Jump to content

Grendy

წევრი
  • Posts

    245
  • Joined

  • Last visited

Everything posted by Grendy

  1. ცოტა სტაბილიზაცია გავუკეთე. ფერების კორექციაზეც ვჩალიჩობ. მხიარული ფერები მინდა რომ გამოვიდეს. რაღაც transition-ებს ვუკეთებ და ისეთი ეფექტების გაკეთება მინდა როცა ხან შენელებულია, მერე უცებ სწაფდეა კარდი, რამდენიმე კადრით უკან და მერე ისე წინ და მსგავსი რაღაცეები. Twixtor გამომადგა რამდენიმე ადგილას. ძალიან "გლეხურად" კი ვწერ მაგრამ ახლა ვსწავლობ ბევრ რამეს და იმედია გაგებით მოეკიდებით
  2. რამდენიმე საათიანი ვიდეო. მეგობრების ერთი მთლიანი დღე, გართობა და ა.შ. მინდა ისეთი მონტაჟი იყოს რომ მუხტი და ენერგია იგრძნობოდეს. მუსიკაც დაახლოებით შერჩეული მაქვს. არ მინდა სკოლის ბანკეტის ვიდეოსავით movie maker-ში გაკეთებულს გავდეს. თვითონ ვიდეოს გადაღებაც არ გამოირჩევა პროფესიონალიზმით და იქნებ მოვახერხო პატარ-პატარა ეფექტებით უფრო მიმზიდველი რომ გახდეს
  3. მოგესალმებით, გადავწყვიტე პატარა ვიდეო დავამონტაჟო (2-3 წუთი), მაგრამ სამწუხაროდ ფანტაზია არ მყოფნის, რომ წვრილი ეფექტები გავუკეთო ამ ვიდეოს. After Effects და Premiere-ში ცოტას ვერკვევი და გავაკეთებ რაღაცას, მაგრამ იდეები არ მაქვს თვითონ ვიდეო სად, როგორ, რა გავუკეთო. ამიტომ სათხოვარი მაქვს თქვენთან, თუ იცით რამე კარგად დამონტაჟებული ვიდეო, იქნებ არ დაიზაროთ და დადოთ. უფრო ხშირად Call of Duty, CS, Battlefield ვიდეოებია ხოლმე ასეთი ეფექტებით. მაგრამ ჩემი ვიდეოს თემა სულ სხვაა. წინასწარ დიდი მადლობა იმედია სწორად გავხსენი თემა
  4. ყველა "უცნაური" სპორტი ამერიკელებს რატო აქვთ?
  5. დღეს ვითამაშე და არანაირი პრობლემა არ ქონია http://geotorrents.com/details.php?id=73874 ამ ვერსიით ვთამაშობ
  6. მეც არც ერთი არ მქონდა ნათამაშები და როცა საბოლოოდ გატყდა ეს დალოცვილი დავაყენე და ახლაც ვთამაშობ. მართლაც საუკეთესოა ინტერნეტში სათამაშოდ თავის ჟანრში. კარგი სისტემა თუ მექნა bf4 გამოსვლისთვის ალბათ ვიყიდი კიდეც
  7. ოპტიმიზაციაზე არ წერია, მაგრამ თავიდან როგორც მაგდებდა თამაშიდან ისევ ისე მაგდებს განახლების დაყენების მიუხედავად. რამე ძირეული ცვილება თუ იქნება განახლებებში შევხედავ თუ არადა მივაშლი. პირველ ნაწილს ნორმალურად ვთამაშობდი. ბოლო გრაფიკაზე არა, მაგრამ უბერავდა მშვენივრად
  8. auto-მ სულ მინიმალურზე დამიყენა გრაფიკა და მაინც 18 მომცა საშუალო fps. 3.0.0.9704 ვერსიაში - Improved campaign stability - Fixed bug causing game to exit after playing any mission - Addressed issue where people would download more than expected after disk install იქნებ ეშველოს რამე
  9. The Division-ში მანქანა რა მაგრად დაიცხრილა. BF-მაც გაასწორა, რა ბარდაგი იქნება 64 კაცი რომ ითამაშებს
  10. ანიმაცია მაქვს სხვა ROM-დან და ვიფიქრე იმაში შევცვლი და თავიდან დავზიპავ-მეთქი. ცუდია თუ არ მოხერხდება. სისტემური ფაილების შეცვლა არ მინდა რაღაც მინიმალურის. რამე მარტივი პროგრამა არ არის გამზადებული, ოღონდ ამოარქივებული, ROM რომ ისევ დაზიპოს მუშა გადახოს? რამდენიმე კლავიატურა დავაყენე, მაგრამ სტანდარტული მირჩევნია ყველას. Smart Keyboard Pro ეს არ მიცდია, ვნახავ ამას. მადლობა
  11. მოგესალმებით ჩემი ტელეფონისთვის მინდა რომ საკუთარი ROM გავაკეთო. უფრო სწორად მაქვს Costum ROM მაგრამ რაღაც ცვლილებების შეტანა მინდა. მაგალითად, zip ფაილი რომ ამოვაარქივო და ბუთის ანიმაცია ჩემი სასურველით შევცვალო და მერე ისევ თავიდან დავზიპო იმუშავებს? ასევე მინდა ქართული კლავიატურა ჩავამატო, 4,2,2-ზე არის მაგრამ ახლა 4,0,4 მიყენია და იმაზე არ არის.
