Jump to content

ბექა

VIP
  • Posts

    15482
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    24

Everything posted by ბექა

  1. ხო სცემ მაგრამ დიდი შანსია მოგთხოვოს რამე :D
  2. მერე რა ვთქვათ დააყენე ეგ და ამოაინსტალირა ბავშვმა მერე ?
  3. ყველაფრის ბლოკირება შეიძლება ?
  4. რო აყენებდი ქვემოთ პწიჩკა ჩაგერტყა და დაწერდა რო პროპერიტის არის თვისებები და დეფოულტ არ ვიცი ხო ის გავაქრე წარწერა remove watermarkit aqrobs
  5. http://thepiratebay.org/torrent/5854611/avast__Pro_AV___IS_5.0.677_Final___Crack_(Till_2025)_[RH] აი ძმა კრაკიან :D
  6. როგორ არ მაქ სპ 1 დავაყენე ამას წინატ გავუქრე რაღაც ტულით დაეხლა კიდე დაახატა მაგრამ გააქტიურებულია
  7. windows 7 საცდელი ასლი, ანაწყობი 7601 აი ეგ მარჯვნიმ ვოლპეიპერზე
  8. რა ძნელი მისაჩვევიაა კუტხეში რო წარწერა აქვს ეგ როგორ გავაქრო ?
  9. მე დამახსოვერბული მაქ და ჯორჯრმა რო დაწერა რო ხან view new content s რო მიცემ ეგრე შვება
  10. იქენბ რამეს არასწორე აკეთებ ? ატვირთე რომელიმე ჰოსტინგზე და გადავწერთ ჩვენც ვნახავთ
  11. თუ 7 გაქ : საინსტალაციო ფაილზე დადექი მარჯვენა მაუსის კნოპკას დააწექი და მერე პროფერიტის და მერე კომპაბილიტი და პირველი პწიჩკა ჩაურტყი და რომელი ც გინდა ხპ ვისტა ტუ რა მიუტიტე და მერე აპლაი და ოკ ეგარი უნდა გაუშვას თუაა და ან დაზიანებულია ან რამე
  12. მგონი უტორენტი და კმპ ერთად იზავს რამეს
  13. ემულაციით გაუშვი რისი საფორთიც აქ იმითი
  14. როგორც hdd ebi ღირდა თავიდან ძვირი ახლა ესენია ესე ჯერ ამეებზეც პატარებიდან დაიწყებს ხალხი გამოყენებას მერე ფასებიც დაიკლებს და ნელნელა ყველას ექნება თავისი უხმაურო და ცომპაქტური ssd
  15. მე მაქ ტელეკომის დსლ და თუარ გეზარება დაწერე ცოტა დაწვრილებით cfossped rogor ra gavakeTo
  16. მე ეგრე მეგონა ფლეშის მაგვარი იყო და თურმე რამდენად კაი რამე ყოპილა
  17. გამარკვიეთ რა არის ეს სსდ ვერ გავიგე :D
  18. უი მაგას აღარ მივაქციე ყურადღება მართლა ეგ უფრო მომწონს
  19. საშოალოდ დაახლოებით 300 დოლარად რომელია კაი ?
