Jump to content

_GIGABYTE_

წევრი
  • Posts

    65
  • Joined

  • Last visited

Everything posted by _GIGABYTE_

  1. თუ დაზიანებული არაა და უბრალდო თავად ვერ ხედავს ჩართვის საჭიროებას მაშინ არაფერი არ მოუვა. რადგან როდესაც აცდება ტემპერატურა დასაშვებს ავტომატურად ჩართავს, ხოლო ქვემოდან ავა თუ ზემოდან ჩავა ჰაერი რა მნიშნელობა აქვს, თერმო დაჩიკი გარეგანი გავლენით მეტად გაცხელდება თუ შნაგანი სითბოს გამოყოფით ასეც და ისეც როცა მიიჩნევს შინაგან ტემპერატურას დასაშვებს მიღმა ჩართავს გაგრილებას. ხოლო შიგნით კომპონენტებს რაც შეეხება ტრანზისტორს 80-90 გადუსითაც ვერ დაწვავ და ხარისხიანი კონდესატორებიც თავისუფლად მუშაობენ მაგ ტემპერატურაში. პირობითად რომ უნდა გამოიფიტოს 10 წელიწადში გამოიფიტება 5-6 -ში და ეხლა ფერიტის მარალსიხშირულ ტრანსფორმატორს ან სხვა წვრლმანებს კონდესატოთან და ტრანზისტორთან შედარებით ვაფშე ჰკიდია მაგ ტემპერატურა. მთავარია დაზიანებული არ იყოს ეგ ფუნქცია რომ საერთოდ გაგრილების გარეშე არ დარჩეს.
  2. ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს რომ გამორიცხავ და დარწმუნდები რომ მაზერის პრობლემაა, გაითვალისწინე ერთი ფაქტორიც თუ ეგ მაზერი ინტეგრირებულ ვიდეოზე მუშაობდა არაა გამორიცხული ჩრდილოეთ ჩიპსეთი რომ იყოს გამოსული მწყობრიდან გადახურების გამო რაც შესაბამისად ვერც ბიფ სიგნალს მოგცემს. ამიტომ გააცხელე ჩიპსეტი. + თუ ელექტრობაში მინიმალურ დონეზე მაინც ერკვევი ანუ იცი ტესტერის გამოყენება. გატესტე მაზერზე კვების წრედები თუ მიეწოდება თითეულ სექტორს ძაბვები. პირველი პროცესორი (თუმცა ამის გაგება პროცესორზე შეხებითაც შეგიძლია, თუ ცხელდება ზნაჩიტ იკვებება) + გასინჯე ჩიპსეტების და ოპერების კვება. თუ შეგიძლია მსგავსი ტესტრების ჩატარება შემიძლია მოგინიშნო მაზერის ფოტოზე ტოჩკები და ნომინალური ძაბვები სად რამდენი უნდა იყოს. პ.ს. რა პროციც აყენია ეგ რადნოია (თავიდან რაზეც მუშაობდა) ? ზოგჯერ პროცის კოდს ვერ აღიქვამს ბიოსი და არ ეშვება სისტემა.
  3. ეტყობა მე ვარ განებივრებული "იმერული" მეზობლობით :დ
  4. რამე ნორმალური 15 ლარიანი დენის ცვალებადობისგან დამცავები რომ არის 180-240 ამ ნომინალს თუ გადაცდა რომ თიშავს. ლეპს თავისი აკუ აქვს რომ გათიშვამ საფრთხე არ შეუქმნას და იუპიესი ან რამე მსგავსი შესაბამისად არ გჭირდება, მხოლოდ დასაშვებიდან გადახრა თუ მოხდა რომ გათიშოს ეგ გინდა.
