Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. თუ გინდა, საღამოს 6-დან 7-ის შუალდში შეუთანხმდი და წამოგყვები.
  2. აუცილებლად. ხო და, შევეშვები მერე კორსას თამაშს და გადავალ მაინკრაფტზე. ბავშვებს როგორ გაუხარდებათ...
  3. თუ გაქვს საშუალება, არ გამაზო! ალბათ რაღაცასაც დააკლებს. რეკომენდაციას ვუწევ კი არა, მოგიწოდებ ჩათვალე, რომ უსცეპლენიო გ25 გექნება. იგივე ზომის რულით და მექანიზმით. მაგ ფასში ნაღდადა ვერ ჩამოიტან. ნახე რა ფასები ადევს. რაც ადგილზე უნდა მისცე, აქვეა მაგ ფასად. + ჩამოატანა წაიღებს ალბათ 50$-მდე. თან აქვეა და გატესტავ როგორც გინდა, იქიდან ჩამოტანილი კი, ვინ იცის რა მდგომარეობაში იქნება. ადრე 80$-ებში იყო ამაზონზე. ნელ-ნელა დეფიციტში მიდის და ფასებსაც უწევენ. http://www.amazon.com/Logitech-PlayStation-Driving-Force-Racing-3/dp/B0015HYPOO/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1464029206&sr=8-1&keywords=dfgt http://www.ebay.com/itm/Logitech-Driving-Force-GT-Steering-Wheel/322107975937?_trksid=p2045573.c100034.m2102&_trkparms=aid%3D222007%26algo%3DSIC.MBE%26ao%3D1%26asc%3D36866%26meid%3D63fc45a1a18948ccbb5f8910eaf33811%26pid%3D100034%26rk%3D1%26rkt%3D6%26sd%3D322112788122
  4. საღოლ შენ. მშვენიერი შედეგია. ამის მერე აღარ დაიწუწუნო, ვერ დავდივარ, ძლიერია მანქანა და ა.შ.
  5. ვინც რულის ყიდვა დააპირა, ყველას ეს ვურჩიე, რადგან თავის ფასში მართლა შეუდარებელია. ღმერთმა უკეთესები გაყიდინოს, მაგრამ თუ თანხაში შეზღუდული იქნები, DFGT იყიდე. ადრე ვიღაცა ყიდდა მგონი 150 ლარში და ლინკიც დავდე, ხელიდან არ არის გასაშვებითქო, მაგრამ მალევე გაყიდეს და მეორე დღეს აღარ იყო მუშა ლინკი. უნდა ჩაუჯდე და შეიძლება წააწყდე რამეს. ამაზონზე სადღაც 80$-ის ფარგლებში იდო ხოლმე. მოდერთან ბოდიში, გადავუხვიეთ თემიდან. რაც შეხება თემას, საღამოს ალბათ შევძლებ სერვერზე შემოსვლას. თუ თქვენც იქნებით, ძალიან კარგი.
  6. ხო, ეგრეა... მე როცა რულს ვუზივარ, მთელმა ოჯახმა იცის, რომ თუ ჩემს ოთახში შემოიხედავენ და მე ყურადღებას არ მივაქცევ, ეგრევე ჩუმად უნდა გავიდნენ უკან (თუ რაიმე ძალიან აუცილებელი არ ხდება). ანუ, იმის თქმა მინდა, რომ რულთან თუ ვზივარ, მართლა ვეთიშები ყველაფერს და მთლიანად შიგნით ვარ. ნებისმიერი წვრილმანი ყურადღების გაფანტვაც კი ხელს მიშლის. ყოველთვის ყურსასმენი მიკეთია და ხმაც მაღალზე მაქვს, რომ გარე ხმებმა არ გამიფანტოს კონცენტრაცია.
  7. თავისთავად, მაგრამ როცა ეგ ვიყიდე, გაგებაში არ ვიყავი, თუ ბუნებაში 900 გრადუსიანი რულიც არსებობდა (გ25-იც 2006-ში გამოვიდა), მაგრამ რაც მაგ რულით ვისიამოვნე თავის დროზე... მაშინ დროც მქონდა და ღამეებს ვათენებდი 2-3 წელი. ეხლა კი, კვირაში ერთხელ 1 საათით თუ ჩავუჯდები. ხან თვეც გასულა, რომ ახლოსაც არ მივკარებივარ. იმიტომაც არის, რომ პრაქტიკა მაკლია და ცუდ შედეგებს ვდებ. კარგ შედეგებს ბევრი დრო და ვარჯიში უნდა. ესე თითო საათებით ვერაფერს გახდები...
  8. ჩემი პირველი რული ეგ იყო (2006)
  9. ვიაროთ, განა პრობლემაა. უბრალოდ, ვერ დადის რა...
  10. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ვერანაირი სიამოვნება ვერ მივიღე მაგ მანქანით. თუ სამართავად არ მსიამოვნებს, მერე უკვე აღარც მისი ლაპ თაიმი მაინტერესებს ხოლმე. მაგ ტრეკს აშკარად არ მოუხდა. არა და, ნორდშლეიფეზე მივლია და იქ უფრო უკეთესად გამოიყურებოდა. ჩქაროსნულ ტრეკზე უკეთესად გრძნობდა თავს.
