Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. ​ხვალ გადმოვწერ და ვცდი. მთავარია, მართვა ქონდეს ცოტა ნორმალური. 2006 წლის შემდეგ არკადებიდან მხოლოდ GRID მაქვს ნათამაშები, ისიც მხოლოდ დრიფტის გამო. როგორც მახსოვს, რომელიღაცა ნფს (მგონი მვ იყო) ერთხელ დავაყენე და ძალიან ცუდი სამართავი იყო რულით, სენსითივის რეგულირება არ ქონდა და ძალიან ზანტი რეაქციები ქონდა + dead zone ქონდა საშინელი. 5 წუთში წავშალე და იმის მერე აღარც მივკარებივარ. ამასაც თუ ეგეთი მართვა ექნება, ნაღდად ვერ ვითამაშებ. მვ-ზე ცოტათი მაინც თუ უკეთესი გამოდგება, აუცილებლად ვსინჯავ.
  2. ​არკადები მაგრა არ მევასება, თორემ მეც ჩაგერთვებოდით პ.ს. project cars-ში თუ რამეს დააპირებთ, სიამოვნებით აგყვებით.
  3. რულს თავიდან გავუკეთე კალიბრაცია და გამოსწორდა. არადა, 3-4-ჯერ უკვე ვსინჯე და არ უშველა. ეხლა მოდი ერთხელაც ვცდითქო და გამოვიდა. წინა ცდებზე რატომ მაწვალა, ვერ მივხვდი.
  4. ისეთი ლამაზი გამოგივიდა, სავოლფეიფერე სურათები გეგონება
  5. არკადებში, მითუმეტეს ესეთ ძველ თამაშებში ყოველთვის არის ჰაკის საშიშროება. შენ, გაოფლიანებამდე უნდა იწვალო, სამაგიეროდ ვინმე "ჭკვიანი" ერთი დაკლიკებით წყალში ჩაგიყრის ყველაფერს. ტეხავს... პროჯექტ ქარს-ში შეეჯიბრეთ. მართვაც საკაიფო აქვს, მანქანებიც ნორმალური რაოდენობის არის და ტრეკები კი ცოტაა, მაგრამ რაღაც აირჩევა... მაგალითად ნორდშლეიფე. 20 კმ სიგრძის გზაა და საშუალოდ 7 წუთის ამბავია 1 წრე (თუ დიდი ტრასები გიზიდავთ).
  6. ​მაგარი გზაა. პირველ Dirt-შიც იყო და სიამოვნებით დავდიოდი. bonus
  7. ​რულით მართლა არა უშავდა, მაგრამ ონლაინ პაჩი დავაყენე და გააბანძა მართვა. რა არ ვეჩალიჩე ნასტროიკებში და ვეღარ მოვარჯულე...
  8. ​ მაგრამ ახალ დაყენებულ თამაშზე სანამ არ წაშლის, წინასწარ ხომ არ ვიცი რა არ მოეწონება?
  9. MSE-ში როგორ გავაკეთო, რომ კონკრეტული თამაშის კრეკი/ფაილი არ წამიშალოს?
  10. ​შენიშვნები კი არა, ძალიან მაგარია. ყოჩაღ.
  11. Ex Machina-ს ვუყურე. ნორმალური ფილმია. დროს ტყუილად არ დახარჯავ.
  12. ​რაღა ოდნავ, 2 წამი ამოგიქაჩია. სტოკია?
  13. ​არა, რა 46?! 1:48:xxx მქონდა საუკეთესო.46-ში ვერასდროს გავივლი, ყველაზე მაგარ პონტში 47-ზე ჩამოვიდე, მეტის შანსი არ მაქვს. სეთაპებს ხელს არ ვადებ და, სტოკით კიდევ ძალიან ძნელია მაგარი შედეგი. სეთაპების შერჩევას სერიოზული ჩაჯდომა უნდა და მაგდენს ვერ ვახერხებ.
  14. ​არა, მაგ საჭის დაშლა ცოდოა, რამე 10-20 ლარიანი ჯოისტიკი და ეგ არის. მაგრამ 2 კვირის წინაც გითხარი პიემში, არ მომეწონა ჯოისტიკის ხმარება handbrake-ად. მითუმეტეს, რომ ფლაით სიმულატორის ჯოისტიკია და X-Y ღერძებზე თავისი სენსითვისი აქვს, მაგრამ მაგის და მიუხედავად მაინც ღილაკის ეფექტით მუშაობს - ან 0 ან 100 (ისიც მხოლოდ სპეციალური სოფტის დაყენების შემდეგ). ალბათ ამასაც ღილაკივით ექნება. http://www.ebay.com/itm/Logitech-G25-G27-Real-Carbon-fiver-Small-e-brake-kit-/121653994844?pt=LH_DefaultDomain_0&hash=item1c5324a55c
  15. მეც შემხვდა ეგრე, აღარ მახსოვს კონკრეტული თემა, მაგრამ ნანახი მქონდა, რომ დახურული იყო და არ აჩვენა ბოქლომი. შეიძლება ეხლა გამოსწორდა, მაგრამ 1 კვირის წინ ნაღდად მე თვითონ ვნახე ეგ პრობლემა.
  16. 1:49 საორიენტაციოდ დავწერე, თორემ 1:49:615-ზე უკეთესი შედეგიც მქონდა წინა დღეებში, მაგრამ არ ვაფიქსირებდი, ბარემ უკეთესი დროც ვაჩვენოთქო და, ბოლოს უბრალოდ დავაფიქსირე, რომ სიაში მაინც ვიყო და ზევით აწევაზე ვიჩალიჩოთქო. ისე ვერ ჩავუჯექი, რომ 1-2 საათი ზედიზედ ვიარო, მხოლოდ რამოდენიმე წრეს დავარტყავ ხოლმე. იმათი მაგრა მიკვირს, ვინც 1:43-ში გადის. ჩემთვის წარმოუდგენელია ეგეთი დროის ჩვენება. რაც არ უნდა შევაკვდე მაგას მაინც ვერ დავდებ... საჭეს არ ხმარობ?
  17. ​დაჟე პირადად გასინჯე კიდეც? ყოჩაღ ანუ, 25/27-დან რომ ტ500-ზე გადახვიდე, არიქა და ეს რა რული მაქვს, მთლად ეგეთი ეფეტიც არ აქვს ხო? მეც ეგრე ვფიქრობ, რომ თავის ფასში 27 მართლა საუკეთსო საჭეა. ძალიან კმაყოფილი ვარ. ლოგიტეჩის 4 მოდელი მქონდა, 180 გრადუსიანით დავიწყე 2006 წელს, გადავედი მომოზე, მერე დფგტ-ზე (ეს რულიც უკონკურენტო მგონია თავის ფასში, ძალიან მაგრა მასიამოვნა) და ბოლოს 27-ზე შემოვრჩი. ამ ჩამონათვალში მაინც საკმაო გამოცდილება მივიღე და დავრწმუნდი, რომ 27 საუკეთესო ვარიანტია დაბალ ფასიანებში. ტ500-ის მუღამი იმიტომ მაქვს, რომ რატომღაც მგონია, რომ 27-თან შედარებით ბევრად სასიამოვნო და ძლიერი ფიდბექი ექნება. არა და, თან არც მჭირდება ძლიერი ფიდბექი, სრული დატვირთვით მაინც არასოდეს ვიყენებ. overal strength 70%-ზე მიყენია და centering spring 80%-ზე. სადაც რამე რეკომენდაცია წავიკითხე, centering ყველას გათიშული კი აქვს, მაგრამ მაგის გარეშე სწორ გზაზე ძალიან მსუბუქია საჭე და არ მიყვარს ეგეთი არარეალური შეგრძნება. მოკლედ, ესეთი დასკვნა გამომაქვს, რომ საშუალო ფასიან რულებში უნდა იყიდო 27 და, თუ საკმაოდ მაღალი დონე გინდა, მაშინ უკვე 1500$+ რამე მაგარი. ეგეთ ფასიანს კი ნაღდად ვერ დავითრევ, ამიტომ ისევ 27-ზე ვიქნები სანამ იმუშავებს. როცა გაფუჭდება და, იმედია ნაწილების გამოწერაც არ იქნება პრობლემა. ბოლო-ბოლო ისეთი რა უნდა გაუფუჭდეს, რომ 100$-ში ვერ გააკეთო. ძმაკაცს მგონი ისევ 27-ს და გადამყვანს ვაყიდინებ, საუკეთესო ვარიანტი ეგ იქნება.