  5. ნებისმიერ ხელოსანს ან მეზობელს რომელსაც ერთხელ მაინც სჭერია სარჩილავი ხელში (ოღონდ არა ბუზების დასახოცად) რომ თხოვო მიგირჩილავს მხოლოდ მადლობის სანაცვლოდაც :დ
  6. დაუკვირდი რომელიმე იუესბი არ ამოკლებდეს თუ ამოღებულ მაზერზეც როგორც ზმოთ გითხრეს მაინც იგივეს დაგიწერს ბიოსის განოლების მიუხედავად მაშინ თავად მაზერზე დაუკვირდი რომელიმე იუესბის კვების მოსფეტებია პატარა 8 ფეხიანი ტრანზისტორები რომლებიც 5 ვოლტით პორტის მომარაგებას უზრუნველყოფს. პ.ს. შეცდომით არ გქონდეს რომელიმე წინა პანელის შტეკერი (ვინტის ნათურა ბიოსის პოსტ დინამიკის და ა.შ> ) მაზერზე არსებული დამატებითი იუესბების პინებზე ჩანცობილი : )
  7. სანამ ლეპტოპამდე მაღალი ძაბვა მივა მანამდე თავად სატენია და სატენში თავად არის ჩაშენებული ფუნქცია 110 - დან 240 ვოლტამდე (+-გააჩნია სატენსაც) შემავალში ცვლილება მაინც ტრანსფორმირდება კონკრეტულ ნომინალურ გამომავალ ძაბვად. სატენი იმპულსური კვების ბლოკია და შიგნით სტაბილიზაცია აქვს უკუკავშირის წრედით. შესაბამისად თუ გადააჭარბებს ძაბვა დასაშვებს გასკდება კონდესატორი ან დაიწვება შიგნით მაღალსიხშირული გენერატორის მოსფეტ ტრანზისტორი გამომდინარე აქედან გამომავალში საერთოდ აღარ მოგვცემს ძაბვას შესაბამისად კომპს მაგრად ჰკიდია აქეთ ქსელში რა ხდება სატენმა იკითხოს :დ ეგეც რომ არა კომპის მაზერზეც არის სტაბილიზაციის და დაცვის წრედები მაგალითად თუ 19 ვოლტზე მუშაობს ის 22 ვოლტზეც იმუშავებს + რამოდენიმე ვოლტი რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს თუ მთლად ჩინური ნაგავი არაა.
  8. კი ეგეც ვცადე, მოკლედ ბიოსის ჩიპზე ძაბვის შეწყვეტით არ ითიშება პაროლი, როგორც ჩანს ბიოსის მუდმივ მეხსიერებაშია. სამჯერ მცდარი შეყვანის შემთხვევაში onetime password იჩითება, როგორც გუგლით გავარკვიე ამ ციფრებს სპეციალური გენეტრატორი უნდა რომ გადაიყვანოს შესაბამის კომბინაციაში და უფასოდ ვერსად გავჩითე 35-40 დოლარამდე იყო.
  9. გამარჯობათ !!! მოკლედ მაქვს ნოუთბუქი SONY PCG-71811M. ადევს ბიოსზე პაროლი რომელიც არანაირი მანიპულაციოებსო ცატარების საშუალებას არ მაძლევს ჩავრთავ თუ არა ეგრევე იჩითება პაროლის შესაყვანი ველი. დავშალე ბიოსის ელემენტიც ამოვაძვრე მაგრამ ცვლილება არანაირი. თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ან რაიმე ხრიკი იცით დამეხმარეთ.
  10. მთელი რიტუალია მაგის გამოცვლა ჯერ წესიერად ამოღება ძველი ჩიპის ისე რომ ძალიანაც არ გადაცხელდეს ან არ დაზიანდეს დედადაფის კონტაქტები, შემდეგ ხარისხიანი რამოდენიმე ლეველიანი გაწმენდა დედადაფაზე ჩიპთან დამაკავშირებეი კონტაქტების, შემდეგ "რებალინგი" უნდა მოხდეს ანუ კალის ბურთულების დაყენება ჩიპის კონტაქტებზე და იმ კალის ბურთულებიც შესაბამისი დიამეტრის უნდა, კონტაქტის ზომების შესაბამისად რომ ხარისხიანი შერჩილვა მოხდეს. შემდეგ მაქსიმალურად თანაბარი გახურება და საჭირო ტემპერატურა კარგად შერჩილვისთვის ხარისხიანი ფლუსით. პლიუს ამ "რიტუალს" ის 200 ლარიანი ცხელი ჰაერის აპარატი კი არა უნდა მობილურის ხელოსნები რომ ხმარობენ, რამე კარგი ხარისხიანი ბიჯიეი სადგური და გამოცდილი მასტერი, რომ ხარისხიანად დაგიყენოს და გარანტიაც მოგცეს.