  20. და პროსტა სამოყვარულო რა ფასიანია კაი და რომელიმე მოდელი შემომთავაზეთ აბა
  21. ping 91.212.213.24 ცმდ ვნახე და 24 მს ია 91.212.213.24 მაგაზე 28 და რავი კაია მგონი და ეგ სპიდტესტი ტყუის
  22. მაშუქი. "სპიჩკა", "ვსპიშკა" და ა.შ. სინამდვილეში, მაშუქი. ესეც კამერის ფიზიკური დეტალია და შეიძლება ბანალურად ჩამითვალოთ მისი "მიმოხილვა", მაგრამ მაინც სასარგებლოდ მივიჩნიე მასზე ორი სიტყვის თქმა. მაშუქი გახლავთ ქსენონის ნათურა, რომელიც 1/1000-1/200 წამით ინთება, გამოსცემს 5000 კელვინზე მეტ სინათლეს (ანუ თეთრ, "ცივ ნათებას"), რათა ცუდი განათების პირობებში ფოტოზე აღბეჭდილი საგანი კარგად გამოჩნდეს. არსებობს პირდაპირი და გაბნეული მაშუქი. პირდაპირთან ვგონებ ყველაფერი მარტივად გასაგები უნდა იყოს, რაც შეეხება "გაბნეულს", იგი ზევითაა მიშვერილი და ისე ანათებს, რომ მთლიანი სცენა ოდნავ ნათდება, თანაც თანაბარზომიერად. მთელ რიგ შემთხვევებში ეს დიდი პლიუსია. მაგალითად, აი აქ: მარცხნივ პირდაპირი მინათებით გადაღებული სურათია, მარჯვნივ - გაბნეულით. სხვაობა თვალნათლივ ჩანს. რათქმაუნდა გაბნეული განათების შემქმნელ მაშუქს არავინ ჩაგიდგამთ არც კომპაქტურ და არც პროფესიონალურ ფოტოკამერებში, თუკი მსგავსი განათების შექმნა გსურთ, ცალკე მაშუქი უნდა შეიძინოთ... გარდა ამისა "ჩაშენებულ" მაშუქის სინთლე ძალიან სუსტია. ძალიან ხშირად 5-6 მეტრზე შორს ვერ ანათებს, რითაც ფოტო მახინჯდება. სურათზე სწორედ ასეთ შემთხვევას ხედავთ: მარცხნივ მაშუქით გადაღებული ფოტო. მაშუქს სიმძლავრე არ ყოფნის საიმისოდ, რომ მთელი სცენა კარგად გაანათოს. ამიტომ ნახევარი ფოტო ბნელია. მარჯვნივ იგივე სცენა მაშუქის გარეშეა გადაღებული. ცუდი განათების გამო საჭირო გახდა ექსპოზიციის დროის გაზრდა, რამაც თეთრი ფერის ცუდი ბალანსის (იხ. ქვემოთ) გამო მთელი სურათის ფერები დაამახინჯა. მაშუქის სხვა უარყოფითი მხარეებია "წითელი თვალის" ეფექტი (რაც გამოწვეულია ადამიანის თვალის აგებულების თავისებურებით) და ნაადრევი განათება. როგორც წესი, ადამიანი განათების შემდეგ თვალს ახამხამებს, ხოლო როდესაც განათება წინ უსწრებს გადაღებას, გადაღება სწორედ მაშინ ხდება, როცა ადამიანი თვალს ახამხამებს. შედეგი - "თვალდახუჭული" ფოტო. პროფესიონალურ მაშუქებში, რომლებიც ცალკე იყიდება, ყველა ეს დეფექტი აღმოფხვრილია. დისპლეი და პირდაპირი ხედი. ციფრული ფოტოკამერის ორი დიდი უპირატესობიდან (ფირიანთან შედარებით) ერთ-ერთი სწორედ ის გახლავთ, რომ გადაღებული ფოტოს ნახვა მაშინვე შეგიძლიათ, ყოველგვარი გამჟღავნების და ბეჭდვის გარეშე, თხევადკრისტალურ დისპლეიზე. როგორც წესი, დისპლეი თხევადკრისტალურია, 2.5-3 დუიმი დიაგონალით (თუმცა უფრო დიდებიც არსებობს) და 250000-950000 