Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. G1ORG1 მართალია, დიდ "ვირტუალურ" პატივს გცემ და ვაფასებ შენს აზრებს, შეხედულებებს და გემოვნებას, მაგრამ ძალიან მაგრად გამაკვირვა ამ "უკანასკნელმა", ეს რა გამოუშვეს, გრაფიკა თითქმის იგივე, რაც პირველი, ერთი წყლის თხელი გუბეები დამევასა, გეიმფლეი? პირველისგან სხვაობა ვერ ვიგრძენი, 900 გრადუსიანი რული ძალიან მგრძნობიარეა მანქანის მართვაზე და ნახევარი წუთიც კი საკმარისია, რომ თამაშის "გემოს" მივხვდე, ამ თამაშს კი გემო ნაღდად არ აქვს, კი, ბაზარი არაა, რომ ეს სიმულატორი არც არის და სპორტულ და რეალურ სიმულაციას ვერც მოთხოვ, მაგრამ ბოლოს ესეთი მანქანის მართვის თამაში როდის მქონდა აღარც მახსოვს, ერთი რასაც ძალიან მაგრად წააგავს გეიმფლეიში არის COBRA 11 რომ იყო გახსოვს? ამ თამაშის ფანებს ბოდიშს მოგიხდით, რომ ასე აშკარად გამოვხატავ ჩემი გემოვნების შესაძლებლობებს და ასე მკაცრად და დაუნდობლად ვცდილობ მიწასთან გავასწორო ის, რაც ბევრი თქვენგანისთვის თითქმის ტანში ჟრუანტელის მომგვრელ სიამოვნებას იძლევა, მაგრამ ამავდროულად ჩემი მკაცრი გემოვნება არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ გულში ჩავიკლა სარბოლო თამაშებისადმი ჩემი უსაზღვრო სიყვარულის მიზეზით ჩამოყალიბებული ასეთი კრიტიკოსობა და ამ თამაშის მიმართ პესიმისტური განწყობა, მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში "დაუნდობელი" ოპტიმისტი ვარ და მჯერა იმისა, რომ ჭიკა, რომელშიც კოკა-კოლა ასხია, ნახევრად ცარიელი კი არ არის, არამედ ნახევრად სავსეა, მაგრამ ამ ყველაფრისდა მიუხედავად მაინც მიჩნდება ერთი კითხვა, რომელიც მინდა დავუსვა შემქმნელებს: რათა შვილო, რათა? TDU2-ს 40% ჩემგან!
  2. რატომ ვიკითხე და, ადრე სატესტო ვერსიისთვის key გამომიგზავნეს მეილზე და ვიფიქრე ეხლაც ხომ არ მოქმედებსთქო. რულით ვინც თამაშობს მიპასუხეთ რა, მაქვს 900 გრადუსიანი რული და თამაშში მხოლოდ 180-ზე ბრუნავს, თვითონ რულის პროფილში 360-ზე დავაყენე და რაღაცას ატრაკებს, რამე ფიქსი ხომ არ უნდა, ან ვაბშე გამოუშვეს რო?
  3. ეს ნახეთ აბა, თქვენთანაც ესეა, შემთხვევით ონლაინშიც ხომ ვერ ვითამაშებ? ქვემოთ მარჯვენა კუთხის წარწერას ვგულისხმობ, თუ დავუჯერებ ესეიგი შემესვლება.
  4. FILE.GE-დან ვინმემ გადმოწერეთ? მაინც გავრისკე და დავიწყე გადმოწერა, 10 წუთიღა დარჩა და ფორუმ.გე-ზე წავაწყდი ესეთ პოსტს: file.ge-დან გადმოვწერე რომლის მოცულობაც იყო 5.6 GB და იყო .man გაფართოებით, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე, ვერც დაემონით გავხსენი, ვერც ალკოჰოლით და ვერც დაემონის პრო აგენტით... იქნებ ვინმე დამეხმაროთ და ამიხსნათ როგორ გავხსნა .man ფაილი? ეს .man ფაილი .mdx ფაილადაც გადავაკეთე მაგრამ მაინც ვერ გავხსენი... მეც ამას ვიწერ და თუ ტყუილად ველოდე 5 საათი მოვაგვარე, "ვინრარ"-ით გავხსენი და ჩვეულებრივად გახსნა, შიგნით 2 ცალი ISO ფაილია.