  11. მე მქონდა მსგავსი პრობლემა რამოდენიმე წლის წინ და მაზერის ბრალი იყო ასუსის 775 სოკეტი იყო. ზუსტი მოდელი აღარ მახსოვს დაახლოებთ პე5ვედე2 და რაღაც, ტრანზისტორს ქონდა გარღვევა ანუ პროგრამულად ოსცილოსკოპი აჩვენებდა რომ ეს სიგნალი გამოიყო გათიშვის, მაგრამ ელექტრულად უკვე ტრანზისტორი აღარ ასრულებდა რადგან ემიტერს და კოლექტორს შორის გარღვევის გამო მუდამ გახსნილი რჩებოდა. ეს მიზეზიც რამდენად უეჭველი მაზერის დაზიანებაა ვერ გეტყვი რადგან გამორიცხული არც პროგრამული მხარეა.
  12. მივაგენი, Settings >> Developer options >> install market-ს თოლია მოვუნიშნე გადავტვირთე და გამოჩნდა. შეგიძლიათ დახუროთ სპს ყურადღებისთვის.
  13. 3Q RC9716B ეს მოდელია და 4.0.4 აყენია. რომის ვერსია როგორ გავიგო?
  14. ეგ როგორ ხდება? თუ არის აქ თემა დამილინკე ან ამიხსენი კაცურად. ალბათ მთლიანად ოს-ის გადაფლეშვას გულისხმობ ხო ?
  15. model: RC9716B android version: 4.0.4 factory reset გავუკეტე ძალიან ჭედავდა თან ბექაფი აღარ გამიკეთებია რადგან რაიმე პირადი ინფორმაცია არფერი მქონდა შესანახი, მეგონა ჩვეულებრივ ფლეი სთორე თან მოყვებოდა და ახლიდან ჩავწერდი სასურველ პროგრამებს (სკაიპს ოპერას და ა.შ) მაგრამ რომ ჩაირთო მხოლოდ ვიდეო აუდიო ფლეერი კალკულატორი და სხვა წვრილმანები ჰქონდა მხოლოდ. შემდეგ ჩავრთე თოლია unknown source-სი და იუესბით კომპიდან გადმოვწერე ფლეი სთორეს რამოდენიმე ვერსია apk გაფართოებაში, ინსტალირდება ბოლოს მიწერს done-ს მაგრამ არსად არ ჩანს არც დაინსტალირებულებში არც აპლიკაციებშში მოკლედ არსად არაა. გაქვთ რაიმე იდეა ან თუ გქონიათ მსგავსი პრობლემა იქნებ მირჩიო რამე. პ.ს ჯიმაილზე ელ ფოსტა მაქვს მაგას ვააქტიურებ ანუ ელფოსტის პრობლემა არაა.
  16. გავაკეთე სხვა ხერხით. ფლეშკაზე ჩვეულებრივად დავაფორმატე ჩავწერე ფლეშ.ეგზე ფაილი და ბიოსის ფაილი. შემდეგ შევაერთე იმ ლეპტოპში. დავაჭირე ეფენ+ესქეის ერთდროულად და შემდეგ პლიუს ჩართვის ღილაკს. როდესაც ჩაირთო 5-6 წამის შემდეგ ავუშვი ხელი ეფენ+ესქეის და დაიუწყო ციმციმი ფოვერის ლედმა. დაახლოებით 8-10 წუთში გამოიტანა გამოსახულება ბიოს რესთორეო. მოკლედ შეგიძლიათ დახუროთ ყრადღებისთვის მადლობა.
