Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. George ag.ru-ს გარდა სხვა რამე სარეიტინგო საიტები მითხარი, აქამდე თამაშების რეიტინგს არ ვუყურებდი და ეხლა დამაინტერესდა, მაგ მეთოდით მხოლოდ ფილმებს ვიწერ, IMDB-ს ვენდობი და 99%-თ ამართლებს კიდეც (ფილმს თუ 7-ის ზემოთ აფასებენ ვუყურებ, რასაც ვერ ვიტყვი allmovies.ge-ზე, მანდ ისეთი ბარდაგია, რომ კომენტარები არც უნდა წაიკითხო, ზოგი სხვა იუზერს დედის ღრძილებს აგინებს და ზოგიც ქაუნთერის სერვერის მისამართს წერს). TDU 2-ს ვინც DX11-თ თამაშობთ ერთი-ორი სკრინშოთი მაჩუქეთ რა, მაინტერესებს რა ეფექტები აქვს, თუმცა DX11-ს ეფექტები დიდად არც არის შესამჩნევი, შედარებებს რომ ვუყურებ კარგად უნდა დავაკვირდე, რომ დავინახო (არა, მხედველობას არ ვუჩივი).
  2. ხოო, რავიცი, თავიდან 1 საათით გავსინჯე და იქ კი იყო, იქამდე მივედი, ლიცენზია რომ მომცეს და რაღაც გონკაზე გამიშვეს, მერე ქე "დალია ჩაინურის წყალი", ბავშვმა მთხოვა არ წაშალო მე გავერთობიო, კი დავუტოვე, მაგრამ ისიც "მამაილაა" (როგორც დედაჩემი ეძახის) და ცოტა ხანში იმანაც დაალევინა "ჩაინურის წყალი" ვა საღოლ, ასე დილანდელ გამოშვებულ თამაშს უკვე აფდეიტიც გაუკეთეს?
  3. მოიცა აბა, ვსინჯავ. დავაყენე, მაგრამ 3Dmax-ში რაღაცას ვმაიმუნობ და ვერ გადავტვირთავ, ხვალ გავიგებ შედეგს.
  4. +100 აბა მე როგორ ვნახე? თავიდან რომ იწყებ და ლიცენზიის ასაღებად ტესტებს გადიხარ, მანდ შემხვდა, წვიმაში არ გაზაობ?!
  5. (ისევ ძველ ბაზარს არ ვუბრუნდები) ერთადერთი რაც მართლაც მაგრად მომეწონა და რაც სხვა თამაშში არ მინახია არის ეს გუბეები, ამ საკითხში ვუწერ 100%-ს, რაც მართლა შეძლეს ვერ დავუმალავ. ისეთი რეალურია, რომ ეს სკრინშოტი ფოტოშოპით რომ რეალურ ქუჩის კადრზე დაამუშავო, მართლა ვერ მიხვდები, რომ გზა არის თამაშიდან.
  6. რატომ ენდომება, საათი სულ კი არ ურევს, მხოლოდ 1 საათით ჩამორჩება, თანაც რატომ დაემთხვა ამოღება-ჩადებას, იმ წუთამდე თუ კარგი იყო, ასე 1 წუთში ხომ არ დაჯდებოდა?
  7. უი უი უი, ბიოსზე გამახსენდა და რომ გავიხსენე კაკ რას მაგის მერე აურია, ბიოსის ელემენტი ამოვიღე და 5 წამში ისევ ჩავდე (მეორე ვინჩესტერის მიერთებისას რაღაცას ატრაკებდა და მაგის გამო ამოვიღე).
  8. ესეთ რეჟიმში სკრინშოტს როგორ, ან რითი უღებთ? ბარემ აქვე გკითხავთ, ყველაფერი სტრანნი მე როგორ მემართება, საათი თავისით იწევა 1 საათით უკან, გავასწორებ, გამოვრთავ და რომ ჩავრთავ ისევ 1 საათით უკან აჩვენებს, არადა ნორმალურად იყო, რის მერე აურია ვერ დავაკვირდი, რაიმე "AUTO-რაღაცა" ხომ არ აქვს ჩასართავ-გამოართავი?
  9. რაიოოო, ქვევრის ღვინოო? თან 5 წლის იყოოო? რომელი იყო, ერთი აქეთ მოახედე აბა, შენა ბიჭო.......... დიდი მსმელი არ ვარ, მაგრამ ქვევრის ღვინო უკვე ოოოო. უი, ვაოფებ, იზვინაიუს დარაგოი, იზვინაიუს, კარები შემეშალა. :s134:
  10. არა გიო(ჯან) მე ნაღდად არ ვამბობ, რომ ჩემს სიტყვებს ყურადღება მიაქციეთ და არ მოიწონოთთქო, ეგეთი საქციელი, რბილად რომ ვთქვათ "ბაცნურად" მიმაჩნია, აქ თამაშის თემაა გახსნილი და ყველა თავის აზრს გამოთქვამს, ან რომელიმე თამაშს შევადარე იმ პონტში, რომ აი ეს ჯობიათქო? ესეთი ჟანრის თამაშებით არ ანებივრებენ გეიმერებს და ამას თავისი "კლიენტი" ჰყავს, რომლებსაც მე გემოვნებას არც და ვერც შევაცვლევინებ, მე იმას ხომ არ ვამბობ, რომ "ხინკალი ჯობია ქაბაბს", მე ვამბობ, რომ ქაბაბი მირჩევნია ხონკალს, ეს ჩემი გემოვნებაა, შენ რომ ჩემს რომელიმე საყვარელ თამაშზე თქვა, რომ მე არ მომეწონა და ჩემთვის არ ვარგაო, ეგ მე აზრს ხომ არ შემიცვლის?! ისევ ისე გავაგრძელებ თამაშს, უბრალოდ მეცოდინება, რომ გიოს არ მოსწონს "ქაბაბი", თუმცა ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე მენდომება, რომ შენც ქაბაბი მოიწონო, მაგრამ საამისო პროპაგანდას არ გაგიწევ, ეს მხოლოდ ჩემი სურვილი იქნება და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ მკითხავ, რომელს მირჩევ, ქაბაბს, თუ ხინკალს, დაუფიქრებლად გეტყვი, რომ ქაბაბი ჯობია, "ჯობიაშიც" ჩემი გემოვნება იქნება ჩადებული და იმედია შენც რეალურად მიიღებ ჩემს პასუხს იმიტომ, რომ, თუ ჩემი აზრი არ გაინტერესებს არც მკითხავ, და თუ მკითხავ ისიც გეცოდინება, რომ ამ კითხვაზე ჩემი "გემოვნების" პასუხს გაგცემ, აბა სხვის მოწონებულს როგორ გირჩევ?! ამდენი იმიტომ ვილაქალაქე, რომ კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა იმაში, რომ სხვის შეფასებებს ყურადღება არ მიაქციოთ და ითამაშეთ სანამ არ მოგბეზრდებათ, (მე რომც გითხრათ ხომ არ დამიჯერებთ) ეს მხოლოდ სხვისი შეფასება და შეხედულებაა, არც ის უნდა გეწყინოთ, რომ ჩვენი გემოვნება ერთნაირი არ აღმოჩნდა, სამაგიეროდ სხვა საკითხებში "ვიფრენთ" ერთად ჩემი თხოვნა იქნება, ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ იმაზე ლაპარაკი, რომ "რატომ ლანძღავთ ამ თამაშს, როცა მე მომწონს", უაზრობაა და შედეგი მაინც არ ექნება! ეგ სხვის გემოვნებაში "ხელის ფათურია", ხელი ამოიღე ძმაააო P.S. სხვათაშორის fallout არც მე მომეწონა, უფრო სწორედ, მივხვდი, რომ ჩემი სტილი არ იყო.
