George, სალამი, ძალიან მიხარია საქართველოში ტელევიზორებში ძალიან გათვითცნობიერებული ადამიანი რომ ვიპოვე და იქნებ შეძლო ჩემი დახმარება და დაკვალიანება.
შენის არ იყოს, მთელი წელია ვადევნებ თვალყურს წამყვანი ბრენდების სიახლეებს და ბოლო მოდელებს, მაგრამ ამათი მარკეტინგი პლიუს ქართულ ბაზარზე არჩევანის სიმცირე პლიუს თავგზაამბნევი ფრაისინგი ძალიან დიდ პრობლემას მიქმნის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.
მოკლედ, რევიუებიდან გამომდინარე, ჩემი ფავორიტებია 77ინჩი ზომის Sony a95l, Samsung s95c, LG G3. ეს სამი მოდელი რომ იყოს ხელმისაწვდომი საქართველოში, სონის ავიღებდი დაუფიქრებლად, მიუხედავად მაღალი ფასისა, მგონია რომ მისი პროცესინგი და მოუშენ სმუზინგი გრძელ ვადაში ძალიან კმაყოფილს დამტოვებს და იმის გამო რომ ძირითადად ტელევიზორს ფილბემის და სერიალების საყურებლად ვიყენებ, პლიუს ზომიერად Youtube-ს, მგონია რომ A95L ჩემთვის იდეალური ტვ იქნება. ტელევიზორთან ერთად ვფიქრობ რომ PS5-საც ვიყიდი ახლო მომავალში, მეც მიყვარს გეიმინგი და ბავშვიც ნელნელა უკვე იმ ასაკშია რომ ფლაგმანი თამაშები დაამუღამოს. მოკლედ, გეიმინგიც ერთერთი ფაქტორია ტვ-ს შერჩევისას. ხმას არა აქვს მნიშვნელობა, რადგან Sonos Arc + Sonos Sub Mini + Sonos Era 100 *2 - საუნდ სისტემას ვუკვეთავ კარგი Dolby Atmos რომ მქონდეს.
ტელევიზორს დღისითაც ვიყენებთ და ღამითაც, ოთახი რომ ვთქვა კაშკაშაათქო, არა. მე თვითონ არ ვარ ზედმეტი სინათლის მოყვარული, მაწუხებს და ინტერიერის ფერები ნეიტრალურად მუქია. ამიტომ მგონია რომ OLED ჩემს შემთხვევაში გაამართლებს. სტანდარტული OLED ვერ გაქაჩავს და დამატებითი Brightness Boost ტექნოლოგია მემგონი საკმარისი იქნება ჩემთვის. ამიტომ QD-OLED სამსუნგში და სონიში მხიბლავს, ისევე როგორც WOLED LG-ს ტელევიზორებში.
ორივე ვარიანტი ვიფიქრე, ტელევიზორის ჩამოტანაც და აქ შეძენაც, მაგრამ საბოლოო ჯამში მივხვდი რომ ჩამოტანა ძალიან პრობლემური იქნება და ბიუჯეტს ძალიან გამიზრდის და თან გარანტიაზე ფიქრი ზედმეტია. საქართველოს ბაზარი კარგად შევისწავლე და ეს არის ის ოფციები რაც შეიძლება განიხილოს კაცმა:
* Samsung S95C - ამერიკაში ეს მოდელი ერთერთ ფლაგმანად ითვლება და $4000 ღირს, საქართველოში 12000 ლარი
* Sony A80L - ეს მოდელი არაა სონის ფლაგმანი და ცოტა სიკაშკაშეში უჭირს, მთლად QD-OLED ვერაა, მაგრამ სონის პროცესინგი და ფერების სიზუსტეს კონკურენტი არ ყავს. კლასის მიხედვით, LG C3-ს და Samsung S90C-ს კონკურენტია. ხოლო S95C-ს უფრო ადარებენ Sony A95L-ს. ამერიკაში $3000 ღირს და საქართველოში 15000 ლარი.
* LG C3 - ესეც LG-ს ფლაგმანი არაა და Samsung S90C-ს კონკურენტი უფროა, მაგრამ G3 არ იყიდება ჩვენთან. $2650 ღირს, საქართველოში კი 15000 ლარი
* Philips 937 - ეს ფილიფსის ფლაგმანია, მისი ამბილაით ტექნოლოგიაც მომწონს უკან რომ ანათებს, მაგრამ გამოსახულებას სიკაშკაშე აკლია და საუნდბარი კარგია, მაგრამ ვერ ვიპოვე სურაუნდის დამატების შესაძლებლობა საბბუფერის და უკანა სპიკერებისთვის, სრული ატმოს სისტემა რომ იყოს, ამიტომ არ გამომადგემა მისი საუნდბარი.
ესეიგი რა მაინტერესებს, რატომ არის ფასის ამხელა დისბალანსი LG და Samsung-ის ტელევიზორებს შორის საქართველოში? ანუ Samsung-ის ფლაგმანი რატომ ღირს LG-ს და Sony-ს საშუალო კლასის ტელევიზორზე იაფი? დავიჯერო ჩვენი რეგიონისთვის გამოშვებული ვერსია უფრო ბანძია ვიდრე ამერიკული ვერსია? თუ ვისაც LG და Sony შემოაქვს, თავი ვაკუუმში გონია და ფიქრობს რომ კონკურენცია არ არის და რა ფასიც გაუსწორდება იმას დაადებს? შარშან C2 მეტრომარტში 19000 ლარი ღირდა, შოკი მქონდა...
მეორე რაც მაინტერესებს, თუ რამე მოდელი გამომრჩა ან რამეს თუ მირჩევ ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომს, ძალიან მადლობელი დავრჩები.
და მესამე, საქართველოში ტელევიზორის კალიბრაციას ვინმე თუ აკეთებს საერთოდ? Sony-ს რომ ვყიდულობდე ეგ პრობლემა არ მექნებოდა, იმიტომ რომ რევიუებში ყველა იძახის, რომ თითქმის არ ჭირდება კალიბრაციაო, მაგრამ Samsung-ს და LG-ს ჭირდება.
მოკლედ, წინასწარ მადლობა დახმარებისთვის და იმედია ჩემი პოსტით თავს ძალიან არ მოგაწყენ