  18. ​მაგისი რევიუები არ წამიკითხავს და წარმოდგენა არ მქონდა. 1-2 ვიდეო მაქვს ნანახი სხვა საჭეებთან შედარებებზე (სხვათაშორის, იმ ვიდეოში ფასი=შედეგი 27-მა გაიმარჯვა). ამდენი მინუსი ნაღდად არ ეკადრება 700-800$-იან საჭეს. ეგეც ძალიან უნამუსობაა, რომ 600$-მდე იხდი რულში და შიფტერი ცალკე უნდა იყიდო. ჩემ ძმაკაცს უნდა ბავშვისთვის რულის ყიდვა (ჩემი ნათლულია, 8 წლის ჯერ არც არის). xbox one უყიდა 1 კვირის წინ. შარშან მე ვაჩუქე მომოს რული და გადამყვანი ჭირდება, რომ ბოქსს დააკავშიროს. მამამისმა მომო პატარაა და გ27-ს და გადამყვანს ვუყიდიო, მაგრამ ლაპარაკში ტ500 ვახსენე და მაგით დაინტერესდა, ბარემ კარგს ვიყიდიო. კი ვეუბნები, რომ 7 წლის ბავშვისთვის მაგ ფასიანი რული ჯერ ადრეათქო, მაგრამ მეც დამაინტერესა და ხანდახან გავერთობიო. არა და, იმის მაგივრად მე მენანება მაგხელა ფასის რულში მიცემა, თან ვიცი, რომ იშვიათად უნდა იხმაროს. ხო და, ბოქსისთვის კონექტორების და + გ27-ის ყიდვას (350$ კი გამოდის), რამე ფანატეკი, ან ტ300 ხომ არ ვაყიდინოთქო, რომელიც პირდაპირ წავა ბოქსზე. ჩემ რჩევას აუცილებლად გაითვალისწინებს და რასაც ვეტყვი იმას იყიდის და, რას მირჩევ? აუცილებლად 3 პედლიანი უნდა იყოს + H შიფტერით.
  19. track - imola car - formula abarth 1:49-ს ვერ ჩამოვცდი. მინიმუმ 50 წრე უნდა დაარტყა, რომ შედეგი გააუმჯობესო. მე კი, საღამოობით 2-3 წრეს მოვცხებ და ეგრე არაფერი გამოდის. კარგი გულიანი ჩაჯდომა უნდა რა...
  20. ​მგონი ლოგოს და სამარკო ფერის შეცვლას დაუკავშირეს და მხოლოდ ყუთი გააფორმეს ლურჯ ფერებში. 29-ზე არც მე გავგიჟდი და ზუსტად ეგ გავიფიქრე - დფგტ დახვეწესთქო. პედლები და შიფტერი მაინტერესებს. ჯერ ისიც კი ვერ გამიგია, 27-ზე რატომ გააუქმეს გ25-ის შიფტერივით სექვენტალ-H-ზე გადართვა გადმორთვა. საკმაოდ კომფორტული მეჩვენება. არა და, მარტო მაგის გამო როგორ ვიყიდო 25-ის შიფტერი?! ეს 29-ც რაღაც ისე არ მომხვდა თვალში, როგორი ეფექტიც განახლებულ და დახვეწილ ვერსიას უნდა ქონოდა. თან, უკვე იმდენი კონკურენტი ბრენდი და მოდელები გამოჩნდა, რომ გაუჭირდება კლიენტის გადაბირება. გასაგებია, რომ ყველას თავისი მოყვარული ყავს, მაგრამ 25 და 27-ის გამოსვლის პერიოდში ამდენი ნაღდად არ იყო და ძირითადი მასა ლოგიტეჩზე აკეთებდა არჩევანს, დღეს კი იმდენი კარგი მოდელებია, რომ მეეჭვება მხოლოდ ბრენდისადმი სიმპატიებმა მოაზიდინოს კლიენტი. ან მოდინგის ოფიციალური საშუალება მაინც ქონოდა (ჩამკეტიანი მოსახსნელი საჭით, და არა ქანჩებით), თუ ბევრ ღილაკებს არ გავითვალისწინებთ, 27 ნაღდად მირჩევნია ვიდზე. გასაგებია, რომ მექანიზმი გაუმჯობესებული ექნება, მაგრამ ვიდზე უფრო თანამედროვედ შეიძლებოდა გაკეთება. იმედია ამ მინუსების კომპენსირებას ტექნიკური მახასიათებლები და უფრო ძლიერი მექანიზმი მოახდენს. T500-ს უაზროდ დიდი ფასი აქვს, თორემ მუღამზე კი ვარ.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.