  11. არასოდეს მინახია თამაშების რეიტინგი (დაჟე რომელია ეგ "შემფასებელი" საიტები არც კი ვიცი) თამაში როგორც კი გამოვა (მხოლოდ სარბოლო თამაშებს ვგულისხმობ) ვსინჯავ, ეს არ ეხება რაღაც "ჭ" კლასის თამაშებს, მაგალითად რუსული თამაშები და ისეთი, რომელშიც მანქანას ემბლემა არ აქვს, ეს იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში მწარმოებელს არ აღვიქვავ სერიოზულად, რადგან იმდენს ვერ ახერხებს, რომ ოფიციალური ბრენდები გამოიყენოს, მხოლოდ ერთი გამონაკლისით Live For Speed (არადა, თავიდან კაკ რას მაგ "ბრენდების უქონლობის" გამო ვიწუნებდი და არ ვთამაშობდი), მაგრამ აქაც არის მიზეზი, ეს ვიღაც თამაშების მწარმოებელ გიგანტს არ შეუქმნია, შექმნეს თითქმის "პადპოლნი" დონეზე და სამაგისო სახსრები არ ჰქონდათ, თუმცა დღეს ერთ-ერთ საუკეთესო სიმულატორად ითვლება. რაც შეეხება TD 2-ს, GEORGE-ს ვეთანხმები, დადებითი ხმები მისცეს ამ თამაშის ფანებმა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს თამაში არ იყო სიმულატორი, მაგრამ მაინც გავსინჯე, მაინტერესებდა პირველი ნაწილისგან რამდენად გააუმჯობესეს, რამაც ძალიან გამაკვირვა, 4 წლის შემდეგ მხოლოდ სიუჟეტს რომ შეცვლი და გრაფიკაში პააატარას გააუმჯობესებ, ისიც რა, მხოლოდ განათება გახდა უკეთესი და ტრასაზე წყლის გუბეები, რაც 1 კვირის წინ ავღნიშნე და სხვათაშორის მართლაც მომეწონა, თუმცა არა ისეთ დონეზე, რომ ამის გამო მინუსებს ყურადღება არ მივაქციო, 4 წელიწადში ბევრად უკეთესად უნდა დაეხვეწათ, გეიმფლეი? ეს ხომ პირველი ნაწილის იდენტურია?! თქვენი არ ვიცი და მე ნაღდად ვერ ვიგრძენი სხვაობა, ლამაზი მანქანები პირველ ნაწილშიც საკმაოდ ხარისხიანად იყო, აბა რაღა გააუმჯობესეს აქ? ბიკინიანი ნაშოჩკები? სხვა თამაშების მომდევნო და წინა ნაწილები შეადარეთ ერთმანეთს, რამხელა სხვაობებია, ზოგ თამაშს 4 წელიც არ დასჭირვებია. აი ამ ყველაფრით შევაფასე მე და იმიტომაც წავშალე 1 საათში, მაგრამ ამ ყველაფრისდა მიუხედავად, პატივს ვცემ ამ თამაშის ფანებს, მათ გემოვნებას და სულით, გულით და ვირტუალურად მათ გვერძე ვარ, თამაშების დედაც ვატირე, როცა ძმობაზეა ბაზარი :mameda:
  12. ხო, რავიცი, უკეთესი ვერაფერი ვნახე, თან მართლაც კარგი ხარისხის გამოდგა, ალბათ "ახალი ველოსიპედის გამოგონებისგან" თავს შევიკავებ და ამ კომპრესიაზე შევჩერდები. ლინკისთვის მადლობა. ამ MKV ფორმატს რომელი ფლეერი კითხულობს, მაგალითად GOM-ი წაიკითხავს? თუ ვერა, მაშინ ბარემ კარგი ფლეერიც მირჩიე, რომელსაც უფრო მეტი ფორმატის ვიდეოს წაკითხვა შეუძლია, ვიდრე GOM-ს (რატომღაც GOM ამოვიჩემე და მაგას ვხმარობ).
  13. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ H264-თ ვსინჯე და კარგად კი შეამცირა ზომაში, მაგრამ ამასთან ერთად ხარისხიც გაუფუჭა, პიქსელები "გათხაპნა", თუ მთლიან ეკრანზე არ გავშლი კი აჩვენებს ნორმალურ ხარისხში, მაგრამ მთლიან ეკრანზე არ მომეწონა, ყველაზე ძალიან კი X-vid-მა ივარგა, ზომაშიც ძალიან დიდი სხვაობა მომცა და ხარისხიც კარგი ჰქონდა, ერთადერთი შავი ფერი გააღიავა, მაგრამ ზომაში ისე შეამცირა, რომ მაგ მინუსს ავიტან, რაც მთავარია, მთლიანობაში თითქმის ერთი და იგივე ეფექტი აქვს ორიგინალსაც და "დაპრესილსაც". adobe premier-იდანვე კომპრესიით დარენდერაბს, მირჩევნია მერე გავუკეთო კონვერტაცია, თორემ კონვერტირებულ რენდერს იმდენი ხანი უნდება, რომ ბევრად ნაკლებ დროში დავამუშავებ "უკომპრესიოს რენდერს+კონვერტაცია", მოკლედ, X-vid-ზე შევჩერდი, ვნახოთ, თუ უკეთესი რამე არ აღმოვაჩინე, რაც ძალიან მეეჭვება. P.S. აი ეს MKV კი, არ ვიცი რა არის და რომელ კონვერტორს აქვს მაგ ფორმატის მხარდაჭერა, ამაშიც თუ "განმანათლებ" მადლობელი და დაგრჩები, ან, თუ მაგის კონვერტორის გადმოსაწერ ლინკს მომცემ, მერე მე თვითონ "წავუექსპერიმენეტებ".