  11. არა და, ვიფიქრე, ეტყობა ჩვენი ბოლო სატელეფონო ლაპარაკის შემდეგ ისევ 3 მონიტორი არჩიათქო
  12. მეც შემოვალ ცოტა ხნით...
  13. სერვერი გათიშულია? ვერ ვიპოვე. ეს ცოტა ნაუცბადევად (მე-7 წრეზე), სტოკი სეტაპით. ალბათ 1:30-ზე ჩამოვალ. მეტი უკვე გამორიცხულია. ხარისხზე სორი. ფრაპსით ძალიან დიდი რეზოლუცია გამოდის და მობილურით გადავუღე.
  14. გუშინ უცბად მომიწია გასვლა და ვერც დაგემშვიდობეთ. მეგონა, რომ მალევე შემოვიდოდი, მაგრამ ვეღარ მოვახერხე. მ1 რუსთავისთვის ცოტა ვერ გამოდგა. ზ4 კი ძალიან მაგარია ყველა ტრეკზე. გიო და ლექსო სასწაულად დადიან. მაგათ დონემდე იმდენი დრო და პრაქტიკა მინდა, რომ კაი ხანი ახლოსაც ვერ მივალ. 1:30-იან ტრეკზე 4-5 წამის ჩამორჩენა ძალიან დიდი სხვაობაა. კარგად კი გავერთეთ. იმედია, ნელ-ნელა უფრო მოვუხშირებთ.
  15. 1 საათში მეც მოვალ. სერვერზე რას შვებით?
  16. ოკ. ანუ, საბოლოო ვარიანტი გვაქვს რუსთავი და მ1 ხო?
  17. კი ბატონო. მაშინ პატარით დავიწყოთ და მერე გავზარდოთ. ეხლა ავიღოთ მ1.
  18. უმცროსებს გითმობთ, თორემ იმდენს ჩამოგიწერთ... საღამომდე დაგაცდით და მერე მე შემოგთავაზებთ.
  19. ეგ ეგრეც უნდა იყოს, მაგრამ კვადროს ზანოსიდან გამოყვანა ძალიან განსხვავდება უკანასგან. მოკლედ, კარგი რამეა კვადრო, მაგრამ კარგადაც უნდა ფლობდე შესაბამის ტექნიკას, თუ გინდა, რომ ბოლომდე მიიღო ის ეფექტი, რისთვისაც არის გამოშვებული.
  20. სასიარულოდ ბაზარი არაა, მაგრამ რბოლის დროს შეგხვდება ისეთი მოსახვევები, სადაც სნოსს გაძლევს და მოხვევის კუთხე გეზრდება. აქედან გამომდინარე, დროსაც ზედმეტად კარგავ. მე ყველაფერზე თანახმა ვარ. მომგები მაინც ვერ ვარ და, საბრძოლველად კი ყველა გამოდგება. გუშინ მე და გიომ japanes pack-ის 2 მანქანა გავტესტეთ, სუპრა და rx-7 და პირადად ჩემი აზრით, დრიფტზე ორიენტირებული უფრო იყო, ვიდრე რბოლაზე. ყველაფერი კი მიჩვევის ამბავია, მაგრამ სუპრას მოხვევის კუთხე აქვს საშინელი, ხოლო რხ-7 იმენნა გეძალავება დრიფტზე, ყველა მოსახვევში ზანოსზე აქვს მიდრეკილება + ამას, უკანა საბურავები ისე ადვილად იბლოკება, რომ ტორმუზი თითქმის არც უნდა იხმარო. ტორმუზი კი არა, მოსახვევამდე, რომ ვანელებდი და სიჩქარეს დაბლა ვუცვლიდი, ეგრევე ბლოკავდა და აზანოსებდა.
  21. ხოხ, პრაქტიკა გაქვს გავლილი და დაჩაგვრას გვიპირებ? პ.ს. ისე, ეგრეც ვერ იტყვი. გააჩნია ტრეკის მოდიფიკაციას. გრავილი, თოვლი და წვიმაზე არ ვამბობ, მხოლოდ მშრალ ასფალტს ვგულისხმობ. ყოველთვის არ არის უკეთესი, სნოსი იცის (კიდევ ვიმეორებ, გააჩნია მოსახვევს).
  22. თუ ლაპ თაიმზე ჩალიჩობ და მარტო ხარ ტრეკზე, ხელს არ შეგიშლის, მაგრამ თუ სხვებთან ერთდ გონკაობ, შენი პინგის გამო შეიძლება ბევრად წინ ჩანდე და უცბად ისე ახლოს გამეჩითო, რომ არ ველოდებოდე, ვერ მოვასწრო რეაგირება და დაგეჯახო. ანუ, სხვას უფრო შეუშლი ხელს, ვიდრე საკუთარ თავს
  23. არა უშავს, ხვალ იყოს. დღეს მე და გიო კი კარგად გავერთეთ, მაგრამ სხვის სერვერებზე ბოდიალმა ცოტა დისკომფორტი შეგვიქმნა. აუცილებად ჩვენია საჭირო. მე დავაპირე შექმნა, მაგრამ პორტები ვერ გავუხსენი და მეტი აღარ მიჩალიჩია. მოკლედ, ხვალ ცოტა მეტი ორგანიზება გავუკეთოთ და კარგად გავერთობით. ეხლა უნდა წავიდე. ღამე მშვიდობის. ხვალამდე
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.