Jump to content

SauberF1

წევრი
  • Posts

    127
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    2

Everything posted by SauberF1

  1. ლეპტოპის ფასი არაა ეგ , ვიდეო კარტის ფასია 480M ღირს მიახლოებით 1000$ , ნუ მიახლოებით ვიზახი. რადგანაც 1000$ ის სხვაობაა ხოლმე 480M იან ლეპტოპებსა და იგივე ჰარდის მქონე სხვა ლეპტოპებს, რომლებსაც შედარებით იაფიანი ვიდეო უყენია. ანუ ვთქვათ რო ნახო სიტყვაზე Sager ის ლეპტოპი კონკრეტული ბუილდით და შედარებით სუსტი ვიდეოთი, იგივე ბუილდი მაგ ვიდეოთი ეღირება 1000$ ით ზვირი, მაშინ როცა სხვაობა 10-15% ზე მეტს არ მოგცემს სხვა high-end კარტებს შორის, მაგ 460M იდან , დაჯე 10-15% საც არ აზლევს სხვაობას 480M. 485M კიდე მაგაზე ზვირი ეღირება,სხვაობა კი მინიმალური იქნება. სისულელეა ჩემი აზრით ფულის ყრა მაგაში, დესკტოპში მართლა დიდი სხვაობაა 460 და 480 ს შორის მარა მობილითიში მთლად მასე არაა.
  2. რებრენდინგი მართლა არაფერ შუაშია უბრალოდ ახალ ტექნოლოგიებს ნერგავენ
  3. რავიცი ეხლა მე მაგალითად 15.6 იან მონიტორზე ვერ ვიჯდები დიდ ხანს. 17.3 დამიჯერე ზალიან კარგი ზომაა, მე მაქვს და ზალიან კმაყოფილი ვარ და ამაზე დიდი უკვე ლეპტოპი ჩემი აზრით მართლა ჯაბახანა იქნება, განგებ არ ვიყიდე ის Toshiba Qosmio.
  4. ეს ლეპტოპები კარგია მარა რაღაც მაინც ნიტო აქვს ამ MSI ს. ჯერ ოპერატიული ენანება თუ რა არი 4GB რო დებს და მერე კიდე 15.6 იან ეკრანზე გეიმერი თვალებს არ დაითხრის, თან კიდე 460GTX ზე უკეთესიც შეიძლებოდა ჩაედოთ რამე. არის 17.3 იანიც მარა მაინც, ამ 15.6 ეკრანს არამგონია გეიმერი ყიდულობდეს.
  5. და საიდან ხვდები არესეტებს თუ არა? სახელი რაც მანუალში უწერია იმით ვერ შედიხარ ისევ? ანუ ბრაუზერში რაც უნდა აკრიფო მაგით ვერ უკავშირდები რაუტერს? შანსი არაა უნდა დაარესეტოს. გამორთულზეც ქენი და ჩართულზეც.
