Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. FILE.GE-ზე დაიდო ისეთი ვერსია, რომელსაც კრეკი არ სჭირდება. საღამოს, როგორც კი სახლში მივალ გადმოვწერ, გეიმფლეის ვუყურე და საკაიფო გრაფიკა ჩანს, იმდენი ვიძახე შუთერებს ვეღარ ვუმუღამებთქო, რომ ისევ გამიჩნდა ინტერესი, ალბათ სარბოლო თამაშების ბრალია, დიდი ხანია უკვე, რაც რული და რბოლების გარდა არაფერს ვეკარები, ერთფეროვნებამ გამოიწვია ალბათ, სარბოლო თამაშები არასდროს მომბეზრდება, მაგრამ განსამუხტად შუთერებსაც ჩავანაცვლებ, თან ისეთი თამაში ჩანს, რომ ტვინი და ფიქრი ამას არ უნდა, რაღაცით "will rock"-ს მაგონებს, ალბათ სტილით, ხოცე-ჟლიტე და გასულიხარ რა.
  2. მაშინ თემა უნდა გაგეხსნა ისე, რომ შენთვის ერჩიათ რომელი ფლეიერი ჯობია ჩვენების ხარისხით, შენ რაც დაწერე ჩვენც იმაზე გიპასუხეთ, ზომა საერთოდ არ უნდა გეხსენებინა (გაფართოვებას ვგულისხმობ), თავიდანვე რახანც გაფართოვებაზე გაამახვილე ყურადღება ვიფიქრეთ...(ის, რაც ვიფიქრეთ). რასაც შენ წერ, რომ კლასიკი ჯობია გომ-ს, მანდ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს რა ზომის ვიდეოა, თუ თვითონ ფლეიერი ჯობია, ესეიგი ჯობია და მორჩა, ის უკეთესი იქნება დიდ პიქსელებზეც და პატარებზეც, არაფერ შუაშია გაფართოვება, ეგ არის დამოკიდებული თვითონ ფლეიერზე, ანუ რა დონეზე აღიქვავს ფერებს, კონტარსტს (brightness არ ვიცი ქართულად როგორ არის) და ასე შემდეგ, რაც, დამოკიდებულია კოდეკებზე, რომლებიც თვითონ ფლეიერშიც არის ჩადებული. აი ესენი მოსინჯე, ერთ-ერთი საუკეთესოებია "Light Alloy", "Zoom Player" და "BSPlayer"
  3. მგონი შენი დაწერილია და პასუხების ეს ამდენი ნაწერი შენ თუ ეგრედ წოდებულ "ჰაიჰარალოზე" ნაპასუხები გგონია, თან უკვე გცოდნია რაც არის გამოსავალი, გქონია კიდეც ეგეთი ფლეიერი, მაშინ ისღა დამრჩენია გითხრა, რომ უყურე ბატონო, ვისაც შენი შეშურდეს იმას მო...ნ საკუთარი "gom player-ი" :D
  4. თუ კარგად გადაიკითხავ ჩვენც მაგას ვამბობთ, რაც შეეხება ფლეიერებს, სხვაობა შეიძლება იყოს ფერებში და თვითონ ჩვენების ხარისხში, მაგრამ პიქსელებზე რომ იმოქმედოს შანსი არაა, მაგას "ჰოლივუდის" მეტი ვერაფერი უშველის, რა ფლეიერიც არ უნდა იყოს, 200X200-ზე დაკონვერტირებულს დიდ (თუნდაც 1024X768-ზე) ფორმატში ვერ გიჩვენებს ხარისხის დაკარგვის გარეშე, თან სერიოზულად დააკლებს ხარისხს. ძალიან დიდი ხანია ამ საკითხით ვარ დაინტერესებული და ვიცი, თან adobe premier-ში რაღაცეებს ვმაიმუნობ და ვიდეო კლიპებს ვაკეთებ გართობის მიზნით, პიქსელებთან და გაფართოვებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მიწვალია, ათასნაირი ვიდეო ფორმატი, კოდეკი და კონვერტორი მისინჯია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაბალ გაფართოვებიანს ვერაფერს უზავ, გინდა სტუდიაში მიიტანე, გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა! მოვრჩი, მეტს აღარაფერს დავამატებ, ვისაც უნდა გამოთქვას თავისი აზრი.
  5. დახურეთ თემა, აღარ მინდა სეივი, თავიდან დავიწყე და ბარემ გავალ ბოლოში.
  6. ეგეთი ფორმატის ფაილი არ არის სეივის ფოლდერში, ლურჯად რაც შემოვხაზე ეგ არის შენი მოცემული და მაგის ზემოთ ჩემი სეივის ფაილი. ვერ გაგიგე.
  7. დიდი მადლობა, მაგრამ სად ჩავაგდო, რომ ვერ ვიპოვე სეივის პაპკა?