პიქსელიანი გარჩევადობით. ცხადია რაც მეტი პიქსელები აქვს LCD-ს, მით უფრო ძვირადღირებულია ისიც და შესაბამისად - ფოტოკამერაც. დისპლეის გარდა გადაღებული ფოტოების ჩვენებისა, ხშირად აქვს პირდაპირი ხედით ჩვენების საშუალებაც, ანუ რეალურ დროში გაჩვენებთ იმას, რის გადაღებასაც აპირებთ. რათქმაუნდა პროფესიონალური ფოტოკამერის ერთ-ერთი დადებითი და მნიშვნელოვანი მხარე ის არის, რომ გადასაღებ ობიექტს სწორედ ხედის მაძიებლიდან უყუროთ ლინზების და პენტაპრიზმის რთული (ან არც ისე რთული) კომბინაციის გავლით, მაგრამ ხანდახან, როდესაც მაკროგადაღებას ეწევით და კამერის ავტოფოკუსის მექანიზმი არ გეიმედებათ, ან უკაცრავად და "დაცენტრილი" ბრძანდებით ფოკუსის ხელით გასწორებაზე, პირდაპირი ხედი შეუცვლელია. განსაკუთრებით თუკი ამ ხედში არსებული გამოსახულების გადიდება და ფოკუსის მილიმეტრის მეათედამდე გასწორება შეგიძლიათ... მოკლედ, ხშირად საჭირო ფუნქციაა... ხედის მაძიებელი. "ეს სწორედ ის არის, რასაც შენატრიან მოყვარულები და აფასებენ პროფესიონალები - ხედავ ზუსტად იმას, რასაც იღებ". სინამდვილეში, ხედავ იმის 90-96%-ს, რაც უნდა გადაიღო იმიტომ, რომ ნებისმიერი ოპტიკური სისტემა ხედის მაძიებელში სურათის გამოყვანისას მას გარშემო არეალს "აჭრის"... გამონაკლისია Nikon D300,D300S და Canon EOS 7D. ამ სამ ფოტოკამერას 100%-იანი ხედი აქვს. სხვა ყველა ფოტოკამერას აქვს ჩამოჭრილი კადრის ნაწილი, როგორც ამ სურათზეა: თეთრი ჩარჩოს გარეთ სცენის ის ნაწილია, რომელიც მაძიებელში არ ჩანს (თუმცა ფოტოში აუცილებლად იქნება!) ხედის მაძიებელში თავმოყრილია კადრის ძირითადი პარამეტრები - აკუმულატორისა და დიაფრაგმის მდგომარეობა, ფოკუსური მანძილი, ჩამკეტისა და მაშუქის მდგომარეობა და ა.შ. მოკლედ ყველაფერი ის, რაზე თვალის შევლებაც გადაღების წინ გჭირდებათ... გარდა ამისა ფოტოკამერების უმეტესობას მაძიებელში ავტოფოკუსის წერტილებიც აქვს მონიშნული (როგორც სურათზეა): ფოკუსის გასწორებისას "აქტიური" წერტილები, ანუ ისინი, რომლებზეც მოხდა ფოკუსის გასწორება, ინთება. მათი გამოჩენა საკმაოდ სასარგებლოა, რადგან ფოტოკამერებს ფოკუსის რამდენიმე წერტილი აქვთ და თუკი წერტილებს ვერ ხედავთ, ვერ "გამოიცნობთ" რაზე გაასწორა კამერამ ფოკუსი და მოგიწევთ მხოლოდ ცენტრალურ წერტილზე ფოკუსის გადართვა, რითაც შეიძლება ბევრი დაკარგოთ... ჩამკეტი. აი, მივადექით კიდეც ფიზიკური დეტალების ბოლო "პუნქტს"... ჩამკეტი გახლავთ მექანიზმი, რომელიც ობიექტივიდან სასურათე სიბრტყეზე (სენსორზე) დროის გარკვეული ერთეულის განმავლობაში უშვებს სინათლეს, რათა მასზე აღიბეჭდოს გამოსახულება. არსებობს რამდენიმე სახის ჩამკეტი. ყველაზე მარტივია დისკური ტიპის ჩამკეტი. როგორც წესი, იგი შედგება ერთი