრირებული საუნდის კონკრეტულად რომელი ნაწილი მეთქი. პასუხი კი გავიგე ჯორჯისგან.
  14. ვერ გავიგე კითხვა არასწორად დავსვი?
  15. ალბათ დედადაფის ჩიპსეტის ბრალი იქნება კერძოდ ნორთბრიჯის გაგრილების ან საუთბრიჯის. რადიატორები შეამოწმე და თერმოასტა და ევერესტით აკონტროლე ტემპერატურები. ბიოსიც შეამოწმე და დეფაულტზე ჩამოყარე, კიდევ ნახე პროცესორის ქულერის ბრუნვის სიჩქარე, გაწმინდე რადიატორი და თერმოპასტა თავიდან წაუსვი. შედეგი დაწერე.
  16. კაცურად ესენი როგორ გამოითვალე გაიხარე მადლობა :)
  17. და ბიტი ხომ ინფორმაციის ყველაზე პატარა საზომია და ეგ ბიტების გადაცემა 1 წამში ერთხელაა თუ როგორ?
  18. და რას ნიშნავს 32/64/128/256 ბიტიანი სალტე? მაგალითად ვიდეოკარტებშიც არის ხოლმე ნახსენები და იქ როგორც ეწერა ვიდეოკარტის სალტის სიფართეო თუ რაღაც მაგრამ ვერსად ვერაფერი გავიგე და ეგეც ამიხსენი რაა დაწვრილებით და გასაგებად რაა.
  19. შინა და სალტე ამიხსენი რაა კაცურად რა არის, ვერ გავერკვიე, მე როგორც ვიცი დედაპლატაზე ინფორმაცია სალტის საშუალებით გადაიცემა და მართალია?
  20. http://b.pix.ge/w/9ynzz.jpg <----- აი ეს რომ ვნახე ჩემს კოპში გამიკვირდა და იმიტომ ვკითხულობ. იმედია მიხვდით რასაც ვგულისხმობ აი ეს Bus Type რას ნიშნავს? ანუ რეალურად ეს კონტროლერი ამ არხს იყენებს? ცოტა დეტალურად ამიხსენით რაა.
  21. ანუ რეალურად პისიაი სლოტს იყენებენ? ამას იმიტომ ვკითხულობ რომ ჩემთან ევერესტში PCI Device-ებში აჩვენებს ამ ყველაფერს რაც აქ წერია .
  22. Norhtbridge, ასევე ცნობილი, როგორც memory controller hub (MCH), ან integrated memory controller (IMC), არის ჩიპსეტის მთავარი ჩიპი. მისი "ტიპიური" დანიშნულებაა CPU-ს ოპერატიულ მეხსიერებასთან, ბიოსთან, გრაფიკულ ადაპტერთან (PCIe/AGP) და Southbridge-თან დაკავშირება. სწორედ NB-ს "შიგთავსი" განსაზღვრავს იმას, თუ რა ტიპის პროცესორი, რამხელა FSB და რა ტიპისა და სიხშირის RAM შეუძლია "გაქაჩოს" სისტემამ. Southbridge-ს ნორთბრიჯზე მეტი ფუნქცია ეკისრება, მაგრამ ეს ძირითადად დაბალსიჩქარიანი ოპერაციები NB-სგან განსხვავებით, რომელსაც ყველაზე სწრაფი კომპონენტების "პატრონობა" ევალება. SB ასევე ცნობილია, როგორც I/O Controller Hub (ICH) და Platform Controller Hub (PCH). Southbridge აკონტროლებს: PCI სლოტი, PCI-X სლოტი. ძველად აკონტროლებდა ISA სლოტს და იშვიათად PCIe-საც. ალბათ აქ PCIe x1 იგულისხმება. LPC Bridge. ეს ბრიჯი აკონტროლებს Super I/O და FWH მოწყობილობებს, ანუ კლავიატურას, მაუსს, პარალელურ პორტებს, IR პორტს და ფლოპის კონტროლერს. SPI სალტე. მასში როგორც წესი ბიოსის დაფლეშვის ROM ინახება. SMBus. იგი აკონტროლებს ფენ კონტროლერებს, ტემპერატურის სენსორებს და ა.შ. DMA კონტროლერი. "interrupt controller", მაგალითად 8259A და I/O APIC. ეს კონტროლერები გამოიყენება იმისთვის, რომ CPU-მ კარგად აკონტროლოს კომპიუტერთან მიერთებული პერიფერიული მოწყობილობები. ინფორმაციის დამგროვებლების კონტროლერი, როგორიცაა PATA და SATA. "Real-time Clock" - ჩვეულებრივი "სისტემის საათი". კვების კონტროლერი, მაგალითად APM და ACPI. BIOS. აქ ყველაფერი გასაგებია მგონი. აქ ეს ყველა კონტროლერი PCI სლოტზე არის მიბმული?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.