  14. ალგორითმის ხარჯზე გამოდის ესე, რომ ხარისხი იგივეა და ზომა პატარა?
  15. მთლად უკეთესი, თU ასეთი ხარისხის კომპრესიაა, რომელიც ხარისხს არ აკლებს (თან მიკვირს, აბა რის ხარჯზე უპატარავებს ზომას?) დისკებზე თუ mpeg1/2-ს იყენებენ, აბა კარგი ხარისხი მაინც რატომ რჩება?
  16. არადა რა მიკვირს იცი, ამ დედა აფეთქებულ საათნახევრიან ფილმებს როგორ ტევენ DVD-ზე, ხარისხიც ხომ კარგი აქვს?! მე 5 წუთიანზე მაქვს ლაპარაკი, რომელსაც DVD-ს ხარისხი ექნება, არადა 5 წუთიანი "პროექტის" (ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მაინც პროექტია) საჭირო ფაილები ადის 60-70GB-ზე. მაშინ სხვანაირად დავსვავ კითხვას, დაუშვათ მივედი სტუდიაში, მივუტანე ჩემი "დემოს" მასალა, გადავუხადე ფული და ვთხოვე 5 წუთიანი ფილმის გაკეთება, ისინიც მაგ premiers გამოიყენებენ და მაგათთანაც საბოლოო რენდერი (უკომპრესიოდ) გამოვა 20GB და რა გამოდის, დისკით ვერ გამომატანენ იმიტომ, რომ თუ ხარისხის დაკარგვა არ მინდა ზომაში დიდი იქნება და დისკზე ვერ დატევენ? ან დატევენ და ხარისხს გამიფუჭებენ? ცოტა აბდაუბდად დავსვი კითხვა, მაგრამ მგონი მიხვდები.
  17. ნიმესილი, ჩემი ორგანიზმი ტრანკვილიზატორებს ძალიან ძნელად იღებს (ანუ არ მოქმედებს) და ნიმესილი მიძლებს ყველაზე მაგრად, 2 დღე ვიტანჯე და ბოლოს გავრისკე კბილზე მკურნალობის დაწყება, ის 2 დღე კი ნიმესილმა გადამატანინა.
  18. ცალკე თემას აღარ გავხსნი და აქვე დავწერ, მაინც რენდერს ეხება და... adobe premier pro-თი ვამონტაჟებ რაღაც თამაშის დემო კლიპს, იქნება დაახლოებით 5 წუთიანი, საბოლოო რენდერი (ანუ export) როგორც avi ფორმატი ისე მექნება, ყველანაირი კომპრესიის გარეშე, გაფართოება 1024X768-ზე, 5 წუთიანი უკომპრესიო კლიპი გამოდის 20GB-მდე, ეხლა რა მაინტერესებს, NERO-თი DVD დისკზე რომ ჩავწერო და მივუთითო როგორც "create DVD movie" დაეტევა? არადა 4,7GB-ზე 1,5 საათიანი DVD ხარისხის ფილმები ეტევა და ეს 5 წუთიანი უნდა გაუჭირდეს? კონვერტაცია არ მინდა, მინდა ერთი-ერთში იყოს ხარისხი და სხვა რა გზაა, რომ DVD დისკზე ჩავწერო? თვითონ adobe premier-საც კი აქვს ფუნქცია "export to DVD", მაგრამ მინდა ყველანაირი ვარიანტი განვიხილო და მერე გადავწყვიტავ რას ვიზავ.