  6. პაროლი სავარაუდოთ შეცვლილი იქნება, დიფაულტ უზერს და პაროლს როგორც მახსოვს გაცვლევინებს პირველად რო შედიხარ მაშინ. შეგიძლია როგორც აგიხსნეს , პატარა "ხვრელი" აქვს და შეგიძლია დაარესეტო, დიდ ხანს უნდა ჭერა, ნემსით ან რამე მაგისთანათი 10-15 წამი გეჭიროს და დარესეტდება. შემდეგ ამოიღე მანუალი და ნახე რა სახელით უნდა შეხვიდე ბრაუზერიდან რაუტერში (dlinkap თუ რაღაც მსგავსია როგორც მახსოვს, მანუალში ნახე აუცილებლად)
  7. ვა არ ჯერა მაინც ამ კაცს ) არსებობს Client/Server პროგრამები, ასევე არსებობს Peer to Peer (P2P) პროგრამები რომლებზეც სერვერი როგორც ეგეთი არ არსებობს, ყველა Host არის სერვერი და კლიენტიც მაგ Emule,Edonkey,Torrents და ა.შ სკაიპი რაგაცნაირი შუალედური ჰიბრიდია. მაგალითისთვის როცა ჩართავ სკაიპს და შეიყვან უზერს და პაროლს, Authentication ს გადიხარ Skype სერვერზე, მარა დალშე სკაიპი სერვერთან შეხება აღარ გაქვს თუ რაიმე update ს არ იწერს ან რამე მსგავს. დალშე კომუნიკაცია მიდის P2P ს ვარიანტში, უბრალოდ განსხვავება ისაა რომ , იქმნება ე.წ კვანძები (ანუ Super Node ები) რომლებზეც გადის ტრაფიკი. მარა მაშინ როდესაც მოთხოვნა ხდება bandwith ზე და delay ზე, და ქოლი ხდება, ეს ტრაფიკი უკვე მიდის პირდაპირი გზით და არა ჩერეზ ვიღაცის გავლით. სხვათაშორის P2P სხვა პროგრამებშიც იგივენაირად ხდება ყველაპერი, იქაც არის კვანძები , ანუ ე.წ სწრაფ ინტერნეტიანი node ები. არ არის მემგონი არაფერი რთული გასაგები, გარკვევით დავწერე ყველაფერი
  8. Isafe All in one Keylogger იც კარგია, თუმცა ფაილ შეარინგით ლოგების ტრანსფერი არ აქვს, და ფიზიკურად უნდა დაჯდე კომპზე და ნახო ლოგები, ან კიდევ მაილით გამოიგზავნო ლოგები. არის კიდევ სხვადასხვა ქეილოგერები მარა დიდათ არ ჩავძიებულვარ. რომელსაც აქვს ფაილ შეარინგით ლოგების გადაყრა ეგ იქნება შენთვის ყველაზე კარგი ვარიანტი. ან ბოლო ბოლო სადაც ინახავს ლოგებს ის პაპკა დააშეარე ისე რო მარტო შენ შეხვიდე ხოლმე და ეგაა, შეხვალ ხოლმე დაშეარებულ ფაილში და იქ იქნება ლოგები
  9. არ წაიკითხე ეტყობა ნორმალურად პოსტი. დარეკვის დროს პირდაპირ უკავშირდები მეორე node ს, და კომუნიკაცია მდის ქსელით და არა ინტერნეტით მაგ შემთხვევაში.ისედაც ვიდეო კომუნკაციას დიდი bandwith არ ჭირდება, ჭირდება დაბალი delay.
  10. შეიძლება ცხელდება , შეიძლება HDD ს ბრალია მარა შენ ადგლას პირველივე რასც ვიზავდი, Creative ის კარტას ამოვიღებდი დროებით მაინც. ანალოგიურად ვერ ვაინსტალირებდი ოპერაციულ სისტემას Creative საუნდ კარტის გამო. შენი რა მიდის, უბრალოდ ამოიღე საუნდ კარტა და ნახე, დიდი შანსია მაგის ბრალი იყოს , იმიტო რო მაგეთივე პრობლემა მქონდა Creative კარტის გამო
  11. აქ სხვა სიტუაციაა. მაგალითად როცა ელაპარაკები New York ში ვიღაცას და დაქოლავ და + ფაილ ტრანსფერს დაიწყებ, მაგ დროს პირიქით , ქოლით ცოტაზე შეიძლება დაგივარდეს კიდევაც სიჩქარე. რადგანაც მანამდე სანამ ლაპარაკობდით, Super Node გყავდათ ვიღაც გზაზე ვთქვათ Paris ში, და დაქოლვის შემდეგ კი პირდაპირ გადიხარ მეორე პიროვნებაზე მარა რეალურად მაგით ვერაფერს ვერ იგებ იმიტო რო ევროპას ისედაც გადიოდა Skype "Packet" რო მისულიყო New York ამდე. ხოლო ამ კონკრეთული თემის შემთხვევაში, სიჩქარეს იმატებს რადიკალურად , რადგანაც შიდა ქსელით უწევს უკვე მუშაობა სკაიპს. ხოლო იმაზე პასუხი რო თუ შიდა ქსელით მიდის კომუნიკაცია, რატო არ არის უფრო სწრაფი ფაილ ტრანსფერი, ეგ კითხვა ალბათ Skype Developer ებს ჯობიათ დაუსვათ , სკაიპი იყენებს შიფრაციას, ანუ კომუნიკაცია იშიფრება და შემდეგ მეორე მხარე ახდეს მის დეშიფრაციას, ამით ის ხდება რო დაცულია კომუნიკაცია იმისგან რო ვინმემ არ წაიკითხოს, მაგრამ მინუსი ის აქვს რო CPU Process ინგს მოითხოვს და უფრო მეტი Bandwith მიაქვს, სტრუქტურულადაც რთულია, რის შედეგადაც ის არის რომ შიდა ქსელშიც ფაილ ტრანსფერის დროს, სიჩქარე არ არის მაინც ისეთი როგორიც არის File Sharing ის დროს.