ან სამი სეგმენტისგან, რომლებიც ერთობლივად წრეს ქმნიან და ფარავენ ობიექტივის ნახვრეტს, საიდანაც სინათლე შედის... ჩამკეტის უფრო გავრცელებული სახეა დიაფრაგმული. ტექნიკურად იგი მხოლოდ წრის სეგმენტების რაოდენობით განსხვავდება დისკურისაგან - თუკი დისკურს 1-3 სეგმენტი აქვს, დიაფრაგმულს 5 და მეტი (ძირითადად 9 ან 11). რაც მეტია სეგმენტების რაოდენობა, მით უფრო სუფთაა ფოტო (ეს არამხოლოდ ჩამკეტის დიაფრაგმას, არამედ ობიექტივის დიაფრაგმასაც ეხება). ფარდისებური ჩამკეტიც საკმაოდ გავრცელებული ტიპია. იგი ორი ფირფიტისაგან შედგება. ფოტოს გადაღებისას ექსპოზიციის მიხედვით ფირფიტებს შორის სიცარიელის ზომა რეგულირდება (ამით იცვლება ექსპოზიციის ინტერვალი) და ჩამკეტი ისე "გადაურბენს" სასურათე სიბრტყეს. ფარდისებურ ჩამკეტს აქვს რამდენიმე ნაკლი, რომელთაგან მთავარი მუშაობისას დიდი ხმა, დამზადებისა და მექანიკის სირთულე და აქედან გამომდინარე - სიცოცხლის დაბალი ხანგრძლივობაა... სამაგიეროდ დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევა ცენტრალური ჩამკეტი. როგორც წესი, იგი დიაფრაგმულია და მოთავსებულია ობიექტივში - მის შუაში, ბოლოში ან სულაც თავში (არ ვღადაობ, არის ასეთებიც). კონსტრუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე მას 1/40000წმ-იანი ექსპოზიციის მიღწევაც შეუძლია, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. სამწუხაროდ მეორეს მხრივ მას არ შეუძლია დიდი ექსპოზიციის დაჭერა - 1/250წმ ბევრი ცენტრალური ჩამკეტისთვის მაქსიმუმია... გარდა ამისა, ობიექტივში ჩამონტაჟებული ჩამკეტი ობიექტვისვე გაყვება, თუკი ლინზის შეცვლას განიზრახავთ... გარე მაერთებლები. დიდად მნიშვნელოვანია "გარესამყაროსთან" კავშირის საშუალებები, ანუ კონექტორები, რომელთა მეშვეობით შეძლებთ გამოსახულების ტელევიზორით ან პროექტორით ჩვენებას, ან სულაც კომპიუტერში გადატანას. რათქმაუნდა USB კონექტორი ყველა კამერას აქვს, ასევე ყველას აქვს AV (audio-video) კონექტორი და სხვადასხვა ტიპისა და ზომის მაერთებლები გარე მაშუქებისთვის და სხვა მოწყობილობებისთვის. აი HDMI კონექტორი კი საწყისი დონის კამერებისთვის ზედმეტი ფუფუნება აღმოჩნდა. არადა კარგ ფოტოს კარგი ხარისხით ჩვენება როგორ შვენის... მოკლედ არ არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი HDMI კონექტორი, მაგრამ მაინც ყურადსაღები და სასიამოვნო საქონია... ზოგ შემთხვევაში ძვირადღირებულ კამერებს აქვთ Wi-Fi, Ethernet, Bluetooth და სხვა სახის უკაბელო თუ კაბელიანი კონექტორები და GPS-იც კი, რომ სურათების გადაღებისას ტყეში არ ჩაიკარგოთ... 3. ტექნიკური მხარე როგორც იქნა ფიზიკური დეტალების განხილვას მოვრჩით. ახლა მივხედოთ ტექნიკურ ნაწილს... ავტოფოკუსი. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ფოკუსი არა დევიდ კოპერფილდის ილეთებია (მაგას აფერისტობა ქვია), არამედ გამოსახულების მაქსიმალური სიმკვეთრის მიღწევა... ადამიანის თვალი მუდმივი ავტოფოკუსითაა აღჭურვილი, ანუ რასაც შეხედავთ, ფოკუსი მასზე სწორდება. თანაც მყისიერად (თუ რათქმაუნდა მხედველობასთან პრობლემები არ გაქვთ). რათქმაუნდა ფოკუსთან "თამაშიც" შეიძლება - მისი თქვენი ძალისხმევით გასწორება, ან პირიქით - არევა და გამოსახულების გაბუნდოვნება. ეს ალბათ ყველას გაგვიკეთებია და შეგვიმჩნევია, რომ ავტოფოკუსი ბევრად უფრო მოსახერხებელი რამაა. ასევეა ფოტოკამერებშიც. არავის უნდა რამდენიმე წამის მანძილზე ფოკუსი ხელით ასწოროს (ამ რამდენიმე წამში შეიძლება კადრიც კი გაგექცეთ), თავგადაკლული ფოტოგრაფების გარდა. რათქმაუნდა ზოგიერთ შემთხვევაში ფოკუსის ხელით გასწორება მოყვარულთათვისაც კარგია, მაგრამ მეტწილად მაინც ავტოფოკუსს ენიჭება უპირატესობა. ბუნებაში ორგვარი ავტოფოკუსი არსებობს - აქტიური და პასიური. აქტიური ავტოფოკუსი მიიღწევა ავტოფოკუსის მექანიზმის მიერ ინფრაწითელი ან ულტრაბგერითი სიგნალის გაგზავნით, რითაც დგინდება გადასაღებ ობიექტამდე მანძილი და შემდეგ ამ მანძილის მიხედვით სწორდება ფოკუსი. პასიური ავტოფოკუსი თავის მხრივ ორ ქვეტიპად იყოფა - კონტრასტული და ფაზის დეტექციური. კონტრასტული ავტოფოკუსის მექანიზმი პიქსელებს შორის კონტრასტის დონის დადგენით ასწორებს ფოკუსს (რადგან რაც მეტია კონტრასტი, მით უფრო მკვეთრია გამოსახულება), ხოლო ფაზის დეტექციური ავტოფოკუსის მექანიზმი კი გამოსახულებას ორად ყოფს და ისე ითვლის ობიექტამდე მანძილს. აქტიური ავტოფოკუსის სისტემები არ მუშაობს გამჭვირვალე ზედაპირის "იქით", ანუ მანძილს გამჭვირვალე ობიექტამდე ანგარიშობს. აგრეთვე აქვს არასწორი ფოკუსირებისადმი ტენდენცია, თუკი გადასაღები ობიექტი ზედმეტად ახლოსაა კამერასთან (მაგ. მაკროგადაღებისას). მეორეს მხრივ, პასიური ავტოფოკუსის სისტემები ცუდად მუშაობს დაბალი განათებისას და დაბალკონტრასტულ გარემოში (მაგ. ერთფეროვანი სცენს გადაღებისას). ნაკლის გამოსასწორებლად გამოიყენება დამხმარე მაშუქი (AF Assist Lamp): როგორც წესი ის წითელია, თუმცა მთელ რიგ შემთხვევებში ჩვეულებრივი მაშუქიც კისრულობს ამ მოვალეობას. სიმართლე რომ ითქვას, არც დამხმარე მაშუქი ასრულებს მოვალეობას პირნათლად, ამიტომ ხელის ფოკუსი მაინც არ ამოვარდნილა ხმარებიდან და საკმაოდ ანგარიშგასაწევი რამეცაა. ავტოფოკუსის მექანიზმი. მართალია ეს ფიზიკური ნაწილია, მაგრამ რატომღაც აქ დაწერა განვიზრახე და არ შემედავოთ... ავტოფოკუსის მექანიზმი ძრავის და კბილანებისგან შედგება, რომლებიც ფოკუსის გამსწორებელ ლინზას ამოძრავებს. ძრავი შეიძლება