  17. დისკიდან აქამდე არც მე მიცდია, კლიენტისაა და ისე მთხოვა გაკეთება შემეცოდა ვარი ვეღარ ვუთხარი თორემ არც მიღირს ამაზე წვალება და დროის ხარჯვა. ჩემი შვილის იყო ესო და სახსოვრად მინდა რომ გავაკეთოო და პლიუს კიდე ისეთები მელაპარაკა მაია ასათაინის შოუში მეგონა თავი. გული დამღუპავს მე : ) ოკ მადლობა კიდევ ერთხელ დახმარებისთვის და ხვალ დასვენებულ გონებით გადავხედავ ამ ყოველივეს და იქნებ რამე გამოვიდეს. მშვიდობინ ღამეს გისურვებ.
  18. მადლობა ყურადღებისთვის. ერთ ადგილას გავიჭედე ფლეშ.ეგზე ფაილი ვერ გავიგე საიდან მოვიტანო არაა მითითებული მანდ. სხვა ყველაფერი გავიგე. თუ იცი მაგ ფაილი საიდან გადმოვწერო დამილინკე.
  19. მოკლედ მჭირდება ბიოსის დაფლეშვა ნოუთბუქზე, დაზიანებულია ბიოსი და მინდა აღვადგინო დისკით. ფლეშკა და ფლოპით არ მინდა (რომც მინოდეს შეუძლებელია) ერთადერთი გზა კომპაქტ დისკით ჩაწერაა ამ შემთხვევაშ. მიწერს ჩართვისას bios is damaged! pleace maintenance disk in drive and press any key when ready. წავიკითხე აქ თემები და კომპაქტ დისკის გარად ყველა სხვა ვარიანტები ვნახე დაფლეშვის, ისინი ვიცი და არც მადგია ამ შემთხვევაში და თუ ვინმემ იცით როგორ გავაკეთო ბუთეიბლ სიდი ბიოსისთვის დამეხმარეთ.
  20. თუ ეგრე მიგიწვდება ხელი დაუყენე თურქოჯანი
  21. თუ სწორად მივხვდი თავად გამაგრილებლის ფრთა ჩამოდის ქვემოთ.სავარაუდოთ ბოქს ქულერია 775-ზე რომ იყო ამობრუნებული ვარიანტი. შესაძლოა ღერძს რაც იკავებს პატარა ცელოიდის შაიბასავით ნახევრად ჩაჭრილი, ის არ აქვს და შესაბამისად ფრთა არ არის დამაგრებული სტატიკურ ნაწილში.
  22. ზოგჯერ ხდება თავად ეკრანია დაზიანებული და არც შლეიფის ბრალია არც ვიდეოსი. უშუალოდ ეკრანშია პრობლემა და მისი რაღაც გრადუსებით "გაღუნვა" ასწორებს გამოსახულებას. თან ზუსტად ასეთი კაშკაშა და მქრთალი გამოსახულება იცის მაგ მიზეზმა. ვიდეოჩიპის დაზიანება ძირითადად ფერად ზოლებს ან შავს ან საერთდოდ აბნელებს. ეს კი ბოლომდე ნათდება და მქრთალ გამოსახულებას იძლევა. ხშირად შლიფის ან უშუალოდ ეკრანის დაზიანებამ იცის (ნუ გამონაკლისებიც არის რა თქმა უნდა) ვფიქრობ რომ შეაერთო გარე მონიტორზე ჩვეულებროვად იმუშავებს ანუ ვიდეოჩპის ბრალი ნაკლებად მგონია.
  23. ბარნას დავეტანხმები ჯერ დარწმუნდი რომ მონიტორის ბრალი არ არის. შემდეგ უკვე ვიდეო ან ვიდეოს ტემპერეატურა. უფრო არასტანდარტულ შემთხვევებში არამარტო ვიდეო. კვება და ა.შ.
  24. პირველ რიგში ვინჩესტერი ასევე არასწორმა კვებამაც იცის "ჯანმრთელი" ვინჩესტერის არასწორი მუშაობა.
  25. შესაძლოა ღილაკია დაზიანებული რამოდენიმე შემთხვევა მქონია სამსახურში ეგეთი. ერთერთში სითხე იყო ჩანასვლელი ეკრანის საწმენდის. მეორე შემთხვევაში იმდენად დამუშავებულ იყო ღილაკი რომ კრავდა მომენტალურად წრედს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.