  12. სავარაუდო პასუხი შეიძლება მოიძებნოს მარა 100% ვერ გეტყვი მასეა თუ არა. skype არის Peer to peer Connection მარა სხვებისგან განსხვავებით , სკაიფი ტრაფიკი გაედინება ზოგიერთ "Super Node" ებზე. ანუ როცა ელაპარაკები ვიღაცას, ორივეს ტრაფიკი ჩერეზ ვიღაცა გადის, რომელიც სეიძლება იყოს სრულებით რუსეთში ან სხვაგან. ანუ შეიძლება მეზობელს ელაპარაკებოდე მარა რეალურად მიდიოდეს ეს შენი ტრაფიკი სხვა ქვეყანაში და იქედან ბრუნდებოდეს შენ მეზობელთან. ამის ნათელი მაგალითია ის რომ როცა ლაპარაკს დაიწყებ, netstat -bn რო ჩაწერო cmd ში ამოგიყრის ისეთ IP ებს რასთანაც არ გაქ შეხება, ამისივე მაგალითი იყო ის რომ სკაიპი გაითიშა რამდენიმე დღის წინ , რადგანაც ყველა "Super Node" თითქმის გავიდა Offline ში სკაიპის პრობლემების გამო, რის შედეგადაც ფაქტიურად სკაიპი გაითიშა. ანუ ამ შემთხვევაში როცა ელაპარკები შენ მეზობელს რომელიც შენივე ლანშია, და უგზავნი ფაილს, ეს ფაილი გადის რაუტერიდან, მიდის ან სუპერნოუდამდე და შემდეგ იქიდან ბრუნდება უკან შენივე რაუტერზე , და სიჩქარეს უკვე განაპირობებს თქვენი ინტერნეტის Upload/download-ი. ხოლო იმ შემთხვევაში როცა ქოლლავ, სტრუქტურა სკაიპის იცვლება, და პირდაპირი Target ესე რომ ვთქვათ ხდება მეორე პიროვნება რომელსაც ელაპარაკები, რის შედეგადაც აღარ ხდება ამ ე.წ supernode ებზე გასვლა და მაგიტომაც გაქვს დიდი სიჩქარე. ერთი სიტყვით, სკაიპს თავებური შიდა სტრუქტურა აქვს
  13. ზალიან ბევრნაირი ხერხია მაგის განხორციელების, მთავარი ისაა რა არის შენი მიზანი კონკრეტულად. კამერის დაყენებიდან დაწყებული დასნიფვით დამთავრებული უამრავი რამე შეგიძლია გააკეთო ,მარა პირველ რიგში მიზანი უნდა გქონდეს , იმიტო რო მიზნის და მიხედვით უნდა მიმართო კონკრეტულ ხერხებს. ასევე უნდა გაითვალისწინო ვის უტევ, და რამდენად შესაძლებელია რო მიხვდეს ამათი უმ ქმედებს. მაგალითისთვის თუ შენი target ბრმაა, შეგიძლია იოლად კამერა დაუყენო ოთახში, თუ ზალიან ვერ ერკვევა სისტემაში შეგიძლია Teamviewer ჩაურთო, ან რომელიმე Remote პროგრამა და იმით მიადევნო თვალი , თუ ნორმალურად ერკვევა მაშინ სხვა ხერხებს უნდა მიმართო რაც იოლად არ კეთდება. რამდენიმე ვარიანტი არსებობს შედარებით მცოდნე უზერების Monitoring