Jump to content

Blue_Origin

წევრი
  • Posts

    116
  • Joined

Everything posted by Blue_Origin

  1. ჰაერივით საჭიროებაც გაზვიადებულია და 0.1 პროცენტიც კაი იქნება 3G გადააშენონ და 4-ს მოხმარდეს გამოთავისუფლებული რესურსი. ტელეფონზე არა მგონია ვინმემ გააპროტესტოს, 3G only სმარტები რამდენი იქნება შემორჩენილი?! თუ არ ვცდები სალარო აპარატები, ფეიბოქსები და მსგავსი ჯაბახანა ტექნიკა მუშაობს 2G/3G-ზე და მაგიტო არ ეხებიან ჯერ.
  2. მაგისი ძაან გამოშიგნული ვერსიებიც არის, სათამაშოდ ალბათ იდეალურია "ზედმეტი" რომ არაფერი აქვს
  3. სადაც agregation ხდება (4G+ რო აწერს ხოლმე) კაი სიჩქარე აქვს მარა თბილისშიც კი იშვიათია 100მბ/წამი და უფრო ზემოთ მოგცეს. რეგიონებში საშუალოდ 30მბ/წმ თუ გაქვს მადლობელი უნდა იყო. ისე სადაც ოპტიკა არ არის მობილურის ჰოთსპოტზე ბლომად ხალხი ზის, ფასით და სიჩქარით ბევრად ჯობია ბარეორ ხიხო პროვაიდერს (აღარ დავასახელებ), პირდაპირი გაგებით ოთუზ ბირს რომ იხდი და 10მბ/წამს ვერ გაწოდებენ სტაბილურად. სოფელში მეც გავაუქმე, რამდენჯერაც ხეები აშრიალდებოდა წყვეტები ჰქონდა ხარჯიანი საქმეა საქართველოში ქსელის გამართვა.
  4. 25-ში გამოვა 12 ან 11.1 და ვიღას გაახსენდება 10, იმდენი ახალი ფუნქცია ექნება.
  5. ლათინოსს გავს მაგრამ ვისი ვისაშია მეც ვერ გავიგე 25-ში მეორე ნაწილი გამოვაო Diesel officially announced the release date of Fast X Part 2 on June 12, sharing a photo of himself with Fast X's main antagonist, Momoa -- who plays...
  6. ბარემ პაროლის შეყვანაც მოითხოვოს ლინუქსივით
  7. ყველაფერში AI-ის ჩატენვას დაიწყებენ მომავალში. გაისად შეიძლება ვინდოუსის ახალი ვერსიაც შემოაგდონ. ან 11-ს უზამენ რამეს.
  8. პროვაიდერებს არც 4G უნდოდათ, იმდენი იწუწუნეს. ახლაც იგივე ხდება, ათას მიზეზს მოიგონებენ რომ ფული არ დახარჯონ. ისედაც კუს ნაბიჯებით კეთდება ყველაფერი. მაგათ ცოტა თუ არ წაუთაქე თავში 5 წელს მარტო ფიქრში დახარჯავენ ახლა მეც არ მჭირდება მაგრამ მოვა მაგის დროც. ძაან არ უნდა ჩამოვრჩეთ სამყაროს. ხალხი მარსზე რომ წავა საგულაოდ ჩვენ ამ დროს თოხი არ უნდა გვეჭიროს ხელში
  9. მთლად შეუძლებელიც არ მგონია, სახელმწიფოსგანაც თუ იქნება სუბსიდიები. (დღგ მაინც გააუქმონ შემოტანილ ტექნიკაზე) ანძები კი აქვთ და აპარატურის ყიდვა და მონტაჟია საქმე + პროგრამული უზრუნველყობა. გარდაუვალია, რამდენიმე წელიწადში მაინც მოუწევთ და დაიწყონ ბარემ ნელ-ნელა.
  10. ეგრეა. სავარაუდოდ ორგანიზაციებისთვის იქნება, ჩვეულებრივ მოკვდავებს ჯერ არ გვაღირსებენ.
  11. დადის მოარული ხმები წლის ბოლოს იქნებაო. ლიცენზიები მგონი გაცემულია უკვე.
  12. კაია ოღონდ თუ გინდა ჭკუიდან არ გადაგიყვანოს, პაჭა-პუჭა აფდეითები არ უნდა გადმოაწერინო არასდროს. სულ რაღაც უბედურება ემართება ხოლმე.
  13. რამდენჯერ გამიკეთებია გუგლის ექაუნთი რაღაც უაზრო საიტზე დასარეგისტრირებლად და მეორედ აღარც შევსულვარ ზედ. ამნაირებს თუ წაშლიან არ დაიქცევა ქვეყანა. ოღონდ იგივეს თავიდან შექმნა და მითვისება არ უნდა იყოს შესაძლებელი. რავი 2 წელი კაი დროა მგონი. ერთხელ მაინც თუ არ გაგახსენდა ე.ი. აღარ გჭირდება.
  14. ზუსტად არ მახსოვს 10 იყო თუ 8.1 მგონი ვერ ავუარე გვერდი სანამ არ შევიყვანე. მას მერე ბიზნესს ვიწერ ხოლმე.
  15. consumer-ს არ გირჩევნიათ business? ხომ მაინც pro ვერსიას ხმარობთ უმეტესობა, ეგ მაგაშიც არის და თან key-ის შეყვანას არ ითხოვს, უფრო კომფორტულია.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.