Jump to content

xshakox

წევრი
  • Posts

    5
  • Joined

  • Last visited

Everything posted by xshakox

  1. მოკლედ შევჯერდი S95C-ზე. აქ არის სამსუნგების შედარება, მინი ლედს და ქდ-ოლედს შორის. იმაშიც გეთანხმები, რომ საქართველოში სამსუნგის გარდა არც ერთი ტელევიზორის ყიდვას აზრი არა აქვს, იმიტომ რომ დანარჩენ ბრენდებს გაბერილი ფასები აქვს და სამსუნგი კიდევ რუსეთის რეგიონზე რომ უშვებს პროდუქციას, შედარებით "ოფიციალური" ფასი აქვს და თავს მოტყუებულად არ გრძნობ, როგორც სხვა ბრენდების შემთხვევაში. ახლა რომ შევადაროთ ამერიკული და აქაური ფასები: Samsung 77 inch S95C - ამერიკაში $3997 ~ 10680 ლარი. საქართველოში 11999 ლარი. სხვაობა 1320 ლარი. Samsung 75 inch QN90C - ამერიკაში $2299 ~ 6140 ლარი. საქართველოში 9500 ლარი. სხვაობა 3360 ლარი. Sony 77 inch A80L - ამერიკაში $2998 ~ 8010 ლარი. საქართველოში 15000 ლარი. სხვაობა 6990 ლარი. LG 77 inch C3 - ამერიკაში $2646 ~ 7070 ლარი. საქართველოში 15000 ლარი. სხვაობა 7930 ლარი. აი ამ ფასების დისბალანსს რომ ვუყურებ ძალიან მიკვირს და მებადება კითხვა, ამ ტელევიზორების იმპორტიორებს *** ხომ არა აქვთ? ნუ რაც არ უნდა იყოს, მგონი ლოგიკურია S95C-ს ყიდვა იმიტომ რომ ყველაზე "ნაკლებად" მოტყუებული გამოდიხარ. მაღაზიებში ლაივში ეს ყველა მოდელი ვნახე და QN90C-ს კონტრასტი აშკარად აკლდა, ალბათ შენ რომ ips პანელი ახსენე მაგის გამო, როგორც A80L-ს, და S95C-ს კონტრატი იმენნა ყვირის (ნაწილობრივ არაბუნებრივად გაბერილი ფერების გამო რომ ცდილობს რომ "დაგაბოლოს"). ერთადერთი რაც ყველა ოლედზე შევატყვე ისაა, რომ გარედან უკეთებენ ძალიან თხელ საფარს, რომ პიქსელების სიკაშკაშემ გამოაღწიოს, მაგრამ მეორეს მხრივ ყველა ოლედის საფარი სარკისებურია და ანარეკლები შესამჩნევია. უფრო იაფიან ლედ ტელევიზორებზე საფარი სქელია და ანტი-არეკვლის საფარი საკმაოდ კარგი აქვს, იმიტომ რომ გამონათება დიდია და არ უჭირს ამ საფარიდან სინათლის გაღწევა, ამიტომ მეგონა რომ QN90C-ს უკეთესი საფარი ექნებოდა, მაგრამ ამის პანელიც საკმაოდ ირეკლავდა. სამსუნგის ტელევიზორებში ასევე არ მომწონს მოუშენის დარბილება, ძალიან ცუდად აკეთებს ლჯ-სთან და სონისთან შედარებით, თან რომ გათიშო უკვე 24 კადრში სტატერი შესამჩნევია. კიდევ სამსუნგის იმიჯ აფსქეილი არ მომწონს, ძირითადად "სწრაფი კონტენტი" 1080პ-შია და 4კ აფსქეილი ისეთი კარგი ვერა აქვს. მოკლედ ასეთი ნიუანსები აქვს თვითონ ბრენდს და უბრალოდ იმის იმედი მაქვს რომ სეთინგებში ცოტა ჩემს გემოზე მოვიყვან და რასაც ვერ მოვიყვან იმას კიდევ თვალი მიეჩვევა (ისე რა ტეხავს 12000 უნდა გადაიხადო ტვ-ში და პახოდუ თვალი მიაჩვიო) ჰო კიდევ ქდ-ოლედებს ლურჯი საბპიქსელი აქვს რაც ეხმარება უფრო კაშკაშა იყოს მაგრამ ეს იწვევს იმას რომ გამოსახულებას შედარებით მოიასამნისფრო ტინტი აქვს ღია ფერებში, მაგრამ პლიუსი ისა აქვს რომ ფერების სიკაშკაშე მაღალია. ანუ საბოლოო ჯამში გამოდის რომ იდეალური არაფერია, და თუ იდეალური გინდა, წადი იყიდე რეფერენს მონიტორი 30000 დოლარად :)))