ისთვის, მარა მიზანი უნდა გქონდეს კონკრეტული. თუ ერკვევა სისტემაში და keylogger და მსგავსი პროგრამებს ჩაინსტალირებაზე ხელი არ მიგიწვდება იმის კომპიუტერზე, მაშინ შედარებით რთული იქნება. მაგ შეგიძლია იყიდო Hub ი , ეს ჰაბი ერთი პორტით შეართო მოდემზე, და დანარჩენი პორტებით შენ კომპიუტერზე და target ის კომპიუტერზე. ამით მივიღებთ იმას რომ ინტერნეტში ყოფნის დროს ყველა მის გაგზავნილ პაკეტს მიიღებ შენც, რის შედეგადაც Protocol Analyzer ით შეძლებ წაკითვას ამ ინფორმაციის, მსგავსი მეთოდისვის Wireshark გადმოწერე. ასევე შეგიძლია Port Scan ებით გასკანო ღია პორტებზე, გაიგო რა application ები გადიან ინტენრეტში მისი კომპიუტერის, და შემდეგ მოახდინო ღია პორტებზე შეტევა (მსგავსი ქმედების დროს შეგიძლია გამოიყენო Nmap პორტსკანერი და Metasploit პროგრამა შესატევად, თუმცა სკმაოდ კომპლექსურია ეს უკანასკნელი) ასევე შეგიძლია მისი ტრაფიკი გამოატარო შენ კომპიუტერზე, რისთვსაც საჭიროა 2 ქსელის კარტა და Windows Server ოპერაციული სისტემა , Routing Role ით. თუმცა მის კომპზე მოგიწევს default gateway ად შენი PC ს IP ადრესის გაწერა, ხოლო შენი სისტემით გააკეთებ რაუტინგს მას და მოდემს შორის, რის შედეგადაც იგი ინტერნეტს როცა მიმართავს , ჩერეზ შენი სისტეა გავა ინტერნეტში, და იგივენაირად Wireshark ით ან მსგავსი პროგრამებით მოახდენ ე.წ "გასნიფვას". ხო ამ ხერხის გაკეთება Virtual Worksatation იდანაც შეიძლება, ანუ ვირტუალური მანქანიდან.
  14. 1) რითი არიან კომპები ერთმანეთთან დაკავშირებულები 2) რა კაბელის ტიპებია გამოყენებული 3) ქსელი მუშაობს? პინგი გადის ერთმანეთში? ზნაჩით პიზიკურად ყველაფერი კარგადაა და Firewall ან ანტივირუსი ბლოკავს. ყოველთვის ქსელის ტრაბელშუტი პინგით უნდა დაიწყო
  15. რეებს წერს ეს ხალხი ვერ მივხდი რა თუ არ იცით ხალხნო რატო შეგყავთ კაცი შეცდომაში ვერ გამიგია, აზრი ვერ გამოვიტანე ვერცერთი კომენტიდან. რა Cisco 1500$ იანი "პროცესორი" ან რა Router, PC და Straigh Through კაბელი. ან კითხეთ ჯერ კაცს რა უნდა საერთოდ რო ქონდეს, მარტო ერთმანეთში ქსელი თუ უნდა პროსტა Crossover კაბელიც ეყოფა, თუ ინტერნეტის კაბელი მოდის შეიძლება 20 ლარიანი სვიჩიც ეყოს, თუ გელინკია მაშინ რაუტერი უნდა.