  5. G1ORG1 ხო, მეც ვნახე ეგ ფასები, მერე დამაინტერესდა და ინფორმაცია ამოვქექე რატომ ღირს უფრო მეტი, "მომო"-ს ნამდვილი რული უყენია, ანუ მომოს შეუკვეთეს და იმათაც დაუმზადეს, მაგან წაიღო თანხა. მომო ადრე ჰქონდა ჩემს ძმაკაცს (1 თვის წინ მომოდან G27-ზე გადმოვიდა და 900 გრადუსიანის გემო რომ გაიგო, მომოს დედაცო) კი, კარგი იყო მომო, მატორჩიკების სიძლიერე ერთნაირი აქვს ორივეს (ეგრედ წოდებული "აბრატნი სვიაზი", ზანოსზე რომ რული დაგიქაჩოს) ზატო ეს 3-ჯერ მეტი ბრუნით არის და რამდენ გრადუსსაც გინდა დააყენებ, გინდა მომოსავით 270 ექნება და გინდა შენი რულივით 180, 900 ბევრია, ვერ იდრიფტავებ გულიანად, ქალაქში სასეირნოდ კარგია, მაგალითად TDU-სთვის, ისა, სიტყვამ მოიტანა და, TDU-ს დრიფტი აქვს? იმენნა დრიფტში შეჯიბრი.
  6. არა, მომოს ბევრად მირჩევნია, მომოც "ტიპტრონიკია" (სცეპლენია არ აქვს) და ესეც, მომო უხვევს 270 გრადუსზე და ეს უხვევს 900-ზე, როგორც G25, ოღონდ სცეპლენიის გარეშე, კი, ბაზარი არაა, G25-თან ვერ მოვა, მაგრამ მარტო მესამე პედალის უქონლობაში დაზოგავ მინიმუმ 150$-ს, მგონი კი ღირს, თორემ ეგრე G27 უსერიოზულესია, რა თქმა უნდა მოყვარულის დონეზე, თორემ პროფესიონალურები 2000$ ღირს, მარტო რულზე ვამბობ, აბა სიმულატორები 50 000$-დან იწყება და 2 000 000$-ზე ადის, მაგალითად F1-ს პილოტების სავარჯიშო ტრენაჟორი.
  7. არა, ძველს არ ვყიდი, ეგეთი რაღაცეები არ მიყვარს. ახალი ამაზონზე 150$+ჩამოტანა და თუ განბაჟებაც მოუწია, მაგდენი უკვე არ ვიცი.
  8. მოკლედ, შევაერთე, მაგრამ ბევრი დამაკლო ზომაში, ეს ვინჩო ადრე იდგა XP-ზე და 37GB-ს მიჩვენებდა (ანუ XP მპარავდა 3GB-ს) და ეხლა win-7 მიჩვენებს 31GB-ს, 9GB რატომ უნდა მოეკლო??? თითქმის 25%-ია, ბევრიც არ უკლია.
  9. ზუსტად ეგ რული მქონდა (ეხლა საკუჭნაოში ისვენებს) და გადავედი ამ მოდელზე შენც იგივეს გირჩევდი გიო, 900 გრადუსი მაინც სულ სხვაა, მაგ რულს აღარ შეხედავ, თან ძვირიც არ არის, G25-ის ნახევარი ფასი ღირს.
  10. ხო მართლა, რიფლეი აქვს? ქალაქში სამოძრაოდ არა, მაგრამ იმედია რბოლის დროს ექნება.