კამერის კორპუსში, ან ობიექტივში იყოს განთავსებული. რათქმაუნდა კამერის კორპუსში განთავსებული მექანიზმი უკეთესია, მაგრამ სამწუხაროდ ამ ფუფუნების საშუალება მხოლოდ დიდი ზომის ფოტოკამერებს აქვთ. რაც შეეხებათ დანარჩენებს, თუ ასეთ კამერას ფლობთ და ობიექტივის გამოცვლას განიზრახავთ, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ახალი ობიექტივიც იყოს ძრავით აღჭურვილი, თორემ შეიძლება ისე მოხდეს, რომ არც კამერაში და არც ობიექტივში ძრავი არ გექნებათ და ხელით მოგიწევთ ფოკუსი ასწოროთ. ექსპონირება. ექსპონირება ეწორება ფოტოს გადაღების მიზნით სასურათე სიბრტყის განათებას. იზომება წამებში, ან წამების ნაწილებში. რაც უფრო დიდია განათება,მით ნაკლები დროით უნდა მოხდეს ობიექტის ექსპონირება. წინააღმდეგ შემთხვევაში სურათი გადანათებული გამოვა. პირიქით - როდესაც საჭიროზე ცოტა ხნის მანძილზე აწარმოებთ ექსპონირებას, სურათი საჭიროზე ბნელი იქნება. რათქმაუნდა ფოტოგრაფები ხშირად განგებ აკეთებენ არასწორ ექსპოზიციას, რომ სასურველი ეფექტი მიიღონ. აი, მაგალითად აქ: განგებ არის აღებული საჭიროზე ხანგრძლივი ექსპოზიცია, რათა ფერთა გადღაბნა მიღწეულიყო, რომელსაც თქვენ ალბათ motion blur-ის სახელით იცნობთ. არასწორი ექსპონირებით, თუკი მას საქმის მცოდნე აკეთებს, ძალიან ბევრი და მრავალფეროვანი ეფექტების მიღებაა შესაძლებელი. ზოგიერთი ასეთი "ექსპო-მოდინგის" რეჟიმი ფოტოკამერებს თავიდანვე მოყვებათ, როგორც გადაღების ერთ-ერთი შესაძლო რეჟიმი, ამიტომ ამ საკითხზე არ შევჩერდები. ექსპოზიციის გაზომვა. ექსპოზიციის სწორი გაზომვა აუცილებელია იმისთვის, რათა ექსპონირება ზუსტად იმდენი ხნით მოხდეს, რამდენიც საჭიროა წესიერი ფოტოს გადასაღებად. თუკი ფოტოკამერა ექსპოზიციას არასწორად გაზომავს, კარგ ფოტოს ვერ გადაიღებთ, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ გაზომვის მეთოდს, რომელსაც "ფლობს" ესა თუ ის ფოტოკამერა. გავრცელებულია გაზომვის ხუთი მეთოდი: 1. წერტილოვანი გაზომვა. ამ მეთოდის გამოყენების დროს კამერა სენსორის მხოლოდ მცირე ნაწილით, როგორც წესი, ცენტრით ახდენს განათების გაზომვას (სენსორის 1-5%). თანამედროვე კამერებს აქვთ წერტილის გადანაცვლების ფუნქცია და ობიექტზე ფიქსირების ფუნქცია. წერტილოვანი გაზომვა ძალიან ხელსაყრელია როდესაც მაღალკონტრასტულ ფოტოს ვიღებთ, რადგან გაზომვის წერტილის გარდა დანარჩენი სცენის განათება არ გამოითვლება... 2. ცენტრალურ-გაბნეული გაზომვა. ეს მეთოდი სენსორის 60-80%-ს მოიცავს. გაზომვისას აქცენტირება გეომეტრიულ ცენტრზე ხდება, თუმცა მას ემატება პერიფერიებიდან აღებული მონაცემები და საბოლოო მნიშვნელობა მათი საშუალო არითმეტიკულით გამოითვლება. 