  16. GELINK თუ De-link ? ერთი სიტყვით ნებისმიერ Access Point წავა რომელსაც Repeater ად მუშაობა შეუძლია, 100% ით ვერ გეტყვი რო ყველას შეუძლია მარა 95% ს შეუძლია. უკან აქვთ გადასართავი "კნოპკის" ვარიანტში, Repeater აწერიათ, მაგას დადგავ ფანჯარასთან (ანუ სადაც იჭერს) და ეგაა. დალინკვა თუ შეგიძლია მანახე და გეტყვი, ესე არ ვიცი ნამდვილად ალტაში რა იყიდება 55 ლარად :)
  17. მიიტანე ASUS ის სერვის ცენტრი სადაცაა და გაგიკეთებენ უფასოდ მანამდე არ აწვალო და არ ითამაშო ჯობია
  18. elgujas შეგიძლია Access Point იყიდო, და დაყენო Repeater მოუდში, და მაგით გაავრცელებ დაჭერის არეას მაგ ქსელისას.
  19. ოოკ ანუ WiFi Router ს DHCP დაკონფიგებული ქონია ქარხნულად, წარმატებები
  20. ხო და რაც გითხარი ის ქენი, მიდი ლეპტოპებზე და გაწერე IP ები ხელით რაც მე გითხარი, და ნახე ინტერნეტი თუ მუშაობს ჯერ, Security Type დროებით გათიშე, Disabled ან Open ერქმევა, ანუ ენკრიფციის გარეშე დატოვე
  21. WAN ში წერ IP მისამართი 192.168.1.2 , subnet mask 255.255.255.0 , default gateway 192.168.1.1 , Primary DNS 213.157.196.130 , Secondary 213.157.196.131 LAN ში წერ 172.16.1.1 , subnet mask 255.255.255.0 სასუველია შემდეგ დროებით გათიშო ყველანაირი ენკრიფციები, და დატოვო Unsecured დროებით. შემდეგ მიხვალ რომელიმე laptop ზე, და გაუწერ ხელით IP მისამართს 172.16.1.2 255.255.255.0 მასკა, და gateway 172.16.1.1, DNS ები იგივე რაც ზემოთ დაგიწერ, ანუ დროებით ხელით დააკონფიგე ლეპტოპი , და გასინჯე ინტერნეტი თუ მუშაობს. დალშე მერე გავაგრძელოთ DHCP ზე და ენკრიფციებზე ხო კიდე მანდ გიყენია 802.11 G standart მარტო რაუტერზე, დარწმუნებული ხარ რო აქვს შენ ლეპტოპებს G სტადარტის Wireless კარტა? ზველებს არ აქვთ და ვერ დაგიკავშირდებიან მასეთი კონფიგით. თუ არ აქვთ G სტანდარტი, მაშინ მონიშნე mixed ერქმევა ან all ან რამე მასეთი, ანუ b/g ორივე სტანდარტი შეძლებს დაკავშირებას, მარა თუ G აქვს ჯობია G დატოვო მარტო
  22. ტაკ მისმინ ეხლა. DSL მოდემის შიდა IP მისამართი რა არის? ანუ ეხლა კომპზე რო ხარ gateway ად რა მისამართი გყავს? ალბათ 192.168.1.1 ხო? (დაზუსტებით ნახე მაგის შეცდომა არ შეიძლება) თუ ეგ მისამართია, შედი რაუტერზე WAN ინტერფეისზე დააყენე 192.168.1.2 ან 254 ამდე ნებისმიერი რომელიც დაკავებული არ არის და მასკა 255.255.255.0 ასევე მანდვე უნდა იყოს რაუტერის gateway დააყენე 192.168.1.1(ანუ მოდემის IP მისამართი, რო იცოდეს რაუტერმა რო ინტერნეტში გადის ჩერეზ მოდემი) შემდეგ რაუტერის აქეთ ქსელზე , ანუ ქვედაზე, უნდა დააყენო სხვა IP მისამართები, მაგალითად ავიღოთ Class B 172.16.1.1 დაუყენე რაუტერს IP მისამართი LAN ინტერფეისზე მასკით 255.255.255.0 Primary DNS სერვერბათ ჩაწერე 213.157.196.130 და მეორე 213.157.196.131 შემდეგ ყველანაირი ენკრიფცია Wireless ის გამორთე დროებით, ანუ Disabled ქენი ყველაფერი SSID broadcast ის გარდა, რომ მაქსიმალურად გავაიოლოთ Troubleshoot ი დროებით. ამ ყველაფრის მერე დამისკრინშოტე და დამიყარე ისევ. მანდ პირიქით გაქვს შენ IP მისამართები გაწერილი. კიდევ ერთხელ რო არ აგერიოს, WiFi router ის WAN ინტერფეისის IP მიეცი 192.168.1.2 255.255.255.0, gateway მიეცი 192.168.1.1 LAN ინტერფეისზე მიეცი 172.16.1.1 IP მისამართი 255.255.255.0, და ყველანაირი Wireless ენკრიფციბი და პაროლები გამორთე დროებით. DNS ები 213.157.196.130 და 131 ბოლოში შემდეგ მიდი ლაპტოპებზე და ხელით გაუწერე IP მისართი 172.16.1.2 255.255.255.0 და gateway 172.16.1.1 . დროებით ჩართე ასე რომ იმუშაოს და შემდეგ DHCP დავაკონფიგოთ და ენკრიფციები
  23. 2 ესეთი სქემა გჭირდება. ეხლა ნახე შენ მოდემს შიდა ინტერფეისზე რა IP აქვს, ანუ gateway ად რა IP გყავს. მერე ასეთი სქემით უნდა მიუერთდე რაუტერს, უნდა ნახო დოკუმენტაციაში რაუტერის მენეჯმენტ მისამართი , ანუ ბრაუზერში რა უნდა ჩაწერო რო მიუერთდე რაუტერს და დააკონფიგო. შემდეგ უკვე მოგიწევს მისამართების შეცვლა, ჯერ ესენი გადახედე და დანარჩენს დაგიწერ, მარა ვშიშობ ინტერნეტში ვერ შემოხვალ ნოუთით შეგიძლია რო მიუერთდე რაუტერს და + ინტერნეტში დარჩე? ოღონდ UTP კაბელით რო მიაერთო ლეპტოპი დროებით. იმიტო რო ამ სქემით ინტერნეტი გაგეთიშება შენ რაუტერს რო მიერთდე მაგ PC დან
  24. ნორმალურად ჯობია ახსნა ყველაფერი და არა პანიკურად , ესე ვერავინ ვერაფერს ვერ მიხვდება რაც არ უნდა მცოდნე იყოს. გკითხავ რამდენიმე რაღაცას. 1) DSL მოდემს რამდენი გამომსველი პორტი აქვს, ანუ fastethernet პორტი, თუ გინდა RJ45 პორტი დაუზახე. 2) შენი WiFi დივაისი, რაუტერია თუ Access Point . 3) შენ WiFi დივაისი , თუ არის რაუტერი უნდა ქონდეს switchport ები, თუ აქვს მაშინ რაუტერია. თუ ეგ არის რაუტერი, მაშინ შენ კომპსა და DSL მოდემს შორის კაბელი მოხსენი, და DSL მოდემი რაუტერს დაუკავშირე WAN ინტერფეისზე. შემდეგ კი შენი PC დან მიურთდი რაუტერს LAN port ზე. მერე დაუკავშირდი WiFi რაუტერს მენეჯმენტ მისამართს, თუ არ იცი რა მისამართი აქვს ნახე დოკუმენტაციაში (User Manual). გადაამოწმე Setting ები ან აქ დადევი სკრინშოტები, დააყენე SSID ბროადკასტი თუ გამორთულია. ასევე უნდა ნახო სწორედ IP მისამართები, მაგალითად თუ DSL მოდემს შიდა ინტერიფეისი აქვს 192.168.1.1 ,მაშინ შენ რაუტერის WAN ინტერფეისში რომელზედაც მიერთებულია კაბელი DSL დან მომავალი, უნდა დაუყენო იგივე სუბნეტში მყოფი IP მისამართი (მაგ 192.168.1.2). მერე უნდა ნახო შენი WiFi რაუტერის შიდა ინტერფეისის IP მისამართი, თუ 192.168.1.1 დან 254 მდე აქვს Fastethernet პორტზე IP მისამართი, მაშინ უნდა შეუცვალო , რადგანაც არ შეიძლება რაუტერს ორი ინტერფეისი ყავდეს ერთ ქსელში და არ ჩართავს მასეთი კონფიგურაციით. ანუ ე.