  11. G1ORG1-მ რომ პირველი სურათი დადო (ყვითელი კამარო) მართლაც რა მაგარი ეფექტი აქვს ტრასაზე წყლის თხელი გუბეებს, რაც მართალი მართალი, ეგეთი ტრასა ჯერ არც ერთ თამაშში შემხვედრია, დანარჩენს ჩაწერის და გატესტვის მერე ვიტყვი, მთავარია რულზე როგორი სატარებელი იქნება, გრაფიკაზე მეტად, რეალური გეიმფლეი მაინტერესებს, პირველი ნაწილი მაგ მხრივ არ მომწონდა, თავიდან 180 გრადუსიანი რულით ვთამაშობდი და დიდი ვერაფერი იყო, მერე 900 გრადუსიანზე გადავედი და ბევრად უკეთესი გამოდგა, უფრო რეალური მანევრირება ჰქონდა, მეორე ნაწილი კაკ მინიმუმ, თუ პირველივით იქნება, ზნაჩიტ ტყუილად არ გადამიხდია 10 ლარი (გადმოწერის 5 საათიანი ლოდინი მეზარებასავით).
  12. მაგის შეცვლა, რაც თქვენ მირჩიეთ, ბიოსიდან ვქნა ხო? კიდევ ერთი საკითხი, მაგ ვინჩესტერის სლეივზე გადაყვანა ჯამპერის საერთოდ მოხსნით ხდება ხო? იმიტომ გეკითხებით, რომ ზედ რა რეჟიმებიც ახატია (თვითონ ვინჩესტერის ეტიკეტს) სლეივის რეჟიმი არ წერია, სულ 3 ვარიანტია და მგონი სლეივზე გადართვა ხდება ჯამპერის ამოცლით, არა? P.S. რაც ზემოთ დავწერე ეგ გადატვირთვები რამ გამოიწვია? ვხვდები, რომ მაგ მასტერ-სლეივის ბრალია, მაგრამ ამ შემთხვევაში კონკრეტულად რა მოხდა?
  13. მაქვს სატა ვინჩესტრერი, რომელზეც ბიოსი მიჩვენებს, რომ დგას "მასტერზე" (და მგონი ეგრეც უნდა იყოს) სახლში ვიპოვე ძველი 40GB IDE ბარაკუდა და მინდა დავამატო. ამას თუ აქვს მნიშვნელობა, მიყენია WIN-7 32 და ეს არის ჩემი motherboard: gigabyte GA-EP45-UD3LR როგორც სურათზე ხედავთ, აქვს მხოლოდ 1 IDE სლოტი (თუ რაც ქვია) რომელზეც შეერთებული მაქვს DVD Rom, გუშინ შევაერთე ეს IDE ვინჩ. შლეიფი, რომელიც DVD-ზეა შეერთებული (შლეიფს შუაში რომ აქვს კიდევ ერთი შესაერთებელი, მაგით)და კომპ-მა დაიწყო გადატვირთვა, ანუ სანამ ვინდოუსი ჩაიტვირთება და მონიტორზე რამეს გამოიტანს, თავისით გამოირთვება (თითქოს საერთოდ დენიდან გამორთესო) და 2-3 წამში ისევ ირთვება, ასე გრძელდება .............. ბოლოს მივხვდი, რომ IDE ვინჩესტერიც მასტერზე იდგა (ჯამპერი იყო სულ პირველ წვერებზე) საერთოდ მოვხსენი ჯამპერი და ისე ვსინჯე, დაიწყო ვინდოუსის ჩატვირთვა და............ არ ჩაიტვირთა, თუმცა ის გადატვირთვა აღარ უქნია. კითხვა ეკრანზე: რა სარგებლობა მოაქვს მამალს კი არადა, რა მოვუხერხო? :xeli:
  14. ვიდეოს იმპორტი როგორ გავაკეთო? როგორც ტექსტურა არა, როგორც ბექგრაუნდი, ოღონდ ანიმირებული.
  15. ერთი შეკითხვაც და ამით მოვრჩები, ჰისთორის ფანჯარა ვერ ვიპოვე, არ აქვს? მინდა, რომ რამოდენიმე სვლით უკან შემეძლოს UNDO-ს გაკეთება.
  16. ხოო, 4 მაქვს და იავნად ცოტაა, 4-ც რომ დავამატო კაი იქნება, მაგრამ 64-იან ვინდოუსზე მომიწევს მაშინ გადასვლა.
  17. აფტერში "რენდერი" როგორ არის, მაგალითად პრემიერში ვიდეოს რომ ჩააგდებ, მერე უნდა დააწვე ენტერს, რომ ზემოთა წითელი ზოლი გაამწვანოს და აფტერში ეგ როგორც შევატყვე მხოლოდ ფლეი აკეთებს, მაგრამ დიდი დრო მიაქვს, ვიდრე პრემიერს.