3. გაბნეული გაზომვა. მოიცავს სენსორის მთელ ფართობს და შედეგიც მთლიანი სენსორიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით იზომება. 4. ნაწილობრივი გაზომვა. წერტილოვანის ანალოგიურია, თუმცა 1-5%-ის ნაცვლად სენსორის 10-15%-ს მოიცავს. ძირითადად Canon-ის კამერებში გვხვდება. 5. მრავალწერტილიანი გაზომვა. ასევე მოიხსენიება, როგორც matrix, evaluative, honeycomb, segment metering, ან ESP. ყველაზე რთული მეთოდია, რომელიც გულისხმობს სენსორის ზედაპირზე რამდენიმე ზონიდან მონაცემების შეგროვებას და მათზე დაყრდნობით ოპტიმალური ექსპოზიციის გაანგარიშებას. ხუთივე მეთოდი გარკვეულ შემთხვევაში შეუცვლელია, ასე რომ სასარგებლო იქნება იცოდეთ რა სახის გაზომვების ჩატარება შეუძლია თქვენს კამერას. შუქმგრძნობელობა. ეს თვისება ფოტოფირებს ჰქონდათ და მათგან "გადმოედოთ" სენსორებს. იგი გულისხმობს სინათლეზე რეაგირების სისწრაფეს. ანუ თუკი სენსორს აქვს "a" სიდიდის შუქმგრძნობელობა და სურათის გადასაღებად ერთწამიანი ექსპონირებაც კმარა, "2a" სიდიდის შუქმგრძნობელობის შემთხვევაში მას მხოლოდ ნახევარი წამი დასჭირდება სურათის გადაღებისთვის. ამას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ცუდი განათების პირობებში. სამწუხაროდ, აქაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები იჩენს თავს - მაღალი შუქმგრძნობელობისას სენსორი სწრაფად იღებს სურათს, მაგრამ ელექტრული ხმაურისგან წარმოქმნილი არტეფაქტებიც მეტი აქვს და ისინი ფოტოს ამახინჯებენ. მეორეს მხრივ, დაბალი შუქმგრძნობელობისას სენსორს შეუძლია ძალიან სუფთა სურათის გადაღება, მაგრამ საამისოდ მეტი დრო სჭირდება. შუქმგრძნობელობა ISO შკალით იზომება. ყველაზე დაბალია ISO 6, ხოლო ყველაზე მაღალი - ISO 104200. რათქმაუნდა ამხელა შუქმგრძნობელობის სენსორს არავინ ჩაგიდებთ ფოტოკამერაში. პროფესიონალური კამერებისთვის "სტანდარტულად" ითვლება ISO 200 - ISO 3200 დიაპაზონი, თუმცა არის "გაფართოებული" ვარიანტიც, სადაც ჩამატებულია ISO 100, ISO 6400 და ზოგჯერ ISO 12800-იც. არტეფაქტების შესადარებლად ქვემოთ მოყვანილია ორი სურათი. მარცხენა ISO 100-ითაა გადაღებული, მარჯვენა ISO 6400-ით. სხვაობა თვალნათელია: მართალია დიდი ISO რიცხვები იქით მტერს უბრმავებს თვალს და აქეთ კიდევ - მოყვარეს, მაგრამ სინამდვილეში ISO 800-ის ზემოთ არტეფაქტები იმდენად აზიანებს გამოსახულების საერთო სახეს, რომ პროფესიონალი ფოტოგრაფები მათ გამოყენებას ერიდებიან. ასეა თუ ისე, შუქმგრძნობელობის დიდი დიაპაზონი იმის მანიშნებელია, რომ ფოტოკამერა სხვადასხვა განათებისას თანაბრად კარგად წარმოაჩენს თავის შესაძლებლობებს. თუკი, რათქმაუნდა არტეფაქტების წესიერი ჩამხშობი ექნება.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.