წ სვიჩპორტებს უნდა შეუცვალო IP მისამართი მაგალითად 172.16.1.1 შემდეგ უნდა გადაამოწმო NAT (PAT) რო 172.16.1.X სუბნეტი გადათარგმნოს 192.168.1.X IP მისამართზე., შემდეგ შენ PC ებზეც მოგიწევს IP მისამართის,მასკის და gateway ს შეცვლა. ამიტომ ამდენ ხლაფორთობას ჯობიდა access point გეყიდა და ეგრევე ჩაირთვებოდა უპრობლემოდ ნახე თვითონ თუ არ ამოშავდა ნელ ნელა მიყვები ამ ინსტრუქციებს. ყველას მსგავსი პრობლემა მოზდის იმის გამო რო Access Point ის მაგივრად რაუტერს ყიდულობენ მაშინ როცა არ იციან რისთვისაა რაუტერი და რა დანიშნულება აქვს. მემგონი ჯობია ვინმემ თემა რო დადოს , სულ მუდმივად ეს პრობლემა რო აღარ იყოს ამ ფორუმზე
  25. 3G ფუნქციას ზუსტად მობილურთან აქვს კავშირი, DLNA რაც შეეხება არ ვიცი ეხლა მაგის კითხვა მეზარება საკმაოდ , რაღაც ახლად შექმნილი ორგანიზაციაა რომელიც ჩემთვის უცნობ რაღაც სტანდარტიზაციას აკეთებს, ერთი სიტყვით არ ვიცი. კედლებს რაც შეეხება, რავიცი როგორ გითხრა, არქიტექტურული განათლება არ მაქვს სამწუხაროდ მარა საყრდენ კედელში რო ვერ გადის ეგ ნამდვილად ვიცი და მინახია, საყრდენი კედლებში ვგულისხმობ ზლიერ მეტალის ბოძებს რაც სახლია აშენებული და რისი ჩამონგრევაც არ შეიძლება. მარა ნუ თუ აქვს გვერდის ავლის საშვალება რა თქმა უნდა მაინც დაიჭერს. 3 კედელს რაც შეეხება მემგონი რო მაინც დაიჭერს დაბალ სიჩქარეზე მაინც, ისეთზე რო ინტერნეტს ეყოფა. თუ არადა სადაც უკვე კავშირი მიახლოებით 20% ზე ნაკლები იქნება, იქ დადგავ იაფფასიან access point ს Repeater ად და გააორმაგებ დაჭერის არეას, პახოდუ Roaming იც იქნება. მიახლოებით ასე როგორც სურათზეა უკეთესი სურათი ვერ ვიპოვნე, მემგონი მივხდი რასაც ვგულისხმობ ერთი სიტყვით დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ხო ზემოთ თემაში რისი აღნიშვნაც დამავიწყდა, N სტანდარტი არის ახალი სტანდარტი და არ ვიცი როგორ ხდება მაგის compatible ობა ზველ სტანდარტებთან. მაგალითისთვის b/g რაუტერი რო გედგას და 10 უზერი იყოს G სტანდარტიანი ქსელის კარტით და ერთი კაცი B სტანდარტიანი ქსელის კარტით, მაშინ 10 ვე უზერი ხდება B სტანდარტის მომხმარებელი, ანუ 54mbps ს მაგივრად სიჩქარე უვარდებათ 11mbps ამდე.შეგიძლია მონიშნო GUI ში G Only მარა მაშინ B სტანდარტიანი ქსელის კარტა ვეღარ ჩაერთვება. ზუსტად არ ვიცი მარა N სტანდარტზეც 95% ალბათ მასე იქნება ჩემი აზრით, ანუ ვიღაცა თუ ჩაერთო b/g თი მაშინ ავტომატურად გადართავს b/g ზე და სიჩქარე დაეცემა. ეს გაითვალისწინე საკმაოდ კრიტიკული რაღაცაა
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.