  12. აღმოჩნა რომ სიმ კარტის ჩადების დროს არ მუშაობდა wi-fi. ბოლოს, როგორც იქნა, "87" სხვადასხვა რომის დაყენების შემდეგ, მივაგენი გამოსავალს. რაღაც რეგიონის პრობლემაა იხ. ბმული
  13. მაქვს Samsung Galaxy W GT-I8150, უკვე 5 rom დავაყენე მაგრამ ვერც ერთზე wi-fi ვერ ავამუშავე. ხედავს მაგრამ არ უკავშირდება. არადა რამდენიმეს ეწერა რომ მუშაობსო. იქნებ დამეხმაროთ. რამე დრაივერი ხომ არ უნდა ?
  14. ხო, მაგას ვაკეთებ ხოლმე თვეში ერთხელ თუ გამახსენდა. ისევ ისეა
  15. ხო, აქამდეც ყოფილა, მაგრამ ახლა ჭედავს, youtube-ზე ვიდეოც იჭედება შიგადაშიგ. პროცესორიც და ოპერატიულიც იტვირთება ხოლმე, ალბათ სხვა რაღაცის ბრალია. მადლობა
  16. ასე აკეთებს ხოლმე ხანდახან. რა ვუქნა? 5 ტაბი მაქვს გახსნილი მხოლოდ (ფორუმი და youtube) მემგონი სწორად გავხსენი თემა
  17. http://www.myftp.ge/download.php?id=476C69831 ჩემი ფონტები დავრარე. 576 ფონტია. მეც მომივიდა ადრე ეგრე
  18. Open Skype, Win + C >> Settings >> Permissions ეს ცადე? http://community.skype.com/t5/Windows-8/No-notifications/m-p/1206992/highlight/true#M1956
  19. "სოსო ექიმის" სტატია ვნახე შეიძლება ბრენდი არ ვარგა მაგრამ რაც ახლა მაქვს იმაზე უკეთესი არ იქნება?
  20. მეგობარმა მომცა HKC USP5565 ეს კვება, მაგრამ არის გაფუჭებული, დენის ცვალებადობის გამო დაიწვაო. არადა არის თითქმის ახალი. ღირს ამ კვების შეკეთება? მე მაქვს codegen-ის 400-იანი, რომელსაც უკვე ხმა აქვს ქულერზე. თან ვცდილობ რაღაც ნაწილი გამოვცვალო და მომიწევს კვების გამოცვლაც.
  21. გახსენი კეისი და კვების ბლოკს ზედვე ეწერება ყველაფერი
  22. მოგესალმებით მაქვს სამსუნგის პრინტერი SCX-4100 უფრო სწორად all in one თუ როგორც ქვია (სკანერი, პრინტერი, ქსეროქსი) ძალიან ძველია მაგრამ ყველაფერი კარგად მუშაობს გარდა ერთი რაღაცისა, ხშირას ეწერება paper jam, ფურცელს ვერ იღებს მოკლედ რომ ვთქვა. უნდა გამოაღო ფურცლის ჩასადები უჯდა, დაკეტო და ისევ ცდილობს ფურცლის აღებას თუმცა ხან გამოსდის ხან არა რა ვუშველო მითხარით, გამაწამა, ერთი ფურცლის დასაბეჭდად ხან რამდენიმე წუთს ვწვალობ ხოლმე ამ უჯრის დახურვა გაღებით. ვინმე ნორმალური ხელოსანი მიმასწავლეთ ვინც შეძლებს გაკეთებას. რაღაც დონემდე დავშალე მაგრამ ვერაფერი ვუნახე და ისევ ავაწყე
  23. ვერავინ დამეხმარებით? რამე ნორმალური მომივა იმ ფასში რაც მე მინდადა როგორიც მინდა?
  24. მოგესალმებით ფორუმელებო უკვე რამდენი ხანია მინდა სახლის კინოთეატრის ყიდვა, ვერა ვერ დავადგი თავი, იქნებ ამ საახალწლოდ მოვახერხო რამე (ფასდაკლებებს ველოდები). რამდენიმე მაღაზიაში ვიყავი (არაი და გალაქსი) და ვნახე რაღაცეები. დაახლოებით 800 ლარის ფარგლებში იქნებ რამე კარგ სისტემას გამოვკრა ხელი. (800 არის მაქსიმუმი) აუცილებელი რაც უნდა ქონდეს უკანა დინამიკები უნდა იყოს მაღლები და კარგია თუ წინაც მაღლები იქნება, ასევე უნდა ქონდეს usb-დან ვიდეო ფაილები წაკითხვის საშუალება. ტელევიზორს DTS-ის მხარდაჭერა არ აქვს და ამიტომ DTS-ც მინდა ქონდეს. უნდა იყოს Full HD და HDMI პორტი ქონდეს. საჭიროა ქონდეს რადიოც. რაც არ მჭირდება ეს არის 3D. დამეხმარეთ არჩევაში. რომელი ბრენდია ჩემს სასურველ ფასში უკეთესი?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.