  8. ნიუჟელი მარტო მე ვთამაშობ ამას? ეეჰ, დახურეთ თემა, დახურეთ :SNEMOTICON13:
  9. ეგ როგორ? შანსი არაა, შენ გინდა, რომ 1კგ ხორცით შეწვა 2კგ, რაც გამორიცხულია. ტყუილად არ იწვალო. ამ შემთხვევაში დაბალი გაფართოვება სწორედაც, რომ უხარისხოს ნიშნავს, აბა ვიდეოს კარგი ხარისხი რაში გამოიხატება? თორემ, თუ ეგრეა პატარა ეკრანზე (მაგალითად მობილურზე) ყველა ვიდეო კარგად აჩვენებს და როგორც კი გაშლი ბანძდება, 200X200-ზე არის წერტილების (პიქსელების) რაოდენობა (სიმაღლე და სიგანე) და მაგას, რომ გაახუთმაგებ, შენ 200 წერტილს კი არ ამრავლებ, არამედ ამ 200 წერტილით შექმნილ დეტალს შლი 1000 წერტილზე და იმიტომაც გეკარგება ხარისხი, ანუ რასაც 1 პიხსელზე აჩვენებდა ის გადღაპნა 5-ზე.
  10. 7-ზე გადასვლისგან 6 თვე ვიკავებდი თავს, მეც VISTA-სავით არასტაბილური და მძიმე მეგონა, როგორც კი გადავედი მაქსიმუმ 1 საათში მივხვდი, რომ ის 6 თვე ტყუილად დამიკარგავს, მაგრად მომეწონა და არც მძიმე გამოდგა, როგორსაც ველოდი, XP ვერც შეედრება.
  11. ეგ რომელია??? DIRT 2-ს ხომ არ გულისხმობ? ავფორიაქდი, დრიფტზე რამე თამაშია და არ ვიცი?!
  12. თამაშების განყოფილებაში ვეძებე, ვერ ვიპოვე WRC 2010 და იმიტომ გავხსენი ახალი. ვინმემ იქნებ მომცეთ სეივი, ძალიან მჭირდება, თანაც ხვალისთვის, გადავაყენე თამაში, სეივების შენახვა დამავიწყდა და თავიდან მიწევს დაწყება, თან რაღაც ვიდეო კლიპს ვაკეთებ დემოებზე რეისინგის სფეროში და ვიდეობის ამოჭრა მინდა მაგ თამაშიდა, ეხლა თავიდან ნუ დამაწყებინებთ თამაშს და ვინმეს იქნებ გქონდეთ ნათამაშები, მაჩუქეთ ერთი სეივი, აუცილებელი არ არის დახურული იყოს, მთავარია 1-2 ცალი 4X4-ზე მანქანა იყოს (სუბარუ, ფორდი, სიტროენი, ან მიცუბიში, სულერთია). :chups:
  13. ხო რა, ეგრე გირჩევნია, დაისვენებ ამ პრობლემებისგან, ხვალამდე მოიცადე და ჯერ მაინც ნუ დაახურინებ თემას, იქნებ ვინმემ გადაყენების გარეშე მოგაგვარებინოს.
  14. იმიტომ დავუწერე გადაყენებაზე, რომ მეც ეგრე ვიწვალე, რა არ ვცადე და ბოლოს რომ შევატყვე ნერვები "მიბანძდებოდა" ავდექი და გადავაყენე.
  15. მეც ეგრე ვიწვალე და ბოლოს ვინდოუსი გადავაყენე, შენც იგივეს გირჩევდი, თორემ შეიძლება კიდევ გაგაწვალოს.
  16. ზუსტად ეგ არის მიზეზი, მეც მომივიდა ეგრე და მაგის გულისთვის ვინდი გადავაყენე, თავიდან (პირველად რომ დავაყენე "7") კომპის სახელი ქართულად დავწერე და მეც მაგ პრობლემას "შევეფეთე", ვინდის გადაყენების მერე ინგლისურად დავარქვი და გასწორდა.
  17. ანტივირუსზე რატომ დაეჭვდი?
  18. ზატო, მერსედესის მიმართ არც ჩვენ დავრჩებით ნაკლში და მთელი გულით ვიტყვი, თან არ დავმალავ, მერსედესი მკიდია :givi:
  19. თუ "ძერსკი ვიდით" ვიმსჯელებთ ACME ჯობია (acme-ს ხარისხი ნამეტანი დაბალი აქვს, ან ჩვენ არ გაგვიმართლა სამივე შემთხვევაში, ძმაკაცი რატომღაც ჩააცივდა ACME-ს საქონელს, კლავიატურა, ნაუშნიკები და 2 ცალი სხვადასხვა მოდელის ჯოისტიკი, 3 თვეზე მეტი ვერც ერთმა გაძლო, ეს ჯოისტიკები ეხლაც ჩემთან ყრია უჯრაში, ორივე!) თუ ხარისხი გაინტერესებს microlab და A4TECH საკმაოდ უკეთესია, ხოლო ამ 2-ს შორის შენი გემოვნებით უნდა გადაწყვითო, თუმცა მე microlab მირჩევნია.
  20. გადავხედე და მომეწონა, რამოდენიმე თამაში შევამოწმე და კაკ რას ისეთი შეფასებები აქვს, რასაც ველოდი.
  21. ქვემოთ, "სტარტის ზოლზე (შენს სკრინშოტზე ყავისფრად რაც ჩანს)" მაუსის მარჯვენა კნოპკით შეხვალ propherty-ში და პირველივე ფანჯარაში (taskbar) ჩაურთავ "lock the taskbar".
  22. უშველა, როგორც იქნა ზუსტ დროს მიჩვენებს ჩემი ჭრელა.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.