  19. თამაშში 80% ყურადღებას ვაქცევ მანქანის მართვას და თვითონ თამაშის სპორტულობას, 20%-ს კი გრაფიკას, Live For Speed და Richard Burns Rally გრაფიკით არის 2004-2005 წლის დონის, მაგრამ გეიმფლეი აქვს უსერიოზულესი და იმ დონეზე მსიამოვნებს, რომ გრაფიკა დიდად არ მადარდებს (თუმცა არ მაწყენდა ლამაზი გრაფიკა), ესეა, რაღაც უნდა დათმო და TDU 2-მა ნამდვილად ვერ მომხიბლა, მაინც და მაინც გრაფიკაზეც ვერ ვიტყვი, რომ ვაიმე ეს რა ვნახეთქო (მე მგონი ამ თამაშის თაყვანისმცემლებიც კი აღიარებთ, რომ გრაფიკა ნაღდად ჩამორჩება დღევანდელ შესაძლებლობებს და 4 წლის მერე ბევრად უკეთესი უნდა გამოეშვათ), ჯანდაბას, კაცი აიტანდა ამ მინუსს, რომარა მანქანის უზომოდ დიდი არკადული მართვა, most wanted-იც არკადაა, მაგრამ ამას ბევრად ჯობია სათამაშოდ, თუმცა ამ ყველაფრისდა მიუხედავად ჩემი 9 წლის შვილი მაგრად მოიხიბლა, მოეწონა ქალაქში ბოდიალი, მაღაზიებში გასეირნება და ახალი ვილების შეძენა, ბოლოს ერთ კაი ნაშასაც ააგდებს და...
  20. ვკითხულობ თქვენს შეფასებებს და მიკვირს, რომ ვისაც ეს თამაში მოეწონა სწყინთ იმ ხალხის კომენტარი, ვისაც არ მოეწონა, ეს არ არის საწყენი და საკამათო, გემოვნების საკითხია და ფორუმიც ზუსტად მაგიტომ არის, რომ ყველა თავის გემოვნებიდან გამომდინარე შეფასებას აძლებს, აბა როგორ უნდა ვქნათ, რახანც მე არ მომეწონა და სხვას მოეწონა ავდგე და ხათრით დავწერო, რომ უძლიერესია? თამაში არ არსებობს მსოფლიოში, რომელსაც 100%-იან დადებით შეფასებას მისცემენ, ყველა თავის აზრს გამოხატავს და თუ ჩვენი გემოვნება ერთმანეთს ვერ ემთხვევა ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სხვისი გემოვნება ვაკრიტიკოთ, აქ გემოვნებას კი არა, თამაშს ვაკრიტიკებთ, მოგეწონათ ძმაო, მშვიდობაში მოიხმარეთ და არასდროს მოგბეზრედობეთ, ადარებთ hot pursuit-ს და სხვა რაღაცეებს, hot pursuit საერთოდ არც ჩამიწერია იმიტომ, რომ ჩემი სტილის თამაში არ იყო (სხვათაშორის არც world online) მაგრამ რახანც მე არ მომწონს ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ცუდია. მე სხვის გემოვნებას ვაფასებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემსას არ ემთხვევა და არასდროს არ ვეტყვი კაცს, ასე რატომ შეაფასეთქო, არ მოგეწონა? მივესალმები შენს გემოვნებას, მოგეწონა? მაგასაც მივესალმები, ზოგს მწვადი უყვარს და ზოგს ქაბაბი (სხვათაშორის მე მწვადი მირჩევნია )
  21. როცა მაგის ყიდვაზე მიგიდგება საქმე G25 არც უნდა იყიდო, თითქმის ერთი ფასი ჯდება და G27 აიღე.
  22. 300 ლარი, საბერძნეთიდან ჰქონდათ ჩამოტანილი, მუღამი ვერ დავუჭირეთო და გაყიდეს, 1 თვის ნაყიდი იყო და 200 ევრო ჰქონდათ მიცემული.
  23. 10 ლარში გვარდება ეგ პრობლემა, შიგნით აქვს "რეზისტორი" რომელშიც დროთაგანმავლობაში გრაფიტი ცვდება და "ამოკლებს" ეგ მაქვს მეც და მაგრად მსიამოვნებს, მართალია სცეპლენია არ აქვს, სამაგიეროდ 900 გრადუსია და როგორღაც ვუძლებ "უსცეპლენიობას", სიმულატორებში თავის სიტყვას კი ამბობს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.