  18. კაი მაშინ, თუ ეგრეა ის სურათები და სხვა რაღაცეებიც რატომ მოყვა, რამდენიც გადმოვწერე ყველას ეგეთი რაღაცეები მოყვება, თან უკვე დარენდერებულ დემო ვიდეოს რომ ვუყურებ (რაც მაგ პროექტით გააკეთეს) კაკ რას მაგ სურათებს, ან ვიდეოს იყენებენ და ჩემთან მაგის გარეშე როგორ გავხსნი, აი მაგალითად: ავიღოთ 3D max, გავაკეთე რაღაც დეტალი, ტექსტურებში გამოვიყენე ისეთი სურათი, რომელიც ვინჩესტერზე მაქვს, დავამთავრე პროექტი და შენს კომპში გადმოვაკოპირე, შენ თუ ის სურათი არ გექნება, რაც მე ჩემი ვინჩესტერიდან გამოვიყენე იატაკის ტექსტურად, მაშინ ხომ უბრალოდ რაღაც ფერის იქნება ეგ იატაკი, და არა პარკეტის, იმიტომ რომ არ გექნება შესაბამისი სურათი, რაც გამოიყენა.
  19. ესეიგი, 3D max; A E; Photoshop და Premier-იც იცი ხო? თანაც კარგად. ამ ეტაპზე ყველაზე ძალიან აფტერის პრობლემა მაქვს და ბარემ გკითხავ რა. გადმოვწერე "მზა პროექტები", მაგრამ რომ ამოვაარქივე დამხვდა თვითონ პროექტის (ანუ AE-ს) ფაილი და ცალკე პაპკა "futage" სურათებით, ანუ ეს ის სურათებია, რომელსაც პროექტში იყენებენ, ეხლა რა ხდება, ამ აფტერის ფაილს კი ვხსნი, მაგრამ მიწერს, რომ პლაგინები არ გაქვსო და ეს იმიჯები, რასაც პროექტში იყენებენ და ვერ მეტყვი ეგ სურათები და გამოყენებული მასალა სად უნდა ჩავყარო?
  20. შენ "ბექაAE" ხარ ხო? რატომღაც ასე მგონია... თბილისში სადაც ვიდეო ეფექტებზეა ლაპარაკი, ყველგან შენ ხარ :D
  21. ესეიგი სწორად მახსოვდა, შენ ხარ ხომ? ისა და, ხანდახან რომ შეგაწუხო, შეიძლება? 15 წუთის წინ სიგარეტს ვეწეოდი და ჩემთვის ვფიქრობდი, რომელიმე სტუდიაში რომ მივიდე და ვკითხო, იქნებ რამე ამიხსნან აფტერ ეფექტზეთქო.
  22. ხო, მივხვდი, კაი ვარიანტია, მერე ვიდეო რედაქტორში (მე პრემიერს ვხმარობ, ვხმარობ რა, ჩემს ჭიას ვახარებ რა) შევიტან, როგორც სათითაო კადრს, ანუ frame-ბს ავაწყობ და გამოვა ანიმაცია ხო?
  23. ანიმაციის გაკეთება მინდა და იმიტომ ვინახავ ვიდეო ფორმატით, ანუ პროექტს რომ დავასრულებ ხომ უნდა გავუკეთო საბოლოო რენდერი?! შენ შემთხვევით სხვა ფორუმზე (აღარ მახსოვს რომელი იყო) after effect-ის თემაში ხომ არ პოსტავდი? გამახსენდა, გადავამოწმე და შენ ხარ, არამგონია მაგ ნიკით სხვაც იყოს ვინმე PCmania.ge-ზე ვამბობ, რამდენი ხანია აფტერ ეფექტის მცოდნე კაცს ვეძებ და მგონი გიპოვე :bis:
  24. რატომ, ხომ შეიძლებოდა რაღაც კლავიშზე დაჭერის შემთხვევაში ყოფილიყო ეგრე?! აბა ამის სანაცვლოდ რას მირჩევდი, რაიმე შესაფერისი მეთოდი თუ არის?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.