  2. თეორიულად ეგრეა, თუმცა პრაქტიკაში სონის მინილედმა რომელსაც 80 დიმინგ ზონა ქონდა TCL X955-ს რომელსაც 5000 დიმინგ ზონა ქონდა, ბევრად უკეთესი პერფორმანსი და ნაკლები ბლუმინგი ქონდა იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანური პროცესინგი აქვს სონის. TCL კიდევ იმიტომაა იაფი რომ პროცესორში და სოფტში ფულს არ ხარჯავს და საბოლოო ჯამში უარესი შედეგი გამოაქვს, თორემ თვითონ ლედ ნათურა ძალიან იაფი ღირს, რამდენიც გინდა დააყენე, მთავარია ამ ლედ ნათურას როგორ დააპროგრამებ რომ სწორად მიყვეს გამოსახულებას.
  3. S95B და სხვა მაღალი კლასის ოლედებს Rtings.com რომ უკეთებდა ტესტირებას, იძახდა რომ შედარებით იშვიათიაო მატრიცის დაწვა ამ ახალ ოლედებზე, და სიკაშკაშეს იმით უწევენ რომ გაგრილების სისტემა აქვთ პანელის უკან, ძალიან რომ არ გახურდეს პიქსელები და არ დაიწვას. ვინც სატელევიზიო არხებს უყურებს და კომპიუტერად იყენებს სადაც სტატიკური ელემენტებია ეკრანზე, როგორც არხის ლოგო და ვინდოუსის თასქბარი, იმ ადგილებს დაწვავს უეჭველი ადრე თუ გვიან. მოკლედ მადლობა გამოხმაურებისთვის და რჩევებისთვის. თუ ვიპოვე კალიბრატორი, აქ ჩავაგდებ საკონტაქტო ინფოს, ვინმე ჩემნაირს რომ დაჭირდეს შემდეგ
  4. მადლობა პასუხისთვის. კი, მარტო როგორც ტელევიზორი ისე ვაპირებ გამოყენებას, 77 ინჩიან მონიტორზე ვერ გადავალ ჩემი მოკრძალებული 15 ინჩიდან ანუ ფილმები 30%, სერიალები30%, იუთუბი 25%, გეიმინგი 15%. მეც Samsung S95C-ისკენ ვიხრები. ანუ საქართველოში C3 და A80L იმ ფასად იყიდება რა ფასადაც მაგათი ფლაგმანები უნდა იყიდებოდეს G3 და A95L მაგრამ რახან არცერთი არ არის ხელმისაწვდომი, ამ მიდრეინჯერებს ადებენ ფლაგმანის ფასებს სავარაუდოდ? ისე ჩემს ადგილას რომ იყო, კარგ მინი ლედს იყიდდი თუ ქდ-ოლედს? კალიბრაციას რაც შეეხება, ზუსტად გუგლში ვეძებდი "კალიბრაცია" და "კალიბრატორ"-ს და აქ გადმოვვარდი. საერთოდ არაა ნახსენები არავისთან. ხვალ ვეცდები რამოდენიმე ტვ სახელოსნოში დავრეკო, იქნებ იცოდნენ რამე.
  5. George, სალამი, ძალიან მიხარია საქართველოში ტელევიზორებში ძალიან გათვითცნობიერებული ადამიანი რომ ვიპოვე და იქნებ შეძლო ჩემი დახმარება და დაკვალიანება. შენის არ იყოს, მთელი წელია ვადევნებ თვალყურს წამყვანი ბრენდების სიახლეებს და ბოლო მოდელებს, მაგრამ ამათი მარკეტინგი პლიუს ქართულ ბაზარზე არჩევანის სიმცირე პლიუს თავგზაამბნევი ფრაისინგი ძალიან დიდ პრობლემას მიქმნის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე. მოკლედ, რევიუებიდან გამომდინარე, ჩემი ფავორიტებია 77ინჩი ზომის Sony a95l, Samsung s95c, LG G3. ეს სამი მოდელი რომ იყოს ხელმისაწვდომი საქართველოში, სონის ავიღებდი დაუფიქრებლად, მიუხედავად მაღალი ფასისა, მგონია რომ მისი პროცესინგი და მოუშენ სმუზინგი გრძელ ვადაში ძალიან კმაყოფილს დამტოვებს და იმის გამო რომ ძირითადად ტელევიზორს ფილბემის და სერიალების საყურებლად ვიყენებ, პლიუს ზომიერად Youtube-ს, მგონია რომ A95L ჩემთვის იდეალური ტვ იქნება. ტელევიზორთან ერთად ვფიქრობ რომ PS5-საც ვიყიდი ახლო მომავალში, მეც მიყვარს გეიმინგი და ბავშვიც ნელნელა უკვე იმ ასაკშია რომ ფლაგმანი თამაშები დაამუღამოს. მოკლედ, გეიმინგიც ერთერთი ფაქტორია ტვ-ს შერჩევისას. ხმას არა აქვს მნიშვნელობა, რადგან Sonos Arc + Sonos Sub Mini + Sonos Era 100 *2 - საუნდ სისტემას ვუკვეთავ კარგი Dolby Atmos რომ მქონდეს. ტელევიზორს დღისითაც ვიყენებთ და ღამითაც, ოთახი რომ ვთქვა კაშკაშაათქო, არა. მე თვითონ არ ვარ ზედმეტი სინათლის მოყვარული, მაწუხებს და ინტერიერის ფერები ნეიტრალურად მუქია. ამიტომ მგონია რომ OLED ჩემს შემთხვევაში გაამართლებს. სტანდარტული OLED ვერ გაქაჩავს და დამატებითი Brightness Boost ტექნოლოგია მემგონი საკმარისი იქნება ჩემთვის. ამიტომ QD-OLED სამსუნგში და სონიში მხიბლავს, ისევე როგორც WOLED LG-ს ტელევიზორებში. ორივე ვარიანტი ვიფიქრე, ტელევიზორის ჩამოტანაც და აქ შეძენაც, მაგრამ საბოლოო ჯამში მივხვდი რომ ჩამოტანა ძალიან პრობლემური იქნება და ბიუჯეტს ძალიან გამიზრდის და თან გარანტიაზე ფიქრი ზედმეტია. საქართველოს ბაზარი კარგად შევისწავლე და ეს არის ის ოფციები რაც შეიძლება განიხილოს კაცმა: * Samsung S95C - ამერიკაში ეს მოდელი ერთერთ ფლაგმანად ითვლება და $4000 ღირს, საქართველოში 12000 ლარი * Sony A80L - ეს მოდელი არაა სონის ფლაგმანი და ცოტა სიკაშკაშეში უჭირს, მთლად QD-OLED ვერაა, მაგრამ სონის პროცესინგი და ფერების სიზუსტეს კონკურენტი არ ყავს. კლასის მიხედვით, LG C3-ს და Samsung S90C-ს კონკურენტია. ხოლო S95C-ს უფრო ადარებენ Sony A95L-ს. ამერიკაში $3000 ღირს და საქართველოში 15000 ლარი. * LG C3 - ესეც LG-ს ფლაგმანი არაა და Samsung S90C-ს კონკურენტი უფროა, მაგრამ G3 არ იყიდება ჩვენთან. $2650 ღირს, საქართველოში კი 15000 ლარი * Philips 937 - ეს ფილიფსის ფლაგმანია, მისი ამბილაით ტექნოლოგიაც მომწონს უკან რომ ანათებს, მაგრამ გამოსახულებას სიკაშკაშე აკლია და საუნდბარი კარგია, მაგრამ ვერ ვიპოვე სურაუნდის დამატების შესაძლებლობა საბბუფერის და უკანა სპიკერებისთვის, სრული ატმოს სისტემა რომ იყოს, ამიტომ არ გამომადგემა მისი საუნდბარი. ესეიგი რა მაინტერესებს, რატომ არის ფასის ამხელა დისბალანსი LG და Samsung-ის ტელევიზორებს შორის საქართველოში? ანუ Samsung-ის ფლაგმანი რატომ ღირს LG-ს და Sony-ს საშუალო კლასის ტელევიზორზე იაფი? დავიჯერო ჩვენი რეგიონისთვის გამოშვებული ვერსია უფრო ბანძია ვიდრე ამერიკული ვერსია? თუ ვისაც LG და Sony შემოაქვს, თავი ვაკუუმში გონია და ფიქრობს რომ კონკურენცია არ არის და რა ფასიც გაუსწორდება იმას დაადებს? შარშან C2 მეტრომარტში 19000 ლარი ღირდა, შოკი მქონდა... მეორე რაც მაინტერესებს, თუ რამე მოდელი გამომრჩა ან რამეს თუ მირჩევ ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომს, ძალიან მადლობელი დავრჩები. და მესამე, საქართველოში ტელევიზორის კალიბრაციას ვინმე თუ აკეთებს საერთოდ? Sony-ს რომ ვყიდულობდე ეგ პრობლემა არ მექნებოდა, იმიტომ რომ რევიუებში ყველა იძახის, რომ თითქმის არ ჭირდება კალიბრაციაო, მაგრამ Samsung-ს და LG-ს ჭირდება. მოკლედ, წინასწარ მადლობა დახმარებისთვის და იმედია ჩემი პოსტით თავს ძალიან არ მოგაწყენ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.